"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმორალური გუნდისახელმწიფო კაცების საკრებულოსლაიდერი

ხალხის წერილი

ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად

ხალხის წერილი

ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად

 

სწორედ ხალხის განწყობის გამომხატველი წერილი სჭირდება დღევანდელ საქართველოს – იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ხალხი და ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა. იქნებ, ასეთმა წერილმა  ხალხი უფრო გაგვაერთიანოს, ხელისუფლება დააფიქროს, ჩვენი უცხოელი მეგობრებიც გამოაფხიზლოს. ფაქტია, რომ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ: იმიტომ დაგვამშიეს და დაგვაუძლურეს, რომ ადვილად გვმართონ.

არ გვინდა ვიფიქროთ: ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ხალხი და ქვეყანა  იმ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, რომ მასიურად ვტოვებთ სამშობლოს, უცხოეთში მონურ შრომას ვეწევით, რომ საკუთარი თავი  და სამშობლოში დარჩენილი ჩვენი ახლობლები გადავარჩინოთ, ჩვენი ქვეყანა კი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულთა გამდიდრების წყაროდ იქცა.  

არ გვინდა ვიფიქროთ,  რომ გეგმაზომიერად მიდის ჩვენი გასახლება და ღვთითნაბოძებ მიწაზე უცხოტომელთა ჩამოსახლება!

შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ სახელწოდება “ხალხის წერილი“ – გადაჭარბებული და პრეტენზიულია. ვფიქრობთ, რომ არა! 3000-ზე მეტმა კაცმა მივიღეთ მონაწილეობა ამ წერილის ჩამოყალიბებაში და ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი.

დიდი მადლობა მეცნიერთა ჯგუფს, რომელმაც შექმნა ჩვენი აზრით, ამ დროისთვის ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“. ჩვენ სწორედ ამ კონცეფციის ირგვლივ ვერთიანდებით. სწორედ მეცნიერთა იმავე ჯგუფმა გადაამუშავა ჩვენი  მოსაზრებები და გამოაქვეყნა  სათაურით: „ერთად დავამარცხოთ სიყალბე და პოლიტიკური მაფია“!

ეჭვი  არ გვეპარება, რომ ამ წერილს ბევრი შემოუერთდება.

შემოუერთდება ის ხალხი, ვინც დიდი სიხარულითა და აღტკინებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ოცნებობდა გაბრწყინებულ საქართველოზე. 

შემოუერთდება ის ხალხი, ვინც გაჭირვებისა და დამცირების მიუხედავად, მაინც იმედით ფიქრობს სამშობლოსა და მის მომავალზე, შემოუერთდება ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – აღარ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომლის ყველა ხელისუფლება 1992 წლიდან მოყოლებული, დღემდე თვითკმაყოფილია და ოპოზიცია გაბოროტებული.

აღარ შეიძლება ვცხოვრობდეთ იმ ქვეყანაში, რომლის ყოველი ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ კარგად მუშაობს, ყველაფერს აკეთებს ხალხის საკეთილდღეოდ და ამ დროს ჩვენ საკუთარ თავზე ვხედავდეთ, რომ  სიკეთე არ სჩანს, უარესად ვცხოვრობთ; ვხედავდეთ იმას, რომ ჩვენი რჩეულნი, არჩევის დღიდანვე საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახსა და ნაცნობ-მეგობრებზე ფიქრობენ და არა ხალხზე!

ჩვენ არ შეიძლება ვითმენდეთ ამდენ ტყუილს – ვითმენდეთ იმას, რომ სიყალბეში გვაცხოვრებენ. როდემდე უნდა ვითმინოთ ყოველი არჩევნების წინ დაპირებული „ოქროს მთები“ და „რძის მდინარეები“ და რეალურად ვუყუროთ ოქრო-ვერცხლში მცხოვრებ ხელისუფალთ, რომელთათვის ჩვეულებად იქცა (ხატოვნად რომ ვთქვათ), „რძის აბაზანები“.

ვაჭარბებთ ამ შეფასებებში? არ გვგონია.

როცა გავეცანით მეცნიერთა დასკვნებს: იმას, თუ როგორ გვაცხოვრებენ ჩვენ და როგორ ცხოვრობს გაქსუებული დემოკრატია, რას გვაჭმევენ ჩვენ და რას მიირთმევენ თვითონ, რას გვიკრძალავენ ჩვენ და როგორ თვითნებობენ თვითონ, შემაძრწუნებელი სურათი მივიღეთ.

თუმცა ეს წერილი მაინც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და კონკრეტულად არც არავის იცავს. ჩვენ გვინდა ხალხის ინტერესი იყოს დაცული – იმ ხალხის ინტერესი, ვინც ესწრაფოდა დამოუკიდებლობას, ვინც საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანა დამოუკიდებლობა და ვინც დღეს სიღატაკეში ცხოვრობს!

ამ წერილის ადრესატი ხალხიც არის და ხელისუფლებაც. ჩვენი სურვილია, ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენც, ხალხმაც, რადგან ხალხი ათამამებს და ათავხედებს ხელისუფლებებს, როცა აძლევს იმის უფლებას, რისი უფლებაც არ აქვს!  როცა ავიწყდება, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი თვითონ-ხალხია და როცა ხელისუფლებას, რომელიც მსახურად აირჩია, უფროსად მიიჩნევს, თუ უფროსობის უფლებას აძლევს!

დიახ, ჩვენ ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. ეს წერილიც სწორედ ამ პასუხისმგებლობის განაცხადი უნდა გახდეს ყველა დონის ხელისუფალისათვის – პრეზიდენტით, მთავრობის თვამჯდომარით, პარლამენტის თავმჯდომარით, სასამართლოს თავმჯდომარით დაწყებული, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის გავლით, სოფლის გამგებლით, საკრებულოს წევრით, რიგითი მოსამართლით   დამთავრებული!

ეს წერილი იმის ნიშანიც უნდა იყოს, რომ პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებული დაპირისპირების აგრესიული პოლიტიკა დამანგრეველია, რომ ქუჩის პოლიტიკამ პოლიტიკას გონება წაართვა და ცდილობს, ხალხი ბრბოდ გვაქციოს.

ჩვენ გონების დაბრუნება გვინდა პოლიტიკაში. ჩვენ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია გვინდა. ჩვენ გვინდა, რეალურად  დამკვიდრდეს მთავარი დემოკრატიული პრინციპი: ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად (ხაზს ვუსვამთ, დემოკრატიულად) არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

ეს საკითხები კარგად არის ჩამოყალიბებული საქართველოს განვითარების კონცეფციაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ კონცეფციის სრულყოფა-გაღრმავებაზე! ასევე ვისურვებდით კონცეფცია სამაგიდოდ იქცეს ყველა დონის ხელისუფალისთვის – როგორც საკანონმდებლო და  აღმასრულებელ, ასევე  სასამართლო დონეზე.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ყოფილა საქართველოს ხელისუფლების (მთავრობის) მთავარი მრჩეველი. ღიად მივმართავთ ქართველ მეცნიერებს, განსაკუთრებით მეცნიერებათა აკადემიას: თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებები თქვენი რჩევებით მუშაობდნენ და ამ მდგომარეობაში ვართ, ცუდად ყოფილა ჩვენი მეცნიერების საქმე, ხოლო თუ თქვენ არაფერს გეკითხებიან, ან რასაც ურჩევთ, არ ითვალისინებენ, მაშინ რაღად გვინდა ასეთი ხელისუფლება?! მეცნიერება გაბედულებასთანაა დაკავშირებული.  თქვენ აიმაღლეთ ხმა და ნახავთ ხალხის ისეთ მხარდაჭერას, როგორიც დღეს ვერც კი წარმოგიდგენიათ!

იგივეს ვეუბნებით ზოგადად ინტელიგენციას. სიტყვა „ინტელიგენტი“ სათაყვანებელი იყო ჩვენს სამშობლოში. ინტელიგენტის მაგალითებით ვზრდიდით თაობებს. ისინი (ქართველი ინტელიგენცია) რთულ პერიოდშიც კი, ახერხებდნენ სიმართლის თქმას და ხალხის გვერდით დგომას. გრგვინავდა  საქართველო მწერალთა, მხატვართა, თეატრისა და კინოს მოღვაწეთა ყრილობების მოლოდინში… დღეს რა ხდება? გასაგებია, რომ დაქსაქსეს შემოქმედებითი კავშირები, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირეს… ასეთი დამანგრეველი მუხტი შეიტანეს სპორტში, მედიცინაში, განათლებაში, მაგრამ, ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდნენ! იქნებ თქვენი ერთობა და  კიდევ პატრიარქის ნება, რომ შეიქმნას „სახელმწიფო კაცების საკრებულო“, გახდეს შემობრუნების საფუძველი…

ოდითგანვე (ეს საქართველოს მაგალითზეც კარგად სჩანს),  ინტელიგენტი იყო ის, ვინც ხალხს იცავდა ხელისუფლებისგან, ვინც ხიდი იყო ხალხსა  და ხელისუფლებას შორის, ვინც თავისი ომახიანი შემოძახილით არავის აძლევდა ხელისუფლებას ხალხზე თვითნებობისა და ბატონობის უფლებას.

გულს გვიკლავს, რომ ეს განწყობა სულს ღაფავს, ერთეულებში დარჩა, ძირიადი ნაწილი კი ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. ეს სამარცხვინოა! ხალხში ვეღარ ვსაუბრობთ ინტელიგენციაზე. „გაიყიდნენო“, – გამეფდა ეს აზრი. რეალობა მართლაც, მწარეა. ინტელიგენციამ თავისი უმოქმედობით პოლიტიკოსებსა და პარტიებს ჩაუგდო ხელში  საჯიჯგნად ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო!

ვაღიაროთ: ასეთი ინტელიგენცია თავისი დუმილით თუ მორჩილებით,  პირველ რიგში, ცუდ სამსახურს უწევს ხელისუფლებას და სახელისუფლებო პარტიებს. ისინი უკონტროლონი ხდებიან, მთელ ძალაუფლებას იგდებენ ხელში, რაც ხალხში   მათ მიმართ სიძულვილს აძლიერებს!!!

თუ არა ეს, როგორ უნდა გვიბედავდნენ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას, რომელსაც 30 წელია ვუყურებთ და პრაქტიკულად, მისი მონაწილენი ვხდებით?! ნუთუ ვეღარ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება ხმის მყიდველთან ვიდგეთ, რომ უბედურებაა ხმის მყიდველიც და გამყიდველიც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხმის მყიდველები ყიდიან სამშობლოს – ყველა კომპრომისზე მიდიან უცხო ძალებთან სახელისუფლებო სკამის შენარჩუნებისთვის.

მოსმენაც კი შემაძრწუნებელია, რასაც ეხლა საუბრობენ უცხოელი მიგრანტების ქვეყანაში შემოყვანასთან დაკავშირებით. ზნეობრივი და მართალი ხელისუფლება მთელ მსოფლიოში არსებული ფულის სანაცვლოდაც არ დაუშვებდა ამას!

