"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

საზოგადოების წარმომადგენელთა პეტიცია ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილესთან დაკავშირებით

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, გთხოვთ:

  1. 2023 წელი გამოცხადდეს დავით აღმაშენებლის წლად. მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები საერთაშორისო ორგაიზაცია „იუნესკო“ -ში წარსადგენად;
  1. წმინდანი მეფის , დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოსკათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ;
  1. ბაგრატოვანთა გვარი შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში;
  1. გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოსში ბაგრატოვანთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის;
  1. ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად ვთვლით, დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით.
  1. ჩვენ ვთვლით, რომ მომავლის საქართველოსთვის განმსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის“.
  1. გადაუდებლად მიგვაჩნია, ხელისუფლების ორგანიზებით, მეცნიერების და საზოგადოების ფარო წარმომადგენლობით, შემუშავდეს „ქართული დოქტრინა“;
  1. ვითხოვთ, სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის :“მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ – განხილვა.

პეტიცია 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *