პროგრამული დოკუმენტებიჩვენ სხვა გზას ვირჩევთ

პარტიათა ერთობის – „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ შექმნის საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგის პრესრელიზი

პარტიათა ერთობის – „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ შექმნის საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგის პრესრელიზი
დღეს არ არის დრო პარტიებისთვის ბრძოლის. დღეს ეროვნული თანხობით პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის დროა!
irina აპრილი 22, 2024 321

ხვალ, 23 აპრილს, 15 საათზე, ცოტნე დადიანის გამზ N26 ში გაიმართება ბრიფინგი საინიციტივო ჯგუფის, ათამდე პარტიის მონაწილეობით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.

საინიციატივო ჯგუფში შემავალი პარტიები შეცდომად თვლიან წლების წინ გაჟღერებულ მოწოდებას „ შუა უნდა გაიკრიფოს“ , მეტიც, მიიჩნევენ რომ ეს იყო მოწოდება იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან და ამის გამო აქვთ ფინანსური სიძნელეები, ეს ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, მივიღეთ ფულის გაბატონება ქართულ პოლიტიკაში, პარტიებისა და პოლიტიკის ბიზნესად ქცევა. ანუ, მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს: ფულისუფლების ქვეყანა, ნაცვლად ნიჭის ძალაუფლების ქვეყნისა.

ჩვენ ვიწყებთ ეროვნული განწყობის პარტიების, იმ პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო ერთობის შექმნას, როლებიც ვიზიარებთ ახალ მიდგომას : „შუა კი არ უნდა გაიკრიფოს, არამედ – შეიკრიბოს“ და საზოგადოებას ვთავაზობთ დღევანდელი და წინა ხელისუფლებებისგან სრულიად განსხვავებულ მიდგომებს. რეალობა გვკარნახობს, რომ პრიმიტიული პოლტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა.! სწორედ ამიტომ ვამბობთ: ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ!

ვინ ვართ ჩვენ?

რა გვაერთიანებს?

რა კრიტერიუმებითა და პრინციპებზე დაყრდნობით ვერთიანდებით და ვის შეუძლია შემოგვიერთდეს?

რა გვინდა – როგორ წარმოგვიდგენია მომავლის საქართველო?

ამ კითხვებs პასუხს გასცემს პროცესი, რომელსაც ხვალ ვიწყებთ ცოტნე დადიანის 26 – ში

მოქმედების დროა!

პრეს-ცენტრი

22.04.2024

საკონტაქტო ტელ:საკონტაქტო ტელ: 571711416

უახლოეს დღეებში ახალი გაერთიანების ფეისბუქგვერდი გაიხსნება

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *