რაც აქ ითქვა, ყველაფერი დადასტურდა! თემურ შაშიაშვილის ეს ინტერვიუ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა 2026 წლის 6 აპრილს. სამწუხარო ის არის, რომ ეს მდგომარეობა არის რკინიგზაში, ათწლეულებია. და სამწუხაროა ისიც, რომ დარგი, რომელსაც შეეძლო ბევრი სიკეთე ეკეთებინა ქვეყნისთვის, ბოროტების სიმბოლოდ იქცა და ამრავლა უზნეო მდიდრები და პროფესიონალების წინააღმდეგ ბრძოლით დარგი კვდომის პროცესში გადაიყვანა!
“მეცნიერთა კონგრესი” არ თვლის, რომ ხელისუფლების მიერ დღეს სააშკარაოზე გამოტანილი ფაქტები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს არის ერთი პარტიის შიგნით კლანური ბრძოლის გაგრძელება, რომლის ისტორიაც “მოქკავშირიდან” მოდის, აღვირახსნილი გახდა ნაციონალური მოძრაობის დროა, და გვირგვინი დაადგა “ქართულმა ოცნებამ”.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ვიცოდით ჩვენ და არ იცოდნენ ხელისუფლებებმა … ხელისუფლებებმა გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ დავწერეთ, მაგრამ სააშკარაოზე მაშინ გამოაქვთ, როცა პოლიტიკურად სჭირდებათ! ეს არის სიყალბეში ცხოვრება. სწორედ სიყალბეში ცხოვრებას თვლის დღეს საქართველოს მთავარ მტრად მეცნიერთა კონგრესი და ამიტომ ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება არა პარტიული პარლამენტი, არამედ “ეროვნული თანხმობის პოლიტიკური პარლამენტი”. 10 წელზე მეტია, შემუშავებულია მისი შექმნის მექანიზმი, რომელსაც იგნორირებას უკეთბენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებები, რადგან არა პარტიულ პარლამენტს, არამედ პოლიტიკურ პარლამენტს შეუძლია ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების დასრულება და ქვეყნის მეცნიერულ ერაში გადაყვანა. ეს არის საქართველოს მომავალი და არა ფოჩიან კამფეტებად გადმოგდებული დაჭერები, რომლებიც გვამშვიდებენ, გვაწყნარებენ, მაგრამ ისეთი ჭაობისკენ მიგვაქანებენ, რომელიც უკვე ბაყაყებისთვისაც მომწამლავია. გვაწყობს ასეთი დამთავრება?! ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, რომელიც „მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებაშია.
იხ. (ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “საქართველოს რკინიგზა კლანების ხელშია”(პდფ)