"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა და შემოქმედთა საგანგებო პრეს-კონფერენცია

ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!
ორშაბათს, 28 ივნისს 12 საათზე, რუსთაველის 48 – ში (კულტურის ფონდის შენობა) მეცნიერთა კონგრესის ოფისში ჩატარდება პრესკონფერეცია, რომელზეც :
- ჩამოყალიბდება პოზიცია ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით…
- გაკეთდება განცხადება რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით…
- შეფასება მიეცემა პარლამენტის კანონს ,საკოორდინაციო საბჭოსთვის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებით….
- წარდგენილი იქნება ქვეყანაში სისტემური ცვლილებების 21-პუნქტიანი პროგრამა: «მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება მიზნის მისაღწევად.».
მეცნიერთა კონგრესის პოზიციას იზიარებენ და პრესკონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს:
- სატელევიზიო პროექტ «გააგრძელე საქართველოს ისტორია» დამფუძნებელმა მწერალმა და რეჟისორმა გურამ ქართველიშვილმა
- «ქართული ერთობის დარბაზმა» (მეცნიერების დოქტორი ვახში ჟვანია)
- ქვეყნის განვითარების კონცეფციის «გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ» მხარდამჭერმა ფონდმა (მეცნიერების დოქტორი ლუარა ნიჟარაძე)
- საზოგადოება «დიდგორმა» (მეცნიერებათა მაგისტრი თორნიკე კივილაძე)
- პოლიტიკური პარტიების სახელით, რომლებიც მონაწილეობენ მეცნიერთა კონგრესის საქმიანობაში: თეიმურაზ შაშიაშვილი (პარტია «თეთრები»), თეიმურაზ ბობოხიძე (პარტია «მამული»)
- «მეცნიერთა კონგრესის» სახელით: მონაწილეობას მიიღებენ: მეცნიერების დოქტორები: ამირან აფციაური, ჯუმბერ ბოლღაშვილი, მურმან ქურიძე….
მეცნიერთა კონგრესის პრესცენტრი
საკონტაქტო პირი: ციური გარუჩავა (მობ.: 593 32 70 96
ელ.ფოსტა civilizebuli@gmail.com; erovnulidzalebi@gmail.com, metsnierta.kongresi@gmail.com
27.06.2021წ