"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

12 მარტი – ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი  

 

ხვალ, 12 მარტს, სრულდება 100 წელი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის პირველი სხდომიდან. ეს მართლაც, მნიშვნელოვანესი მომენტია ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა ორი წლის წინ, პირველი პარლამენტის (1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭო) წევრთა მიმართვა:“ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა“.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ამ მიმართვას და ამ დღეს, პარლამენტს ოფიციალურად გადავცემთ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ ქვეყნის განვითარების კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და გელათში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტს „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“. ასევე მეცნიერთა  მხარდაჭერილი  პირველი პარლამენტის წვრთა ერთი ჯგუფის მიმართვაც, რომელიც  გამოქვეყნებულია  მეცნიერთა მიერ შედგენილ პროგრამაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

დარწმუნებული ვართ. პარლამენტარიზმის 100 წლისთავზე,  პარლამენტისთვის გადაცემული ეს დოკუმენტები და უზენაესი საბჭოს ერთი ჯგუფის განცხადება,, ახლა მაინც მოექცევა პარლამენტის ხელმძღვანელობისა და პარლამენტართა ყურადღების ცენტრში.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი – ეროვნული თანხმობისთვის

პრეს-ცენტრი

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ (PDF)

ახალი განზომილება – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“

:“ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა“.

(ვიდეო) ტარიელ ფუტკარაძე – თეიმურაზ შაშიაშვილი: მწარე საუბარი 90 იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *