პროექტები

რას მოუწოდებენ ქართველი ემიგრანტები ეროვნულ ძალებს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა მისალმება მეცნიერთაკონგრესისადმიგზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

ვაცნობიერებთ რა ,რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიურ- პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია ხმა ერისა და ხმაბერისა”,.ვუერთდებით ქართველ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციას გზაცივილიზებული სახელმწიფოსკენ “,მივესალმებით კონგრესის თითოეულ მონაწილეს და სრულიად საქართველოს!
მივიჩნევთ რა, რომ:

მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამის რეალიზება ერთადერთი გზაა ქვეყნისა და ერის გადასარჩენად  მხარდაჭერას ვუცხადებთ  პროგრამის ინიციატორებს, უდავოა, მისი განხორციელება საქართველოს გადაიყვანს სწორი განვითარების რელსებზე.

პროგრამის მნიშვნელობისა და მისი განხორციელების აუცილებლობაზე საზოგადოების თითოეულ წევრამდე დაყვანა ყველა ჩვენთაგანის მამულიშვილური მოვალეობაა, რამეთუ საქართველოს გადარჩენა  თითოეული ქართველის წმინდათაწმინდა ვალია  – სწორედ ემიგრანტებმა უფრო ვიცით, თუ რას ნიშნავს ხოვრობდე უსამშობლოდ, შორს უცხო მხარეში, რაც საქართველოში არსებულმა სიღარიბის ზღვარზე მისული ოჯახების გადასარჩენად ზრუნვამ გვაიძულა…

სწორედ ჩვენზე ,ემიგრანტებზე აისახა ყველაზე მწარედ საქართველოს ბოლო სამი ათეული წლების მძიმე რეალობა,სწორედ ჩვენ ემიგრანტები ვოცნებობთ ადრე თუ გვიან გვეღირსოს სამშობლოში დაბრუნება,ვნატრობთ ისეთ ქვეყანაზე, სადაც აღარ იქნება საჭირო ქართველმა ქალმა ჩაიცვას რკინის ქალამნები ,მოიწყვიტოს მკერდიდან ქმარ-შვილი,მიატოვოს მოხუცებული მშობლები და ოჯახის გადასარჩენად გულმოგლეჯილი გაუყვეს უცხოეთის გზას! მითუმეტეს, არც იცი სად მიდიხარ ,რა გელოდება და ამ გზიდან როდის დაბრუნდები…საქართველოს დღევანდელი ტრაგედიაა ათეული წლები გახლეჩილი ოჯახები  – უდედოდ დარჩენილი მცირეწლოვანი შვილები, ცოლის გარეშე დარჩენილი ქმრები ,და შვილის გარეშე დარჩენილი მოხუცებული მშობლები ამ ყველაფერს კი დასასრული არ უჩანს,

.ესაა სწორედ ეროვნული ტრაგედია!!!

მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჭირისუფალნო და ერის ღირსეულო მამულიშვილნო: არ დავთმოთ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის განვითარების სწორ რელსებზე გადაყვანა მხოლოდ ერთობით მიიღწევა და სწორედ  ერთობისკენ მოგიწოდებთ ეროვნულ ძალებს ქართველი ემიგრანტები საქართველოს გადასარჩენად.

ჩვენი ხმა და დიდი სიყვარული ყველას, ვისაც სტკივა საქართველო და ვინც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, უფალი ჰფარავდეს თითოეულ ქართველს და სრულიად საქართველოს.

ქართველი ემიგრანტები:
1.ლუარა ნიჟარაძე -იტალია,ფლორენცია.
2.ქეთევან ქებულაძე -იტალია,ემპოლი
3.ქეთევან ობოლაძე -იტალია
4.ნატო კოხრეიძე-იტალია
5.ნარგიზა ონიანი-იტალია
6.თამრიკო რუხაძე -იტალია
7.ნარიამ უბლავა-იტალუა
8.თინიკო კავთელაძე-იტალია
9.ნარგიზა ხუროძე -საბერძნეთი
10.ნინო ქოჩიაშვილი-საბერძნეთი
11.გულთამზე ქობულაძე-საბერძნეთი
12.გულნარა სოფრომაძე-საბერძნეთი
13.ლური მაღლაფერიძე-იტალია
14.მზია ბეღელაძე_იტალია
15.სოფიკო ქარქაშაძე-იტალია
16.ნორა ღლონტი-იტალია
17.დოდო გვეტაძე-იტალია
18.გიული მიხელიძე-იტალია
19.რუსუდან მაღლაფერიძე-იტალია
20.მანანა ნიკოლეიშვილი-იტალია
21.ლელა ერაძე-იტალია
22.ლეილა ჟიჟიაშვილი-ბივისი – ლონდონი
23.მარინა კურტანიძე-ლონდონი
24.ვაჟა ბუჩუკური-ლონდონი
25.ოუზა კაკრიაშვილი-იტალია
26.სალომე ავალიანი-იტალია
27.მედეა ნიჟარაძე -იტალია
28.ნანა ვაჩაძე -იტალია
29.ქეთინო ავალიანი-იტალია
30.ხათუნა ჭელიძე-იტალია
31.ანიკო ჩარქსელიანი-იტალია
32.მაია დვალი-იტალია
33.უჩა ამბროლაძე-ნიუ-იორკი
34.მაია კოსტავა გრიგორიევა-როსტოვი
35.ქეთინო ჩხობაძე -ნიუ იორკი
36.იზა ქებულაძე-ათენი
37.თინათინ კუხიანიძე- ესპანეთი
მადრიდი
38.გიორგი ნემსაძე ბელგია
39.ჟანა თოლორაია საბერძნეთი,ათენი
40.როზეტა ჟორჟოლიანი –
სტამბული
41.დონა შაშიაშვილი-ანკარა

და უამრავი სხვა ემიგრანტები იტალიიდან და საბერძნეთიდან.
2019.წ. 2.თებერვალი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *