მეცნიერთა კონგრესი

ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა!

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიმართვა

საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში

დღეს 28 ოქტომბერია; ქართული იდეით გაერთიანებულ საქართველოში ჩატარებულ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულგანმათავისუფლებელი ძალების გამარჯვების დღე – დღე რომელმაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს მომავლის ორიენტირები და პრაქტიკულად მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ 26 წელი გავიდა. ამ სიმბოლურ დღეს, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერები – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ერთი ჯგუფი, ასევე, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაცხადებთ:

1990 წლის 28 ოქტომბერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება შესაძლებელი გახადა საზოგადოების ერთიანობამ. ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაჩერა გარედან მართულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, რის გამოც დღემდე საქართველო ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ სახელმწიფოდ. 1991 წლიდან საქართველო, ფაქტობრივ საომარ მდგომარეობაშია: ერთი მხრივ ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს მეხუთედი, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით პერმანენტულად მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობანი.

დღეს უკვე ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის, ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, ცხადია, რომ 1991-92 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება და სისხლიანი დაპირისპირება არის ამჟამინდელი საქართველოს კრიზისის სათავე. სამწუხაროდ, ჩვენივე ისტორიის ეს მწარე გაკვეთილი კარგად არ არის გაცნობიერებული; არც სამართლებრივადაა შეფასებული. დღემდე გრძელდება ქართველი ერის ფასეულობების უარყოფა, საქართველოს სახელმწიფო ენის პრესტიჟის დაკნინება და საქართველოს ეკონომიკისა და რესურსების განადგურება.

ჩვენ იმ ადამიანთა შორის ვართ, ვინც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ საქართველო ვერ ვითარდება 28 ოქტომბერს არჩეული პირველი პარლამენტის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტირებით; ეს განცხადებაც ამ პასუხისმგებლობითაა გაჟღენთილი. საქართველოს მომავალი არსებითადაა დამოკიდებული პასუხისმგებლობის მქონე წესიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანების კონსოლიდაციაზე:

ეროვნული ძალების კონსოლიდაცია ამჟამინდელი საქართველოს მთავარი გამოწვევა.

ქრისტიანობის, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქართველი ერი საუკუნეების წინ გახდა ცივილიზებული დასავლეთის ორგანული ნაწილი. დიდმა დავით აღმაშენებელმა კი დააგვირგვინა წინაპართა მისწრაფება და საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოდ აქცია, სახელმწიფოდ, რომელმაც დიდგორის ომით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.

ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ცივილიზებული მსოფლიო უკეთ დაინახავს ქართველი ერის ისტორიულ მისწრაფებას – ჰქონდეს თავისი კულტურა, თავისი სამწიგნობრო ენა, თავისი სახელმწიფო, სადაც პრიორიტეტულია ტოლერანტული განწყობა, ზოგადსაკაცობრიო იდეალები და ხელს შეუწყობს საქართველოში რეალური დემოკრატიისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ჩვენ, ყველანი, მთელი საქართველო, მსხვერპლი გავხდით 1991-93 წლების პუტჩისა და მისი თანამდები მოვლენებისა. ამას გამოკვეთილად ვამბობთ სწორედ ეროვნული მოძრაობის გამარჯვების დღეს, 28 ოქტომბერს, 26-ე წლისთავზე და დავძენთ:

მხოლოდ საქართველოზე მოფიქრალი ზნეობრივი, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა და ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის დამკვიდრებაამ მისწრაფების განხორციელების კარგი პირობები შეიქმნა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ: საქართველოს მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა ნება, ქვეყანაში დაიწყოს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიული პროცესების გზით; დემოკრატიული პროცესების დაწყება კი შეუძლებელია 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლების დამხობის ფაქტის სამართლებრივი შეფასების გარეშე (ხალხი დიდი ხანია ელოდება ამ შეფასებას!); სიტყვა ხელისუფლებაზეა… ამის შემდეგ კი გახდება შესაძლებელი, ერთად დავიწყოთ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს და დამოუკიდებელი საქართველოსათვის ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ.

P.S მიმართვის ტექსტზე ხელმოწერა გრძელდება.

პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნებამ, რუსთაველის საზოგადოებისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ქურდიანმა საზოგადოებრივი მოძრაობა „წინ საქართველოს“ დამფუძნებლებთან ერთად ჩამოაყალიბა „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი კონცეფცია.

რაც დრო გადის, ასეთი წიგნის, უფრო სწორად, ასეთი ფუნდამენტური კვლევის აუცილებლობა კიდევ მეტად იზრდება და მისი გასაჯაროების აუცილებლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მომავალს!

* * *

თანამედროვე საზოგადოების პრობლემა შერჩევითი სიბრმავის, სიყრუისა და ყოვლისმიმტევებლობის გარდა გულმავიწყობაცაა..

პოლიტიკოსებს პირადი სიმპათია – ანტიპათიიის მიხედვით უვიწყებენ წარსულის შეცდომებსა თუ ცოდვებს.

მე ფართო საზოგადოებრიობაზე ვლაპარაკობ, თორემ თავად პოლიტიკოსები და მათი თანაპარტიელები ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიით ცდილობენ საკუთარი ლიდერების პერმანენტული უზნეობის გამართლებას თუ დაფარვას, ან თუნდაც, დავიწყების ბურუსში გახვევას – ეს უწესობა მათი ცხოვრების წესია და პასუხი მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში მოეთხოვებათ!

სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკული, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად მე გადავწყვიტე შევადგინო და გამოვცე წიგნი“ სახელწოდებით:

ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში

(რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით)

რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი (დოკუმენტირებული) გამონათქვამები სახელმწიფოსთვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე მიუკერძოებელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს _ უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტებში, ვინ უჭერდა მხარს ვის, ან რის სამსახურში იდგა, ვის ან რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს, მართლდება თუ არა მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები და ა.შ.

ასეთი წიგნის შედგენაზე გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა დამარწმუნა არა მხოლოდ მის აქტუალურობაში, არამედ, მის სასიცოცხლო აუცილებლობაში.

ადამიანი პოლიტიკოსობაზე რომ თანხმდება, ის უკვე მხად არის შინაგანად თუ სრული სიცრუის არა, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი სიმართლის სათქმელად და გასამართლებლად მაინც.

ჩვენს თვალწინ მოხდა ცოდვამრავალი შევარდნაძის ფავორიტების მიერ შევარდნაძის დამხობა და ახლა სწორედ ისინი ემიჯნებიან მას და მის პოლიტიკას, ვინც ამ პოლიტიკის იდეოლოგები და „მოქკავშირის“ შემოქმედნი იყვნენ – ვინც შევარდნაძის ხელდასმით ხდებოდა მოქკავშირის გენერალური მდივანი, პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ. და ა.შ.

ჩვენს თვალწინ პატიოსნებას იჩემებს და სხვას მოუწოდებს პატიოსნებისკენ კაცი, რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თავის მოადგილედ დანიშნა განათლებით ბიოლოგი მეგობარი ქალი და მას პენიტენციალური სისტემის კურატორობა ჩააბარა. მკვლელობისთვის ძებნილი საკუთარი ძმა მის სახლში, მისივე თანდასწრებით დაიჭირეს, ის ქალბატონი იძულებული გახდა გადადგომაზე დაეწერა განცხადება. მინისტრმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლა, რადგან მისი კლანის წევრი იყო. ის, ვინც სამართალი, ზნეობა და საზოგადოებრივი ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიკიდა ფეხზე. რატომ გაუწევს ყოველივე ამას ანგარიშს პრეზიდენტის რანგში ყოფნისას?!

არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა შეუძლია დადგომა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი დანაშაულებრივი საქციელის დავიწყებისა.

აქედან გამომდინარე, დავაფიქსიროთ ყველაფერი და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ტრადიციად ახალი წიგნის შექმნა – დაე, პოლიტიკოსები ძრწოდნენ იმის შიშით, რომ მათი ყოველი ანგარებიანი და არასწორი ნაბიჯი იქნება საჯაროდ გამოაშკარავებულ-მხილებული…

შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს არჩევანის უფლებასთან ერთად უფლისაგან აქვს მინიჭებული. პოლტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც ინანიებს ცოდვებსა და შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არავისი მსაჯულები არ ვართ , არავის განვიკითხავთ, ჩვენ მხოლოდ ყველაფერს აღვნუსხავთ, კარგსაც და ცუდსაც, მონანიებულსაც და მოსანანიებელსაც, რადგანარა არს რა დაფარული, რაც არ გაცხადდება

შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა.

მივმართავ ყველას, ვისთვისაც სიმართლისა და ჭეშარიტების მსახურება ჯერ კიდევ ფასეულობას წარმოადგენს, ვინც ცხოვრობს პრინციპით: „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად“… უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს საინფორმაციო ბაზათა მფლობელებს – გახდნენ ამ წიგნის თანაავტორები, ამოუდგნენ მხარში ამ იდეას – ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ საჭირო ფოტოები და დოკუმენტები, რათა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოში უზნეო და უპრინციპო პოლიტიკოსმა მთელი ერის მოტყუება, ქვეყნისთვის თვალებში ნაცრის შეყრა – ჩვენ ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ვთქვათ ისე დასაბუთებულად, რომ მათი ფანატებისა და მანიაკების გარდა ყველასთვის ცხადი და სანდო იყოს, რასაც ვიტყვით.

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ჩემი ქვეყნის ის შვილი ვარ, რომელმაც თავზე ყველაზე უსიამო მისია აიღო – არასოდეს ეცრუოს თავისი სამშობლოს და ყოველთვის მხოლოდ სიმართლე უთხრას, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც.

მიხეილ ქურდიანი,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი „წინ საქართველოს“ მთავარი კომიტეტის წევრი, დამფუძნებელთა საბჭოს სპიკერი.

2005 წლის ივლისი

მინაწერი: „ქართული ერთობის დარბაზი“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და „მეცნიერთა კონგრესი“ _ ეროვნული თანადგომისთვის იზიარებს ამ პოზიციას და მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან, რათა შეიქმნას ასეთი უნიკალური წიგნი.

ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ეკონომიკური კონსტიტუციაქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის მიღწევის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები

არც ერთ წარმატებულ ქვეყანას არ მიუღწევია განვითარების უმაღლესი მწვერვალისთვის საკუთარი ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების გარეშე. ამ სტარდაფის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური თვისებების მქონე კონკურენტუნარიანი უპირატესობისა და მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი რესურსული პოტენციალი როგორიცაა ბიოლოგიურად აქტიური უნიკალური თვისებების მქონე ბუნებრივი მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები, რომელსაც შეუძლია სწრაფად გამოიყვანოს ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, ფეხზე დააყენოს მუხლმოყრილი საქართველო და უახლოეს პერიოდში მიღწეულ იქნეს ხალხის კეთილდღეობა ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნით. სწორედ ამ სტრატეგიული რესურსის, „როგორც ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის“ გონივრული გამოყენება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ წარმოადგენს ქართველი მეცნიერების უმთავრეს მიზანს.

დიახ! ჩვენს მიერ შემუშავებული ახლებური მოდელით კერძოდ, მიწისქვეშა სასმელი წყლის საექსპლოატაციოდ დასაშვებ სახელმწიფო მარაგებზე კაპიტალიზაციის ტექნოლოგიებისა და მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების გამოყენების „ეკონომეტრული“ ინოვაცია, რაც გულისხმობს ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების რესურსული პოტენციალის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მატერიალიზებას, ფასიანი მომგებიანი ქაღალდების (აქციები, თამასუქები, ევრობონდები) სახით, უზრუნველყოფს საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიისა და გენერალური ტვირთბრუნვისათვის ახალი პორტ-ტერმინალების მშენებლობის დაფინანსებას 5 მლრდ აშშ დოლარით. აღნიშნული მოდელით მიღწეულია საერთაშორისო სასმელი წყლის სამომხმარებლო ბაზარზე გარკვეული სეგმენტის მოპოვება და იქ ადგილის დამკვიდრება.

მეცნიერულად დასაბუთებული ეკონომიკური პროგრამების შეჯერებისა და ბუნებრივი რესურსების მაკროეკონომიკური კვლევების საფუძველზე, გამოვლენილი და დამტკიცებული იქნა ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობის მქონე ერთად ერთი რესურსული პოტენციალი მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგების სახით, რომლის პრიორიტეტულობას საქართველოს ეკონომიკაში განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: სასმელი წყლის ბუნებრივი უნიკალური თვისებები, სიუხვე, სტაბილურობა, მაღალი ხარისხი, განახლებადობა-კვლავწარმოების უნარი, სიიაფე და მსოფლიო მოსახლეობის კატასტროფულად მზარდი მოთხოვნილება სასმელ წყალზე.

ამრიგად, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებით დასაბუთებულია, რომ საქართველოს გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობის „ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების“ რესურსული პოტენციალი მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგების სახით, რომელიც 1,5-ჯერ აღემატება 7,4 მლრდ მსოფლიო მოსახლეობის ყოველდღიურ ბიოლოგიურ მოთხოვნიოლების ნორმას-(2-2,5 ლ/დღ.ღ) რომ გააჩნდეს მისი რეალური გატანის შესაძლებლობა

გაანგარიშებული და გათვლილია საქართველოში დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობიდან გამომდინარე ყოველწლიური შესაძლო ტვირთნაკადების ბრუნვა, შესაბამისად დასახულია, შემდგომში მისი ზრდა-განვითარების პერსპექტივები.

შესაბამისმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მაღალხარისხიანი დაფასოებული სასმელი წყლის მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარზე მზა პროდუქციის გამტანი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.

ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებიდან 1-1,5 წელიწადში, ქვეყნის ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12-მლრდ აშშ დოლარით, ქვეყნის ბიუჯეტი შეივსება 3-მლრდ აშშ დოლარით, ინდუსტრიულ წარმოებასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში დასაქმდება ათეული ათასობით შრომისუნარიანი მოსახლეობა.

ჩვენს მიერ შემუშავებული მეცნიერული სიახლეებით, მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის პერსპექტივებზე მიბმით, სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგების კაპიტალიზაციისა და მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის მსოფლიოს უმაღლესი კლასის საბანკო გარანტიას რომელიც უნიკალურ „ფინანსურ ინსტრუმენტს“ წარმოადგენს გრძელვადიანი მცირე-პროცენტიანი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებლად.

საქართველოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია -„წყალი ეროვნული სიმდიდრე“ და პროგრამა, „რეალობად ქცეული ქართული ეკონომიკური სასწაული „ ემყარება 2009 წლის 9 იანვრის, ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ადასტურებს პარტნიორობის გაღრმავებას ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით და იგი ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის: ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას, ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშეწყობას.

ინდუსტრიულ წარმოებაში სასმელი წყლის რესურსების დასაშვები საექსპლოატაციო-(3013/წმში) რაოდენობიდან ვიყენებთ მარაგის მხოლოდ 0,75%-, .. 2,5 3/წმში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახული მიზნის განხორციელებით მიღწეული იქნება ქართული სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ: ინდუსტრიული მშენებლობის (1-1,5 წელიწადში) დასრულების შემდეგ, მშპ-ს ზრდისა და პროდუქციის სტაბილური წარმოების პირობებში, საერთო საექსპლოატაციო დასაშვები მარაგის 22,5%- ვტოვებთ კაპიტალიზაციის ტექნოლოგიებში გამოყენების გარეშე, ხოლო დარჩენილი მარაგის 75%-ზე კაპიტალიზაციის მოდელი მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების გამოყენებით (რაც გულისხმობს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების სახით აქციების მატერიალიზებას-ემისიას). უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული საინვესტიციო ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად ასეული მილიარდობით აშშ დოლარის ფინანსური რესურსების მოზიდვის რეალური გარანტიებს შესაბამისი საბანკო ინსტრუმენტის ფორმირებით. აქედან გამომდინარე:

  1. საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთერთი წამყვანი ქვეყანა.
  2. ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის- დაფასოებული სასმელი წყლის მრეწველობის ეკონომიკიდან ქვეყნის ყოველწლიური ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12 მლრდ აშშ დოლარით (50მლნ ტონა მსოფლიო საბითუმო ფასის 24 ცენტ/ლიტრის გაანგარიშებით)

3.მშენებლობის დასრულებიდან კალენდარული ერთ წელიწადში, დაიწყება ეროვნული ეკონომიკის სწრაფი აღმავლობაგანვითარება, რასაც მოჰყვება ბიუჯეტის დაჩქარებული ზრდა 3 მლრდ აშშ დოლარით.

  1. სასმელი წყლის ინდუსტრიის შექმნით, საწარმოო, სატრანსპორტო, დამხმარე სამეურნეო და სხვა სამრეწველო ციკლში დასაქმდება ათეულ ათასობით ადამიანი, საშუალო ხელფასით 1 500 აშშ დოლარი.
  2. მოიხსნება სიღარიბის არსებული მწვავე პრობლემები.
  3. შეჩერდება მიგრაციული პროცესები

7.შეიქმნება ნავთობისა და გაზის საბადოების მფლობელი წარმატებული ქვეყნების ბევრად უკეთესი მოდელი, იმ უპირატესობით, რომ სასმელი წყლის რესურსები არამილევადი, მუდმივგანახლებადი, ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტია.

  1. დაიწყება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის დასაშვები საექსპლოატაციო რაოდენობიდან მარაგის მხოლოდ 0,75%-ზე (2,5 3/წმში.) კაპიტალიზაციის მოდელის გამოყენებით, მიღწეულიაბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიისადა ანაკლიაში (კონცეფციაპროგრამით) დაგეგმილი პორტტერმინალის მშენებლობის ნაცვლად, ქალაქ ფოთის ნარიონალსა და ჭოროხის დელტაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის გათვალისწინებული 3 მლრდ აშშ დოლარით დაფინანსება, რასაც მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და სოციალური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება.
  2. 2018 წლის იანვრის დასაწყისში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტვირთნაკადების გაზრდის მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის მოცულობის 5 მლრდ აშშ დოლარით გაზრდის თაობაზე, რაც გაცილებით მეტ შემოსავლებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
  3. ინდუსტრიული მშენებლობის დასრულების შემდეგ, მშპზრდისა და პროდუქციის სტაბილური წარმოების პირობებში, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მატერიალიზების ტექნოლოგიებით პესიმისტური მოდელის გამოყენება, (რაც ნიშნავს დამტკიცებული სახელმწიფო მარაგებიდან კაპიტალიზაციის ტექნოლოგიურ პროცესში მარაგის მხოლოდ 25%-ის ჩართვას), გვაძლევს 570 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტ ფულადი რესურსების მოსაზიდად უმაღლესი კლასის საბანკო გარანტიისთვის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს, ჩვენი ქვეყნისთვის ყოველგვარი რისკფაქტორების გამორიცხვით.
  4. კაპიტალიზაციის რეალისტური (50%-იანი) მოდელი იძლევა 1 140 000,0 მლრდ. აშშ. დოლარს, ხოლო (75%-იანი) ოპტიმისტური მოდელი, 1 710 000,0 მლრდ. აშშ. დოლარის მატერიალურ ღირებულებას, რომელიც შესაბამისი ფულადი რესურსების მოზიდვის რეალური შესაძლებლობაა.
  5. განხორციელდება სოფლისა და სატყეო მეურნეობის, ენერგეტიკის, მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობის, მაღალმთიანი საზღვრისპირა თნამედროვე სოფლების მშენებლობა შესაბამისი გლეხურფერმერული მეურნეობების და სხვა სტრატეგიული საინვესტიციო ეკონომიკური პროექტების დაფინანსება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და დამოუკიდებლობის გარდაუვალი წინაპირობაა.
  6. დაგეგმილი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 94 მლრდ. აშშ. დოლარს, რომლის სტარტაფს წარმოადგენს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრია. აღნიშნული თანხის მოზიდვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უკვე მიღწეულია.
  7. დარგობრივ ეკონომიკაში დაბანდებული რეინვესტირებული კაპიტალის უკუგების ვადა არ აღემატება 10 წელს. ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება 51 მლრდ. აშშ. დოლარამდე.
  8. ეტაპობრივად დაიწყება საქართველოს კონსტიტუციის, თავი მე-5 47 და 48- მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა განხორციელება, რაც საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მზრუნველობით დამოკიდებულებისა და სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის უპრეცენდეტო მაგალითი იქნება ხელისუფლების მხრიდან.
  9. გადაიდგმება რეალური ნაბიჯი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისათვის, რაც იძლევა ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობის გაძლიერების სრულ გარანტიას.
  10. გაიზრდება მოსახლეობის მყიდველობითუარიანობა, შეიქმნება საშუალო ფენა, საფუძველი ჩაეყრება ერთიანი, ძლიერი, ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურ მშენებლობას, როთაც საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო თანამეგობრობის პოლიტიკურ რუკაზე, მშვიდობიანი რეგიონალური ეკონომიკურ სივრცით.

ამ გზით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, შექმნილია ასეული მილიარდობით ღირებულების მატერიალური ფასეულობის სიმდიდრე აქტივების სახით, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ახალი „ეკონომეტრიული“ მოდელია და იგი ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე როგორც ეკონომიკურად დამოუკიდებელ, ერთიან, ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს თავისი გენოფონდითა და მშვიდობიანი ტერიტორიული სივრცით.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში ქვეყანაა გადასარჩენი და მერე ხალხის უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად, სოციალურად ორიენტირებული, ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ფინანსური აქტივებით ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობისა და ქვეყნის აღმშენებლობის, ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი მოდელის რეალური განხორციელებაა აუცილებელი.

ვიმეორებ!

წყალი სახალხო საკუთრებაა და იგი უნდა მოხმარდეს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას!!! ქვეყანაში შექმნილია ყველა წინაპირობა იმისა, რომ მიმდინარე წელი სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაძაბული და ბევრად უარესი იქნება, ვიდრე გასული წლების საანგარიშო პერიოდი. ამის დამადასტურებელია ქართული ოცნების მიერ ნაციონალებისადმი“ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის სახით გატარებული 6–წლიანი შემწყნარებლური პოლიტიკური ეპოპეა.

ისმება კითხვა: ვინ დარჩა დაზარალებული ამ თავსმოხვეული მიზანშედეგობრივობაზე ორიენტირებული პოლიტიკით? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და მისი განუყოფელი ნაწილი, ხალხი.

მიზეზი?

მიზეზი ცალსახა და ნათელია! 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ნაციონალური მოძრაობის ყველა წამყვან ლიდერს საკუთარი ოჯახის წევრები გაყვანილი ჰყავდათ საზღვარგარეთ, არჩევნების დასრულებისთანავე გაქცეული მრავალი მათგანი მოვაბრუნეთ საზღვრებიდან, ამოვალაგებინეთ ჩალაგებული ხელბარგი და შევთავაზეთ ქვეყნის ერთობლივი მართვა.

შედეგი?

შედეგმაც არ დააყოვნა, მივიღეთ მართვის სადავეებთან მდგომი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გამაოგნებელი დისკრიმინაცია, ხოლო ერთ მუჭად შეკრული ნაცსექტა უფრო შედუღაბდნენ, ცოტა ხანში მოძლიერდნენ და დაიწყეს პრეზიდენტყოფილის მიერ დანაპირები მუქარის სისრულეში მოყვანა, „ჩვენ თუ ხელისუფლებას ჩამოგვაცილეს, სულ მალე ნახავთ ქვეყანას ოცნება 90–იანი წლების მექრთამეობის ხანაში როგორ დააბრუნებსო“. დაიწყო აღებ–მიცემობის წინასწარ დადგმული სცენარით, შეთითხნილი ფაქტების გაპიარება „რუსთავი-2“–ის, „ტაბულისა“ და მათი გავლენის სფეროში მოქცეული სხვა მასმედიის საშუალებებით.

დღემდე მათი ქცევის მოტივაცია ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დაუმტკიცონ საზოგადოებას, მმართველი გუნდის უნიათობა და ამ გზით შეაძულონ ისინი საქართველოს მოსახლეობას. მოვლენამაც არ დააყოვნა, საზოგადოებაში ნიჰილიზმმა და ხვალინდელი დღის უიმედობამ დაისადგურა. დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა, რაც უფრო გაამძაფრა ლარის დევალვაციამ, ნაციონალების ფავორიტმა, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკუთარი უმოქმედობით უფრო გაამწვავა მოსახლეობის მორალურ–ფსიქოლოგიური და გაუსაძლისი სოციალურ–ეკონომიკური ფონი, კაცთმოძულე ნეო–ლიბერალურმა ფრთამ, ვაი–ქართველების მეშვეობით, დაიწყო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე და დედა ეკლესიაზე იერიშის მიტანა და ვეღარც აანალიზებენ, თუ რა ზიზღს სთესავენ ქართულ საზოგადოებაში და რა საფრთხის შემცველია ამ ზიზღით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგები.

უფალმა მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ღირსეული, კულტურული ცხოვრებისა და არსებობის საშუალება გვიბოძა. საქართველო ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყანაა პლანეტა დედამიწაზე ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების მაღალხარისხიანი, ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი სასმელი წყლის მიწისქვეშა რესურსული პოტენციალით. მისი მარაგები ბევრად აღემატება მსოფლიო მოსახლეობის 7,4 მილიარდზე მეტი ადამიანის ყოველდღიური ბიოლოგიური მოთხოვნილების ნორმას (2–2,5 ლიტრი). დასაშვები საექსპლუატაციო მარაგებიდან ვიყენებთ მხოლოდ 0,75%–ს ე.ი 2,5 მ3/წმ–ში. რაც წელიწადში 50 მილიონ ტონა დაფასოებული პროდუქციის ტოლფასია. ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებიდან 14-თვეში ქვეყნის ყოველწლიური ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12 მილიარდი აშშ დოლარით, ბიუჯეტი შეივსება 3 მილიარდი აშშ დოლარით. დასაქმდება ათეული ათასობით ადამიანი საშუალო ხელფასით 1500 აშშ დოლარი. ეს ხელფასები გაორმაგდება მე–4 წლიდან დარგობრივი ეკონომიკური პროექტების ამოქმედებით, ხოლო მე–9 და მე-10 წლებში სახელფასო ანაზღაურება გასამმაგდება (4500 დოლარის ექვივალენტი ლარში), დასაქმდება საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 350 ათასზე მეტი ადამიანი კერძოდ: სოფლისა და სატყეო მეურნეობის დარგთაშორის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკის, ურბანული განვითარებისა და მსუბუქი მრეწველობის დარგებში. რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონებში გლეხურ-ფერმერული თანამედროვე სოფლებების ურბანულ მშენებლობაზე, მამაპაპისეულ მიწა-წყალს უნდა დავუბრუნოთ ძირძველი მემკვიდრეები. ზემოთ ხსენებული ურბანული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი თანხები და მოცულობითი სამუშაოები გათვლილი გვაქვს დარგობრივი ეკონომიკის კონცეფცია–პროგრამებში. თუ „მომავლის სოფლებში ცხოვრების მსურველთ არ შევუქმნით ნაყოფიერი შრომის პირობებს, თუ არ ავუშენეთ: სკოლები, კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკა, სამკურნალო ამბულატორიული დაწესებულებები, თუ თავიდანვე არ გავუჩინეთ ადამიანებს ინტერესი გლეხურ–ფერმერულ კლასტერულ მეურნეობებში ერთობლივი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლების სტიმულირებისა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევძლებთ სოფლად მათ დამაგრებას. ამიტომ, გათვლილი და განსაზღვრული გვაქვს ყველა თანამიმდევრობითი გასატარებელი ღონისძიებების ფულად რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმები. შრომის შედეგად მიღებული ჭარბი პროდუქტი ჩვენს მიერ შემუშავებული მთის კოოპერირების კონცეფცია-პროგრამის შესაბამისად თანამედროვე სისტემური მიდგომებით მოხვდება ქალაქის საცალო ვაჭრობის დახლებზე, ხოლო ფერმერი ადგილზე მიიღებს ანაზღაურებას ყოველგავრი მოცდენის გარეშე, მსგავსი მოდელით იმუშავებს ბარის კოოპერირების კონცეფციაც.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ დააზარალა, ჩვენი აღმოსავლეთ რეგიონის საზღვრისპირა ძირძველი სტრატეგიული მნიშვნელობის ჰერეთის სოფლები, წინა ხელისუფლებების გაუაზრებელმა დამღუპველმა პოლიტიკამ. სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს ვიტყვით დღევანდელი პოლოტიკური მმართველი გუნდის, ამ მიმართულებით საქმიანობის მკვეთრ გაუმჯობებსებაზე. კარგია მთის კანონი რომ მივიღეთ, ეს მართლაც წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია ქართული ოცნების მიერ, მაგრამ ის მცირე თანხები, რომელიც განსაზღვრულია ამ ტიპის რეგიონებისთვის, სანამ ჰერეთის მსგავს სოფლებამდე მიაღწევს, თუნდაც მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსებით, ეს სოფლები სულ დაცარიელდება. საჭიროა სახელმწიფო მიდგომებით ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონიმიკური განვითერების ერთიან ჭრილში მოკლევადიანი პროგრამებით საკითხების მოგვარება. ჩვენ შევძელით ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა. შემუშავებული გვაქვს საზღვრისპირა მაღალმთიანი და ბარის ტიპის თანამედროვე სოფლების მშენებლობის კონცეფცია-პროგრამა ურბანული განვითარებით. პროგრამები უზრუნველყოფილია საჭირო ფინანსური რესურსით. სხვა დანარჩენი ღონისძიებები ორთქლის დროებით გამოშვებისა და საკუთარი ხალხის მოტყუების ავანტიურაა, მერკანტული მიზნების მისაღწევად რასაც საზოგადოება არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქების, მუნიციპალური ერთეულების, დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემების მშენებლობისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალაქ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების წყალმომარაგება–წყალარინების სისტემები იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ წყალმომარაგების ძველ საინიჟინრო ნაგებობებში დანაკარგები 48%-ს აღემატება, უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისი მოიხმარს 21 მ3/წმ-ში წყალს ხოლო წყალარინების მთავრ კოლექტორში (წყალშემკრებში) რომელიც ლოჭინის დასაწყისში მდებარეობს 3,4% წყლით განზავებული მასა იყრის თავს, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ თბილისის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემები კატასტროფულად საგანგაშო მდგომარეობაშია. ამიტომაც გახშირდა ახლახანს ელბაქიძის დაღმართზე მომხდარი მსგავსი მეწყერების საშიშროება, როგორც მარჯვენა ასე მარცხენა სანაპიროს დასახლებულ პუნქტებსა თუ სატრანსპორტო გზებზე. კახეთში კი წყალმომარაგების სისტემების არარსებობის გამო ვირ-ურემის სატრანსპორტო სისტემებით ხდება სასმელ-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფა, იმის გამო კი არა რომ ბუნებრივი სასმელი წყლის მარაგები არ გაგვაჩნია, პირიქით იქ წყალმომარაგების სისტემების არ არსებობითაა გამოწვეული დღევანდელი არასახარბიელო ზოგან კი საგანგაშო მდგომარეობა.

საქართველოს გადაუდებლად ესაჭიროება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობისათვის საჭიროა 8 მილიარდი აშშ დოლარის სამუშაოების წარმოება 5 წლიანი სამუშაო პერიოდში, წყალი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით, როგორც დიდი ქალაქებისა და დაბებისათვის, ასევე სოფლად ყველა მაცხოვრებელთათვის. ახალი სისტემების მშენებლობისათვის, 8 მილიარდი დოლარის მოძიება დღევანდელ საბიუჯეტო შემოსავლებით ყოვლად შეუძლებელია, ხოლო ჩვენი კონცეფცია-პროგრამით ამ თანხის მოძიება და მისი მიზნობრივად გამოყენება ჩვენივე ფინანსური მოდელით სავსებით დამაჯერებელი და რეალურია. რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ადასტურებენ საჭირო თანხებით უზრუნველყოფისათვის მათი პრაქტიკული დახმარების თაობაზე.

მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, უშუალოდაა დამოკიდებული ენერგეტიკის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩემთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა შემომეკრიბა ცნობილი ენერგეტიკოსების გუნდი და მათთან ერთად შემექმნა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა რომელსაც ღვაწლმოსილ მეცნიერ-ენერგეტიკოსის, ბატონი ანზორ ჭითანავას რეკომენდაციით, ცნობილი, დამსახურებული მეცნიერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ბატონი მერაბ დადიანი ხელმძღვანელობდა, ჩემს მიერ შემუშავებული ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია-პროგრამის შესაბამისად შეიქმნა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტიული პროგრამა. ჩვენ დათვლილი გვაქვს საბაზისე ენერგიის, მცირე და საშუალო ჰესების, ალტერნატიული ენერგიის წყაროების, მზის, ქარის ენერგომიმღები სისტემების მშენებლობისთვის საჭირო თანხები და მისი შესრულების ვადები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პერსპექტივების გათვსალისწინებით.

დათვლილი გაქვს სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ხარჯები. მსუბუქი მრეწველობის, ირიგაციისა და დეგრადირებული სასოფლო–სამეურნეო სავარგულების საბალანსო მოცულობის ზრდის ხარჯები, ასევე დათვლილი და მოძიებული გვაქვს კოოპერირების გზით მთასა და ბარში კლასტერული წარმოებების მოწყობისათვის საჭირო თანხები, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის საჭირო თანხებიც. განათლება უნდა გახდეს ყველა ცოდნის მიმღებ მსურველთათვის ხელმისაწვდომი, დაფინანსდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად მიგვაჩნია სოციალურად ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. ეტაპობრივად განხორციელდება სახელმწიფო შიდა ვალების 11 სახის სავალო ვალდებულებების გასტუმრება აქციებისა და ფასიანი მომგებიანი ქაღალდების სახით. დაკარგული კაპიტალი უნდა დაუბრუნდეს ხალხს! უნდა აღდგეს სოციალური სამართლიანობა! მხოლოდ რამოდენიმე ერთეულ ადამიანზე არ უნდა იქნებს გადანაწილებული ჩვენი წინაპრებისა და მშობლების მიერ შექმნილი მატერიალური სიმდიდრე, რასაც ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ხელაღებული სახელწიფო ქონების პრივატიზაცია ადასტურებს, ყველა მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებში, მაგალითად აშშ-ი სტრატეგიული ობიექტების 27% ოქროს კვეთის პრინციპით სახელმწიფო საკუთრებაშია თავმოყრილი და მასზე სახელმწიფო მართვა განკვარგვის უფლებამოსილებაა დაწესებული. საბიუჯეტო შემოსავლების 60%-ზე მეტი საშუალო და მცირე ბიზნესის მეშვეობით ფორმირდება ხოლო 1/5 -ზე ნაკლები მოდის დიდ ბიზნესზე, ესეიგი ბიუჯეტის შევსება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით მიიღწევა. ჩემთვის ძალზედ გაურკვეველია გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე რისთვის დევნიან ხელაღებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ ფაქტორებს.

უამრავ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რა საშუალებებით უნდა მოხდეს ყოველივე ზემოთ აღნიშნული სიკეთეების განხორციელება და არის თუ არა მისი შესრულება რეალური?

დიახ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს დროის უმოკლეს პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისიდან გამოყვანისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის უნიკალური და რეალური შანსი, რაც დასაბუთებულია ჩვენს მიერ შემუშავებულ კონცეფცია პროგრამაში, ხოლო ბიზნეს გეგმის ფინანსურმა გაანგარიშებამ დაგვარწმუნა ქართული ეკონომიკის აღმავლობის გზით შემობრუნებაში. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების რესურსული პოტენციალი, აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა გახდეს ბიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანა მთელ სამყაროში. ამის რეალურ საშუალებას იძლევა მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის სახელწიფო მარაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, დაბანდებული კაპიტალის უკუგების ძალზედ ხანმოკლე პერიოდი და ბუნებრივი კვლავწარმოების ანუ მუდმივ განახლების უნარი რომლის ერთ–ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია საქართველოს არეალში არსებული ტყით დაფარული ფართობები, ე.ი. თუ გვექნება ტყე მსოფლიოში დღეს მიმდინარე გლობალური დათმობის პირობებშიც უწყვეტი ციკლით გვექნება მაღალხარისხიანი სასმელი წყალი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვის საგნად უნდა ვაქციოთ ტყის მეურნეობის ორგანიზაცია მართვა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჭრაგავლილ და დეგრადირებული ფართობების აღდგენა–განახლებითი სამუშაოების წარმოებას, რომელსაც ორი ათეული მილიარდი აშშ დოლარზე მეტი და 25-30 წელი სჭირდება. ამ მოცულობის თანხებს, არცერთი ინვესტორი არ ჩადებს ჩვენს ქვეყანაში თუნდაც იმ პრაგმატულ მიზეზთა გამო რასაც კაპიტალის უკუგების პინციპი ქვია, ისინი არ დაელოდებიან ტყის გაშენებით მიღებულ საუკუნის შემდგომ ტყეკაფიდან სამასალე მორის რეალიზაციით მიღებულ მოსალოდნელ ფინანსურ შედეგს ხოლო დაბანდებული კაპიტალის ამოღების მიზნით-ეს მათთვის აბსურდია. სწორედ ამ მიზნით საჭირო თანხების მობილიზებასა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის დარგობრივი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების კაპიტალიზაციის მოდელია ჩვენს მიერ შემუშავებული.

ყოველივე ამის განხორციელების რეალურ შესაძლებლობაში დაგვარწმუნა ჩვენივე ავტორობით შექმნილმა ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კონცეფცია–პროგრამის შესაბამისად შემუშავებულმა ბიზნეს გეგმის ფინანსური ნაკადების მოძრაობის 12 წლიანმა გათვლებმა და მართლაც მივიღეთ „ქართული ეკონომიკური სასწაული“, რომლის განხორციელებაც გარდაუვალი და რეალურია.

ფულადი ნაკადების მოძრაობამ თვალნათლივ დაგვანახა დაბანდებული კაპიტალის უკუგების ძალზედ ხანმოკლე პერიოდი, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა და ხალხის დასაქმების პერსპექტივები სოლიდური სახელფასო ანაზღაურებით. ყოველივე ეს იძლევა სრულ გარანტიას ქვეყნის სწრაფი სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მისაღწევად, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი, დარგობრივი ეკონომიკური პროექტების: მეცნიერებისა და განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, სატყეო მეურნეობის, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ურბანისტიკისათვის საჭირო გრძელვადიანი, მცირეპროცენტიანი ფულადი რესურსების მოსაზიდად.

თუ დროულად იქნა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ქვეყანა სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ კრიზისს და ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ, ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მშვიდობიანი რეგიონალური ეკონომიკური სივრცით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყნის შვილები, გაცილებით უფრო მდიდრები, ვიდრე გაზისა და ნავთობის მფლობელი ქვეყნებია და ასეთი სიღატაკის ზღვარს მიღმა არ უნდა ცხოვრობდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ველური საბანკო ეკონომიკური პრინციპების დღემდე ჩამოყალიბებულ პარადიგმებს უნდა ვებრძოლოთ სახელმწიფო მართვის ახალი სისტემური მიდგომებით, ასე რომ შემთხვევითი არაა ჩემს შრომებში აქცენტები გამახვილებული სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობ უპირველეს პირობების შექმნაზე.

გვახსოვდეს უფსკრულის პირას ცალ ფეხზე მდგომი ჩვენი ქვეყანა და ხალხი მისი დიდხანს ვერ გაუძლებს სიღატაკითა და უიმედობით გამოწვეულ ემოციურ დატვირთვებს. დროა, ყველა გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ხოლო ეროვნულ ფასეულობებით შენიღბულ და პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილ სხვისი ხელის შემყურე ახალი ბურჟუის წარმომადგენლებს ვთხოვ ნუ გადააყოლებთ თვენს პირად კეთიდღეობას ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და მომავალი თაობების კეთილდღეობას.

პაატა გიორგაძე

პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებში სიახლეების დროა

მიმდინარე წლის 18 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცნობილმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა, საქართველოს ტექნიკური აკადემიის პროფესორმა სპეციალურად გამართულ სამეცნიერო სემინარზე გააკეთა მოხსენება მოლეკულურ-პოტენციური თეორიის შესახებ. მეცნიერმა წარმოადგინა ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შესაძლებელია ისეთი საოცარი ტექნოლოგიების შექმნა, რაზეც ადამიანს ადრე ოცნებაც არ შეეძლო. ავტორმა განაცხადა, რომ თურმე შესაძლებელია ლითონების გადნობა დაბალ ტემპერატურებზე, ძალიან მცირე ენერგო-დანახარჯებით. მან შექმნა ისეთი გრიგალური დანადგარი რომელიც იღებს იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე საჭიროა მისი აძვრისთვის. მოხსენებას საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, გაისმა შენიშვნები, რომ ამით ირღვევა თერმოდინამიკის კანონები. თუმცა, შენიშვნებს არგუმენტირებული პასუხები გაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ, ინფორმაციები ისეთ დანადგარებზე, რომლებიც გარემოდან ენერგიის მიღებას ახდენენ, ახალი არ არის და მათი მოძიება ადვილად შეიძლება.

დღეს უკვე არსებობს იმის საფუძველი, განვაცხადოთ, თუკი ადამიანი ოდესმე მოხვდება ბნელ, ცივ, ენერგორესურსებისგან დაცლილ პლანეტაზე, მას შეუძლია მიიღოს სინათლე და სითბო ანუ გააგრძელოს სიცოცხლე. შესაბამისად, იბადება შეკითხვა-რა ხდება? რას ვერჩოდით ჩვენს დედამიწას?

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენს ცივილიზაციას უმძიმესი ეკოლოგიური და ენერგეტიკული პრობლემები ემუქრება. დედამიწაზე მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესი ყოველდღიურად გვახსენებს თავს. მილიონობით ადამიანი კი დაავადებულია დაბინძურებული ჰაერის, წყლის და საკვების გამო. ამ პრობლემათა წარმოშობის უმთავრესი მიზეზი კი, ორგანული საწვავების (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი) გამოყენების ის ვანდალური პროცესია, რომელიც დაახლოებით ორასი წლის წინ თანამედროვე მზარდი ინდუსტრიის ჩასახვას და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სწრაფ განვითარებას მოჰყვა.

მას შემდეგ, ჩვენი საზოგადოება პრაქტიკულად, საკუთარი სასიცოცხლო გარემოს და სამყაროს უიშვიათესი საოცრების, დედამიწის დაუნდობელი განადგურების გზას დაადგა. ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფ განვითარებას მოჰყვა შესაბამისი სამეცნიერო საფუძველის შექმნა, რომელიც მეცნიერულად ასაბუთებს იმ ენერგოტექნოლოგიების აუცილებლობას, რომელსაც თანამეროვე ენერგეტიკა ეფუძნება. თანამედროვე კლასიკური თერმოდინამიკა პირდაპირ ასაბუთებს, რომ ადამიანს არ შეუძლია გარემომცველი სამყაროდან სასარგებლო ენერგიის (დენის, მექანიკური ენერგიის) მიღება, თუკი არ იქნა გამოყენებული მაღალი ტემპერატურის ენერგიის წყაროები.

ბუნება კი საწინააღმდეგოს ღაღადებს, ღრუბლიან ატმოსფეროში დაბადებული ტორნადოები, ძალიან დაბალი ტემპერატურის სხვაობის პირობებში, ყოველწლიურად, არაერთგზის, ავითარებენ ისეთ დამანგრეველ ენერგიებს, რომელთა ახსნა შეუძლებელია თერმოდინამიკის კანონებით. ოკეანის სიღრმეებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნებით იქმნება უამრავი რაოდენობის ბიომასა (ანუ საწვავი) და გამოიყოფა ჟანგბადი, ანუ ოკეანე, ფოტოსინთეზის გზით, შთანთქავს სითბოს დაბალ ტემპერატურაზე და მიღებული საწვავი პროდუქტები, ქმნის საშუალებას გამოვიყენოთ სითბო მაღალი ტემპერატურის გარემოში რაც ანგრევს ჩვენს თეორიულ საფუძვლებს.

უკვე 15 წელზე მეტია, ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიაში მიღებულია ისეთი თეორიული კვლევის შედეგები, რომლებიც ადასტურებენ რომ, ისეთი რთული თერმოდინამიკური სისტემებისთვის, რომლებშიც მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები, ფაზური გარდაქმნები ან ტურბულენტური პროცესები, თანამედროვე კლასიკური თერმოდინამიკა აზრს კარგავს. შესაბამისად, მეცნიერული საფუძველი თანამედროვე ენერგეტიკისა, არ არის უნივერსალური. იგი მცდარია და წინ ეღობება სამეცნიერო პროგრესს.

2014 წელს, აღნიშნული შედეგების მხარდაჭერის მიზნით, გერმანელმა გამომგონებელმა, მარკუს რეიდმა საჩუქრად გამოგვიგზავნა საოცარი მინიატურული თვითდამტენი ბატარეა, რომელიც 4 წელზე მეტია სიბნელესა და სიცივეში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ეს უამრავი თანამრომლის და სტუდენტის თვალწინ ხდება.

იმავე 2014 წელს, გაეროს ნიუ-იორკის მსოფლიო სამიტზე, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს შეეხო, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ცივილიზაცია საშიში მიმართულებით ვითარდება და კაცობრიობამ გადამჭრელი ზიმები უნდა მიიღოს.

დღეს ყველა აღიარებს, რომ ორგანული საწვავი გამოლევადია და მსოფლიო ინტენსიურად ემზადება განახლებადი ენერგეტიკისთვის. იწყება ელექტროტრანსპორტის მძლავრი განვითარების ეპოქა. ე.ი. რამდენჯერმე გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, თბოელექტროსადგურებიუსთვის კი საწვავი დეფიციტი გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად გაიზრდება მზის, ქარის და წყლის ენერგეტიკის როლი. ჩვენი რეგიონისთვის ეს ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების მკვეთრად გაზრდას ნიშნავს. ადამიანი ალბათ ახლებურად მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს. ენერგობიზნესში აკუმულირებული თანხები განახლებად ენერგეტიკაში გადაინაცვლებს. თუკი დღეს ვიხდით თანხებს საწვავისათვის, ხვალ ამ ფულით მოგვყიდიან მზეს, ქარს და წყალს. მსოფლიოს ენერგობიზნესი არ წაიქცევა და ის კვლავ მრავალმილიარდიან მოგებებს მოუტანს მის მფლობელებს, მაგრამ ფიქრობს ვინმე, რა მოუვა ბუნებას, რა ელის ჩვენს მომავალს. ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ბიზნესმენი, რომელიც დააფინანსებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც მთლიანად კლავს მსოფიოს ენერგოინდუსტრიას. ეს არ აწყობთ არამარტო უდიდეს მაგნატებს, არამედ უძლიერეს სახელმწიფოებს, ბიოსაწვავით მდიდარ მთელ რეგიონებს. მკვეთრი ცვლილებები ამ სფეროში კატასტროფული დესტაბილიზაციის ტოლფასია. ადამიანი არაა მზად ცვლილებებისათვის. კაცობრიობა აგრძელებს სასიკვდილო როკვას. მაგრამ, როდესაც უფსკრულის ძირი თვალებში შემოგვანათებს, ადამიანი ალბათ შესძლებს გამოფხიზლებას.

კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს გზა ხსნისა და მომავლის მეცნიერების თეორიული საფუძვლების ერთერთი ძირითადი სამშობლო ჩვენი ქვეყანა, საქართველო გახლავთ.

ამირან აფციაური პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

“შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს?!“

qarTveli mecnieris mier Seqmnili ორი preparati, romlebsac SeuZliaT aacilon kacobriobas sasursaTo krizisi, mZime daavadebebi, klimaturi kataklizmebi

მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ კაცობრიობას, განუსაზღვრელი სიკეთის პარალელურად, ბევრი სერიოზული, ძნელად გადასაჭრელი პრობლემა შეუქმნა. გარემოზე უხეშმა ზემოქმედებამ ისეთი უარყოფითი შედეგები გამოიღო, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კატასტროფის წინაშე დადგა. ეკოლოგიური პრობლემები, რომელთაც ადრე ლოკალური ხასიათი ჰქონდა, დღეს მსოფლიოს მომცველ გლობალურ პრობლემად იქცა. ჩვენი გარემო – ჰაერი, წყალი, საკვები – დაბინძურებულია სიცოცხლისათვის საშიში მავნე ნივთიერებებით. დედამიწაზე არსებულ დაავადებათა 80%-ზე მეტი ჯანმრთელობასთან შეუთავსებელი ცუდი ეკოლოგიური პირობების შედეგია.

ამ ძნელად გამოსასწორებელ პრობლემას ემატება ის, რომ დედამიწის მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სასურსათო რესურსები კი შესაბამისად ვერ მიჰყვება მას. მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტენდენციამ და საკვების უკმარისობის შიშმა მეცნიერება მიიყვანა ე.წ. „მწვანე რევოლუციის“ განხორციელებამდე (XX საუკუნის 40-იანი წლებიდან), რაც მდგომარეობდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მცენარეთა საკვები მინერალური ნივთიერებების (სასუქების) დამატებით მიწოდებაში, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის სპეციალური ნივთიერებების: პესტიციდების, შხამქიმიკატების გამოყენებაში, რის საფუძველზეც მცენარეები დაცული იქნა დაავადებებისაგან და საგრძნობლად მოიმატა მოსავლიანობამ. ყოველივე ამან დიდი როლი შეასრულა თავის დროზე მოსახლეობისათვის შიმშილის აცილებაში, მაგრამ თანდათანობით მათი არასწორი, ზედმეტი რაოდენობით გამოყენებისა და თვით მცენარეების მიერ შემგუებელი თვისებების გამომჟღავნების გამო, მათმა გამოყენებამ დიდი მასშტაბები მიიღო და უფრო მეტი და მეტი რაოდენობა დასჭირდათ შედეგის მისაღებად. დღეისათვის, პესტიციდების უმრავლესობა თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, 90%-მდე ჰაერში იფანტება, იწამლება ცოცხალი ორგანიზმები და გარემო (აშშ-ის მეცნიერებათა აკადემია კიბოს დაავადებით სიკვდილიანობის ზრდას ძირითადად პესტიციდების გამოყენებას უკავშირებს).

შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიტრატები (ძირითადი სასუქი მოსავლიანობის გასაზრდელად) გარდაიქმნება ნიტრიტებად და საბოლოოდ ნიტროზამინებად, რომლებიც ძლიერ კანცეროგენებს წარმოადგენენ ცოცხალი ორგანიზმებისათვის და ავთვისებიან სიმსივნეებს იწვევენ.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან „მწვანე რევოლუციას“ ნაწილობრივ ჩაენაცვლა ე.წ. „გენური ინჟინერიით“ მიღებული ორგანიზმების გამოყენება სასურსათო პროდუქციის საწარმოებლად.

გენმოდიფიცირებულმა სასურსათო პროდუქციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა 1900-იან წლებსა და ამ საუკუნის პირველ ათწლეულში, განსაკუთრებით მისი სიაფის, მომხმარებლისათვის მისაღები ხარისხის გამო, მაგრამ შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მათ შთამომავლობაზე, რაც ცოცხალ ორგანიზმში უცხო გენის ჩანაცვლების შედეგად გამოწვეული ცვლილებებით უნდა აიხსნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა მდგომარეობამ აგრომეცნიერება იძულებული გახადა, თანდათან გადასულიყო ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადებაზე, ანუ ორგანულ მიწათმოქმედებაზე. მსოფლიოს მეცნიერები და ინტელექტუალური საზოგადოება თანხმდებიან, რომ ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქტების წარმოებას ალტერნატივა არ აქვს. აქ პრობლემა მხოლოდ ისეთი ბიორეგულატორის შექმნაშია, რომელიც ეკოლოგიურ სისუფთავესთან ერთად მოგვცემს ხარისხოვან და მაღალპროდუქტიულ მოსავალს.

ორგანული მიწათმოქმედება ხორციელდება 164 ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებულია ევროპაში, სადაც 120 ათასზე მეტი ფერმერული მეურნეობაა დაკავებული ამ საქმიანობით. საქართველოშიც 30-მდე ბიოსაწარმოა, ძირითადად, მარცვლოვანი კულტურების, ბოსტნეულის, ხეხილის, თხილის, ასკილის, დაფნის, შინაური ფრინველისა და მეფუტკრეობის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისთვის ცნობილი და გამოყენებული მცენარეთა ბიორეგულატორების გამოყენებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება, მაგრამ გამორიცხულია მასთან ერთად ნაყოფის მოსავლიანობის, მწვანე მასისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთდროული მნიშვნელოვანი ზრდა. ამ მხრივ გამონაკლისია ქართველი მეცნიერის, ბატონ რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი ბიოენერგოაქტივატორი „ბიორაგი“, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და დადგენილია მისი სრული უვნებლობა. იგი არ კვებავს მცენარეს (ის არ არის სასუქი), მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის მის სასიცოცხლო პოტენციალს, აძლიერებს იმუნიტეტს, დაავადებების მიმართ მედეგობას, ხელს უწყობს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რისი საშუალებითაც ვღებულობთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების უხვ მოსავალს. მთელი რიგი მეცნიერების შეფასებით, ამ პრეპარატის შემოსვლა აგრარულ სექტორში შეფასებულია როგორც „ახალი ბიოორგანული მწვანე რევოლუცია“.

„ბიორაგით“ შესაძლებელია ხორბლის მოსავლიანობა, ნაცვლად 1,8-2 ტონისა 1 ჰექტარზე, გაიზარდოს 9-12 ტონამდე, სიმინდისა – 3 ტონიდან 14-16 ტონამდე, შაქრის ჭარხლისა – 40 ტონიდან 140 ტონამდე, ნივრისა – 5-6 ტონიდან 24 ტონამდე, სოიოსი – 1,2 ტონიდან 2,5 ტონამდე, პომიდვრისა თითოეულ ძირზე 2-4 კგ-ის ნაცვლად, 25-30 კგ-მდე, კიტრისა – 4-6 კგ-იდან 45-50 კგ-მდე (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა).

„ბიორაგის“ გამოყენებით მნიშნელოვნად იზრდება მცენარეთა ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. მაგალითად, სიმინდის მარცვლებში შეუცვლელი ამინომჟავა ლიზინი იზრდება 80%-ით, იოდი – 960%-ით, სელენი – 200%-ით (ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველო იოდისა და სელენის დეფიციტური ქვეყანაა). კარტოფილში C ვიტამინის შემცველობა იზრდება 52%-ით, ხორბალში წებოგვარას შემცველობა – 25%-დან 45%-მდე, მზესუმზირის ზეთიანობა – 50%-ით. შაქრის შაქრიანობა აღწევს 21%-ს და ა.შ. მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქტის გემოვნებითი თვისებებიც.

ამას ემატება სხვა უნიკალური თვისებებიც, როგორიცაა მწვანე მასის 2-3-ჯერ გაზრდა (ფოტოსინთეზის პროცესის გააქტიურება, ცხოველთა საკვების რაოდენობის მომატება), დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; მცენარეთა განვითარების დაჩქარება (დამწიფების ვადის შემოკლება, ადრეული მოსავლის მიღება), მძიმე ლითონებისა და რადიონუკლიდებისაგან მცენარის უჯრედების დაცვა, ფესვწარმოქმნის დაჩქარება, მძლავრი ფესვთა სისტემის წარმოქმნა, ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ვეგეტაციური გამრავლება – კალმების სწრაფი დაფესვიანება, მეწლეობის თავიდან აცილება, ფრინველთა და ცხოველთა საკვებში მისი დამატებით, მათი იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა (ცხოველთა მასის გაზრდა 40%-ით, ფრინველების – 25%-ით), დაავადებების მიმართ მათი მედეგობის ამაღლება, ხორცის კვებითი ღირებულების გაუმჯობესება, ფრინველთა კვერცხმდებლობისა და საქონლის წველადობის მომატება და სხვა

ბუნებრივია, დღის წესრიგში უნდა დადგეს საკითხი (დაგვიანებით, მაგრამ 38-წლიანი გამოცდის საფუძველზე) ამ პრეპარატის უდიდეს გამოგონებად შეფასების შესახებ, ხოლო მისი ავტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამერიკისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოსა და ამერიკის ღირსების ორდენების მფლობელი, კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ საუკუნის უდიდეს მოაზროვნედ დასახელებული მეცნიერი, რამაზ გახოკიძე წარდგენილ იქნეს ნობელის პრემიაზე (თავის დროზე ნობელის პრემია მიენიჭათ მინერალური სასუქების და პირველი პესტიციდის შემქმნელ მეცნიერებს).

ამ საკითხის დაყენების მოტივაცია მომცა ზემოთ აღნიშნულმა მრავალწლიანმა წარმატებულმა, ასეულობით ჰექტარზე ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტებმა, ჩვენი და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ დაწერილმა დასკვნებმა, რომელთა შორისაა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიების შეფასებები და რეკომენდაციებიც, რომელთა თანახმად: „პროფ. რამაზ გახოკიძე აღიარებულია ახალი სამეცნიერო დისციპლინის, აგრობიოორგანული ქიმიის ფუძემდებლად, რომელმაც დაამუშავა მცენარეული უჯრედის მართვის გზები, რაც ორგანიზმებს პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას აძლევს, რათა გამოამჟღავნოს დაავადებებისა და გარეშე ფაქტორებისადმი მაღალი მდგრადობა“. მათ მიერვე აღიარებულია აგრეთვე ამ პრეპარატის უნიკალურობა და ის, რომ დღეს მსოფლიოში მას ანალოგი არ გააჩნია და იგი რეკომენდებულია სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოსაყენებლად ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მისაღებად.

პირადად მე, „ბიორაგთან“ შეხება მქონდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში რესპუბლიკური გაერთიანება „საქთამბაქოს“ უფროსად მუშაობის პერიოდში. „ბიორაგი“ გამოვიყენეთ თამბაქოს ნედლეულისათვის სასუქებისა და პესტიციდების გარეშე. მიღებულმა მოსავალმა ორჯერ გადააჭარბა საკონტროლოს (სასუქებითა და პესტიციდებით მოყვანილს), ხარისხიც სადეგუსტაციო კომისიის შეფასებით უკეთესი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დაავადებული ბზის მცენარის „ბიორაგის“ მეშვეობით განკურნება. ვიზუალურად და ფიზიკურად გამხმარი მცენარე (მსხვრევად ტოტებზე არც ერთი ფოთოლი აღარ იყო) ორ კვირაში მწვანე ფოთლებით შეიმოსა!

ყურადსაღებია აგრეთვე ისიც, რომ „ბიორაგის“ საშუალებით დადასტურდა „ფოთლის სიხუჭუჭით“ დაავადებული თუთისა და ლიმონის ხეების „მალსეკოსაგან“ სრული განკურნება, ასევე მძიმე ლითონების მცენარის უჯრედში შეღწევისაგან დაცვა.

საჭიროა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როცა ასეთი უნიკალური, შეუფასებელი განძი გვაქვს, მისი მასობრივი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, მას მხოლოდ ფერმერთა გარკვეული ნაწილი იყენებს. აბსოლუტური უმრავლესობა ისევ მინერალურ სასუქებს, პესტიციდებს ან საზღვარგარეთიდან შემოტანილ ბიოსტიმულატორებს, ან ბიორეგულატორებს იყენებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას კი იძლევიან, მაგრამ დიდად ჩამორჩენიან მოსავლიანობითა და ხარისხით „ბიორაგს“. ამ ფაქტს კარგად შეესაბამება ქართული ანდაზა: „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო“.

მინდა აგრეთვე გავამახვილო ყურადღება „ბიორაგის“ იმ უნიკალურ თვისებებზე, რაც გამოიხატება მცენარეების სიჯანსაღის, მათი ზრდა-განვითარების, ფესვთა მძლავრი სისტემის შექმნის და მწვანე მასის, მინიმუმ 2-3-ჯერ გაზრდითა და მცენარეების დარგვის შემდეგ მათი გამოსავლიანობის-გახარების 90-95%-იანი შედეგით. ამ თვისებებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც ევალებათ ქვეყნის გამწვანების საკითხები, ასევე მოსახლეობას, რომლებიც დაინტერესებულია თავიანთი ეზოების კეთილმოწყობით, ვურჩევ, მცენარეების დარგვისას გამოიყენონ „ბიორაგი“. ვფიქრობ, ამ ინფორმაციით დაინტერესდებიან ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენას აპირებენ. იოლი მისახვედრია, რომ „ბიორაგის“ გამოყენებით დარგული ყოველი ერთი ძირი მცენარე თავისი სიდიდით, ფოთლების რაოდენობითა და აქედან გამომდინარე ნახშირორჟანგისაგან ჰაერის გასუფთავებითა და ჟანგბადით გამდიდრებით, მინიმუმ 2-3 ძირს უტოლდება.

გასულ წელს, ნიუ-იორკში ვიმყოფებოდი. „ბიორაგის“ შესახებ ვუამბე იმ ადამიანებს, რომლებიც კალიფორნიაში მომხდარი ხანძრით დამწვარი ტყეების აღდგენით არიან დაინტერესებული. მათ უკვე გაუჩნდათ სურვილი, გამოიყენონ „ბიორაგი“ და ჩვენ რა დაგვემართა, ურწმუნო თომები ვართ? „ბიორაგის“ ფართო გამოყენებით თავიდან ავიცილებთ საყოველთაო სასურსათო კრიზისს, რაც მოსალოდნელია 2030 წლისთვის.

იმედია, ისინი, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ უნიკალური გამოგონების ჯეროვანი შეფასება, დარწმუნდებიან, რომ „ბიორაგი“ სცილდება ორიგინალურ გამოგონებებს, იმსახურებს უმაღლეს ადგილს მეცნიერების კოჰორტაში და გადადგამენ რეალურ ნაბიჯებს მისი აღიარების, ასევე საქართველოში მისი დამამზადებელი საწარმოს შექმნისა და საერთაშორისო მასშტაბით მისი გავრცელების ხელშესაწყობად. ეს უდიდეს როლს შეასრულებს მოსახლეობის სასურსათო პრობლემის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საქმეში.

იმ დროს, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა მიმართ ხელისუფლების მიერ გაწეული უპრეცედენტო დახმარებით (2013-2016 წლებში, 4 წლის განმავლობაში მიწების უფასოდ დახვნა, თესლის, ნერგების, სასუქების, პესტიციდების, სასოფლო-სამეურნეო იარაღების უფასოდ მიწოდება), მოწეული მოსავალი საშუალოდ 3-ჯერ ჩამორჩება მოსახლეობის საკვებზე ფიზიოლოგიური მოთხოვნის – ნორმების მაჩვენებელს, ,,ბიორაგის’’ დანერგვა ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 2-3-ჯერ გაზრდის მოსავალს, მივიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხოვან პროდუქციას, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, თავისი ოჯახების დაკმაყოფილების გარდა, მოწეული მოსავლის ნაწილი გაიტანონ ექსპორტზე, რითაც გაუმჯობესდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე გაიზრდება შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გასუფთავდება გარემო, პროდუქტების წარმოებიდან გარემოს დამაბინძურებელი სასუქებისა და პესტიციდების ამოღებისა და მცენარეების მწვანე მასის საშუალოდ 2-3-ჯერ გაზრდით (ნახშირორჟანგის შთანთქმისა და ჟანგბადით ატმოსფეროს გამდიდრების გამო).

ბუნებრივია, მსოფლიო მასშტაბით, ,,ბიორაგის“ გამოყენების პირობებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებიდან სასუქებისა და პესტიციდების ამოღებით ან მნიშვნელოვანი შეზღუდვით გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა მთელს დედამიწაზე, გაიზრდება სურსათის რაოდენობა და დაიძლევა მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი, გაუმჯობესდება ადამიანების ჯანმრთელობა, ასევე ავიცილებთ გლობალური დათბობით (ატმოსფეროში თბური აირების, მათ შორის, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობით დაგროვების გამო) გამოწვეულ კლიმატურ კატაკლიზმებს, რაც განადგურებით ემუქრება მთელ პლანეტას.

* * *

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როცა თითქმის მთელი მსოფლიო წლების განმავლობაში იძულებულია ებრძოლოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამანადგურებელ მავნებელს – აზიურ ფაროსანას ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის (მათ შორის ადამიანისათვის) საფრთხის შემცველი პესტიციდის – ბიფენტრინის ტიპის პრეპარატებით, ჩვენმა ზემოხსენებულმა მეცნიერმა, რამაზ გახოკიძემ, რამდენიმე თვეა შექმნა პრეპარატი, რომელიც თითქმის იმდენივე პროცენტით (94-95%) ანადგურებს ფაროსანას და ბიფენტრინისაგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხოა ადამიანების, სხვა მწერების, მათ შორის ფუტკრის, თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა მიმართ. აღნიშნული პრეპარატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკად. არჩილ ფრანგიშვილის მხარდაჭერით, რამდენჯერმე გამოიცადა სადემონსტარციო ცდების სახით ამავე უნივერსიტეტის ლაბორატორიებში.

გასაკვირი და სამწუხაროა, რომ ეს საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევა დღემდე უყურადღებოდაა მიტოვებული იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ვისაც ევალებათ ასეთი დონის მეცნიერული მიღწევების მხარდაჭერა და პრაქტიკაში დანერგვა (გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი დაქვემდებარების სამეცნიერო ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ა.შ.). ამის შესახებ დუმს ქართული მედიაც და ყველა საშუალებებით ხდება ქვეყნის გარედან შემოტანილი ზემოთ აღნიშნული ტოქსიკური პრეპარატის ყოველდღიური პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენების პირველივე დღიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის მოწამვლისა და გარდაცვალების ფაქტებსაც კი.

ბუნებრივია, როცა სხვა გზა არ არსებობს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც განსაკუთრებული სიფრთხილით და სათანადო წესების დაცვით უნდა გამოვიყენოთ წლების განმავლობაში გამოცდილი პრეპარატი, მისი ტოქსიკურობის მიუხედავად, მაგრამ სრულიად გაუგებარია ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება ჩვენი თანამემამულის მიერ შექმნილი, უნიკალური უსაფრთხო პრეპარატის მიმართ.

შოთა ჩხეიძე

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, 1999-2005 წლებში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი NATO-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომიტეტში

ინფორმაცია განსჯისთვის

პრაქტიკული წინადადება სამართლიანობის დამკვიდრების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს სამ ინსტანციანი სასამართლო: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები.

საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

1999 წლამდე საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული იყო საერთო სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილებების ზედამხედველობის წესით გასაჩივრებაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, ასევე გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს უფლება ჰქონდათ ერთპიროვნულად გადაესინჯათ საერთო სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილებების კანონიერება და პროტესტით შესულიყვნენ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმსა და პლენუმში მათი შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით.

მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში პრეზიდიუმი გაუქმდა და პლენუმს ჩამოერთვა საჩივრების განხილვის ფუნქცია, შესაბამისად უზენაეს სასამართლოს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს ჩამოერთვათ  ზედამხედველობის წესით სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლებამოსილება.

2005 წლის 23 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლო იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ვალდებული იყო განეხილა ყველა საკასაციო საჩივარი, მაგრამ შემდგომში პარლამენტის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლში შეტანილმა ცვლილებამ უზენაეს სასამართლოს მისცა უფლება შერჩევით განეხილა საკასაციო საჩივრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

) საქმე იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის;

) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ვინ დაადგინა ეს კრიტერიუმები ან ვინ იყო მისი შემფასებელი???

აღნიშნულმა ცვლილებებმა, რომელიც დღესაც ძალაშია და ძალიან სათავისოდ გამოიყენა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობამ, უზენაესი სასამართლოს, როგორც მესამე და ბოლო ინსტანციის ფუნქცია, ფაქტიურად ფორმალური გახადა. თუ მოვიშველიებთ სტატისტიკურ მონაცემებს, საკასაციო საჩივრების დაახლოებით 95% „კანონის ამ ცვლილებებზე დაყრდნობით“ უზენაესმა სასამართლომ აღარ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილებები საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ.

ამ პრაქტიკის დანერგვით, უზენაესი სასამართლო კანონზე მითითებით და რა თქმა უნდა, სუბიექტური შეხედულებით, განერიდა იმ გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე შეტანილი საკასაციო საჩივრების განხილვას, რომლებზეც ხელისუფლების დაკვეთით ქვემდგომი სასამართლოს მიერ აშკარად უკანონო გადაწყვეტილებები იყო მიღებული.

უზენაესი სასამართლო, საჩივრების დაუშვებლად ცნობით, შეგნებულად თანამონაწილე აღარ გახდა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რასაც ახორციელებდნენ მასზე დაქვემდებარებული ქვემდგომი სასამართლოები საქმეების განხილვისას.

აღნიშნულის დასადასტურებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამიტომ, ამ დანაშაულებრივი პრაქტიკის დანერგვის მესვეურნი და შემსრულებელნი არ უნდა დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე.

* * *

კიდევ ერთი ინფორმაცია განსჯისთვის:

1999 წლის 12 მაისს მიღებულ კანონში საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ იმავე წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიქმნა საზედამხედველო პალატა.

საზედამხედველო პალატამ განიხილა ათასობით საჩივარი და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. მან ფუნქციონირება შეწყვიტა 2001 წლის 16 მარტს.

დღევანდელ პირობებში, როცა საქართველოში საზოგადოება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყების(!) მოლოდინშია, ანალოგიურად ყოფილი საზედამხედველო პალატისა, აუცილებელია საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიქმნას მისი მსგავსი პალატა ან კოლეგია, უპრიანია ახლად არჩეული 5 -7 მოსამართლის შემადგენლობით, რომელიც ერთჯერადად განიხილავს საჩივრებს ცალკეულ საქმეებზე გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე.

იმავდროულად უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობასა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც დაარეგულირებს ამ პალატის უფლებამოსილების წესს, რისი გადაწყვეტაც უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საზედამხედველო პალატის ფუნქციონირების პერიოდში მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა.

იმ მოსამართლეების, პროკურორების და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა გადაწყდეს საზედამხედველო პალატის მიერ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

თუ პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა სასამართლო შეცდომას, არამედ, განზრახ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას, შესაბამისად იგი მიიღებს გადაწყვეტილებას სათანადო ორგანოებში მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ.

მოაზროვნის ოფლი

(გამოცდილება, რომელსაც დიდი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და საქვეყნოდ გავრცელება სჭირდება და ჩვენ მართლა შევძლებთ, ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში)

ეს წიგნი, რომან რურუას ნაკლებად, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, დღევანდელ საქართველოს, შთამომავლობას, მომავლის საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება.

მისი გამოცემის იდეა „ქართული ერთობის დარბაზის“, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრებზე დაიბადა, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, „ეროვნული თანხმობისათვის“ კონგრესის სესიაზე განვითარდა და გადაწყდა კიდეც.

ლანძღვა-გინებით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ და დაპირისპირებულ საქართველოს, დეპრესიაში მყოფ ხალხს _ იმედგაცრუებულს. სასოწარკვეთილს, ხელებჩამოშვებულს, მაგალითი, იმედიანი მაგალითები სჭირდება.

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებამ, ხალხში გასვლამ, ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრებმა უცხოეთში, უამრავი შემართული ადამიანი დაგვანახვა და გაგვაცნო.

გაჩნდა კითხვაც და დასკვნაც: როგორ შეიძლება ამ ინტელექტუალური, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ქვეყანაში-ღვთითბოძებულში, ასე ვცხოვრობდეთ?!

რა არის საჭირო?

ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება, ქვეყნის მართვის სისტემის შექმნა, მოაზროვნის ოფლი.

რომან რურუას მაგალითზე ყველაფერი რელიეფურად ჩანს. ეს წიგნიც ამას ადასტურებს.

ნიჭმა და ნებისყოფამ სამეგრელოს მხარის, მარტვილის რაიონის ერთი პატარა სოფელ მუხურჩაში დაბადებული ბიჭი, მსოფლიო საკუთრებად აქცია – ლეგენდარული სპორტსმენი, ბრწყინვალე მეურნე, ღრმად მოაზროვნე, ქართული ცნობიერების ზოგადკაცობრიული იდეალებით დატვირთული კაცი… ტრადიციების პატივისმცემელი და სიყვარულით სავსე ოჯახის შემქმნელი.

სწორედ რომან რურუას ოფლის, მისი ნიჭისა და ნებისყოფის შედეგია, რომ როცა თითქმის მთელი სქართველო ქალაქისკენ დაიძრა, ის ქალაქიდან სოფელში გადასახლდა მთელი ოჯახით… მცხეთის რაიონის ღართისკარის ხევი, კლდე-ყორე, პრაქტიკულად, უკაცრიელი ადგილი წალკოტად აქცია. ქვეყანაც კი, შორსაა ისეთი ავტონომიურობისაგან, თვითკმარი ეკონომიკისგან, რომლის შექმნა მან შეძლო სამ ჰექტარ მიწაზე, მის ეზო-გარემოსა და კარ-მიდამოში.

…ყველა სახეობის ხილ-ბოსტნეული, ყველა სახეობის შინაური ფრინველი და საქონელი… 30 წელზე მეტი ქარის ენერგიით ცხოვრება, მიწისქვეშა 90-ტონიანი წყალსაცავი _ ერთი წლის მარაგით, თანამედროვე თავშესაფარი მიმდებარე მოსახლეობისთვის… მარანი, თონე, სამეურნეო სახლი ყველა სახის იარაღ-მოწყობილობით… მოვლილ-დავარცხნილი ეზო… ბრწყინვალე ბიბლიოთეკა…

სასუქს არ იყენებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს არ ცნობს, ყველაფერი ნატურალური უყვარს: ბუნებაც, ადამიანიც, საკვებიც. ღია კაცია, ქართველი მილიონერებივით, ფულს არ ხარჯავს ხალხისგან დასამალი კედელ-გალავნების მშენებლობაში, ღობეც კი გამჭვირვალე აქვს.

მთავარი და უპირველესი – ყველაფერი საკუთარი ხელით, გარჯით აქვს შექმნილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, შრომას მზის ამოსვლამდე იწყებს. ხნავს, თესავს, თოხნის, ბარავს, წველის, კრეფს, ამყნობს, რწყავს, აკრავს… ვაჟას მინდიასავით, ჯერ მიწას, ბუნებას, ფრინველსა და ცხოველს ესაუბრება, მერე შვილიშვილებსა და ოჯახს ეფერება, მერე წიგნებს უღრმავდება, განსაკუთრებით ფილოსოფიურს. ამის შემდეგ იწყება მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. უამრავი მიწვევა აქვს. ყველგან ასწრებს. ბევრს მოგზაურობს. საკუთარ მხარეს, რაიონს, სოფელს, ნაცნობ-მეგობრებს არ ივიწყებს. ყველა შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება. უკომპრომისოა შეფასებებში. ამის გამო, მოუწესრიგებელს უჭირს მასთან ურთიერთობა… სხვისი გახარების უნარი, ნამდვილად მოჭარბებულად აქვს. ამაშიც გამორჩეულია.

იშვიათია მეგობრებით ასე სავსე ადამიანი… მეცნიერებთან, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებთან დიდი მეგობრობა აქვს. სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობთ. ხალხში გასული კაცია, უკომპლექსო, კომუნიკაბელური. ვერ იტანს მტირალსა და მოწუწუნეს, ქუჩის პოლიტიკოსებს. მიაჩნია, რომ ქუჩის პოლიტიკა ცრემლით და სისხლითაა სავსე.

ნამდვილად გვეყოფა სისხლი და ცრემლი, დაპირისპირება… ქვეყნისთვის ოფლის დაღვრის, ჭკუით და გონებით ოფლის დაღვრის დროა. თანამშრომლობის ჰარმონიზაციის დროა…

ასე ცხოვრობს რომან რურუა, რომლის ცხოვრება ია-ვარდით არც ადრე ყოფილა მოფენილი და არც დღეს არის. სასამართლოდან სასამართლოში უწევს დაცვა ყველა ხელისუფლებისგანაც და წამგლეჯველი უცხოელებისგანაც – მებრძოლი კაცია და იცის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

რომან რურუა და მისი მსგავსნი, ქვეყნის სიმდიდრეა. ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა და ის მით უფრო ძლიერი იქნება, რაც მეტი გვეყოლება ასეთები და რაც მეტად ვისწავლით ასეთი ადამიანების დაფასებას ხელისუფლებაშიც და ხალხშიც.

ძლიერს აფასებდა დიდი დავით აღმაშენებელი და იმიტომაც იყო მისი დროის საქართველო ძლიერი. ძლიერი ძლიერს ეძებს და პოულობს, სუსტს მასზე სუსტებთან უადვილდება ურთიერთობა, მათზე უფროსობა.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში სუსტების იდეოლოგია მძლავრობს, სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მძლავრ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული.

ეს უნდა დასრულდეს.

ნახეთ ეს წიგნი; ყოველ სურათში ძალაა, იმედია… ნახეთ, როგორ აზროვნებს რომან რურუა, როგორი სტატიები და ინტერვიუები გამოაქვეყნა. როგორი სატელევიზიო გამოსვლები აქვს (ტელევიზიებში ნაკლებად იწვევენ)… რაღაცაში შეიძლება არ დაეთანხმო, ეკამათო, მაგრამ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი რომ გელაპარაკება, კაცი, რომლის სახელთანაც მხოლოდ გამარჯვებაა – ესეც ფაქტია. რომელი ლექსები უყვარს, აქაც კი იკითხება, როგორი კაცია.

„რამ შემქმნა ასეთად? ხალხის და საზოგადოების სიყვარულმა,“ – თვლის ბატონი რომანი.

რომან რურუას წალკოტი, ეს არის მოაზროვნის ოფლით შექმნილი წალკოტი. ამის შექმნა და გაკეთება შეგვიძლია თითოეულს, თუ ვაზროვნებთ, ხელები გვაქვს დაკაპიწებული, არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და შეგვიძლია ოფლის დაღვრა… და კიდევ ერთი და განსაკუთრებული, თუ მთავრობა ბანკებს არ დაასვამს თავზე ხალხს და ქვეყანას… თუ ვერ დაეხმარება საქმიან კაცს, ხელს მაინც თუ არ შეუშლის.

სწორედ ამ მიზნით ვქმნით ამ წიგნს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესის წინ.

ჩვენ ამ წიგნს – „იმედის წიგნს“ ვუწოდებთ.

პაატა გიორგაძე, ესტატე გოგლიჩიძე, რამაზ ლომინაძე, ირაკლი მაჭავარიანი, ალექსანდრე ოჩიგავა, ნონა ღამბაშიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი

მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში

(ეს არის რომან რურუას წერილი, გამოქვეყნებული 2016 წლის აგვისტოში, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა მიიღო ხალხში და სწორი გააზრება სჭირდება პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებაში)

წარსულის ანალიზის გარეშე წარსულში ჩავრჩებით. იქნებ დღეს ჩვენ სწორედ ეს გვჭირს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა, ვინც ნოვატორობს და რეფორმატორობს წარსულის ლანძღვით, ყველაფერს სათავისოდ ირგებს, ანალიზის თავი არ აქვს, მომავალს ვერ ხედავს და წარსულშია ჩარჩენილი. აი ასეთთა უმრავლესობა გარბის პარლამენტისკენ.

ჩემი დაკვირვება და გამოცდილება მარწმუნებს: დიდი სიფრთხილით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტში შესვლისთვის თავს იკლავს, ფულს ხარჯავს. არადა, უნდა შევეხვეწოთ, სწორედ რომ უნდა შევეხვეწოთ, პარლამენტზე იფიქროს ყველა იმ ადამიანმა, ვინც მართლა ჰაერივით სჭირდება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სამშობლოს.

“შეფუთული”, “გალამაზებული” თვითმარქვია პოლიტიკოსები კი არა, პროფესიონალები, ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანები გვჭირდება, ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც _ ასეთი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს.

როგორ მოვძებნოთ?

ჩემი რჩევა მარტივია: გადით ხალხშიგაიგეთ ხალხის აზრიხალხში დიდი სიმართლეცაადიდი იმედგაცრუებაც დარაც ყველაზე ცუდიაუიმედობაცვერც ბელადებმა გვიშველეს და ვერც ფულმაგადარჩენა განათლებაშიაპატიოსან ადამიანებში.

გულს მიკლავს, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვის მიმართაც კეთილი განწყობის მეტი არაფერი მაქვს, დღესაც მაღალ სახელისუფლო ეშელონებში არიან, ფიქრობენ პარტიის და არა ქვეყნის გადარჩენაზე. ფიქრობენ მეგობრების, საკუთარი სტატუსის, სკამის და არა ქვეყნის გადარჩენაზე. წყალს წაუღია ყველა სკამი და რა ჯანდაბად გვინდა პარტიები, ასეთი მეგობრობა, თუ ხალხი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში იქნება?!

ქვეყანა უახლოვდება ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალს უახლოესი ოთხი წლის (და არა მხოლოდ) განმავლობაში. მერწმუნეთ: როგორც არასდროს, ისეთია ამ არჩევნებში ჩვენი, ხალხის, პასუხისმგებლობა, თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. მომავლის პარლამენტში ჩვენხალხმაუნდა ავირჩიოთ ისვინც კარგად იცის ორი რამ მაინც: ბუნების კანონები და… დაგროვილი ნაგვის (მე მას პოლიტიკურ ნაგავს ვუწოდებ, რომლითაც გაივსო საზოგადოებრივი ცხოვრება) გადამუშავება.

პირველი საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო მართვის პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობოდეს ქართველი ხალხის ბუნებას და თავისუფალი იყოს თავსმოხვეული უცხო იდეოლოგიებისგან, ანუ ის, რაც დაგვიტოვა ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ, “საერთო ნიადაგის თეორიის” სახით.

ხოლო მეორე საჭიროა, რათა ყველა დონეზე დაგროვილი ნაგავი გადამუშავდეს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით, რადგან ყველა ნაგავშია ბაჯაღლო ოქროც და ყველა ნაგვის გამოყენება შეიძლება სათანადო ოპერაციების შემდეგ. შემაძრწუნებელია, რომ პარტიათა უმრავლესობა, საკუთარი თავის გარდა, ყველას ,,ნაგვად” მიიჩნევს.

მე კი ასე ვფიქრობ: ყველაზე დიდი ნაგავი თვითკმაყოფილებააყოველი ხელისუფლებაპარტია თუ პოლიტიკოსი იმ ზომითაა ჩაფლული ნაგავშირა ზომითაც თვითკმაყოფილიახალხი მართლაც შეძრწუნებულია ყველა დონეზე გამეფებული თვითკმაყოფილებით.

ქვეყნისთვის უკადრებელი მდგომარეობიდან გამოსვლა ბუნების კანონებისადმი მორჩილებაშია. სწორედ ბუნების კანონები გამოარჩევს კარგს ცუდისგან. ჩვენ კი, 25 წელიწადია, “ოთახის კანონებით” ვცხოვრობთ. სწორედ “ოთახის კანონებით” ვცხოვრობთ და სახელმწიფოც “ოთახის კანონებით” იმართება, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი კანონებს ირგებენ საკუთარ თავზე. კანონი, როგორც ასეთი, უნდა მოარგო ერის ხასიათსა და ქვეყნის საჭიროებას. ბუნების სამართალი და კანონი მანამდე არსებობდა, სანამ სახელმწიფოები შეიქმნებოდა. ის უტყუარი და უპირატესია, ვიდრე ოთახში დაწერილი და მავანთა ინტერესებს მორგებული კანონი. საქართველოში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ბუნებრივი კანონზომიერების გათვითცნობიერება არ ხელეწიფება. შესაბამისად, ისინი საკუთარ ქვეყანაში უცხო სისტემაში (აშშ, ევროპა) მოქმედი კანონების პლაგიატს ნერგავენ. ლოგიკა კი მარტივია: სახელმწიფორომელიც ცხოვრობს ბუნების კანონებით, აღწევს ყველაზე მაღალი გვარის დემოკრატიას.

კუჭის პრობლემა ვერ გადაწყდა გონიერებით, როგორც ხშირად ვამბობთ, ტვინით გატენილი ადამიანებისა და ღვთივბოძებული წალკოტის ქვეყანაში. მსოფლიომ იცის, როგორ აქციეს წალკოტად ყინულოვანი, უმიწო და უწყლო ქვეყნები ხელისუფლებებმა მეცნიერებაზე, ნიჭიერ ხალხზე დაყრდნობით, საქმიანი ადამიანების მხარდაჭერით და ქვეყნის სიყვარულით. ჩვენი პოლიტიკით წალკოტი უდაბნო ხდება. უმეცრებით დაჩაჩანაკებულია ადგილობრივი თვითმმართველობა. არ შეიძლებადანაშაულია ამ ქვეყანაში ამდენ გონიერ და საქმის გამკეთებელ ადამიანს ხელისუფალთაგან მისჯილი ჰქონდეს უსაქმურობა და ტანჯვაში ცხოვრობდეს!

ეს მძიმე რეალობაა.

გული მწყდება, რომ ჩვენი სულიერი მამის – ილია მეორის, ცნობილი მეცნიერების, მოღვაწეების მიერ პრესაში გამოქვეყნებული უამრავი კეთილი რჩევა დარჩა უყურადღებოდ.

უკადრებელი გვაკადრეს, გვეუბნებიან: რაც გინდათ, წერეთ და იკითხეთ, არავის აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ ყველაფრისმცოდნენი ვართ და, რაც საჭიროა ქვეყნისთვის, ვაკეთებთო.

რა არის ეს, თუ არა მართვის პრობლემები, პირდაპირ ვთქვათ – უმართაობა და უპასუხისმგებლობა?! ხელისუფლება იცვლება, ხალხი კი უარესად ღატაკდება. პასუხი დღემდე არავის უგია.

ქვეყანაში უმართაობა სწორი მართვით რომ შეიცვალოს, თანამდებობებზე პროფესიონალები და გამოცდილები უნდა მოვიდნენ.

ჩვენ თვალწინ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ეთამაშებოდა ახალგაზრდობასპირდაპირ ვთქვათსპეკულირებდა მათი ასაკით, მიზანშეწონილზე 10-15 წლით ადრე ნიშნავდა თანამდებობაზეშეჰყავდა საარჩევნო სიებში და უპირისპირებდა უფროს თაობას.

დაგვანგრია ამ მზაკვრობამ. ბევრი ახალგაზრდა დაგვაკარგვინა და უფროს თაობასთანაც პრობლემები შეიქმნა. ,,შეფუთული”, ,,გალამაზებული” თვითმარქვია პოლიტიკოსები კი არა, პროფესიონალები, ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანები გვჭირდება, ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც _ ასეთი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს.

ხალხი გაოგნებულია საზოგადო მოღვაწეების, ინტელიგენციის, მიჭირს თქმა, სახელმწიფო კაცების დუმილით. ,,გაიყიდეთო”, _ გვეუბნებიან, მთავრობებზე, პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ფულიანებზე გაიყიდეთო!

ხალხს არც გაყიდულის სჯერა და არც მყიდველის. ორთავე ებრძვის საქართველოს, ქართულ სულს.

როგორც ბევრი სხვა, მე არც გავყიდულვარ და ვერც ვერავინ მიყიდის, მაგრამ რეალობას თვალს ვუსწორებ – ხალხი მართალია, მას სწორ გზაზე დაყენება უნდა და კარგი მმართველი სჭირდება.

მსოფლიო ამაყობდა და ამაყობს ქართული კულტურითქართველი მეცნიერებით, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებითპოლიტიკოსებით,მხედართმთავრებით, მასწავლებლებითექიმებითსპორტსმენებითეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეადღეს ხალხს ვჭირდებითბატონებოხალხს და დავდგეთ ხალხთან!

მადლობა ჩემს მეგობრებს, ყველას, ვისაც შევხვდი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ,,ქართული ერთობის დარბაზს”, კეთილი რჩევაც ბევრი მომცეს და მხარიც დაგვიჭირეს.

ჩვენ ამ საკითხებზე არაერთგზის გვისაუბრია. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ უამრავი ფიქრობს ასე. უფრო მეტიც, მე ვთქვი ის, რაზეც საუბრობს საზოგადოება. ვთქვი იმიტომ, რომ მოქმედებაა საჭირო და ამას ვეუბნები არა სხვას, არამედ საკუთარ თავს, რადგან ვიცი, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

თითქოს მარტო ვიდექი მსოფლიო ტიტანების წინ საჭიდაო ხალიჩაზე, მაგრამ მოწინააღმდეგის კარგად შესწავლა და ქართული სული მამარჯვებინებდა. დაუმარცხებლად დავტოვე საჭიდაო ხალიჩა. წარმატებული ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც, მაგრამ დღევანდელობით მოსვენება მაქვს დაკარგული… ერთეულთა წარმატება ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის. მინდა, ვიცხოვრო ზნეობით, ინტელექტით, ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ამას იმსახურებს მრავალნატანჯი საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა.

ეს არ არის ძნელი:

ღირსება ხალხში

პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში

ღირსეულის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში

ხალხსა და ქვეყანაში იმის გაცნობიერებარომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა უფროსი.

ხალხსა და ქვეყანაში იმ რწმენის გაძლიერებარომ სამშობლოს გადარჩენა ჩვენშია  ქვეყანაშიაგარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები და პატრონები.

ასეთი დიადი ქართული მიზნისთვის ღირს ცხოვრებაც და თავგანწირვაც.

სწორედ ამიტომ ვამბობ: დიდი ქართული ერთობით გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენგანიც.

მე მქონდა არჩევანი შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა არა მარტო ბიზნესი

ეს უნიკალური „ბრალდება-აღსარება“ ერთ დროს სააკაშვილის ფავორიტად წოდებულ, ცნობილ ბიზნესმენს და ასევე გამოჩენილ მეცენატს, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენს გოჩა ძასოხოვს ეკუთვნის.

მისი ურტყუარ ფაქტებზე დაყრდნობილი და ემოციებით დატვირთული სტატია ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევიან ღირსეული ადამიანები ღირსების დასაცავად, როგორ აღრმავებდა ქართველებსა და ოსებს შორის ხელოვნურად ჩატეხილ ხიდს დანაშაულებრივი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან თუნდაც ამ კონკრეტული ბიზნესმენის მიმართ ჩადენილი უკანონობები, რაც არ უნდა განმეორდეს!

სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ადრე ქართულ პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ამ უნიკალური სტატიის წიგნში გამოქვეყნებაც.

ბატონი გოჩა საკუთარი პრინციპების ერთგულია და დღესაც ყველაფერს აკეთებს ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის გასამრთელებლად.

* * *

გამომაქვს ჩემი გულისთქმა თქვენს სამსჯავროზე. ვწუხვარ, რომ ეს წერილით მიწევს, რადგან უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოში არ ვიმყოფები და დღემდე  ძასოხოვო წართმეული (ამ სიტყვის ზუსტი გაგებით) მაქვს ჩამოსვლის უფლებაც. არ მინდა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ეხლა ვბედავ პრინციპულ საუბარს. 2009 წლის თებერვალში, მაშინ, როცა ძნელი იყო ამის გაკეთება, საჯაროდ მივმართე საქართველოს პრეზიდენტს: „პრეზიდენტო, ნუ შეურაცხყოფთ ერს!“. მიმართვა 20 თებერვალს დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მე მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ერის წარმომადგენელს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ იყო ქვეყნის ბედ-იღბალი, მისი მომავალი – გულახდილად ვუთხარი ჩემი პოზიცია.

მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიტან ამ მიმართვიდან:

„ბატონო პრეზიდენტო, მე არ ვარ ის ადამიანი, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო ჩვენს შორის პირისპირ, კერძო საუბრების დროს თქვენს მიერ „გაჟღერებული“ აზრები და ამით მავანს სენსაციური აღმოჩენების, სკანდალური სჯა-ბაასის საშუალება მივცე. ერთს კი გეტყვით და მოგიწოდებთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დრო შემობრუნებისა სიკეთისკენ, იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, როგორც პიროვნებაში და მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება თქვენთვის, ასევე ქვეყნისთვის და გადადექით…“

არც მაშინ მქონდა იმის ილუზია და არც ეხლა მაქვს იმის იმედი, რომ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ძლიერთ ძალუძთ და არა ძალაუფლებაზე შეყვარებულთ, სახელისუფლებო სკამზე მიკერებულთ, როგორიც ის გახლავთ და სწორედ ეს არის საქართველოს უბედურება, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო უამრავი რეალური პროგრესული იდეის რეალიზაციის შემაფერხებელი.

ეს რა გვჭირს, მოაზროვნე და ტვინით გატენილი ადამიანების ქვეყანაში ყველაფერს ერთ კაცს ვწირავდით და სამწუხაროდ, ეს დამანგრეველი განწყობა დღესაც არ არის დაძლეული.

ამ დღეებში არაერთი ჟურნალისტი მთხოვს, უამრავი კეთილისმსურველი მირჩევს სინათლე მოვფინო და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანო ის ბარბაროსობა, რაც ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით ჩაიდინა პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა. დიდი მადლობა მათ ასეთი განწყობისა და დაინტერესებისათვის.

სათქმელი, მართლაც, ბევრი მაქვს. მაგრამ მე არ ვაპირებ ბოლშევიკური მეთოდებით წართმეულ ბიზნესზე საუბარს, არც იმ ადამიანებზე, რომლებიც, მინდა ვიფიქრო, შეცდომაში შეიყვანეს და უსირცხვილოდ გადაუფორმეს ჩემი საკუთრება. ამას, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ადვოკატები გააკეთებენ და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ პროკურატურა სამართლიანად გამოიძიებს და სასამართლოც სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მხოლოდ ერთს დავაკონკრეტებ: ბარბაროსულად ჩემს ბიზნესს კი არა, ჩემს ოჯახს, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესს მოექცნენ. ჩემს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად იძულებული გამხადეს ქვეყნიდან გადავხვეწილიყავი.

ჩემთვის დღეს მთავარი ის კი არ არის, რომ მე ბიზნესი წამართვეს, არამედ ის, რომ უამრავ ქართველს, ოსს, აფხაზს, საერთოდ საქართველოს მოქალაქეს – წაგვართვეს საქართველო. დღეს ჩემთვის როგორც საქართველოში მცხოვრები ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის, მთვარია ამოიძირკვოს ის დამანგრეველი სისტემა, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით ებრძვის ხალხს, ქვეყანას, ადამიანს, ღირსებას.

ამ მრავალწლიანმა პროცესმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ბევრი რამ მასწავლა, მაჩვენა რას ნიშნავს სახელისუფლებო ცინიზმი და ამის პარალელურად პიროვნული ტრაგედია და ტკივილი.

ცინიზმია, როცა ხელისუფალი მორჩილებას გთხოვს ბიზნესის კეთების უფლებისათვის. ეს ქვეყნის ნგრევასაც ნიშნავს.

ტრაგედიაა, როცა შენ იქცევი ღირსეულად – არ კარგავ თავისუფლებას და ამისათვის ისჯები: კარგავ ყოველგვარ მატერიალურს და არა მარტო ბიზნესს.

ისტორიამ არ იცის და დედამიწის ზურგზე არ არსებობს უფრო დიდი კორუფცია, ვიდრე ხელისუფლების კეთილგანწყობით ვაჭრობა. კორუმპირებული ხელისუფლება ყიდის კეთილგანწყობას, ვინც ყიდულობს, მდიდრდება, მაგრამ ღირსებას კარგავს. ვინც არ ყიდულობს – ღირსებას ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს ყველაფერს.

კაცობრიობის ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ ძლიერი ის ქვეყნებია, სადაც ბიზნესში და ბიზნესმენში ღირსებაა გაბატონებული.

მე მქონდა არჩევანი: შემენარჩუნებინა ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ დამეკარგა ბიზნესი და არა მარტო ბიზნესი.

მე მეორე ავირჩიე. ვამაყობ ამით.

ვამაყობ იმით, რომ ჩემთვის მთავარი იყო, არის და იქნება ქართველთა და ოსთა ძმობა და არა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობა ლიახვის ხეობიდან და ამით ჩემი ბიზნესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ განუსაზღვრელი განვითარების შესაძლებლობის მიღება.

საშინელებაა, როცა ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს თავისუფალ და წარმატებულ ადამიანს, რომლისთვისაც წარმატებულობის საზომი მისდამი მორჩილება და მონური ერთგულებაა.

გმირი მიწოდა – მორჩილებას ელოდა. ვერ მიიღო – გამწირა. გამწირა იმის გამო, რითაც დღეს ვამაყობ. მე უარი ვთქვი არა უბრალოდ თანამდებობაზე, არამედ უაზრობა ვუწოდე სამხრეთ ოსეთის მეორე მთვრობის შექმნის იდეას, ვთქვი, რომ ვისთვის ვქმნით იმას, რაც არც საქართველოსთვის, არც ქართველების და არც ოსებისთვის არ არის კარგი-თქო. ხალხმა განსაჯოს, სწორი ვიყავი თუ არა. ხალხმა განსაჯოს, სწორი ვიყავი თუ არა იმაში, რომ უაზრობას ვეძახდი ქუჩა-ქუჩა „კოკოითი ფანდარასტ“-ის ძახილით სიარულს. ვთვლიდი, რომ ამით კოკოითს ხელისუფლებაში ყოფნას ვუხანგრძლივებდით, ქართველთა და ოსთა გარედან ინსპირირებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ვაღრმავებდით.

ერთ დღეში გმირად, წარმატებულ ბიზნესმენად და მეცენატად წოდებული – შერისხული გავხდი. პრეზიდენტის რისხვა სისრულეში მოიყვანეს მისმა მორჩილებმა. გენერალურმა პროკურორმა ადეიშვილმა თქვა: – „გოჩა ძასოხოვის მხოლოდ გვარს დავტოვებთ საქართველოშიო“ და თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის კაბინეტში გამომიცხადეს განაჩენი – „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეი-ზე.“ ამოქმედდა პრეზიდენტის მორჩილი სასამართლო სისტემა – დაუსწრებლად განაჩენი გამომიტანეს, რომელზეც შემდგომ 9 წელი დამიმატეს საკუთარი, ანუ ჩემი სახლის შესყიდვის მცდელობისთვის.

საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) ხელისუფლების მსახვრალ ხელს ყოველთვის ვგრძნობდი. დღემდე ამოუხსნელ ქმედებად მიმაჩნია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს სპეცსამსახურების მოთხოვნით სოჭში ასამბლეის დაფუძნებისას აეროპორტში რუსეთის მოქალაქე ორი ქართველი დელეგატის დაკავება, რომლებიც წლებია თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც რუსეთში, ასევე რუსეთიდან უცხოეთში. მეორე ფაქტიც: ბევრ ეჭვს ბადებს ერთი წლის წინ ასამბლეასთან ურთიერთობის გამო ერთი კეთილი კაცის დაპატიმრება, ასევე ორჯერ ფეესბეს მიერ ასამბლეის ოფისში ჩატარებული მასშტაბური ჩხრეკა.

ყველაფერი ეს ისეთი ცინიზმითა და სისასტიკით მოხდა, თვითონაც მინდა დავივიწყო. დაე უფალმა განსაჯოს. მე კი თავს ვალდებულად ვთვლი, ბოდიში მოვუხადო ყველას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვინც ჩემს გამო ააწიოკეს, ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს, სასტიკად დასაჯეს. მე ვალში ვარ მათ წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. მე ვლოცულობ მათთვის.

ჩემს მსგავს სიტუაციაში საქართველოში უამრავი აღმოჩნდა და ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ალბათ, ბევრმა გაუძლო და არ გაბოროტდა. ჩემთვისაც ეს იყო მთავარი, არ გავბოროტებულიყავი და ჩემს ოჯახთან ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დავრჩენილიყავი მადლიერებით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით 2009 წელს დაფუძნებული „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ – ეს იყო სიყვარულის გზა. იმის ხაზგასმა, რომ სიძულვილის დაძლევა მხოლოდ ერთად ყოფნას, მხოლოდ შენდობას და მონანიებას, მხოლოდ სიყვარულს შეეძლო.

ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე – ქართველები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები. ებრაელები, აისორები, ქურთები შევიკრიბეთ ქალაქ სოჭში. მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების ორასზე მეტი მოღვაწე და წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოდან.

არ იყო მაშინ ამის გაკეთება ადვილი.

დღეს, როდესაც ამ შეხვედრას ვაფასებ, ასე ვფიქრობ, რომ ეს იყო ღირსეულთა შეკრება ღირსეული საქართველოსათვის, მომავლის საქართველოსათვის.

ასამბლეის დაფუძნებაზე პირველი სიტყვა ქართული კინოს პატრიარქმა, დიდმა მოღვაწემ, ყველასათვის საყვარელმა რეზო ჩხეიძემ წარმოთქვა. მადლიერებით ვიხსენებ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ვინც პატივი დაგვდო და თავისი გამოსვლით საგულისხმო რჩევები მოგვცა: პროფესორებს მერაბ ჯიბლაძეს, ვალერი ასათიანს, თემურ გუგუშვილს, დიპლომატ პეტრე ჩხეიძეს, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, მსახიობ დიმა ჯაიანს, ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს და სხვებს.

ძნელია სიტყვით იმ განწყობის გადმოცემა, რაც ცნობილ მწერალ გურამ ოდიშარიას გულიანი ნაწარმოების მიხედვით თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილ რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ სოხუმის დრამატულ თეატრში შექმნილ ბრწყინვალე სპექტაკლზე „ზღვა, რომელიც შორია“ – მოხდა. ოვაცია მსახიობთა თამაშის გამო, დუმილი და ცრემლი სპექტაკლის შინაარსის გამო ერთად იყო დარბაზში სოჭის „იმერეთის ველზე“. მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს დიდი მეგობარი ალექსანდრე ივანიცკი პატარა ბავშვივით ტიროდა…სპექტაკლის გმირებს, დიმა ჯაიანს და ლილი ხურითს დიდი სიყვარული დაუდასტურეს – რუსმაც, ოსმაც, აფხაზმაც. ეს მართლაც დიდი დღე იყო. საქართველოს მომავალზე მშვიდობიან კავკასიაზე ფიქრის დღე.

ამ დღიდან მოყოლებული ასზე მეტი დიდი და პატარა ღონისძიება ჩავატარეთ. საყრდენი შოთა რუსთაველი იყო:

„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.

დიდი ზეიმი იყო ქართულ და ოსურ ენებზე დარიალის ხეობაში ამ წარწერით ბარელიეფის გახსნა. ვამაყობ იმით, როგორი ერთობით ცხოვრობენ ქართველები და ოსები ვლადიკავკაზში, როგორი პატივისცემით არიან ოსები ქალაქის ცენტრში მდებარე ქართული სკოლისადმი, როგორ უვლიან იმ სახლს, სადაც საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე დაიბადა, იმ ეკლესიას, სადაც მოინათლა საქართველოს სულიერი მამა. ამაში ნათლად დარწმუნდნენ საქართველოს დელეგაციის ის წევრები, რომლებიც ასამბლეამ მოიწვია ვლადიკავკაზში ქართველთა და ოსთა მეგობრობის დღეებზე. სწორედ ამ შეხვედრების გამოძახილი იყო თბილისში „ქართულ-ოსური მისიის“ დაფუძნება. ვფიქრობ, ამ მისიას მისი შემადგენლობიდან და იდეიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, შეძლებენ კიდეც.

გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის, რა მოხდა ერთი წლის წინ სოჭის დრამატულ თეატრში ოსური კულტურის დღეების დახურვისას, როცა ქართველმა პატრიოტმა და ოსების დიდმა მეგობარმა, თემურ შაშიაშვილმა თავისი ემოციური და უაღრესად მეგობრული გამოსვლა ასე დაიწყო: „ერთდროულად ვნანობ და ამაყი ვარ…“ და თქვა: „ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი – ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს“ – დარბაზში საოცარი ემოცია მოყვა, ხოლო როცა მან ცნობილი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მილოცვა და რეზო ამაშუკელის მიმართვა წაიკითხა ოსი ხალხისადმი – დარბაზში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ბატონი რეზოს სიტყვებზე:

„ძმებო, ოსებო, მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასოდეს ააგლეჯენ გულიდან თქვენს სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია. უცოდველი ღმერთია მხოლოდ.სამი შვილიშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას“ – მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსული ოსები ფეხზე დაუდგნენ, დარბაზი სიხარულის ცრემლით, და, ასე მგონია, იმედით გაივსო.

ეს დარბაზი დიდი გაკვეთილი იყო ყველასათვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთათვის. ამის თაობაზე კარგად თქვა ცნობილმა დიპლომატმა, ამ შეხვედრაზე იუნესკოს სახელით გამოსულმა ალექსანდრე ძასოხოვმა. ამ დარბაზმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის პოლიტიკური ფარიკაობა უნდა დასრულდეს – დღეს „სიმდისა“ და „დაისის“ დროა.

ამ განწყობით ვემზადებით „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ოთხი წლისთავისათვის, რომლის ჩატარებას მომდევნო წლის მაისში ვგეგმავთ თბილისში. ჩვენ ვაპირებთ ანგარიშის ჩაბარებასაც და მომავლის პროგრამის წარდგენასაც. ამაზე მუშაობა უკევ დიდი ხანია დავიწყეთ. ხალხი ნახავს ჩვენი მუშაობის შედეგებს და შეფასებასაც მისცემს.

დღეს, როცა ყველაფერ ამას ვაანალიზებ და ვფიქრობ მომავალზე, მტანჯავს ერთი აზრი: როგორ შეიძლება ქვეყანა არ იყენებდეს იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს გარეთ გასულების სახით აქვს ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერი სახელმწიფო, როგორი დიდიც არ უნდა იყოს იგი, იამაყებდა იმ სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებით, რომლებიც საქართველოდან წასულებს აქვთ უცხოეთში. ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტს, ან სხვა მაღალი რანგის რომელიმე ხელმძღვანელს შეუძლია უცხოეთის ქვეყნებთან ისეთი კავშირების დამყარება, როგორიც შეუძლიათ ამ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანებს. ვიცი, ევროპის ქვეყნებში, უკრაინაში, საერთოდ დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეების პოტენციალი, ავტორიტეტი, ადგილობრივ ხელისუფალთა განწყობა მათდამი და სულ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, რომ ეს არ გამოიყენო. სწორედ მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, რომ არ გამოიყენო საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხალხების, განსაკუთრებით მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა კეთილი განწყობა. უდიდეს პოტენციალს ვგრძნობ რუსი და ქართველი მოღვაწეების (და არა პოლიტიკოსების) თანამშრომლობაში საქართველოსათვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ პროექტებზე, რომელთაგან ერთის განხორციელება მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად უკვე წელსვე იგეგმება. მისი მხარდამჭერი და ინიციატორი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, საქართველოს დიდი მეგობარი, მოსკოვის უნივერსიტერის რექტორი აკადემიკოსი სადოვნიჩია. მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია ამ ურთიერთობების ხელის შეშლა, უნივერსიტეტების თანამშრომლობაში მონაწილეობაზე უარის თქმა.

მარტივი რამ არის საჭირო, რომ არ იყო შენი ქვეყნის მტერი: გიყვარდეს შენი ხალხი და ქვეყანა, უარი თქვა სიძულვილის ენაზე, ეყრდნობოდე ბიბლიურ ჭეშმარიტებას: „გიყვარდეს მტერი შენი“, შეგეძლოს შენდობა და მონანიება.

შენდობისა და მონანიების გარეშე საქართველოს, საერთოდ კავკასიის შვილებს არ გვაქვს მომავალი. სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე არც ერთ ადამიანს, მით უფრო პოლიტიკოსს და კიდევ უფრო, ამ ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლების ქვეყანას არ აქვს მომავალი.

სიძულვილის ენის შედეგია 2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის 8 აგვისტო, 2011 წლის 26 მაისი. სიყვარულის ენამ მოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბერი.

საქართველო რომ მომავლის ქვეყანაა, ეს დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა, საქართველოში მცხოვრებმა ოსმაც, აფხაზმაც, სომეხმაც აზერბაიჯანელმაც, რუსმაც, ებრაელმაც პირველ ოქტომბერს, როდესაც უარი უთხრეს სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლებას.

იმედიანად ვარ. საქართველოში ტრადიციული სიყვარული ბრუნდება, ადამიანთა ურთიერთობები თბება, იმედი ძლიერდება.

ბიძინა ივანიშვილმა საოცარი გონიერებით წარმართა ის პროცესი, რომლის გამოცდილებაც საერთოდ არ ჰქონდა და მოიგო არჩევნები და დღეს იმის კეთების დრო მოიყვანა, რაც კარგად იცის, რაშიც წარმატებულია… ეჭვი არ მეპარება, რომ სამართლიანობა აღდგება, საქართველო დემოკრატიის გზით ივლის, ადამიანი თავისუფალი იქნება. თავისუფალ ადამიანთა ერთობას კი სასწაულის მოხდენა შეუძლია.

მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალიც ეს არის.

გოჩა ძასოხოვი

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი

2012 წლის 17 ნოემბერი

P.S. ამონარიდი ჩემს შესახებ ერთ-ერთი ენციკლოპედიური წიგნიდან

ეს ჩემმა მეგობრებმა შეადგინეს

გოჩა ძასოხოვი – წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და აღორძინებისათვის. მის სახელს უკავშირდება არაერთი ბიზნეს პროექტი. მისი თაოსნობითა და დაფინანსებით საქართველოში აღორძინდა აგარის შაქრის კომბინატი, გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში აშენდა ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები. მან, როგორც საქართველოს ფიზკულტურულ–სპორტული საზოგადოება „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრმა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, დიდი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარების საქმეში. იგი წლების განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში. 2005 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ფილა) გოჩა ძასოხოვი აირჩია სენატორთა კლუბის პრეზიდენტად. მის სახელთანაა დაკავშირებული ეროვნული სტადიონის რესტავრაცია, რის შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოში მსოფლიო და ევროპის რანგის სპორტული თამაშების ჩატარება.

გოჩა ძასოხოვი დაჯილდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით, ფილას ოქროს მედლით. მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის საპატიო წოდება.

სარედაქციო-საკონსულტაციო საბჭოსგან: 2018 წლის 20 ივნისს დაესვა წერტილი ბატონ გოჩა ძასოხოვის სამართიან ბრძოლას. გაირკვა სიმართლე, გაუქმდა ყველა, ადრე გამოტანილი განაჩენი, გამართლდა ყველა ეპიზოდში და მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ სამართალი დადგინდეს ყველა პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც იგი დაირღვა ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ვისურვებდით, ყველას გამოეჩინა ბრძოლის ის ჟინი, როგორიც  აღმოაჩნდა ბატონ გოჩას. არ შეუშინდა, ჩამოვიდა სამშობლოში, დადგა სასამართლოს წინაშე და, როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, შესაშური სიმტკიცით, სიმშვიდით, დასაბუთების უნარით დაამტკიცა  საკუთარი სიმართლე.

მამულიშვილის სახელით შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს

მათ ცხოვრებით დაადასტურეს ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარული. ჟიული შარტავამ სიცოცხლითაც…

ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა.

ისინი ამ პროგრამის სათავეებთან იდგნენ.

ჩვენ გვინახავს მერაბ ბერძენიშვილთან და რეზო ჩხეიძესთან შეხვედრიდან გამოსული ახალგაზრდების აღფრთოვანება, მათი მამულიშვილური პოზიციით.

ჟიული შარტავამ კრისტალური ხელმძღვანელის, თაობათა ლიდერის სიმტკიცე და შორსმჭვრეტელობა აჩვენა.

სტუდენტები უსაყვარლეს ლექტორად თვლიდნენ და მეგობრები ნათელ კაცს ეძახდნენ რამაზ ლომინაძეს. ეს დახვეწილი კაცი ბატონი რეზო ჩხეიძის თხოვნით ჩაუდგა სათავეში ტელევიზია „ქართულ ტვ“ -ს. დიდი პროგრამები ჰქონდა. ეს პროგრამა მისი უშუალო მონაწილეობით დავწერეთ.

ჩვენი უმთავრესი დოკუმენტი, „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, მერაბ ბერძენიშვილის სულიერებით სავსე ეზო-გარემოში იწერებოდა. მასზე ხელმოწერა რეზო ჩხეიძის სახლში მოხდა. დღემდე ჩაატრებულ მეცნიერთა სამ კონგრესს რამაზ ლომინაძე ხელძღვანელობდა. სამივენი, ჟიული შარტავას სამაგალითო კაცად მიიჩნევდნენ. მერაბ ბერძენიშვილი სიამაყით იხსენებდა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, როგორც ახალგაზრდობის ლიდერმა ჟიული შარტავამ მას სთხოვა ეპოქალური შედევრის „კიდევაც დაიზრდებიან“ დიდი რაოდენობით ჩამოსხმა, რომ ძალიან ბევრ ოჯახში ის ყოფილიყო საქართველოს დიდი ისტორიისა და მომავლის სიმბოლოდ. ბატონი მერაბი ამბობდა, რომ ჟიული შარტავა დიდი ეროვნული კაცი იყო, არნახული სიმტკიცითა და გამბედაობით.

ჩვენ, ყველანი , დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა , თანამემამულენი და ჩვენი მეგობრები უცხოეთში, ყველანი ვგრძნობთ კაცურ და ადამიანურ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. მათ ხომ ჩვენი ისტორიული წინაპრების საუკეთესო ტრადიციებით იცხოვრეს და მამულიშვილის სახელით შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს.

ხსოვნის აფეთქება – ეს ეპოქის შეფასებაა!

დიდი მოაზროვნის, ბუმბერაზი ხელოვანის, ქველ მიქელანჯელოდ აღიარებული, ქართული სულისა და ეროვნული ცნობიერების, სამყაროს განზომილებით მოაზროვნე

კაცის, მერაბ ბერძენიშვილისა და მამულისათვის თავშეწირული, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ამ ნააზრევში მთელი ეპოქის ანალიზია.

ამ ორ დიდ პიროვნებას, მამულიშვილობასა და მეგობრობასთან ერთად ისიც აერთიანებს, რომ ჟიული შარტავა გახლდათ პირველი, ვინც მერაბ ბერძენიშვილის უკვდავი ქანდაკება, „კიდევაც დაიზრდებიან“ პეტერბურგში საგანგებოდ დაამზადებინა 10 ათასი ეგზემპლარი შემცირებული ზომით და დაურიგა ქართველ ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვართ, ყველა იმ ოჯახში ის დღესაც განსაკუთრებული რელიკვიაა.

ჩვენ ვართ ამაყნი, რომ გვყავდა მერაბ ბერძენიშვილი. გვყავდა ჟიული შარტავა.

ვამაყობთ, რომ მერაბ ბერძენიშვილი იყო მეგობარი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფისა „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“, რომ ჟიული შარტავა იყო პირველი, ვინც შექმნა დღემდე მოქმედი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, რომლის არაერთი წევრი შემოუერთდა ჩვენს განწყობას, ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის.

ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, არათუ იზიარებდა ჩვენს განწყობას, არამედ, აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეის გამო. მარტივად გვითხრა: „პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის ღირსი, ქვეყნისათვის ამ რთულ ეტაპზე იყოს პარლამენტარი. მთავარია, ამბიცია მოთოკონ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა … ჩვენ ამ დღეში, რომ ვართ, ეს მათი „მოღვაწეობის შედეგია“.

ბედნიერი იქნება საქართველო, როცა დააფასებენ, მადლიერებით იქნებიან ერისკაცების მიმართ, მოუსმენენ მათ, გულნატკენს არ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან.

გულნატკენი წავიდა მერაბ ბერძენიშვილი. უკადრებელი აკადრეს. მარტო მას კი არა, მთელ საქართველოს. გულნატკენი წავიდა ჟიული შარტავაც. ყველას გვახსოვს, როგორ ითხოვდა დახმარებას აფხაზეთის, ერთიან საქართველოში შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამაოდ. არ მოუსმინეს! …

ჟიული შარტავას ხვეწნა-მუდარის უგულებელყოფა, ისტორიულად, საქართველოს დამანგრეველი ღალატის კლასიკური მაგალითია.

მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ აფეთქებას, იმ მემორიალის აფეთქებას, რომელსაც როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მეცნიერებმა „ფილოსოფიური ტრაქტატი“ და „ქართული ბიბლია“ უწოდეს, ჩვენ, მეცნიერები, „ხსოვნის აფეთქებას“ ვუწოდებთ. სამწუხაროა, რომ დღემდე გრძელდება ხსოვნის აფეთქება და ამის დასტურია ჩვენი დღევანდელი ყოფა… ასევე ამის დასტურია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2008 წლის 8 აგვისტოს, 2011 წლის 26 მაისის რეალობა …

ჩვენ, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ტრაგიკული თარიღის, 27 სექტემბრის წინ, შეგნებულად ვახსენებთ დამოუკიდებელი საქართველოს ამ მძიმე მაგალითებს მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველობასა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს.

ერთად დგომით, ჩვენ შეგვიძლია 27 სექტემბერი დარჩეს როგორც ისტორია და მომავალში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ეს დღე აღვნიშნოთ, როგორც ჯვართამაღლება.

ჩვენი ვიზიარებთ ღვაწლმოსილი პიროვნებების მიერ დაფუძნებული „ქართული ერთობის დარბაზის“პოზიციას, რომ დაპირისპირებით და

ზიზღით სავსე პოლიტიკური სივრცე სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს… და ჩვენ ყველამ ჰარმონიზაციის რთული გზა უნდა ავირჩიოთ, რათა შევძლოთ სიძულვილის სიყვარულით დამარცხება.

მადლობა! გემშვიდობებით!

ბატონო რეზო!

თქვენს სახლში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დიდ ქართულ დოკუმენტს – “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფოდა მასმოქმედების მანიფესტივუწოდეთ. ეს იყო და არის თქვენი სულისთქმა.

გვახსოვს, თქვენ მაშინ თქვით: ჩვენი თაობის მეგობართა ფართო წრე ბოლო წლებში ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ამ განწყობას გვიძლიერებდა ჩვენი პატრიარქის სიბრძნით სავსე ქადაგებები. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს და არაერთ სხვა მოღვაწეს ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში. ქვეყნის მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი თან წაიღო სამმა გენიოსმაჭაბუამ, მუხრანმა და გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით და ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად. გიყვარდეთ საქართველო! გაუფრთხილდით საქართველოს! დაიცავით საქართველო! ეს არის ჩვენი ანდერძი, ისეთივე მამაშვილური, როგორიც ჩვენ მივიღეთ წინა თაობებისაგან.“

მართლაც, გენიალური ნათქვამია, წინასწარმეტყველური.

თქვენ გრძნობდით, რომ მიდიოდით ჭაბუასთან, მუხრანთან, გიგასთან და ძველით ახალი წლის წინა დღეებში, საავადმყოფოში დაწოლის წინა დღეს, გვითხარით თქვენი თხოვნა ერისა და ბერისთვის გადასაცემადიგი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს აღნიშვნას და საქართველოში მსოფლიო კონგრესის მოწვევას ეხებოდა და ასე დაასრულეთ: „ეს არის ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც“.

მართლაც, უკანასკნელი აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ის თხოვეთ ერსა და ბერს, რაც გამოკვეთილად სჭირდება დღეს საქართველოს. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება თქვენი რჩევით მიღებული ჩვენი საერთო გადაწყვეტილება: „ქართული ერთობის დარბაზიემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. რომ დაპირისპირება სუსტთა გზაა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ“. თქვენ მიგაჩნდათ და აბსოლუტურად მართებულად, რომ მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრაციად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.

ძლიერი იყავით თქვენი წარსულით, ამაყობდით ჩვენი ქვეყნის ისტორიით, ჩვენი მეფეების, განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით, ერის მამად თვლიდით ილია ჭავჭავაძეს, მიგაჩნდათ რომ ქართული პლანეტარულს ნიშნავდა. ქვეყნის ბედნიერებად თვლიდით იმას, რომ ძნელბედობის ჟამს განგებამ საქართველოს სულიერ მოძღვრად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოუვლინა.

სწორედ ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, პლანეტარული აზროვნებით, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვაკურთხევით დავიწყეთ დიდი მოძრაობა გელათიდან, მოქმედების მანიფესტშიჩამოყალიბებული დიდი ქართული მიზნისათვისვიფიქრეთ – „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესისმოწვევაზე, ვიფიქრეთგენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეზეყოველივე ეს საქართველოს გულისთქმაც არის, პრაქტიკულად, მომავლის საქართველოა, რომელზეც თქვენ ოცნებობდით!

ჩვენ ერთგულების კაცურ სიტყვას ვამბობთ: ეჭვი არ გვეპარება, რომ ერისა და ბერის ერთიანობაც იქნება და ყველაფერი ეს შესრულდება.

შენ უკვდავი ხარ შენი ფილმებითა და ცხოვრებით, ერთგულებით იყავი აღსავსე და ეს სიტყვებიც ჩვენი ერთგულების დასტურია, იმ ერთგულებისა, რომლითაც შევქმენითქართული ერთობის დარბაზიდა აჩუქეთ სრულიად საქართველოს ტელევიზია ყველასათვის სანუკვარი სახელით -„ქართულიდა თქვით: „ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება სატელევიზიო სივრცეში“.

 ყოველივე ამას დიდი მხარდაჭერა სჭირდება, ხატოვნად რომ ვთქვათ ქართული ზეცისა და ქართული მიწის ერთობა სჭირდება და ასეც იქნება!

ქართული ერთობის დარბაზისმთავარი დოკუმენტიმოქმედების მანიფესტიგასული წლის 23 ნოემბერს, გიორგობას გაცხადდა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. 6 მაისს, გიორგობას, პატრიარქის ლოცვაკურთხევით, კვლავ შევიკრიბებით დარბაზის დამფუძნებლები და წევრები, ამჯერად უთქვენოდ, მაგრამ მომავლის საქართველოზე ფიქრის განწყობით.

გიყვარდათ გამოთქმა: „ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. სწორედ ამის გამო იყო, რომ გენიალური მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება ჩვენს სიმბოლოდ ვაქციეთ, „პატივდების სიგელზეგამოვკვეთეთიმ სიგელზე, რომელსაც ჩვენი საერთო ხელმოწერით გადავცემდით და გადავცემთ კიდეც მომავალში გულანთებულ ქართველებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, რამეთუ, როგორც თქვენ ბრძანეთ: „პატივდების სიგელი“ – ეს არის საქართველოსთვის ბრძოლის განწყობის აღიარება და მოქმედების მანიფესტით შეკავშირება იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა პირველივე საუკუნიდანარ შეიძლება 21- საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.

ეპოქალური ნათქვამია.

თქვენ მიგაჩნდათ, რომმოქმედების მანიფესტსუნდა შემოუერთდეს სრულიად საქართველო, ჩვენი ამშობლოს ყველა მეგობარი, რომ მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით.

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ასეც იქნება!

მადლობა! გემშვიდობებით!

 „ქართული ერთობის დარბაზისსახელით,

ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომ ან რურუა, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი, გიორგი კანდელაკი, რამაზ ლომინაძე, ოთარ შამათავა, ავთანდილ ჩხაიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, თემურ შაშიაშვილი, ემილ მიქაია, გოგი ჯაოშვილი, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ჯონი ჯანელიძე, როლანდ კილაძე, ალექსი კობაიძე, გიგა მჭედლიშვილი, ირაკლი მაჭავარიანი, მურად ანჯაფარიძე, ნიაზ ბოლქვაძე, ლევან ნინიძე, გიორგი სიგუა, ლეონ ფირცხალავა

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *