"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიფოტო

“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” თემატურ-შემოქმედებითი საღამო.

 

ეს იყო ერთი ლამაზი და შინაარსიანი საღამო. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, არ შევმცდარვართ, რომ 2020 წელი არა ტრადიციული  საქმიანი შეხვედრით დავიწყეთ, არამედ არაფორმალურ გარემოში , მეგობრების წრეში შევიკრიბეთ და გახსნილად, გულიანად, სიყვარულის ატმოსფეროში შევეგებეთ უკვე დამდგარ ახალ წელს. რთულს, მრავალფეროვანს,  დარწმუნებული ვართ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანს, შესაძლოა გარდამტეხ, წელიწადს, რომელიც გვინდა გვჯეროდეს, უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენი ქვეყნის რეალობას.

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”  თემატურ-შემოქმედებითი საღამოს,წამყვანი სიტყვისა და ღიმილის ოსტატი ქ.ნი ეთერი მდინარაძე იყო, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც შეუდგა “ქართული TV” – ს (თებერვლიდან განახლებული ეთერით წარსდგება მაყურებლის წინაშე) დირექტორის მოადგილის მეტად საპასუხისმგებლო და რთული მისიის შესრულებას.  ამ ეტაპზე, კი მან  რომ საღამოს წამყვანის მოვალეობას წარმატებულად გაართვა თავი.

შეხვედრა ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლების  შემოქმედებითი ნიჭის და უნარების გამოვლენის უნიკალურ საღამოდ იქცა, საკუთარი ლექსებით წარსდგნენ პოეტები ბაღათერ არაბული, ეკა ქაჯაია,ფიქრია ჩუბინიძე, დავით შემომქმედელი და სხვები.

უნიკალური ჰანგებით აჟღერებული სიმღერები შეასრულეს კომპოზიტორებმა ვაჟა აზარაშვილმა,მანანა იმედაძემ,თემური გუგუშვილმა,ქართული ცეკვის ხელოვანმა გელოდი ფოცხიშვილმა, ბადრი გვილავამ  და სხვებმა.

ცნობილმა მეცნიერმა,პროფესორმა რამაზ გახოკიძემ როიალის სიმებზე აამღერა ემილი მიქაია,ოლეგი ნიკოლეიშვილი ,მანანა იმედაძე , ეკა გაბედავა. ტანგო აცეკვა ცნობილ მეცნიერს,პროფესორ თამაზ შილაკაძეს…

ეს იყო საღამო რომელმაც გააერთიანა მეცნიერები , პროფესორები ,შემოქმედებითი კავშირები, ,პოეტები,მხატვრები,მწერლები და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები.

საღამოს მთავარი ღერძი გახლდათ  თამადა – გელათის აკადემიის აკადემიკოსი,პოლიტიკოსი ბ.ნი თემურ შაშიაშვილი რომელმაც თითოეულ მოწვეულ სტუმარს მიაგო სითბო და სიყვარული.

საღამოს დამაგვირგვინებელი იყო “პატივგების სიგელით “დაჯილდოების ცერემონიალი და ცნობილი პიროვნებების ბ.ნი არნოლდ გეგეჭკორის,რეზო ბალანჩივაძის,ჯუმბერ კოპალიანის საიუბილეო თარიღების მილოცვა.

ეს საღამო “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”მეცნიერთა გუნდის ერთი ისტორიული ფურცელია და ამ
გუნდის პროგრამული შეხვედრების კუთვნილებას წარმოადგენს.

ეს იყო საღამო თაობათა ერთიანობის..  “გახლეჩილი ბროწეულის” ავტორი თეკლა მელაძე წარმოადგენდა მომავლის საქართველოს, ხოლო 87 წლის პროფესორი, თამაზ შილაკაძე, შეხვედრის ყველაზე მხცოვანი მონაწილე, ჩვენს უფროს თაობას.  ეს იყო საღამო საქართველოს ერთიანობის, აქ  ქართველებთან ერთად იყვნენ  ოსი კაცი და აფხაზეთის წარმომადგენელი. ეს იყო საღამო სადაც სუფევდა სიყვარული და ურთიერთგაგება, სუფთა და ხალასი ურთიერთობა,

მომავლის საქართველოს სწორედ ასეთი მორალური ადამიანები ქმნიან

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *