პროექტები

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა საინფორმაციო საშუალებებისადმი

 

მეცნიერთა დიდმა გუნდმა მხარი დაუჭირა ცნობილი მოღვაწეებისა და მამულიშვილების: მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის, ტარიელ ხარხელაურის, რომან რურუას ხელმოწერილ ეროვნულ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, მის გაგრძელებად შექმნა ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. გულისტკივილით ვამბობთ, რომ პოლიტიკური საუბრებით გაჯერებულ საინფორმაციო სივრცეში წუთიც არ მოიძებნა ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ამ პროგრამების გასაანალიზებლად, ხალხისთვის მისაწოდებლად.

ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ეკუთვნის და ერთად ვიფიქროთ მომავლის საქარ- თველოსთვის. მომავლის საქართველოს კონტურები კი ამ დოკუმენტებშია. ჩვენ განსაკუთრე- ბულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროგრამულ დოკუმენტს „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“. გთავაზობთ ფართო დისკუსიას 21 პუნქტიან პროგრამულ დოკუმენტთან დაკავშირებით. სასურველია, მოხდეს მეცნიერთა გუნდის წარმომადგენლებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელთა  შეხვედრა. განსაზღვრული გვაქვს, რომ 18 სექტემბერს უნდა შედგეს დიდი სახალხო შკრება, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მეცნიერთა კონგრესს ამ საქმეში სჭირდება საინფორმაციო საშუალებების თანადგომა, უიმედობით სავსე საქართველოში ხალხთან იმედიანი სიტყვის მისატანად და მოქმედების დასაწყებად. გთავაზობთ თანამშროლობას! სიტყვა თქვნზეა!

 

Facebook Comments
4 (80%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *