მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება!

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა, საქართველოს მოქალაქეებისადმი, საზოგადოებისადმი, საქართველოს მეგობრებისადმი

 

ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამუ- ლიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსა- მსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს – ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე: დაეთათბირეთ ვისაც გნებავთ – ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ… დაეთათბირეთ ოჯა- ხის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანა- მშრომლებს … დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამე- ნტი, საქართველოს ხელისუფლება… ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახე- ლოთ რამდენიმე პიროვნება, არაუმეტეს ათისა. დავასახელოთ მომავლის საქა- რთველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილე- ბის მომავლისადმი პასუხისმგებლობით… დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმუდგენლად დიდი მომა- ვლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკა- ცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი, როგორც ამას მსოფლიოს უდი- დესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც.

ოთხი რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე, ინტელექტი და გამბედაობა და- მანგრეველი ხდება! ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა… ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ეროვნული თანხმობის პარლამენტში“ ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმო- მადგენელი ჰყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას… მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა

– ასაკი, რომ მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები. თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან, მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს. ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის სიბრძნის – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! და კიდევ ერთი, რაც მთავარია: საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება: „ბედ- ნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“!

კარგი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში ცნობილმა აკადემიკოსმა, რომელსაც ერთი თვის წინ ვთხოვეთ, მოეწოდებინა სია ათამდე ადამიანისა, რომელთა გარე- შეც ვერ წარმოუდგენია ქვეყნის ხელისუფლება. დამატებით ერთი თვე გვთხოვა და ისიც გვითხრა: „შეიძლება ჩემ სიაში 7-8 ზე მეტი პიროვნება არ იყოსო.“ – აი, პა- სუხისმგებლობა! თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგე- ბით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზრო- ვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლო- ბის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებ- ლობაზეა დამოკიდებული!

ჩვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებ- რძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ… ფეხბუთელებმა და- გვარწმუნეს, რომ ერთობა ავლენს ეროვნულ ენერგიას… დრო იმაშიც გვარწმუ- ნებს, რომ პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი, ანაწევრებენ, ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ! მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია – დღეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია უარი – „ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეაზე“. თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს – დაპირისპირებას და კონფრო- მტაციას, – გამარჯვების ფორმულად ხალხის და მეცნიერების ერთობა გვრჩება!

ერთად გავიმარჯვოთ მომავლის საქართველოსთვის!

თუ გვინდა არჩევნებით გაიმარჯვოს ქვეყანამ, ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მაშინ საარჩევნო სია ხალხმა უნდა შეადგინოს!

მეცნიერთა კონგრესის ამ პოზიციას დიდი მხარდაჭერა აქვს. უამრავი ადამიანი გა- მოეხმაურა. აშკარაა, რომ ხალხი დაიღალა პარტიული ძიძგილაობით… ხალხი დარწმუ- ნდა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია მომავლის საქა- რთველოსთვის, ვიდრე პარტიებში. კარგია, რომ მოსახლოების უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ პარტიების პარლამენტი, პარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე კონფრონტაციის გა- გრძელება იქნება, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ხალხისა და მეცნიერების შეე- რთებაშია, მეცნიერულ პროგრამებთან ხალხის დაკავშირებაშია, პირველი შემოთავაზე- ბები მართლაც რომ იმედიანია. 400-მდე ადამიანმა გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება, დასახელებულია 700-ზე მეტი კანდიდატი, ბედნიერებაა, რომ წარმოდგენილია ყველა თაობა, თითქმის ყველა რეგიიონი. აშკარად იკვეთება პატივისცემა პროფესიონალიზ- მისადმი, გონებადამჯდარი ადამიანებისადმი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იქმნება დიდი ერთობა, რომლის საყრდენებად იქნება – ნიჭიერება, გამოცდილება, პატიოსნება, სულიერება, ერთგულება ეროვნული იდეისადმი.
პრეზიდენტობის კანდიდატად ყველაზე მეტი ხმა ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს. ის მა- რთლაც საქვეყნო კაცია, დიდი გამოცდილებით. ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
ვაქვეყნებთ იმ პორვნებათა სიას, რომელთაც დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს პარლამენტში არჩევისათვის:
• ლადო პაპავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიტენტი;
• რამაზ გახოკიძე – აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
• ზურაბ ხონელიძე – სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია, განათლების მეცნიერე- ბათა აკადემიის პრეზიდენტი;
• გურამ ქართველიშვილი – მწერალი, რეჟისორი, სატელევიზიო სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ავტორი;
• დემურ გიორხელიძე – ანალიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი;
• ნიკოლოზ ჩხეიძე – ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი;
• ერეკლე შონია – მეცნიერთა კონგრესის სპიკერი;
• გია კვაშილავა – მეცნიერების დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი;
• კახა შენგელია – მეცნიერების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
• გიორგი თანდილაშვილი – ახალგაზრდა ფერმერი;
• ანა ძაძამია – ახალგაზრდა პედაგოგი, სტუდენტური პარლამენტის სპიკერი;
• დავით გალეგაშვილი – მეცნიერების დოქტორი, საბანკო-საფინანსო სისტემის რე- ფორმირების და სოფლის აღორძინების პროგრამების ავტორი;
• ლუკა კაზანჯი – ახალგაზრდა იურისტი, ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის აკადემიის წევრი, მითოგენური ექსპერიმენტული აზროვნე- ბის სისტემის ავტორი.
• ალექსანდრე კასრაძე – სოციალური დიზაინერი, პროგრამის „ეკო სოფელი“ ავტორი;
• ზურაბ ქუმსიაშვილი – ექიმი, მეცნიერების დოქტორი, ეკოლოგიურად სუფთა პრო- დუქტების შექმნის პროგრამების ავტორი.

კანდიდატურების დასახელება გრძელდება, მადლობა ყველას, ვინც ჩაერთვება ამ პროცესში. შემდგომი სია გამოქვეყნდება 15 ივლისისთვის, საბოლოო 5 აგვისტოსთვის. ამოცანა ძალიან კონკრეტულია: საქართველოს პარლამენტში საჭიროა ხალხის განწყო- ბის გამომხატველი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ – ვალდებუელებებისგან.
მეცნიერთა კონგრესი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ დღეისთვის არის რამდენიმე პარტია, რომელთაც უარი თქვეს საკუთარი პარტიებისთვის ბრძოლაზე, გაიზიარეს მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის თა- ობაზე, იზიარებენ მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს, ქვეყანაში სისტემური ცვლილე- ბების თაობაზე, ეს პარტიებია: „თეთრები“, მამული, ქართველ ნაციონალისტთა ერთობა (შემოერთების პროცესი გრძელდება), ჩვენ მათთან ერთად ვთანხმდებით, რომ თუ სა- პარლამენტო პარტიები უარს იტყვიან ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნაზე და გააგრძელებენ ბრძოლას პარტიული ინტერესებით, მაშინ ჩვენს მიერ დასახელებული პარტიები მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს და რადგან კანონმდებლობა სხვა უფლებას არ იძლევა, პარტია „თეთრებს“ სრუ- ლად დაუთმობენ მეცნიერთა კონგრესს.
ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებულ ტელევიზია „ქართულ TV“-სთან. მეცნიერთა კონგრესის გადაცემები დაგეგმილია ყოველ სამუშაო დღეს: სამშაბათს და პარასკევს – 15:00, ხოლო ორშაბათს, ოთხშა- ბათს და ხუთშაბათს – 16:00.
უყურეთ და სხვასაც ურჩიეთ რომ უყურონ ტელევიზია „ქართულ TV“-ს

კონტაქტისთვის:
tetrebigeorgia@gmail.com;
+995 597 57 04 19

www.tetrebi.org
მეცნიერთა კონგრესის საინფორმაციო სამსახური …

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *