მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ქვეყნის პოტენციალის სრულად ამოქმედება, ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთს – „ეროვნული თნხმობის ხელისუფლებას, რომლის რეალიზება „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნით უნდა დაიწყოს

ეს დასკვნა გაკეთდა ჯერ კიდევ 2010 წელს გაცხადებულ დოკუმენტში „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ რომელიც შეიქმნა მსოფლიოში აღიარებული ხუროთმოძღვრის, მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში და ხელი მოეწერა ასევე მსოფლიოში აღიარებული კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის სახლში. ამ დოკუმენტს, მათთან ერთად ხელი დიდმა მამულიშვილებმა მოაწერეს: ანზორ ერქომაიშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გიგა ბათიაშვილმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რეზო ბალანჩივაძემ, ტარიელ ხარხელაურმა, რომან რურუამ, თემურ გუგუშვილმა, რამაზ ყურაშვილმა. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობდნენ დიდი მწერლები: გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გათვალისწინებულია კლასიკოსი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის და ბევრი სხვა ცნობილი ხელოვანის, მეცნიერისა და მოღვაწის მოსაზრებები.
გთავაზობთ რამდენიმე პრინციპულ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:
- ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.
- რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.
- ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით.
- ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
ამ დოკუმენტის მიღება შედგა დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. გაგრძელება მიიღო ინტელიგენციის დიდ შეკრებაზე 2010 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, შემდგომ, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის დიდ სახალხო შეკრებებზე გულახდილად ითქვა
- ჩვენდავასკვენით _ ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 20-მა წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. ნათელია, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, დღემდე არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის ამოქმედება, ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით – ხელისუფლების განდევნისათვის მუდმივ ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.
- „ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში, ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 20 -ზე მეტი წელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.“
მეცნიერთა კონგრესმა პირდაპირ თქვა:
- უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.
გაიხსენეს ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც:
- ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
გამოკვეთეს ორი უმთავრესი პრობლემა:
პირველი პრობლემა, ძირითადად, ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ მეგობრებად.
მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…
სწორედ გელათსა და შემდგომ შეკრებებზე ითქვა მთავარი:
- ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად, სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, ვისი მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრისადმი, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.
მეცნიერებმა დაიწყეს პრაქტიკული მოქმედება:
- შიქმნა „მეცნიერთა კონგრესი“რომელიც დღეისთვის 500-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ.
- ყველაფერი დაიწყო პროგრამული დოკუმენტით ქვეყნის განვითარების კონცეფციის სახით, სახელწოდებით „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , რომელიც წიგნად გამოიცა და დაურიგდა მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მეცნიერებმა პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვეს:
- ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მივიჩნევთ და ამასვე ვუსურვებდით ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
„მეცნიერთა კონგრესმა“ თქვა:
- დღეს, საქართველოში არსებობს არჩევნების ორი გზა: კონფრონტაციისა და ეროვნული თანხმობისა.
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნდა და მიაჩნია:
- პირველი ადვილია, მეორე – ძნელი! პარტიები პირველს ირჩევენ, მეცნიერები – მხოლოდ მეორეში ხედავენ მომავალს! სამწუხაროდ, ხალხს პირველი მოსწონს – მეტი ინტრიგა და გართობაა… ასე მოვედით დღემდე – ცხოვრება გაუსაძლისი გახდა – მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად!
ხელისუფლების უყურადღებობის, პირდაპირ ვთქვათ, იგნორირების მიუხედავად, „მეცნიერთა კონგრესი“ ლაკონურად აყალიბებს უცვლელ პოზიციას:
- დღეს მთავარია, ხალხის და მეცნიერების ერთობით ქვეყანაში პარტიების დიქტატურის დასრულება და არჩევნებით არა პარტიების და პოლიტიკოსების, არამედ ხალხის და ქვეყნის გამარჯვება!
ითქვა ისიც, რომ
- დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მუდმივად იმარჯვებენ პარტიები და პოლიტიკოსები და მუდმივად დამარცხებულია ხალხი და ქვეყანა. რომ ვინც ხალხს ატყუებს, ხელისუფლების სათავეში ექცევა და ვინც სიმართლეს ეუბნება, მსხვერპლი ხდება.
სწორედ ეს იყო მიზეზი „მეცნიერთა კონგრესის“გაბედული წერილის, ხელისუფლების, ხელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისადმი:
წერილი გადაეცა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმჟამინდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ლეიბორისტური პარტიის ოფისში გარკვეულ პლატფორმით გაერთიანებულ პარტიებს.
ამ წერილში მთავარია მეცნიერების აზრი
- ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ დიდი ინტელექტის, მდიდარ შესაძლებლობათა ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება., რომ უკიდურესად პოლარიზებულია საინფორმაციო სივრცე, უგულებელყოფილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პოლიტიკური უფლება- აირჩიოს და იქნას არჩეული. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და საარჩევნო ყუთთან მისული უმუშევარი, უფულო, დეპრესიული, პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანი, არათუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, არამედ უკვე მერამდენედ გახდება სოციალური დემაგოგიის, მოსყიდვისა და საარჩევნო ფულის მსხვერპლი.
„მეცნიერთა კონგრესი“ კატეგორიული იყო და რჩება მოსაზრებაში, რომელსაც კატეგორიულად არ იზიარებენ პარტიები, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ხალხისთვის
- დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონსტიტუციული უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ძალიან დიდი ალბათობით მივალ ქუჩის აქციებამდე, ან დიატატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს დროშია მოსალოდნელი!
დიახ, მეცნიერები ხედავენ საშიშროებას და ეს დროც რეალურად დგება
- დიქტატურისაკენ მიმავალი საშიში მშვიდობა!
მეცნიერთა კონგრესს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ
- „არსებითია ბრძოლა არა ძალაუფლებისთვის, არამედ მართვის სისტემის შესაცვლელად.
მეცნიერებმა ზუსტად განსაზღვრეს:
- ჩვენ გვჭირდება სისტემა რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას!
მეცნიერებმა გააკეთეს განსაზღვრება, თუ რას ნიშნავს „საქართველოს ხელისუფლება“
- საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც ამას არ, ან ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება.
სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმ პარტიებმა არ მიიღეს მეცნიერთა წინადადებები. მეტიც, სრული იგნორირება გაუკეთეს. როგორც ჩანს, მათ მსახურ ტელევზიებს აუკრძალეს კიდეც საუბარი მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე, „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ კონცეფციაზე.
„მეცნიერთა კონგრესი“ არ გაჩერდა. გააკეთა დიდი მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, საზოგადოებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი, რომელიც დარიგდა გამოიცა სტამბურად სახელწოდებით :
ეს, მართლაც, უნიკალური მიმართვაა, რომელიც ასე იწყება:
- „ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს – ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე:
- დაეთათბირეთ ვისაც გნებავთ – ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ… დაეთათბირეთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს … დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება…
- ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახელოთ რამდენიმე პიროვნება, არაუმეტეს ათისა. დავასახელოთ მომავლის საქართველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი პასუხისმგებლობით…
- დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმუდგენლად დიდი მომა ვლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკაცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი, როგორც ამას მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც.“
მეცნიერებმა კრიტერიუმებიც განსაზღვრეს.
- ოთხი რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება.
იმის ხაზგასმაც გააკეთეს, რომ
- წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე, ინტელექტი და გამბედაობა და– მანგრეველი ხდება!
მეცნიერების აზრით
- ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა… ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის.
მეცნიერები თვლიან:
- ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ეროვნული თანხმობის პარლამენტში“ ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმო– მადგენელი ჰყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას… მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა – ასაკი,
მეცნიერები ეყრდნობიან მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილებას
- პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები.
მეცნიერები ხალხს მიმართავენ:
- თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან, მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს.
მეცნიერები საზოგადოებას ახსენებენ ილია ჭავჭავაძის ფუნდამენტურ დებულებებს:
- ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
მეცნიერებმა ილია ჭავჭავაძეზე დაყრდნობით უმნიშვნელოვანესი რამ უთხრეს საზოგადოებას:
- საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!
მეცნიერებს მოჰყავთ ერთი აკადემიკოსის კარგი მაგალითი, რომელმაც მიმართვის გადაცემიდან ერთი თვის შემდგომ კიდევ ერთი თვე ითხოვა და ისიც თქვა:
- „შეიძლება ჩემ სიაში 7-8 ზე მეტი პიროვნება არ იყოსო.“
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ
- „თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლო– ბის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული!“
ჩვენი სამშობლოს ისტორიაზე დაყრდნობით,
მეცნიერებმა უაღრესად დამაფიქრებელი დასკვნა გააკეთეს:
- „ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებრძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ..“
მეცნიერებმა მწარე გამოცდილებაც გაიხსენეს:
- პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი, ანაწევრებენ, ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ!
მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია
- თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს – დაპირისპირებას და კონფრონტაციას, –
სწორედ ამის გამო, გადაწყვიტეს მეცნიერებმა, რომ ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურების საერთო-სახალხო განხილვის შემდგომ, შექმნილიყო პოლიტიკური გუნდი, პრაქტიკულად, პოლიტიკოსების გარეშე, ძირითადში, პროფესიონალებით. იმ ადამიანებით, რომელთაც მიაჩნდათ:
ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს (ილია ჭავჭავაძე);
- ქვეყნისთვის უბედურებაა ქვეყნის გარედან მართული პარტია და პოლიტიკოსი;
- ამ ქვეყნის ბატონ–პატრონი ხალხია და ხელისუფლება მხოლოდ მისი მსახური (არა უფროსი, როგორც ჯერ კიდევ მიაჩნია მოსახლეობის უმრავლესობას);
- უნდა ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ- ვალდებულებებისგან;
- ხელისუფლებაში ის ხალხია საჭირო, რომელთაც ცხოვრებით აქვთ დადასტურებული, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის მთავარი იყო და დღეს გაცილებით მეტად, ილიასეული შეგონება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!
რადგან პარტიებმა ვერ შეძლეს თანამშრომლობა, და ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატების სიამ შეაშინა ყველა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ. და ამის გამო, უპარტიო პროფესიონალებით დკომპლექტებულ გუნდს უკანონოდ უარი უთხრეს არჩევნებში მონაწილეობაზე,
მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაწყებული საქმე არ გაეჩერებინათ და ხმამაღლა თქვეს:
- ერთობაშია საქართველოს მომავალი!
მენციერებმა პრინციპული წინადადება შესთავაზეს ხელისუფლებას, რომლის გაუთვალისწინებლობა ხალხს და ქვეყანას ძვირი დაუჯდა.
მეცნიერებისთვის საკითხი ასე იდგა,
- ეროვნული ერთობა და არა კოჰაბიტაცია
ამონარიდი „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამული დოკუმენტიდან:
- „ეროვნული თანხმობა ეს არის სრულიად საპირისპირო, ვინემ დღეს არსებული პარლამენტის მიერ დაკანონებული კოჰაბიტაცია. ეროვნული თანხმობის უპირველესი მიზანი სამართლიანობაა. ხაზს ვუსვამთ, სამართლიანობა და არა სამართალი. სამართლიანობა ზნეობრივისა და სამართლებრივის ერთობლიობაა, ზნეობის პრიმატით. კოჰაბიტაცია – ეს არის ზნეობრივის უგულებელყოფა და სამართლებრივი კომპრომისი.
- ეროვნული თანხმობა და კოჰაბიტაცია თვისობრივად არსებითად განსხვავებული მოვლენებია. პირველი – აღმშენებელი, მეორე – დამანგრეველი.
„მეცნიერთა კონგრესის“ პრინციპული პოზიცია იყო და რჩება:
- ერთობაარის იმ ქვეყანაში, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება, სადაც პატივს მიაგებენ ძლიერს და იცავენ სუსტს, სადაც მასწავლებელი, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები და მეწარმე ჰყავთ ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგებიან, უვლიან და ეფერებიან ბავშვს, ახალგაზრდობას.
- ერთობა არის იქ, სადაც გაცნობიერებული აქვთ ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგამ ყველაფერში – სიყვარული.
მეცნიერებმა პროგრამულად ჩამოაყალიბეს, თუ რას ნიშნავს „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ სამართლიანობის გზით
- ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეული ქვეყანა.
- მიეცეს მიუკერძოებელი პოლიტიკური შეფასება 1991 წლის მპოვლენებ
- მიეცეს პირუთვნელი შეფასება დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არსებული ყველა სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას
- ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ ნიჭის ძალაუფლება.
- გარანტირებული იქნას: სიცოცხლის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისაკენ.
- დღეს არსებული ბრძოლა არსებობისათვის, შეიცვალოს საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციით.
მეცნიერების პოზიცია იყო და რჩება:
- თუ გვინდა არჩევნებით გაიმარჯვოს ქვეყანამ, ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მაშინ საარჩევნო სია ხალხმა უნდა შეადგინოს
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნდა და მიაჩნია
- ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც – დღევანდელ ხელისუფლებაშიც. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა.
- იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ – მიგვაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია.
„მეცნიერთა კონგრესმა“ მარტივი ენით თქვა დიდი სათქმელი
- დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს (ეს მისგან უნდა ისწავლონ), არამედ ემსახურება მას – ხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს! ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა. .. გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მოსახლეობის მსახური და არა გარედან მართული და გარედან ნაქები ხელისუფლება!
მეცნიერთა კონგრესის ამ პოზიციამ დიდი მხარდაჭერა მიიღო
აშკარაა, რომ ხალხი დაიღალა პარტიული ძიძგილაობით…
ხალხი დარწმუნდა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.
მოსახლოების უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ პარტიების პარლამენტი, პარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე კონფრონტაციის გაგრძელება იქნება, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ხალხისა და მეცნიერების შეერთებაშია,მეცნიერულ პროგრამებთან ხალხის დაკავშირებაშია
პირველივე შემოთავაზებები გახდა იმედიანი
- მიმართვიდან ერთ თვეში 400-მდე ადამიანმა გამოხატა საკუთარი მოსაზრება, დასახელებულია 700-ზე მეტი კანდიდატი – წარმოდგენილია ყველა თაობა, თითქმის ყველა რეგიონი. აშკარად იკვეთება პატივისცემა პროფესიონალიზმისადმი, გონებადამჯდარი ადამიანებისადმი. დაიწყო დიდი ერთობის შექმნა ნიჭიერებაზე, გამოცდილებაზე, პატიოსნებაზე, სულიერებაზე, ეროვნული იდეისადმი.დაიწყო ერთგულებაზე დაყრდნობით.
პირველი შედეგები ასეთი იყო
ლადო პაპავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიტენტმა;
რამაზ გახოკიძე – აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ზურაბ ხონელიძე – სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;
გურამ ქართველიშვილი – მწერალი, რეჟისორი, სატელევიზიო სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ავტორი;
დემურ გიორხელიძე – ანალიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი;
ნიკოლოზ ჩხეიძე – ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი;
ერეკლე შონია – მეცნიერთა კონგრესის სპიკერი;
გია კვაშილავა – მეცნიერების დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი;
კახა შენგელია – მეცნიერების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
გიორგი თანდილაშვილი – ახალგაზრდა ფერმერი;
ანა ძაძამია – ახალგაზრდა პედაგოგი, სტუდენტური პარლამენტის სპიკერი;
დავით გალეგაშვილი – მეცნიერების დოქტორი, საბანკო-საფინანსო სისტემის რეფორმირების და სოფლის აღორძინების პროგრამების ავტორი;
ლუკა კაზანჯი – ახალგაზრდა იურისტი, ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის აკადემიის წევრი, მითოგენური ექსპერიმენტული აზროვნების სისტემის ავტორი.
ალექსანდრე კასრაძე – სოციალური დიზაინერი – „ეკო სოფელი“;
ზურაბ ქუმსიაშვილი – ექიმი, მეცნიერების დოქტორი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნის პროგრამების ავტორი.
რამდენიმე თვის წინ, გამოქვეყნდა პირველი 50 კანდიდატი
- აფციაური ამირანი
- აფციაური იგორი
- ბოგველი ბესიკი
- გალეგაშვილი დავითი
- გახოკიძე რამაზი
- გიორხელიძე დემური
- დვალი გია
- დიხამინჯია თენგიზი
- ვასაძე ლევანი
- ვეფხვაძე იზა
- თავდგირიძე გიორგი
- თანდილაშვილი გიორგი
- თვალთვაძე დავით
- იამანიძე შოთა
- კაზანჯი ლუკა
- კასრაძე ალექსანდრე
- კვარაცხელია მურმანი
- კვაშილავა გია
- კვირიკაშვილი გიორგი
- კომლაძე ანა
- კუხიანიძე ლელა
- ლორთქიფანიძე ლევანი
- მაისაია ვახტანგი
- მარგიშვილი რობერტი
- მელაძე თეკლა
- მიქაბერიძე ავთანდილი
- მონიავა თემურ
- ნიჟარაძე ლუარა
- ოთარაშვილი ვაჟა
- პაპავა ლადო
- პირველი (კაჭახიძე) მანუჩარ
- რუსეცკი ალექსანდრე
- სახვაძე დავით
- სონღულაშვილი დავით
- სტურუა დიდიმი
- ქართველიშვილი გურამი
- ქუმსიაშვილი ზურაბი
- ყველაშვილი ვახტანგი
- შანიძე ლაშა
- შენგელია კახა
- შენგელია ქეთევან
- შონია ერეკლე
- ჩხაიძე ზურაბ
- ჩხეიძე ნიკოლოზი
- ჩხენკელი დავითი
- ძაძამია ანა
- ჭანტურია ლადო
- ხატიაშვილი ზაზა
- ხონელიძე ზურაბი
- ჯიბუტი მიხეილი
აპრილის თვეში წარმოდგენილი შემდგომი 30 კანდიდატი:
- აბაშიძე მედეა
- ანჩაბაძე გია
- ასათიანი ვალერი
- ბარათაშვილი პაატა
- ბასილია თემური
- ბაჩიაშვილი სოსო
- ბოლქვაძე ნიაზი
- გამსახურდია კონსტანტინე
- გასიტაშვილი ზურაბ
- გოლეთიანი ვარლამი
- კარტოზია ალეკო
- კემულარია კოტე
- მარგიშვილი დავითი
- მებაღიშვილი ნიკოლოზი
- სიგუა გიორგი
- ფალიანი ოთარ
- ფარცვანია ვახუშტი
- ფერიაშვილი ნუგზარი
- ფორაქიშვილი ნინო
- ქვარაია ზაზა
- ღებელი ჯუბა
- შარტავა კახა
- ჩილაჩავა თემური
- ჩუბინიძე ბესო
- ცოფურაშვილი გოჩა
- წივწივაძე გიორგი
- წოწორია მამუკა
- ჭელიძე გოჩა
- ხუციშვილი ელენე
- ჯავახიშვილი ნიკო
მაისის თვეში წარდგენილი 30 კანდიდატი:
- აბულაძე ვახტანგი
- ბაკურაძე ეროსი
- ბენდელავა გიორგი
- გედეხაური გურამი
- გულაშვილი მალხაზი
- გურული ზურაბი
- კობალაძე კობა
- კოპალიანი ჯუმბერი
- კუდავა მამუკა
- მანაგაძე ირაკლი
- მანჯავიძე სოსო
- მარგველაშვილი პარმენი
- მეტონიძე გიორგი
- მეძმარიაშვილი ირაკლი
- მხეიძე ზურაბი
- ნემსაძე ერმილე
- ნიჟარაძე არჩილი
- ნიშნიანიძე ომარი
- ონოფრიშვილი დავითი
- ორმოცაძე იაკობი
- ჟვანია გოგლა
- რუხაძე ნუგზარი
- ყველაშვილი ბესიკი
- ყიფიანი გელა
- ყოლბაია ვახტანგი
- შემოქმედელი დავითი
- ჩიკვილაძე მიხეილი
- ჩიხლაძე ნიკო
- ჩხიკვაძე რამაზი
- ხურითი ლილი
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღისთვის, წარდგენილია 110 კანდიდატი საერთო-სახალხო განხილვისთვის.
- აფციაური ამირანი
- აფციაური იგორი
- ბოგველი ბესიკი
- გალეგაშვილი დავითი
- გახოკიძე რამაზი
- გიორხელიძე დემური
- დვალი გია
- დიხამინჯია თენგიზი
- ვასაძე ლევანი
- ვეფხვაძე იზა
- თავდგირიძე გიორგი
- თანდილაშვილი გიორგი
- თვალთვაძე დავით
- იამანიძე შოთა
- კაზანჯი ლუკა
- კასრაძე ალექსანდრე
- კვარაცხელია მურმანი
- კვაშილავა გია
- კვირიკაშვილი გიორგი
- კომლაძე ანა
- კუხიანიძე ლელა
- ლორთქიფანიძე ლევანი
- მაისაია ვახტანგი
- მარგიშვილი რობერტი
- მელაძე თეკლა
- მიქაბერიძე ავთანდილი
- მონიავა თემურ
- ნიჟარაძე ლუარა
- ოთარაშვილი ვაჟა
- პაპავა ლადო
- პირველი (კაჭახიძე) მანუჩარ
- რუსეცკი ალექსანდრე
- სახვაძე დავით
- სონღულაშვილი დავით
- სტურუა დიდიმი
- ქართველიშვილი გურამი
- ქუმსიაშვილი ზურაბი
- ყველაშვილი ვახტანგი
- შანიძე ლაშა
- შენგელია კახა
- შენგელია ქეთევან
- შონია ერეკლე
- ჩხაიძე ზურაბ
- ჩხეიძე ნიკოლოზი
- ჩხენკელი დავითი
- ძაძამია ანა
- ჭანტურია ლადო
- ხატიაშვილი ზაზა
- ხონელიძე ზურაბი
- ჯიბუტი მიხეილი
- აბაშიძე მედეა
- ანჩაბაძე გია
- ასათიანი ვალერი
- ბარათაშვილი პაატა
- ბასილია თემური
- ბაჩიაშვილი სოსო
- ბოლქვაძე ნიაზი
- გამსახურდია კონსტანტინე
- გასიტაშვილი ზურაბ
- გოლეთიანი ვარლამი
- კარტოზია ალეკო
- კემულარია კოტე
- მარგიშვილი დავითი
- მებაღიშვილი ნიკოლოზი
- სიგუა გიორგი
- ფალიანი ოთარ
- ფარცვანია ვახუშტი
- ფერიაშვილი ნუგზარი
- ფორაქიშვილი ნინო
- ქვარაია ზაზა
- ღებელი ჯუბა
- შარტავა კახა
- ჩილაჩავა თემური
- ჩუბინიძე ბესო
- ცოფურაშვილი გოჩა
- წივწივაძე გიორგი
- წოწორია მამუკა
- ჭელიძე გოჩა
- ხუციშვილი ელენე
- ჯავახიშვილი ნიკო
- აბულაძე ვახტანგი
- ბაკურაძე ეროსი
- ბენდელავა გიორგი
- გედეხაური გურამი
- გულაშვილი მალხაზი
- გურული ზურაბი
- კობალაძე კობა
- კოპალიანი ჯუმბერი
- კუდავა მამუკა
- მანაგაძე ირაკლი
- მანჯავიძე სოსო
- მარგველაშვილი პარმენი
- მეტონიძე გიორგი
- მეძმარიაშვილი ირაკლი
- მხეიძე ზურაბი
- ნემსაძე ერმილე
- ნიჟარაძე არჩილი
- ნიშნიანიძე ომარი
- ონოფრიშვილი დავითი
- ორმოცაძე იაკობი
- ჟვანია გოგლა
- რუხაძე ნუგზარი
- ყველაშვილი ბესიკი
- ყიფიანი გელა
- ყოლბაია ვახტანგი
- შემოქმედელი დავითი
- ჩიკვილაძე მიხეილი
- ჩიხლაძე ნიკო
- ჩხიკვაძე რამაზი
- ხურითი ლილი
დრომ დაადასტურა
- საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ. ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. და ასეთი გაბედული ადამიანებით შევქმნით დიდ ქართულ ერთობას.
კანდიდატურების დასახელება გრძელდება. 26 მაისისთვის სრულდება პირველი ეტაპი და მოხდება მისი პრეზენტაცია მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში, სწორედ იქ, სადაც გაჩნდა იდეა „ეროვნული თანხმობის“ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნის თაობაზე.
მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ ეს პროცესი უწყვეტია, განგრძობადია. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვაწოდოს თავისი წინადადებები. შესაძლებელია, თავისი კანდიდატურები პირდაპირ ეთერში დაასახელოს „ქართულ TV“ – ზე „მეცნიერთა კონგრესის დროში“. ყოველ სამუშაო დღეს, 16:00-დან 18:00 საათამდე.
უკვე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდება საზოგადოებრივი პარლამენტის პირველი კონტურები. ხოლო 1 სექტემბრისთვის უკვე პრაქტიკულად იქნება ფორმირებული. „მეცნიერთა კონგრესი“ თვლის, რომ „საზოგადოებრივი პარლამენტი“ უნდა იყოს მხოლოდ ხალხის ინტერესების გამომხატველი, თავისუფალი დაპირისპირებისგან და ორიენტირებული ერთობაზე. მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს, ხალხთან კავშირში შექმნას ქვეყნის განვითარების პროგრამები და მიაღწიოს მათ განხილვას პარლამენტში.
საზოგადოებრივმა პარლამენტმა უნდა დაიწყოს
- მეცნიერთა მიერ შემუშავებული და გელათის კონგრესზე მიღებული „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინით“.
- პროგრამის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“,
- პროგრამის „წყალი“
- პროგრამის „ბიორაციონალური საქართველო“
- ენერგეტიკული პროგრამის
საერთოდ, ქვეყანაში დასაქმების, ხალხისათვის კეთილდღეობის შემქმნელი პროგრამების განხილვა.
იმედის მომცემია „მეცნიერთა კონგრესის“ , როგორც პროგრამული დოკუმენტები, ასევე განწყობა:
- ჩვენ ვიწყებთ დიდ ქართულ პროცესს და მთავარია, არ დავივიწყოთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ დუმილი დღეს ქვეყნის ღალატის, საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
- გენიალურად თქვა მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა, „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელმა, დიმიტრი უზნაძემ: “… გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!“
- მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ დიდი მომავლის საქართველოს შექმნა!
- ნუ ვტირით და ნუ ვწუწუნებთ. საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში – ქალაქებსა და რაიონებში. ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
დრო ადასტურებს „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ოცზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ მთავარ პოსტულატს:
- ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედანმართულ, ნაქებ–ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.
სწორედ რომ ამ მოქმედების დაწყების დროა!
ჩვენ დღეს ამ დიდ ქართულ პროცესს ვიწყებთ. ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.
ზოგადი დასკვნები
ჩვენ, მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ 2006 წელს ვიდექით ეროვნული ყრილობის მოწვევის აუცილებლობის სათავეებთან, შევიკრიბეთ და მეცნიერთა ფართო წრეების, საზოგადო მოღვაწეების წარმომადგენელთა მონაწილეობით დავიწყეთ ქვეყნის პოტენციალის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და იმ კონკრეტული პროგრამის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის უდიდესი პოტენციალი.
ორწლიანი მუშაობის შედეგად:
ჩვენ დავასკვენით _ ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 25-მა წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. ნათელია, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, დღემდე არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის ამოქმედება, ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით – ხელისუფლების განდევნისათვის მუდმივ ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.
ჩვენ მივაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ მძიმე შედეგს: ერთი მხრივ, ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუვერენია, ვერაფრით გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ ვერაფრით ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე.
ჩვენ ვაღიარეთ ისიც, რომ ამ ყველაფერში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, პოლიტიკაში გაქცეულიყო.
ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა უკვე 25-ე წელია განმავლობაში მიდის. დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, ვინაიდან უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც შედის არამხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა. ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, თანდათან ვკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას მივესალმებით, ვინც კანონიერების საფუძველზე აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ვადიანი თუ ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ქვეყანაში ამჟამად მოქმედი კანონი, რომელსაც ყოველი ახალი ხელისუფლება თითქოს აუმჯობესებს, მაგრამ როგორც დრო ადასტურებს – ირგებს საკუთარ თავზე და ეს ყოველივე უაზროს ხდის არჩევნებში მონაწილეობას.
სწორედ ამის შედეგია ამომრჩეველთა უკვე კატასტროფულად დაბალი აქტივობა. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია, რათა წარმატებით დაგვირგვინდეს ახალი საქართველოს – ნამდვილად დემოკრატიული, ეროვნული, ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.
ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. დღეს ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, ვისი მეთოდიცაა მეცნიერული, სისტემური მიდგომა, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ 25 წლის მანძილზე ხელისუფლებისათვის ბრძოლის ქუჩის პოლიტიკამ დაანაგვიანა პოლიტიკური პარტიებიც და ხელისუფლებაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიღმა, საქართველოს დღევანდელი რთული მდგომარეობისთვის, სწორად მოაზროვნე გაცილებით მეტი პოლიტიკოსია, ვინემ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.
ჩვენ არასწორად მივიჩნევთ არჩევნების წინ პარტიების გაერთიანების 25-წლიან პრაქტიკას და მიგვაჩნია, რომ პარტიები უნდა ერთიანდებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შედეგების მიხედვით – პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ მსოფლიოში.
ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც არნახულად გაიზარდა გარე ძალების ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როცა გარედან, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური, არნახული მხარდაჭერა აქვს იმ ძალებს, რომლებიც გამოირჩევიან ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით, პოლიტიკური კორუფციით.
მომავლის საქართველოსათვის აუცილებლად მიგვაჩნია, დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
V კონკრეტული წინადადებები მოქმედებისათვის
- ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ ხელისუფლებაშიც.
ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა.
- ჩვენ ვსწავლობთ და ვაანალიზებთ ცნობილი მოღვაწეების – მეცნიერთა, ხელოვანთა, პედაგოგთა, ექიმთა , სპორტსმენთა მოსაზრებებს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომელსაც ეტაპობრივად წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ მათი მოსაზრებები, თუ ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს პარლამენტი.
- ჩვენი პოზიცია პრინციპულია: იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ – მიგვაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია.
- კონგრესის მთავარი დოკუმენტები გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს. ვინაიდან მიგვაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვართ, ურთიერთკომპრომისებით შევძლებთ ეროვნული თანხმობის, ხალხის ნდობით აღჭურვილი პარლამენტის ფორმირებას. ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნებოდა .ამჟამად სრული უყურადღებობა, როგორც იტყვიან, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა მკვდარია. იმედს არ ვკარგავთ. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ თანამშრომლობისათვის და აქვე ვაქვეყნებთ იმ წერილის ტექსტს, რომელიც თვენახევრის წინ ერთხელ უკვე გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს.
- ჩვენ გამოვაქვეყნეთ მიმართვა განსაკუთრებუ „მეცნიერთა კონგრესის“ პოზიციაქვეყნის პოტენციალის სრულად ამოქმედება, ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთს – „ეროვნული თნხმობის ხელისუფლებას, რომლის რეალიზება „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნით უნდა დაიწყოს
ეს დასკვნა გაკეთდა ჯერ კიდევ 2010 წელს გაცხადებულ დოკუმენტში „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ რომელიც შეიქმნა მსოფლიოში აღიარებული ხუროთმოძღვრის, მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში და ხელი მოეწერა ასევე მსოფლიოში აღიარებული კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის სახლში. ამ დოკუმენტს, მათთან ერთად ხელი დიდმა მამულიშვილებმა მოაწერეს: ანზორ ერქომაიშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გიგა ბათიაშვილმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რეზო ბალანჩივაძემ, ტარიელ ხარხელაურმა, რომან რურუამ, თემურ გუგუშვილმა, რამაზ ყურაშვილმა. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობდნენ დიდი მწერლები: გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გათვალისწინებულია კლასიკოსი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის და ბევრი სხვა ცნობილი ხელოვანის, მეცნიერისა და მოღვაწის მოსაზრებები.
გთავაზობთ რამდენიმე პრინციპულ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:
- ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.
- რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.
- ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით.
- ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
ამ დოკუმენტის მიღება შედგა დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. გაგრძელება მიიღო ინტელიგენციის დიდ შეკრებაზე 2010 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, შემდგომ, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის დიდ სახალხო შეკრებებზე გულახდილად ითქვა
- ჩვენდავასკვენით _ ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 20-მა წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. ნათელია, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, დღემდე არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის ამოქმედება, ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით – ხელისუფლების განდევნისათვის მუდმივ ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.
- „ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში, ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 20 -ზე მეტი წელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.“
მეცნიერთა კონგრესმა პირდაპირ თქვა:
- უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.
გაიხსენეს ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც:
- ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
გამოკვეთეს ორი უმთავრესი პრობლემა:
პირველი პრობლემა, ძირითადად, ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ მეგობრებად.
მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…
სწორედ გელათსა და შემდგომ შეკრებებზე ითქვა მთავარი:
- ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად, სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, ვისი მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრისადმი, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.
მეცნიერებმა დაიწყეს პრაქტიკული მოქმედება:
- შიქმნა „მეცნიერთა კონგრესი“რომელიც დღეისთვის 500-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ.
- ყველაფერი დაიწყო პროგრამული დოკუმენტით ქვეყნის განვითარების კონცეფციის სახით, სახელწოდებით „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , რომელიც წიგნად გამოიცა და დაურიგდა მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მეცნიერებმა პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვეს:
- ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მივიჩნევთ და ამასვე ვუსურვებდით ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
„მეცნიერთა კონგრესმა“ თქვა:
- დღეს, საქართველოში არსებობს არჩევნების ორი გზა: კონფრონტაციისა და ეროვნული თანხმობისა.
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნდა და მიაჩნია:
- პირველი ადვილია, მეორე – ძნელი! პარტიები პირველს ირჩევენ, მეცნიერები – მხოლოდ მეორეში ხედავენ მომავალს! სამწუხაროდ, ხალხს პირველი მოსწონს – მეტი ინტრიგა და გართობაა… ასე მოვედით დღემდე – ცხოვრება გაუსაძლისი გახდა – მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად!
ხელისუფლების უყურადღებობის, პირდაპირ ვთქვათ, იგნორირების მიუხედავად, „მეცნიერთა კონგრესი“ ლაკონურად აყალიბებს უცვლელ პოზიციას:
- დღეს მთავარია, ხალხის და მეცნიერების ერთობით ქვეყანაში პარტიების დიქტატურის დასრულება და არჩევნებით არა პარტიების და პოლიტიკოსების, არამედ ხალხის და ქვეყნის გამარჯვება!
ითქვა ისიც, რომ
- დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მუდმივად იმარჯვებენ პარტიები და პოლიტიკოსები და მუდმივად დამარცხებულია ხალხი და ქვეყანა. რომ ვინც ხალხს ატყუებს, ხელისუფლების სათავეში ექცევა და ვინც სიმართლეს ეუბნება, მსხვერპლი ხდება.
სწორედ ეს იყო მიზეზი „მეცნიერთა კონგრესის“გაბედული წერილის, ხელისუფლების, ხელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისადმი:
- „გავერთიანდეთ არა ერთის, ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსათვის!“
წერილი გადაეცა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმჟამინდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ლეიბორისტური პარტიის ოფისში გარკვეულ პლატფორმით გაერთიანებულ პარტიებს.
ამ წერილში მთავარია მეცნიერების აზრი
- ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ დიდი ინტელექტის, მდიდარ შესაძლებლობათა ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება., რომ უკიდურესად პოლარიზებულია საინფორმაციო სივრცე, უგულებელყოფილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პოლიტიკური უფლება- აირჩიოს და იქნას არჩეული. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და საარჩევნო ყუთთან მისული უმუშევარი, უფულო, დეპრესიული, პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანი, არათუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, არამედ უკვე მერამდენედ გახდება სოციალური დემაგოგიის, მოსყიდვისა და საარჩევნო ფულის მსხვერპლი.
„მეცნიერთა კონგრესი“ კატეგორიული იყო და რჩება მოსაზრებაში, რომელსაც კატეგორიულად არ იზიარებენ პარტიები, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ხალხისთვის
- დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონსტიტუციული უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით ძალიან დიდი ალბათობით მივალ ქუჩის აქციებამდე, ან დიატატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს დროშია მოსალოდნელი!
დიახ, მეცნიერები ხედავენ საშიშროებას და ეს დროც რეალურად დგება
- დიქტატურისაკენ მიმავალი საშიში მშვიდობა!
მეცნიერთა კონგრესს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ
- „არსებითია ბრძოლა არა ძალაუფლებისთვის, არამედ მართვის სისტემის შესაცვლელად.
მეცნიერებმა ზუსტად განსაზღვრეს:
- ჩვენ გვჭირდება სისტემა რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას!
მეცნიერებმა გააკეთეს განსაზღვრება, თუ რას ნიშნავს „საქართველოს ხელისუფლება“
- საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც ამას არ, ან ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება.
სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმ პარტიებმა არ მიიღეს მეცნიერთა წინადადებები. მეტიც, სრული იგნორირება გაუკეთეს. როგორც ჩანს, მათ მსახურ ტელევზიებს აუკრძალეს კიდეც საუბარი მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე, „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ კონცეფციაზე.
„მეცნიერთა კონგრესი“ არ გაჩერდა. გააკეთა დიდი მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, საზოგადოებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი, რომელიც დარიგდა გამოიცა სტამბურად სახელწოდებით :
- გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, ხელისუფლება!
ეს, მართლაც, უნიკალური მიმართვაა, რომელიც ასე იწყება:
- „ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს – ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე:
- დაეთათბირეთ ვისაც გნებავთ – ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ… დაეთათბირეთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს … დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება…
- ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახელოთ რამდენიმე პიროვნება, არაუმეტეს ათისა. დავასახელოთ მომავლის საქართველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი პასუხისმგებლობით…
- დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმუდგენლად დიდი მომა ვლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკაცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი, როგორც ამას მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც.“
მეცნიერებმა კრიტერიუმებიც განსაზღვრეს.
- ოთხი რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება.
იმის ხაზგასმაც გააკეთეს, რომ
- წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე, ინტელექტი და გამბედაობა და– მანგრეველი ხდება!
მეცნიერების აზრით
- ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა… ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის.
მეცნიერები თვლიან:
- ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ეროვნული თანხმობის პარლამენტში“ ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმო– მადგენელი ჰყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას… მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა – ასაკი,
მეცნიერები ეყრდნობიან მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილებას
- პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები.
მეცნიერები ხალხს მიმართავენ:
- თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან, მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს.
მეცნიერები საზოგადოებას ახსენებენ ილია ჭავჭავაძის ფუნდამენტურ დებულებებს:
- ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
მეცნიერებმა ილია ჭავჭავაძეზე დაყრდნობით უმნიშვნელოვანესი რამ უთხრეს საზოგადოებას:
- საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!
მეცნიერებს მოჰყავთ ერთი აკადემიკოსის კარგი მაგალითი, რომელმაც მიმართვის გადაცემიდან ერთი თვის შემდგომ კიდევ ერთი თვე ითხოვა და ისიც თქვა:
- „შეიძლება ჩემ სიაში 7-8 ზე მეტი პიროვნება არ იყოსო.“
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ
- „თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლო– ბის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული!“
ჩვენი სამშობლოს ისტორიაზე დაყრდნობით,
მეცნიერებმა უაღრესად დამაფიქრებელი დასკვნა გააკეთეს:
- „ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებრძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ..“
მეცნიერებმა მწარე გამოცდილებაც გაიხსენეს:
- პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი, ანაწევრებენ, ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ!
მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია
- თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს – დაპირისპირებას და კონფრონტაციას, –
სწორედ ამის გამო, გადაწყვიტეს მეცნიერებმა, რომ ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურების საერთო-სახალხო განხილვის შემდგომ, შექმნილიყო პოლიტიკური გუნდი, პრაქტიკულად, პოლიტიკოსების გარეშე, ძირითადში, პროფესიონალებით. იმ ადამიანებით, რომელთაც მიაჩნდათ:
- ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს (ილია ჭავჭავაძე);
- ქვეყნისთვის უბედურებაა ქვეყნის გარედან მართული პარტია და პოლიტიკოსი;
- ამ ქვეყნის ბატონ–პატრონი ხალხია და ხელისუფლება მხოლოდ მისი მსახური (არა უფროსი, როგორც ჯერ კიდევ მიაჩნია მოსახლეობის უმრავლესობას);
- უნდა ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ- ვალდებულებებისგან;
- ხელისუფლებაში ის ხალხია საჭირო, რომელთაც ცხოვრებით აქვთ დადასტურებული, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის მთავარი იყო და დღეს გაცილებით მეტად, ილიასეული შეგონება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!
რადგან პარტიებმა ვერ შეძლეს თანამშრომლობა, და ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატების სიამ შეაშინა ყველა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ. და ამის გამო, უპარტიო პროფესიონალებით დკომპლექტებულ გუნდს უკანონოდ უარი უთხრეს არჩევნებში მონაწილეობაზე,
მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაწყებული საქმე არ გაეჩერებინათ და ხმამაღლა თქვეს:
- ერთობაშია საქართველოს მომავალი!
მენციერებმა პრინციპული წინადადება შესთავაზეს ხელისუფლებას, რომლის გაუთვალისწინებლობა ხალხს და ქვეყანას ძვირი დაუჯდა.
მეცნიერებისთვის საკითხი ასე იდგა,
- ეროვნული ერთობა და არა კოჰაბიტაცია
ამონარიდი „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამული დოკუმენტიდან:
- „ეროვნული თანხმობა ეს არის სრულიად საპირისპირო, ვინემ დღეს არსებული პარლამენტის მიერ დაკანონებული კოჰაბიტაცია. ეროვნული თანხმობის უპირველესი მიზანი სამართლიანობაა. ხაზს ვუსვამთ, სამართლიანობა და არა სამართალი. სამართლიანობა ზნეობრივისა და სამართლებრივის ერთობლიობაა, ზნეობის პრიმატით. კოჰაბიტაცია – ეს არის ზნეობრივის უგულებელყოფა და სამართლებრივი კომპრომისი.
- ეროვნული თანხმობა და კოჰაბიტაცია თვისობრივად არსებითად განსხვავებული მოვლენებია. პირველი – აღმშენებელი, მეორე – დამანგრეველი.
„მეცნიერთა კონგრესის“ პრინციპული პოზიცია იყო და რჩება:
- ერთობაარის იმ ქვეყანაში, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება, სადაც პატივს მიაგებენ ძლიერს და იცავენ სუსტს, სადაც მასწავლებელი, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები და მეწარმე ჰყავთ ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგებიან, უვლიან და ეფერებიან ბავშვს, ახალგაზრდობას.
- ერთობა არის იქ, სადაც გაცნობიერებული აქვთ ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგამ ყველაფერში – სიყვარული.
მეცნიერებმა პროგრამულად ჩამოაყალიბეს, თუ რას ნიშნავს „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ სამართლიანობის გზით
- ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეული ქვეყანა.
- მიეცეს მიუკერძოებელი პოლიტიკური შეფასება 1991 წლის მპოვლენებ
- მიეცეს პირუთვნელი შეფასება დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არსებული ყველა სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას
- ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ ნიჭის ძალაუფლება.
- გარანტირებული იქნას: სიცოცხლის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისაკენ.
- დღეს არსებული ბრძოლა არსებობისათვის, შეიცვალოს საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციით.
მეცნიერების პოზიცია იყო და რჩება:
- თუ გვინდა არჩევნებით გაიმარჯვოს ქვეყანამ, ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მაშინ საარჩევნო სია ხალხმა უნდა შეადგინოს
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნდა და მიაჩნია
- ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც – დღევანდელ ხელისუფლებაშიც. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა.
- იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ – მიგვაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია.
„მეცნიერთა კონგრესმა“ მარტივი ენით თქვა დიდი სათქმელი
- დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს (ეს მისგან უნდა ისწავლონ), არამედ ემსახურება მას – ხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს! ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა. .. გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მოსახლეობის მსახური და არა გარედან მართული და გარედან ნაქები ხელისუფლება!
მეცნიერთა კონგრესის ამ პოზიციამ დიდი მხარდაჭერა მიიღო
აშკარაა, რომ ხალხი დაიღალა პარტიული ძიძგილაობით…
ხალხი დარწმუნდა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.
მოსახლოების უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ პარტიების პარლამენტი, პარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე კონფრონტაციის გაგრძელება იქნება, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ხალხისა და მეცნიერების შეერთებაშია,მეცნიერულ პროგრამებთან ხალხის დაკავშირებაშია
პირველივე შემოთავაზებები გახდა იმედიანი
- მიმართვიდან ერთ თვეში 400-მდე ადამიანმა გამოხატა საკუთარი მოსაზრება, დასახელებულია 700-ზე მეტი კანდიდატი – წარმოდგენილია ყველა თაობა, თითქმის ყველა რეგიონი. აშკარად იკვეთება პატივისცემა პროფესიონალიზმისადმი, გონებადამჯდარი ადამიანებისადმი. დაიწყო დიდი ერთობის შექმნა ნიჭიერებაზე, გამოცდილებაზე, პატიოსნებაზე, სულიერებაზე, ეროვნული იდეისადმი.დაიწყო ერთგულებაზე დაყრდნობით.
პირველი შედეგები ასეთი იყო
ლადო პაპავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიტენტმა;
რამაზ გახოკიძე – აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ზურაბ ხონელიძე – სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;
გურამ ქართველიშვილი – მწერალი, რეჟისორი, სატელევიზიო სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ავტორი;
დემურ გიორხელიძე – ანალიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი;
ნიკოლოზ ჩხეიძე – ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი;
ერეკლე შონია – მეცნიერთა კონგრესის სპიკერი;
გია კვაშილავა – მეცნიერების დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი;
კახა შენგელია – მეცნიერების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
გიორგი თანდილაშვილი – ახალგაზრდა ფერმერი;
ანა ძაძამია – ახალგაზრდა პედაგოგი, სტუდენტური პარლამენტის სპიკერი;
დავით გალეგაშვილი – მეცნიერების დოქტორი, საბანკო-საფინანსო სისტემის რეფორმირების და სოფლის აღორძინების პროგრამების ავტორი;
ლუკა კაზანჯი – ახალგაზრდა იურისტი, ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის აკადემიის წევრი, მითოგენური ექსპერიმენტული აზროვნების სისტემის ავტორი.
ალექსანდრე კასრაძე – სოციალური დიზაინერი – „ეკო სოფელი“;
ზურაბ ქუმსიაშვილი – ექიმი, მეცნიერების დოქტორი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნის პროგრამების ავტორი.
რამდენიმე თვის წინ, გამოქვეყნდა პირველი 50 კანდიდატი
- აფციაური ამირანი
- აფციაური იგორი
- ბოგველი ბესიკი
- გალეგაშვილი დავითი
- გახოკიძე რამაზი
- გიორხელიძე დემური
- დვალი გია
- დიხამინჯია თენგიზი
- ვასაძე ლევანი
- ვეფხვაძე იზა
- თავდგირიძე გიორგი
- თანდილაშვილი გიორგი
- თვალთვაძე დავით
- იამანიძე შოთა
- კაზანჯი ლუკა
- კასრაძე ალექსანდრე
- კვარაცხელია მურმანი
- კვაშილავა გია
- კვირიკაშვილი გიორგი
- კომლაძე ანა
- კუხიანიძე ლელა
- ლორთქიფანიძე ლევანი
- მაისაია ვახტანგი
- მარგიშვილი რობერტი
- მელაძე თეკლა
- მიქაბერიძე ავთანდილი
- მონიავა თემურ
- ნიჟარაძე ლუარა
- ოთარაშვილი ვაჟა
- პაპავა ლადო
- პირველი (კაჭახიძე) მანუჩარ
- რუსეცკი ალექსანდრე
- სახვაძე დავით
- სონღულაშვილი დავით
- სტურუა დიდიმი
- ქართველიშვილი გურამი
- ქუმსიაშვილი ზურაბი
- ყველაშვილი ვახტანგი
- შანიძე ლაშა
- შენგელია კახა
- შენგელია ქეთევან
- შონია ერეკლე
- ჩხაიძე ზურაბ
- ჩხეიძე ნიკოლოზი
- ჩხენკელი დავითი
- ძაძამია ანა
- ჭანტურია ლადო
- ხატიაშვილი ზაზა
- ხონელიძე ზურაბი
- ჯიბუტი მიხეილი
აპრილის თვეში წარმოდგენილი შემდგომი 30 კანდიდატი:
- აბაშიძე მედეა
- ანჩაბაძე გია
- ასათიანი ვალერი
- ბარათაშვილი პაატა
- ბასილია თემური
- ბაჩიაშვილი სოსო
- ბოლქვაძე ნიაზი
- გამსახურდია კონსტანტინე
- გასიტაშვილი ზურაბ
- გოლეთიანი ვარლამი
- კარტოზია ალეკო
- კემულარია კოტე
- მარგიშვილი დავითი
- მებაღიშვილი ნიკოლოზი
- სიგუა გიორგი
- ფალიანი ოთარ
- ფარცვანია ვახუშტი
- ფერიაშვილი ნუგზარი
- ფორაქიშვილი ნინო
- ქვარაია ზაზა
- ღებელი ჯუბა
- შარტავა კახა
- ჩილაჩავა თემური
- ჩუბინიძე ბესო
- ცოფურაშვილი გოჩა
- წივწივაძე გიორგი
- წოწორია მამუკა
- ჭელიძე გოჩა
- ხუციშვილი ელენე
- ჯავახიშვილი ნიკო
მაისის თვეში წარდგენილი 30 კანდიდატი:
- აბულაძე ვახტანგი
- ბაკურაძე ეროსი
- ბენდელავა გიორგი
- გედეხაური გურამი
- გულაშვილი მალხაზი
- გურული ზურაბი
- კობალაძე კობა
- კოპალიანი ჯუმბერი
- კუდავა მამუკა
- მანაგაძე ირაკლი
- მანჯავიძე სოსო
- მარგველაშვილი პარმენი
- მეტონიძე გიორგი
- მეძმარიაშვილი ირაკლი
- მხეიძე ზურაბი
- ნემსაძე ერმილე
- ნიჟარაძე არჩილი
- ნიშნიანიძე ომარი
- ონოფრიშვილი დავითი
- ორმოცაძე იაკობი
- ჟვანია გოგლა
- რუხაძე ნუგზარი
- ყველაშვილი ბესიკი
- ყიფიანი გელა
- ყოლბაია ვახტანგი
- შემოქმედელი დავითი
- ჩიკვილაძე მიხეილი
- ჩიხლაძე ნიკო
- ჩხიკვაძე რამაზი
- ხურითი ლილი
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღისთვის, წარდგენილია 110 კანდიდატი საერთო-სახალხო განხილვისთვის.
- აფციაური ამირანი
- აფციაური იგორი
- ბოგველი ბესიკი
- გალეგაშვილი დავითი
- გახოკიძე რამაზი
- გიორხელიძე დემური
- დვალი გია
- დიხამინჯია თენგიზი
- ვასაძე ლევანი
- ვეფხვაძე იზა
- თავდგირიძე გიორგი
- თანდილაშვილი გიორგი
- თვალთვაძე დავით
- იამანიძე შოთა
- კაზანჯი ლუკა
- კასრაძე ალექსანდრე
- კვარაცხელია მურმანი
- კვაშილავა გია
- კვირიკაშვილი გიორგი
- კომლაძე ანა
- კუხიანიძე ლელა
- ლორთქიფანიძე ლევანი
- მაისაია ვახტანგი
- მარგიშვილი რობერტი
- მელაძე თეკლა
- მიქაბერიძე ავთანდილი
- მონიავა თემურ
- ნიჟარაძე ლუარა
- ოთარაშვილი ვაჟა
- პაპავა ლადო
- პირველი (კაჭახიძე) მანუჩარ
- რუსეცკი ალექსანდრე
- სახვაძე დავით
- სონღულაშვილი დავით
- სტურუა დიდიმი
- ქართველიშვილი გურამი
- ქუმსიაშვილი ზურაბი
- ყველაშვილი ვახტანგი
- შანიძე ლაშა
- შენგელია კახა
- შენგელია ქეთევან
- შონია ერეკლე
- ჩხაიძე ზურაბ
- ჩხეიძე ნიკოლოზი
- ჩხენკელი დავითი
- ძაძამია ანა
- ჭანტურია ლადო
- ხატიაშვილი ზაზა
- ხონელიძე ზურაბი
- ჯიბუტი მიხეილი
- აბაშიძე მედეა
- ანჩაბაძე გია
- ასათიანი ვალერი
- ბარათაშვილი პაატა
- ბასილია თემური
- ბაჩიაშვილი სოსო
- ბოლქვაძე ნიაზი
- გამსახურდია კონსტანტინე
- გასიტაშვილი ზურაბ
- გოლეთიანი ვარლამი
- კარტოზია ალეკო
- კემულარია კოტე
- მარგიშვილი დავითი
- მებაღიშვილი ნიკოლოზი
- სიგუა გიორგი
- ფალიანი ოთარ
- ფარცვანია ვახუშტი
- ფერიაშვილი ნუგზარი
- ფორაქიშვილი ნინო
- ქვარაია ზაზა
- ღებელი ჯუბა
- შარტავა კახა
- ჩილაჩავა თემური
- ჩუბინიძე ბესო
- ცოფურაშვილი გოჩა
- წივწივაძე გიორგი
- წოწორია მამუკა
- ჭელიძე გოჩა
- ხუციშვილი ელენე
- ჯავახიშვილი ნიკო
- აბულაძე ვახტანგი
- ბაკურაძე ეროსი
- ბენდელავა გიორგი
- გედეხაური გურამი
- გულაშვილი მალხაზი
- გურული ზურაბი
- კობალაძე კობა
- კოპალიანი ჯუმბერი
- კუდავა მამუკა
- მანაგაძე ირაკლი
- მანჯავიძე სოსო
- მარგველაშვილი პარმენი
- მეტონიძე გიორგი
- მეძმარიაშვილი ირაკლი
- მხეიძე ზურაბი
- ნემსაძე ერმილე
- ნიჟარაძე არჩილი
- ნიშნიანიძე ომარი
- ონოფრიშვილი დავითი
- ორმოცაძე იაკობი
- ჟვანია გოგლა
- რუხაძე ნუგზარი
- ყველაშვილი ბესიკი
- ყიფიანი გელა
- ყოლბაია ვახტანგი
- შემოქმედელი დავითი
- ჩიკვილაძე მიხეილი
- ჩიხლაძე ნიკო
- ჩხიკვაძე რამაზი
- ხურითი ლილი
დრომ დაადასტურა
- საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ. ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. და ასეთი გაბედული ადამიანებით შევქმნით დიდ ქართულ ერთობას.
კანდიდატურების დასახელება გრძელდება. 26 მაისისთვის სრულდება პირველი ეტაპი და მოხდება მისი პრეზენტაცია მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში, სწორედ იქ, სადაც გაჩნდა იდეა „ეროვნული თანხმობის“ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნის თაობაზე.
მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ ეს პროცესი უწყვეტია, განგრძობადია. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვაწოდოს თავისი წინადადებები. შესაძლებელია, თავისი კანდიდატურები პირდაპირ ეთერში დაასახელოს „ქართულ TV“ – ზე „მეცნიერთა კონგრესის დროში“. ყოველ სამუშაო დღეს, 16:00-დან 18:00 საათამდე.
უკვე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდება საზოგადოებრივი პარლამენტის პირველი კონტურები. ხოლო 1 სექტემბრისთვის უკვე პრაქტიკულად იქნება ფორმირებული. „მეცნიერთა კონგრესი“ თვლის, რომ „საზოგადოებრივი პარლამენტი“ უნდა იყოს მხოლოდ ხალხის ინტერესების გამომხატველი, თავისუფალი დაპირისპირებისგან და ორიენტირებული ერთობაზე. მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს, ხალხთან კავშირში შექმნას ქვეყნის განვითარების პროგრამები და მიაღწიოს მათ განხილვას პარლამენტში.
საზოგადოებრივმა პარლამენტმა უნდა დაიწყოს
- მეცნიერთა მიერ შემუშავებული და გელათის კონგრესზე მიღებული „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინით“.
- პროგრამის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“,
- პროგრამის „წყალი“
- პროგრამის „ბიორაციონალური საქართველო“
- ენერგეტიკული პროგრამის
საერთოდ, ქვეყანაში დასაქმების, ხალხისათვის კეთილდღეობის შემქმნელი პროგრამების განხილვა.
იმედის მომცემია „მეცნიერთა კონგრესის“ , როგორც პროგრამული დოკუმენტები, ასევე განწყობა:
- ჩვენ ვიწყებთ დიდ ქართულ პროცესს და მთავარია, არ დავივიწყოთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ დუმილი დღეს ქვეყნის ღალატის, საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
- გენიალურად თქვა მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა, „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელმა, დიმიტრი უზნაძემ: “… გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!“
- მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ დიდი მომავლის საქართველოს შექმნა!
- ნუ ვტირით და ნუ ვწუწუნებთ. საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში – ქალაქებსა და რაიონებში. ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
დრო ადასტურებს „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ ოცზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ მთავარ პოსტულატს:
- ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს გარედანმართულ, ნაქებ–ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.
სწორედ რომ ამ მოქმედების დაწყების დროა!
ჩვენ დღეს ამ დიდ ქართულ პროცესს ვიწყებთ. ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.
ზოგადი დასკვნები
ჩვენ, მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ 2006 წელს ვიდექით ეროვნული ყრილობის მოწვევის აუცილებლობის სათავეებთან, შევიკრიბეთ და მეცნიერთა ფართო წრეების, საზოგადო მოღვაწეების წარმომადგენელთა მონაწილეობით დავიწყეთ ქვეყნის პოტენციალის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და იმ კონკრეტული პროგრამის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის უდიდესი პოტენციალი.
ორწლიანი მუშაობის შედეგად:ჩვენ დავასკვენით _ ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 25-მა წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იყო. ნათელია, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, დღემდე არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 10 პროცენტზე მეტის ამოქმედება, ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით – ხელისუფლების განდევნისათვის მუდმივ ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.
ჩვენ მივაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ მძიმე შედეგს: ერთი მხრივ, ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუვერენია, ვერაფრით გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ ვერაფრით ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე.
ჩვენ ვაღიარეთ ისიც, რომ ამ ყველაფერში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, პოლიტიკაში გაქცეულიყო.
ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა უკვე 25-ე წელია განმავლობაში მიდის. დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, ვინაიდან უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც შედის არამხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა. ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, თანდათან ვკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას მივესალმებით, ვინც კანონიერების საფუძველზე აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ვადიანი თუ ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ქვეყანაში ამჟამად მოქმედი კანონი, რომელსაც ყოველი ახალი ხელისუფლება თითქოს აუმჯობესებს, მაგრამ როგორც დრო ადასტურებს – ირგებს საკუთარ თავზე და ეს ყოველივე უაზროს ხდის არჩევნებში მონაწილეობას.
სწორედ ამის შედეგია ამომრჩეველთა უკვე კატასტროფულად დაბალი აქტივობა. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია, რათა წარმატებით დაგვირგვინდეს ახალი საქართველოს – ნამდვილად დემოკრატიული, ეროვნული, ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.
ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. დღეს ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, ვისი მეთოდიცაა მეცნიერული, სისტემური მიდგომა, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ 25 წლის მანძილზე ხელისუფლებისათვის ბრძოლის ქუჩის პოლიტიკამ დაანაგვიანა პოლიტიკური პარტიებიც და ხელისუფლებაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიღმა, საქართველოს დღევანდელი რთული მდგომარეობისთვის, სწორად მოაზროვნე გაცილებით მეტი პოლიტიკოსია, ვინემ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.
ჩვენ არასწორად მივიჩნევთ არჩევნების წინ პარტიების გაერთიანების 25-წლიან პრაქტიკას და მიგვაჩნია, რომ პარტიები უნდა ერთიანდებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შედეგების მიხედვით – პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ მსოფლიოში.
ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც არნახულად გაიზარდა გარე ძალების ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როცა გარედან, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური, არნახული მხარდაჭერა აქვს იმ ძალებს, რომლებიც გამოირჩევიან ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით, პოლიტიკური კორუფციით.მომავლის საქართველოსათვის აუცილებლად მიგვაჩნია, დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
V კონკრეტული წინადადებები მოქმედებისათვის
- ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ ხელისუფლებაშიც.
ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა.
- ჩვენ ვსწავლობთ და ვაანალიზებთ ცნობილი მოღვაწეების – მეცნიერთა, ხელოვანთა, პედაგოგთა, ექიმთა , სპორტსმენთა მოსაზრებებს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომელსაც ეტაპობრივად წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ მათი მოსაზრებები, თუ ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს პარლამენტი.
- ჩვენი პოზიცია პრინციპულია: იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ – მიგვაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა გავწიეთ, მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც, ხელისუფლებასთანაც და დიასპორაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს პროცესი გრძელდება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია.
- კონგრესის მთავარი დოკუმენტები გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს. ვინაიდან მიგვაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვართ, ურთიერთკომპრომისებით შევძლებთ ეროვნული თანხმობის, ხალხის ნდობით აღჭურვილი პარლამენტის ფორმირებას. ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნებოდა .ამჟამად სრული უყურადღებობა, როგორც იტყვიან, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა მკვდარია. იმედს არ ვკარგავთ. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ თანამშრომლობისათვის და აქვე ვაქვეყნებთ იმ წერილის ტექსტს, რომელიც თვენახევრის წინ ერთხელ უკვე გავუგზავნეთ პოლიტიკურ პარტიებს.
- ჩვენ გამოვაქვეყნეთ მიმართვა განსაკუთრებული პოზიციით, რომლის მიზანია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. აქაც უყურადღებობა და იგნორირებას წავაწყდით. ჩვენ ამ წერილს კვლავ ვაქვეყნებთ, ხალხმა უნდაიცოდეს ჩვენი პოზიცია და თავად განსაჯოს , ვის ეშინია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა.
დასკვნის სახით
ლი პოზიციით, რომლის მიზანია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. აქაც უყურადღებობა და იგნორირებას წავაწყდით. ჩვენ ამ წერილს კვლავ ვაქვეყნებთ, ხალხმა უნდაიცოდეს ჩვენი პოზიცია და თავად განსაჯოს , ვის ეშინია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა.
დასკვნის სახით