თუ არა ეს, როგორ უნდა ბედავდეს ხელისუფლება ისეთი ანალიზების იგნორირებას, რომელსაც წლების განმავლობაში მეცნიერები აქვეყნებენ პრესაში და უგზავნიან მას. ხელისუფლება, რომელიც იგნორირებას გაუკეთებს ცნობილ მოღვაწეთა ისეთ წერილს, როგორიც სახელმწიფოს განვითარების კონცეფციაში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ „იმედის წერილის“ სახითაა გამოქვეყნებული, ხალხის ხელისუფლება არ არის! როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის წერილებს 2005 წლიდან, ყოველწლიურად უგზავნიდნენ ქვეყნის პირველ პირებს საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები და აქვეყნებდნენ პრესაში. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში,  ასეთი მიმართვები სამთავრობო განხილვის საგანი გახდებოდა. აქ კი, უკადრებელს კადრულობენ: იგნორირება მოღვაწეთა პოზიციის, სრული უპატივცემულობა მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოში შეტანილი წერილების. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების პატიება ჩვენ, ხალხს ბუმერანგივით გვიბრუნდება.

ჩვენი დუმილისა და მორჩილების შედეგი არ არის ის, რასაც საინფორმაციო საშუალებები ბედავენ(?!) ხალხი დაივიწყეს, ხელისუფლებას ან „ოპოზიციას“ ემსახურებიან, ომი გამოუცხადეს ყოველგვარ ქართულს და რეალურად, ხალხის სამართლის ნაცვლად, სატელევიზიო სამართალი დაამკვიდრეს!

დუმილის და მორჩილების შედეგი არ არის, ის სახელფასო და საპენსიო სისტემა, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა?! შეიძლება, პენსიონერს ვის მიერ შექმნილზეც გამდიდრდნენ ხელისუფლებები, გროშებს ამადლიდნენ და თვითონ ასეთი ხელფასები და პრემია-დანამატები ჰქონდეთ?!  იქნებ ხელისუფლებამ დაგვისახელოს ერთი დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვინმე იღებდეს 150-200-ჯერ მეტს, ვიდრე პენსიონერი, 70-80-ჯერ მეტს, ვიდრე ქვეყნის უმთავრესი საყრდენი – მასწავლებელი. ასეთი მხოლოდ საქართველოა.  იცის კი ვინმემ,  რა პროცენტში აძლევენ  ბანკები სესხად პენსიონერს თავისივე პენსიას და მასწავლებელს თავისსავე ხელფასს? წლიური 35 პროცენტის ფარგლებშია! უკადრებელი გვაკადრეს. ვითმენთ! ვითმენთ იმას, რომ ხელისუფლებები არ გვპატიობენ ერთი ლარის გადაუხდელობას: ერთი დღის დავალიანების გამოც გაზს, ელექტროენერგიას გვითიშავენ, სტუდენტებს გამოცდაზე არ უშვებენ, მეწარმეს კაბალურ ჯარიმებს ადებენ და აკოტრებენ და ერთი წუთითაც არ აღელვებთ ის, რომ თავად აქვთ ხალხის ასეული მილიონობით ვალი. მხედველობაში გვაქვს ის ფული, რომელიც საბჭოთა პერიოდში შევიტანეთ ბანკებში ჩვენ, თუ ჩვენ მაწინაპრებმა. ერთ დღეს ვიქეცით ღატაკებად, ჩვენს ფულებზე  კი ერთეულები გამდიდრდნენ, ბევრი მათგანი დღეს ჭკუას გვარიგებს და წესიერებაზე გველაპარაკება. სწორად ამბობენ მეცნიერები: სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის ხალხისთვის დაბრუნება ეკონომიკური აღორძინების საწყის წერტილად შეიძლება იქცეს.

ნუთუ ვინმეს გვჯერა, რომ  ხელისუფალთა ინტერესებში არ შედის და მათი მონაწილეობით არ არის შექმნილი ველური საბანკო სისტემა, რომელიც აღარიბებს, უსახლკაროდ ტოვებს ასიათასებს და ამდიდრებს ერთეულებს?! ან ნუთუ ვერავინ ხედავს, როგორ ძვირდება წამალი, როგორი მაფია მძვინვარებს წამლის ბიზნესში, რომ ავადმყოფობა მავანთათვის ბიზნესად და გამდიდრების წყაროდ იქცა. ცოდვას სჩადიან. ასეთი გზით ნაშოვნი ლუკმა საწამლავია.

დაფიქრდით ხალხო!

დუმილის და მორჩილების შედეგი არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს მეცნიერების, კულტურის, განათლების,  ხელოვნების მიმართ?! შემეძრწუნებელია იმის გაცნობიერებაც კი, რომ  საქართველოში კულტურაზე წლის განმავლობაში იხარჯება იმდენი, რამდენსაც მერიები, გამგეობები, გუბერნიები, სამინისტროები, სახელისუფლებო ვერტიკალი საერთოდ, ოფიციალურად ხარჯავს წლის განმავლობაში რესტორნებში, სხვადასხვა მიღებების დაფინანსებისთვის?! დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 2008 წლიდან სახელწიფო ბიუჯეტიდან პარტიები უფრო მეტ ფულს იღებენ, ვიდრე მეცნიერებათა აკადემია.

შემაძრწუნებელი არ არის ის, რომ პრაქტიკულად, მიტოვებულია ახალგაზრდობა, სტუდენტობა?! ამ ღარიბ ქვეყანაში ყველაფერი ფასიანი გახდა, მაშინ, როცა ჩვენი ახალგაზრდობა ევროპის ბევრ ქვეყანაში უფასოდ სწავლობს! იცის კი ვინმემ, ფულის გადაუხდელობის გამო, რამდენი სტუდენტია შავ სიაში და გამოცდებზე არ უშვებენ?!

დუმილი და მორჩილება წლებია, აძლიერებს უმადურობას ჩვენი ემიგრანტების მიმართ. მადლიერების ნაცვლად, რომ პრაქტიკულად, ქვეყნის გადარჩენის მთელი სიმძიმე ბოლო წლებში მათზე გადავიდა, არათუ მათ ინტერესებს ვერ ვიცავთ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ, არჩევნებში ხმის უფლებაც კი წავართვით. არაერთი პოლიტიკოსის უზნეობა იქამდე მივიდა, რომ ნაცვლად იმისა, ბოდიშს უხდიდნენ თანამემამულეებს ემიგრაციაში გაყრისთვის, მათ გამოყენებას აპირებენ თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად.

დუმილისა და მორჩილების შედეგი არ არის, რომ საქართველოდან ისევ უკონტროლოდ გადის ნედლეული?! ვერა და ვერ შევძელით სამეწარეო საქმიანობის განვითარება. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მონოპოლიზებულია  ურთიერთობა მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. იგი ხელში უჭირავთ ხელისუფალთ, ან ხელისუფლებებთან დაკავშირებულ მაფიოზებს! ამის გამო კვდება მეწარმე, ყვლეფენ მყიდველს.

განა არ ვიცით, რომ მომხმარებელს 3-4 ლარად აძლევენ იმას, რასაც სოფელში 20-30 თეთრად ყიდულობენ? ასეა ყველაფერში. დიახ, ყველაფერი მონოპოლიზებულია და უმცირესობის ხელშია უმრავლესობის საზიანოდ! ნამდვილი მეწარმე სულს ღაფავს, ბიზნესმენს საერთოდ, კეთილგანწყობის ყიდვა სჭირდება ხელისუფლებებისგან. ეს მახინჯი სისტემა არათუ სუსტდება, არამედ უმოწყალოდ ძლიერდება. როდემდე?!

დუმილის და მორჩილების შედეგი არ არის, რომ ნადგურდება ქართული სოფელი  და  საქართველოს – ოდითგან მიწასთან დაკავშირებული ქვეყანას, კვებისთვის საჭირო პროდუქტები უცხოეთიდან შემოჰქონდეს?! რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი, ადამიანური რესურსებისა და ინტელექტის ქვეყანაში, შიმშილის პრობლემა იყოს?! აღარაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ისტორიისა და ტრადიციის ქვეყანაში ამოცანა უნდა იყოს ქართული სოფლის არა უბრალოდ გაძლიერება, არამედ მისი, როგორც დიდი კულტურული ფენომენის აღდგენა-შენარჩუნება.

დუმილისა და მორჩილების შედეგი არ არის, რომ უმუშევრობამ არა უბრალოდ გაგვაღატაკა, არამედ სულს უღრღნის უამრავ ადამიანს?! აღარაფერი გვესმის: 1992 წლიდან, ყველა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ქმნის სამუშაო ადგილებს. ზოგი მილიონს, ზოგი მეტს და ზოგიც – ნაკლებს. ამ დროს კი,  უმუშევრობა იზრდება, ქვეყანა ხალხისგან იცლება. ისევ სიყალბე! ისევ ტყუილი!

დუმილის და მორჩილების შედეგი არ არის, რომ წლებია  ვერ დავიხსენით თავი პოლიციისა და ჯარის პოლიტიზებისგან,?! ხელისუფლებები თავიანთი უცხოელი პატრონების წინაშე თავს იწონებენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში პრაქტიკულად, სასაკლაოზე ქართველი ჯარისკაცების გაგზავნით.

ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ყველანი კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც  ვართ! აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე. მომავლის საქართველო კი არც ბელადებთან, არც ოლიგარქებთანაა დაკავშირებული – დაკავშირებულია განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან. იმ ხელისუფლებასთან,  რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. ჩვენ უკვე კარგად გვაქვს წარმოდგენილი, რომ ქართული სულის ხელისუფლება გაცილებით უკეთ შეძლებს გარე სამყაროსთან ურთიერთობას, ვიდრე გარე ძალთა მსახური ხელისუფლებები.

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ერთობა. სწორად ასკვნიან ჩვენი მეცნიერები, რომ სასიკეთო ცვლილებების უმოკლეს დროში მიღწევაა შესაძლებელი, თუ შეიცვლება მართვის სისტემა, თუ შევიმუშავებთ ისეთ სისტემას, რომელიც ეძებს ძლიერს, ნიჭიერს, კვალიფიციურს, კომპეტენტურს. გვჭირდება სისტემა, რომელიც მხარს უჭერს ძლიერს და იცავს სუსტს. სისტემა, რომელიც ამკვიდრებს ნიჭის ძალაუფლებას!

ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც მოიყვანს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე. მოიყვანს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც გადასახადის ამომღები კი არ იქნება, როგორც ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მუდმივად გვაქვს, არამედ, ხალხს აქცევს გადამხდელუნარიანად. ყველაფერი ეს შესაძლებელია. ეს წერილიც ამიტომ იქმნება. ამიტომ ჰქვია მას „ხალხის წერილი“.

საქართველოს ბუნებრივად ესადაგება ცნობილი მეცნიერის გამოთქმა: „ქვეყნის ქვაკუთხედია ხალხი და ბრძენკაცნი“. ეს შეერთებაა საჭირო. ჩვენ ეს გვინდა. ჩვენ ამ გზით შევძლებთ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ჩვენი დიდი სურვილია, მარტო ხელისუფლებისთვის კი არა, საერთოდ, ჩვენი სამშობლოსთვის, ადამიანი იყოს მიზანი და არა საშუალება.

ჩვენ აქამდე საშუალება ვიყავით, რომ მავანთ და მავანთ სახელისუფლებო სკამები მიეღოთ და თავიანთი მზაკვრული გეგმები მოეყვანათ მოქმედებაში. ჩვენ აღარ გვინდა, ვიყოთ საშუალება.  მაგრამ არც რევოლუციები გვინდა. ჩვენ გვინდა სისტემა და ისეთი ეროვნული ხელისუფლება, რომლისთვისაც ჩვენს სამშობლოში ადამიანი იქნება მიზანი! ამისთვის უნდა კეთდებოდეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთი და იგივეა.  ვეთანხმებით ქართველ  მეცნიერებს, რომელთაც ხშირად მოჰყავთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოლკნერის გამოთქმა: „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“!

ჩვენ, ვინც ამ წერილს ვაწერთ ხელს, ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. სწორედ ამიტომ შევუერთდით მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“!

ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიცხოვროთ  ცივილიზებულ სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა წინა თაობების, დღევანდელობისა და მომავლის წინაშე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების წინაშე. ამ პასუხისმგებლობით და თანამშრომლობის დიდი სურვილით, ვწერთ და ვაქვეყნებთ ამ წერილსაც. ის ეკუთვნის ყველას, ვინც იზიარებს ამ მოსაზრებებს. ვინც იცის, რომ დუმილი დღეს ღალატის ტოლფასია!

 

„ხალხის წერილს“ დღევანდელი მდგომარეობით შემოუერთდა 14 500-მდე თანამემამულე

 

ვალერიანო გამგებელი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ვასილი  კადენეცი, შორენა ჯანჰოთელი,  დავით ლიპარტელიანი, გოგიტა გოგელაშვილი, ლერი ჯანაშია, მანანა ლეჟავა, სულიკო ბახია,  ავთანდილ ჩხაიძე, გიორგი გაგლოევი,ნანა გოთუა,შიო არსენიშვილი, ავთანდილ აშვეთია, ლილი ჭიპაშვილი, მარგალიტა ტაბატაძე, ავთანდილ დიასამიძე, ავთანდილ ზედგენიძე, ზურაბ ქურდაძე,მანანა მოწონელიძე,  ავთო პაპავა. შორენა კოჩალიძე, ავთო ფაღავა,ვახში ჟვანია, გელოდი ფოცხიშვილი, ვაჟა დავითაძე, ავთო შანშიაშვილი, აკაკი კიბორძალიძე, აკაკი სიხარულიძე, ალექსანდრე გოდუაძე, ალექსანდრე დარახველიძე, ალექსი არაბული, ალექსი ლომიძე, ალიკო დათუაშვილი, ამირან კაპანაძე, ამირან სანდუხაძე, ამირან ძიძიგური, ანა გელოვანი, ანა შენგელია, ანდრია სხილაძე, ანზე არსენიძე, ანზორ ალექსი სოლომონიძე, ანზორ მესხიშვილი, ანიკო ჩარქსელიანი, ანნა ავალიანი, აპოლონ გიგა გარუჩავა, არჩილ ბაბლიძე, არჩილ თედიაშვილი, არჩილ ხალაძე, ასლან ფაღავა, ასპა ლექვინაძე, ბადრი ალფანიძე,ბადრი გვილავა,ბადრი ლებანიძე,ბადრი მერმანიშვილი, ბესო ფარცხალაძე, ბესო შაშიაშვილი, ბონდო ლაბაძე, გაიოზ ბარდაველიძე,გელა კეკუსანძე,გელა ლომაძე,გელა ტალახაძე,გენადი სოფრომაძე, გენრი კავლელიშვილი, გვანცა სულაბერიძე, გია გოლეთიანი, გია კვერნაძე, გია კუხალაშვილი, გია ხუჯაძე,გია ,ჯაჭვაძე,გიგა გუდაძე,გიგა პატატიშვილი,გიგა სვანიძე,გივი მაზმიშვილი,გიორგი ბახტურიძე,გიორგი დოლიძე,გიორგი თედოზაშვილი,გიორგი მეტონიძე,გიორგი ნემსაძე,გიორგი სიხარულიძე, თამარ სიხარულიძე,გიორგი ურიდია, გიორგი ფაჩუაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია,, გიორგი წულუკიძე, გიული გერსამია – მერებაშვილი,გიული გვიშიანი,გიული მიხელიძე, გოგი კუშაშვილი, გოჩა აბულაძე, გოჩა კახეთელიძე, გოჩა კვიჟინაძე, გოჩა ჩხაიძე, გრიალა რობაქიძე, გუბაზ მეგრელიძე, გუგული ახვლედიანი, გუგული ნიჟარაძე, გულთამზე ქობულაძე, გულიზა მანაგაძე, გულიკო დვალიშვილი, გულიკო მამინაშვილი, გულნარა სოფრომაძე, გულო რატიანი, გულო ჯიმშელეიშვილი, გურამ ნიკოლაიშვილი, გურამ ნოზაძე, გუჯა სურგულაძე, დავალა  გუგაძე, დავალა გუგავა, დავით  პატარიძე, დავით ბაგრატაშვილი, დავით გოგლიჩიძე, დავით გოკაძე, დავით დოლიძე, დავით კუპატაძე, დავით მარგიშვილი, დათო რუხაძე, დათო სირბილაძე,დათო ფერაძე, დალი ლანჩავა, დალი ნიქაბაძე, დარეჯან კაციტაძე, დარეჯან კიწმრიშვილი, დარეჯან რობაქიძე, დარეჯან სილაგაძე, დარეჯან სურგულაძე, დარეჯან ჩაჩხიანი, დარეჯან ჩუბინიძე, დარეჯან ჭუმბურიძე, დარეჯან ჯანჰოთელი, დარიკო კეკელიძე, დაჯი ჩუბინიძე, დემურ ხომასურიძე, დოდო გვეტაძე, დოდო დარჩია, დოდო ორმოცაძე, დოდო შარვაშიძე, დოდო ჩეჩელაშვილი, დოდო ხობიაშვილი, დონა შაშიაშვილი,შორენა პირველი, შორენა სოფრომაძე, შორენა ტოგონიძე , ციალა მესხია, ცირა ნიჟარაძე, დონარა ბაკიძე, ლერი ჭანკვეტაძე, ბადრი მელაძე, დავით ხოსიაური, დონარა ცხოიძე, ედვარდ ზირაქაშვილი, ედნარ კახაძე, ეთერ გოგჭური, ეთერ ჩხარტიშვილი, ეთერ წიფორიძე, ეთერ ჯაფარიძე, ეკა კაკაურიძე, ეკა შაშიაშვილი, ეკატერინე ნუცუბიძე, ელდარ ხადური, ელენე გეგეშიძე, ელენე თვარაძე, ელენე კუჭუხიძე, ელისო შალამბერიძე, ელისო ჯანჯალაშვილი, ემზარ გიორგაძე, ემზარ ცირდავა. ემილ მიქაია. ენრი ვერულიძე. ვალენტინა მესხია-ადამია, ვალერი წერეთელი, ვანო აფრამაშვილი, ვანო ლომთაძე, ვაჟა ბაკაშვილი,  ვაჟა ბუჩუკური, ვაჟა ლობჟანიძე, ვაჟა ყაულაშვილი, ვარდო კისკეიძე, ვარელიან ბურჯანაძე, ვახო ოქრუაშვილი, ვახტანგ აბულაძე, ვახტანგ მახათაძე, ვახტანგ ქურციკიძე, ვახში ჟვანია, ვერა ვარაზაშვილი, ვერიკო დევდარიანი, ზაალ ნემსაძე, ზაზა მამაგეიშვილი, ზაზა ჩუბინიძე, ზარა გოგოლაშვილი, ზაურ კალანდია, ზაურ ნაჭყებია,  ზაქარია ლაშქარაშვილი, ზეინაბ ზვიადაძე, ზეინაბ ქალდანი, ზენო ქარქაშაძე, ზვიად ჩარგეიშვილი, ზოია ხურცილავა, ზურა გოგრიჭიანი, ზურა ზაუტაშვილი, ზურაბ მიქავა, ზურაბ ხასია, თაზო გვრიტიშვილი, თამაზ აქუბარდია, თამაზ ზივზივაძე, თამაზ სინაურიძე, თამაზ ფარესიშვილი, თამარ გვენცაძე, თამარ მესხი, თამარ მაჩალაძე, თამარ მხეიძე, თამარ რუხაძე, თამარ სალუქვაძე, თამარ სვანიძე, თამარ ქალდანი, თამარ ჩიგოგიძე, თამილა  თურქაძე, თამრიკო რუსაძე, თამრიკო სალუქვაძე, თამრო ნიჟარაძე, თამუნა ადამია, თეიმურაზ გუმბერიძე, თეკლე- თამთა ბზიკაძე, თემურ აბესაძე, თემურ თურმანიძე,თემურ ფრუიძე, თემურ ჩითორელიძე, თემურ ცეცხლაძე, თენგიზ თოფურიძე,თიკო ურიათმყოფელი, თინა თაყაძე, თინათინ ავალიანი, თინათინ გურაშვილი, თინათინ კავთლაძე, თინათინ კაპანაძე, თინათინ კუხიანიძე, თინათინ ჯაყელი, თინიკო ბეროზაშვილი, თომა აბრამიძე, თორნიკე ნავერიანი, ია ლეთოდიანი, იამზე კიკნაძე, ივანე აფრიდონიძე, იზა აბაშიძე, იზა ლაჩაშვილი, იზა ქებულაძე, იზა შალამბერიძე,იზა შენგელია ქებულაძე, იზო მესხიშვილი, ილია ბასილაშვილი, იმედა ზვიადაძე, იმედა ლიპარტელიანი, ინგა არჩვაძე,  ინგა კაპანაძე, ინდირა გიორგაძე, ინესა ჭეიშვილი, ინეზა იამანიძე, ინეზა კახიძე, ინეზა ლალიაშვილი-გაბუნია, ინეზა ცხვედიანი, ირა აფრიდონიძე, ირაკლი აბულაძე, ირაკლი თაბაგარი, ირაკლი კვაჭანტირაძე, ირაკლი ლორთქიფანიძე, ირაკლი ჩხეიძე, ირინა ახალაძე, ირინა თურქია, ირინა ნანიკაშვილი, ირმა დვალი, ირმა კელენჯერიძე, ირმა შერგელაშვილი, იუზა კაკრიაშვილი, იუზა მოშიაშვილი, იულია თუთბერიძე, იური ბურკაძე, იური გიორგაძე, იური შენგელია , კამელია მინდაძე, კარლო კვარაცხელია, კატერინა თათვიძე, კახა ლეჟავა,კახაბერ ბიწაძე, კლარა კალანდაძე – გაბუნია, კობა ასანიძე, კობა კობალაძე, კობა მინაშვილი, კობა ფხაკაძე, კოტე თავართქილაძე, კოტე ფალავანდიშვილი, კუსკი ნებიერიძე, ლალი აბშილავა, ,ლალი ბაშელეიშვილი, ლალი ბერიკელაშვილი, ლალი ბუთხუზი, ლალი გაბრიაძე, ლალი გიგაური, ლალი დევიძე, ლალი ესებუა, ლალი ივერიელი, ლალი კაშია, ლალი კოსტავა, ლალი ლეთოდიანი, ლალი მარინა შევარდენიძე-იაშვილი, ლალი ნატრიაშვილი, ლალი რატიშვილი, ლალი ტაბატაძე, ლალი ფაილოძე, ლალი ფიფია, ლალი ჩაკვეტაძე – ჯოხაძე, ლალი ცხოიძე, ლალი წიქორიძე, ლალი ხასია, ლალი ჯავახიშვილი,ლამარა ავალიშვილი, ლაურა გოგისვანიძე,ლაშა კობეშავიძე,ლევან ბოდოკია, ლევან ელოშვილი, ლევან კვიცარიძე, ლევან კურტანიძე, ლევან მიროტაძე, ლევან ოდიშარია, ლევან რევიშვილი, ლევან რიონისპირელი, ლევან ხიდეშელი, ლეილა გურული, ლეილა ონიანი, ლეილა ჟიჟილაშვილი, ლეილა ხუჭუა,ლელა ბალხამიშვილი, ლელა გურგენიძე, ლელა ვაშაკიძე,ლელა კვარაცხელია, ლელა კუხიანიძე,ლელა მელიქაძე, ლელა მუშკუდიანი, ლელა ომანაძე, ლელა შაშიაშვილი, ლენა კილაძე, ლენა ხურციძე, ლერი ბიაშვილი, ლია აბზიანიძე, ლია გაგნიძე,ლია კაკუშაძე,ლია კუხალაშვილი, ლია პაპიაშვილი, ლია ტყეშელაშვილი, ლია ფესტვენიძე,ლია ჩიქოვანი, ლია ჩლაჩიძე, ლია ჯალაბაძე, ლიანა ბარკალაია – ხოჭოლავა, ლიანა ბეჟუაშვილი, ლიანა გაბოძე, ლიდა გოგოლაური, ლიზა ლიაური, ლიკა თეთრაძე, ლიკა ხანთაძე, ლილი გაბრიაძე, ლილი შალიკიანი, ლილი ხელაია, ლიმერი კურტანიძე, ლინა ლეჟავა, ლუარა ნიჟარაძე, ლური მაღლაფერიძე, მაგული ლიპარტელიანი, მაგული ჯინჯიხაძე, მადონა ბასილაია, მადონა ბოლქვაძე, მადონა დათუაშვილი, მადონა  მოდებაძე, მადონა სირბილაძე, მადონა ხარაბიძე, მავრიკა იობიძე, მათიკო პავლიაშვილი, მაია ბერიკიშვილი, მაია გელაძე, მაია გოგიჩაშვილი, მაია დვალი, მაია დვალიშვილი, მაია კეპულაძე, მაია კვაშილავა, მაია კოსტავა-გრიგორიევა, მაია ტაბატაძე, მაია შალამბერიძე, მაია შანიძე, მაია ციცხვაია, მაია ჯოხაძე, მაკა ტაბატაძე, მალვინა ჭელიძე, მალხაზ არაბიძე, მალხაზ მაწკებლაძე, მალხაზ მებალიშვილი, მალხაზ ჩიხლაძე, მალხაზ , ძიძიგური, მალხაზ ჭურაძე, მალხაზ ჯაბუა , მამუკა აბდალაძე, მამუკა სოფრომაძე, მამუკა ქარჩხაძე, მამუკა ჭუმბაძე, მამუკა ხაჭაპურიძე, მანანა ასათიანი, მანანა გულიაშვილი, მანანა დიდია, მანანა ზარნაძე ოქროპირიძე, მანანა ლევიძე, მანანა სუხაშვილი, მანანა ხოჯავა, მარგარიტა არევაძე, მარი ბიბილური, მარი კვარაცხელია, მარი ჯანელიძე, მარიამ უბილავა, მარიამ ყიფშიძე, მარიკა გვაზავა, მარინა ბოჭოიძე, მარინა ბუკია, მარინა თოფურია, მარინა კვიციანი, მარინა კოლიაშვილი, მარინა კორშია, მარინა კურტანიძე, მარინა ლაგაძე, მარინა მხეიძე, მარინა ნავერიანი, მარინა შაშიაშვილი, მარინა ,, უხუნაიშვილი, მარინა ჯავახაძე, მარინე აბულაძე, მარინე ფოცხვერაშვილი, მარინე ფოცხვერაძე, მარიტა ხიზანეიშვილი, მაყვალა დავლაძე, მაყვალა ლაზარეიშვილი, მაყვალა ნიკოლეიშვილი, მაყვალა ტაბატაძე, მეგი ბერძენაძე, მეგი სხირტლაძე, მედეა თურქაძე,მედეა ნიჟარაძე, მედეა რატიანი, მერაბ სადღობელაშვილი,მერი ბადრიაშვილი, მერი სამხარაძე, მერი ჯიმშელეიშვილი, მზია ასათიანი, მზია ბაჯელიძე, მზია ბეღელაძე, მზია კორძაია, მზია მაჩიტიძე, მზია სალდაძე, მზია სულაქველიძე, მზია ტვილდიანი, მზია ქავთარაძე, მზია ცერცვაძე, მზია ხელაძე, მიხეილ მუმლაძე, მიხეილ ნემსიწვერიძე, მურად შაშიაშვილი, მურთაზ კაკიაშვილი, მურმან ლომიძე, ნაზი ვაშაყმაძე, ნაზი ნიკოლაძე,ნაზიბროლა პირველი, ნაზიბროლა ჩაბაშვილი,ნათელა ბურჯანაძე,ნათელა კიკვაძე-გვეტაძე,ნათელა მათურელი,ნათია მოსულიშვილი,ნათია მჭედლიშვილი,ნათია ქათამაძე,ნათია ჭეიშვილი,ნაილი ბერიძე,ნაილი თავხელიძე,ნაილი კორძაია,ნაირა ქობულაძე,ნაირა ჯანელიძე,ნანა აბრალავა,ნანა გვრიტიშვილი,ნანა გიგიაძე – მაღლაფერიძე,ნანა ვაჩაძე,ნანა ვაჩიბერიძე, ნანა კოსტავა,ნანა მეგრელიძე,ნანა სარიშვილი,ნანა ფხოველიშვილი,ნანა ცინცაძე,ნანა ძველაია,ნანა ჭეიშვილი,ნანა ჯაფარიძე,ნანა ჯაშიაშვილი,ნანამეგრელიძე,ნანი შათირიშვილი,ნანი შატირიშვლი,ნანი ხაჩიფერაძე,ნარგიზა კლდიაშვილი,ნარგიზა ნიქაბაძე,ნარგიზა ონიანი, ნარგიზა ტაბატაძე,ნარგიზა უდესიანი,ნარგიზა ხუროძე,ნარგო ხიმშელი, ნატალია კუჭავა,ნატო გოგბერაშვილი,ნატო ისაკაძე,ნატო კიკნაველიძე,ნატო კობახიძე,ნატო უგრეხელიძე,ნატო ფრანგიშვილი,ნატო ჯინიკაშვილი – გარსია,ნელი გოდუძე,ნელი კიტრიაშვილი,ნესტან ხმელიძე,ნიაზ დავითაძე,ნიკოლოზ ლომაძე,ნინა ბირკაია,ნინა ოქროპირიძე,ნინო ასათიანი,ნინო ბელთაძე,ნინო ბენიძე,ნინო დიასამიძე, ნინო ზაბახიძე ,ნინო კირიაკიდი, ნინო მჟავანაძე,ნინო ჟვანია,ნინო სამანიშვილი, თინა გურგენიძე, სულიკო ბახია, ნინო სამუშია,ნინო ქოჩიაშვილი, ნინო ქუთათელაძე, ნინო შვანგირაძე, ნინო ხოჯავა, ნინო ჯულაყიძე, ნინონი ჭონქაძე, ნოდარ ხალვაში, ნონა გუნია, ნონა სვანაძე, ნონა შავლაძე, ნონა შელია, ნორა გელაშვილი, ნორა მუკბანიანი, ნორა ღლონტი, ნუგზარ გულორდავა, ნუგზარ ქუმსიაშვილი, ნუკრი ჩხეტია, ნუნუ მელქაძე , ოლეგ გვარიშვილი, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ოლეგ შაშიაშვილი, ოლიჩკა სიდამონიძე, ომარ არველაძე, პაატა გიორგიძე, ჟანა თოლორაია, ჟანა კულაგოვა, ჟიული გაბარაევა, ჟუჟუნა შაშიაშვილი, რამაზ გახოკიძე, რამაზ ნამიჭეიშვილი, რაფიელ ქურციკიძე, რევაზ ბუხნიკაშვილი, რევაზ თოფურია, რევაზ მალაციძე, რეზო ბალანჩივაძე, რეზო გულედანი, რეზო თედორაძე, რინეტა ნიკოლაძე, რიტა ენდელაძე, როზეტა ჟორჟოლიანი, როინ ლიარტელიანი, რომან თუთბერიძე, რომან რურუა,რუსიკო ჩაგანავა, რუსუდან გოგბერაშვილი, რუსუდან ვაშაკიძე, რუსუდან მაღლაფერიძე, რუსუდან ნებიერიძე, რუსუდან წულაია, თემურ შაშიაშვილი, სალომე ავალიანი , ნელი დოლიძე, გოგი თორაძე, სერგო ედიშერაშვილი, სერგო კუპატაძე, სერგო კურტანიძე, სიმონ შარაძე, სოსო კიშინსკი, სოფიკო ქარქაშაძე, სოფო ჩაგუნავა, სულიკო კობერიძე,ტარიელ ოსანაძე, ტარიელ ძაგნიძე, ტატო მეფარიშვილი, ტიტო გიორგაძე, ტიხონ გაბუნია, ულიანა მეშველიანი, უჩა ამბროლაძე, ფატი ბუძიშვილი, ფატმან ფაჩუაშვილი, ფიქრია დანელია, ქეთევან ბარკალაია, ქეთევან ბობოხიძე, ქეთევან ობოლაძე, ქეთევან ქარჩხაძე, ქეთევან ქებულაძე, ქეთევან ჩიქავა,ქეთევან ხანთაძე, ქეთი გოგიაშვილი, ქეთინო  ჩხობაძე, ქეთინო გორდეზიანი, ქეთინო გუბელაძე, შალვა ოქროპირიძე, შაქრო შამათავა, შახი ონიანი, შოთა ჟორჟოლიანი, შოთა ჩხეიძე, შოთა ჯიქია, შოთიკო ტყეშელაშვილი, შორენა  ნიკოლაიშვილი, ციური ჯინიკაშვილი, ციცი იობიძე, ციცინო ბენდელიანი, ციცინო ვახტანგაძე, ციცინო ფრანგიშვილი, ციცო გოგოლაძე, ხათუნა მთიულიშვილი, ხათუნა შაშიაშვილი, ხათუნა ხარატიშვილი, ხათუნა ჯაიანი, ჯამბულ გაბაიძე, ჯემალ აბულაძე, ჯემალ დადიანი, ჯემალ დვალიშვილი, ჯემალ დუმბაძე, ჯემალ ჯიჯავაძე, ჯონი სულცაძე, ჯონი ჯიქია, ჯულიეტა ბენიძე, ჯუმბერ თავართქილაძე, ჯუმბერ კახაძე

სულ 14 500 -მდე ხელმოწერა

e.mail.:civilizebuli@gmail.com

ვიდეო:ხალხის წერილი

ხალხის წერილის გადაცემა პრემიერ-მინისტრის კანცელარიას

Facebook Comments
4.5 (90%) 2 votes
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *