"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესიპროგრამულიპროექტებისლაიდერი

იმედის პროგრამა (განახლებული ვარიანტი) (PDF)

მეცნიერთა კონგრესმა მოამზადა   გაზეთის განახლებული ვარიანტი. წარმოგიდგენთ მის პროექტს. ველით მოსაზრებებს და წინადადებებს.

იმედის პროგრამა ()PDF

იმედის პროგრამა

მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი,
ხელისუფლების ჩათვლით, საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად

 

• ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ 30 წელია, საქართველო ცხოვრობს პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების ეპოქაში, პარტიათა ბრძოლაში დაიკარგა საქართველო, მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა, ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა, ვცხოვრობთ სიყალბეში, ოლიგარქიულ _ პოლიციურ რეჟიმში. ხელისუფლებების პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ, პრაქტიკულად, მკვდარია, მართვის დღევანდელმა სისტემამ, პარტიების გაფეტიშებამ, ხელისუფლებებისა და პარტიების მიერ მოაზროვნე ადამიანების იგნორირებამ მოგვიყვანა დღევანდელობამდე, კრიზისმა რეალურად კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება, მართლაც, აღარ შეიძლება!

• განვიხილოთ, მივიღოთ და ხელისუფლებებისადმი კატეგორიულად მოვითხოვოთ მეცნიერთა კონგრესის 21 პუნქტიანი პროგრამის შესრულება. შევქმნათ მის შესრულებაზე ხალხის კონტროლის სისტემა, პრინციპის „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ _ მოქმედებაში მოყვანის საკითხი.

• ვაღიაროთ, რომ ვცხოვრობთ კოვიდ-ფაშიზმის პირობებში და ასე გაგრძელება ქვეყნის დასასრულის, მოსახლეობის გენოციდის ტოლფასია.

• გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება რიონის ხეობაში მიმდინარე ფარულ პროცესებთან და არჩევნების შემდგომ, ხელისუფლების მზაკვრულ ზრახვებთან დაკავშირებით.

• გამოვაცხადოთ დიდი სახალხო მოძრაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, ქვეყნის და ქვეყანაში მოქმედი ბანკებისგან მოსახლეობის დახსნისა და განთავისუფლების მიზნით.

• გამოვაცხადოთ დასაქმების მასშტაბური პროგრამა, კატეგორიული გავხდეთ ხელისუფლებების მიმართ დასაქმების თვალსაზრისით.

• ჩამოვაყალიბოთ კატეგორიული პოზიცია არნახულად მომძლავრებული, ლამის სახელმწიფო პროგრამად გამოცხადებული სათამაშო ბიზნესთან, კაზინოებთან დაკავშირებით. (სამარცხვინოა საქართველოს პირველობას ფეხბურთში `კაზინო-­აჭარაბეთი~ ატარებს, ბათუმის ახლადგახსნილ სტადიონს `აჭარა-ბეთი~ ეწოდა).

• მოვითხოვოთ, რომ იმუნიტეტის გაძლიერება გამოცხადდეს სახელმწიფო პროგრამად. აიკრძალოს პესტიციდების შემოტანა, ქვეყანა გადავიყვანოთ ორგანულ საკვებ პროდუქტებზე, მოვითხოვოთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა და მის მთავარ საყრდენად ქართული სოფლის აღიარება.

• დავადასტუროთ ჩვენი მადლიერება ემიგრანტებისადმი, კატეგორიულად მოვითხოვოთ საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლა. მისი მიზანი უნდა იყოს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა ქვეყანაში დაბრუნება, უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად წამსვლელთა მინიმუმამდე დაყვანა, საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად უცხოელთა ჩამოსვლის პრაქტიკულად აკრძალვა.

• გამოვხატოთ პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და მოვითხოვოთ ამ პრაქტიკულად მივიწყებული საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება.

• საერთო-სახალხო შეკრების სახელით, მოვითხოვოთ ფართო დისკუსიის დაწყება საინფორმაციო საშუალებებში, პარლამენტსა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, მეცნიერთა 21-პუნქტიან პროგრამასთან, ამ წინადადებებთან და შეკრებაზე მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

• გამოვაცხადოთ საქართველოს ეროვნული სიმდიდრე საქართველოს მოსახლეობის, თანამემამულეების საკუთრებად, ხელის აწევით დავადასტუროთ ჩვენი თანხმობა მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისადმი თანამესაკუთრეობის შესახებ და საერთო-სახალხო შეკრების სახელით, მოვითხოვოთ მისი მიღება საქართველოს პარლამენტში.

 18 სექტემბერს ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მთავარზე: საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ახერხებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილ იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.

კონგრესის მიმართვა მოსახლეობისადმი

ხალხს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ვთავაზობთ ქვეყანაზე ორიენტირებულ სისტემური ცვლილებების პროგრამას, იგი ეკუთვნის ყველას, ვინც მას აღიარებს.

საქართველოს მოსახლეობას გთხოვთ, არჩევნებზე ხმა მიეცით მხოლოდ იმ პოლიტიკურ ­ძალებს, რომლებიც აღიარებენ მეცნიერთა პროგრამას და იზიარებენ იმ წინადადებას, რომ ორი წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი, რომლის დროსაც ხალხი შეაფასებს მიცემული სიტყვის შესრულების მდგომარეობას და გადაწყვეტს გაუგრძელოს თუ არა მანდატი ხელისუფლებას.

კონგრესის მიმართვა ხელისუფლებისადმი:

ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ვაფასებთ ხალხისა და მეცნიერების მიერ ხელისუფლების პირველ პირებთან გაგზავნილი პროგრამული წერილებისადმი სრული იგნორირების პოლიტიკას. ასე გაგრძელება შეუძლებელია. უყურადღებოდ რჩება ხალხის და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული უამრავი მოსაზრება და წინადადება. სწორედ ეს არის ერთ-­ერთი მიზეზი, რომ ხდება გაუცხოება ხალხის და ხელისუფლების დამოკიდებულებაში _ მდიდარ ქვეყანაში ­ვცხოვრობთ ღარიბად.
ხელისუფლებისაგან ვითხოვთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციას.
სიტყვა ხელისუფლებაზეა. შეფასება _ 18 სექტემერს.

კონგრესის მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი:

ბატონებო, 30 წელია, საქართველო ცხოვრობს პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების ეპოქაში. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში დაიკარგა საქართველო, ფეხქვეშ ითელება ხალხის ინტერესი. ჩვენს მიერ შემუშავებული სისტემური ცვლილებების პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით იარაღია ამ მიზნის მისაღწევად“, ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას აღიარებს. გთავაზობთ, გაეცნოთ ამ პროგრამას და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. ჩვენი სურვილია, ეს მოხდეს 18 სექტემბრის სახალხო შეკრებამდე. ამ შეკრებაზე ყველანი ვიყოთ, როგორც რიგითი ჯარისკაცები. სახალხო შეკრებამ უნდა მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია პროგრამისადმი, რეკომენდაცია მისცეს ამომრჩეველს, დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აღიარებენ და სამოქმედოდ იღებენ მეცნიერების 21 პუნქტიან პროგრამას.

კონგრესის მიმართვა საინფორმაციო საშუალებებისადმი:

მეცნიერთა დიდმა გუნდმა მხარი დაუჭირა ცნობილი მოღვაწეებისა და მამულიშვილების: მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის, ტარიელ ხარხელაურის, რომან რურუას ხელმოწერილ ეროვნულ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი _ ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, მის გაგრძელებად შექმნა ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება _ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. გულისტკივილით ვამბობთ, რომ პოლიტიკური საუბრებით გაჯერებულ საინფორმაციო სივრცეში წუთიც არ მოიძებნა ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ამ პროგრამების გასაანალიზებლად, ხალხისთვის მისაწოდებლად.

ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ეკუთვნის და ერთად ვიფიქროთ მომავლის საქართველოსთვის. მომავლის საქართველოს კონტურები კი ამ დოკუმენტებშია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროგრამულ დოკუმენტს „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“. გთავაზობთ ფართო დისკუსიას 21 პუნქტიან პროგრამულ დოკუმენტთან დაკავშირებით. სასურველია, მოხდეს მეცნიერთა გუნდის წარმომადგენლებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელთა შეხვედრა. განსაზღვრული გვაქვს, რომ 18 სექტემბერს უნდა შედგეს დიდი სახალხო შკრება, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მეცნიერთა კონგრესს ამ საქმეში სჭირდება საინფორმაციო საშუალებების თანადგომა, უიმედობით სავსე საქართველოში ხალხთან იმედიანი სიტყვის მისატანად და მოქმედების დასაწყებად. გთავაზობთ თანამშროლობას! სიტყვა თქვნზეა!

კონგრესის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისადმი, საქართველოს უცხოელი მეგობრებისადმი, ხალხის ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით!

კონგრესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლის ხალხის მსახური ტელევიზიის შექმნას. ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. ამაზე ოცნებობდნენ დიდი მამულიშვილები: მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი. ჩვენ ეს რეალობად უნდა ვაქციოთ და გადაწყვეტილების შესაბამისი პროექტი შევთავაზოთ 18 სექტემბრის სახალხო შეკრებას. დარწმუნებული ვართ, რომ მანამდე საქართველოსა და საქართველოს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, საქართველოს მეგობრები, შემოგვთავაზებენ კონკრეტულ წინადადებებს დაფინანსების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პოლიტიზირებული ტელევიზიების და საინფორმაციო სივრცის პირობებში, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მომავალს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ვთვლით მართალი ტელევიზიის შექმნის იდეის რეალიზებას.

მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცხოვრობდეთ!

მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ სისტემური ცვლილებების პროგრამას

ახლა სიტყვა ხალხსა და ხელისუფლებაზეა!

 

პირველი: მიწა, ტყეები, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება!

ვიზიარებთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას, რომელიც გამოხატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ: არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვთ უფლება, გაყიდონ საქართველოს მიწა. ვთვლით, რომ ის, რაც ბუნების მიერაა ბოძებული ბუნებრივი სიმდიდრეები ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, თანამემამულეებს. განისაზღვროს კანონი და შედგეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტების სია, ისე როგორც ეს არის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და დაუშვებელია მათი გაყიდვა _ გასხვისება ან მფლობელობაში გადაცემა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე. თუ ამის სახელმწიფოებრივი აუცილებლობა დადგება, საკითხი უნდა გადაწყვიტოს საერთო-სახალხო რეფერენდუმმა. ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებიდან, სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსული მოგების უდიდესი ნაწილი (მინიმუმ 80%) განაწილდეს ხალხზე ისევე, როგორც ეს არის მიღებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

მეორე: რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად!

საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული, თუ ასაშენებელი ყოველი ჰესი უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს. ამჟამად ენერგეტიკა გასულია სახელმწიფო კონტროლიდან და ის სხვადასხვა ფინანსური კლანების ხელშია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
_ კონფერენციის ჩატარება, თუნდაც საერთაშორისო მასშტაბის, რიონის ხეობასთან დკავშირებით პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით;
_ საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
_ სამთავრობო გადაწყვეტილების მიღება ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის შესაქმნელად მსოფლიოში მიმდინარე პროგრესული პრინციპების გათვალისწინებით.
_ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის თაობაზე მთავრობის განკარგულების და თურქულ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების გამოქვეყნება გაზეთებში;
_ დავიწყოთ მეცნიერთა კონგრესის წინადადების განხილვა: რიონის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების და ტვიშისა და უსახელოურისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მესამე: საჭიროა ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია!
მოქმედი კონსტიტუცია გამოხატავს არა ხალხის, არამედ პარტიების ინტერესებს, დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციის ახალ პროექტზე, რომელიც უნდა მიიღოს საერთო-სახალხო რეფერენდუმმა. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელიც არ დაუშვებს ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მოსვლას სათავეში. როგორც ეს არის გარან­ტირებული აშშ-ისა და ევროპის დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებით.

მეოთხე: უნდა დაუბრუნდეს ხალხს რეფერენდუმის ჩატარების უფლება!

აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარებისა და იმპიჩმენტის მოწყობის გამარტივებული სისტემა, რომ ხალხს, ჰქონდეს უფლება, განახორციელოს მისი, როგორც სუვერენის უფლებები. იმპიჩმენტი მოუწყოს პრეზიდენტს და ყველა იმ ხელისუფალს, რომლის მიმართაც უკმაყოფილება ძლიერდება ხალხსა და ქვეყანაში.
მეხუთე: „საარსებო კალათა“ განსაზღვრის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად!
განისაზღვროს 2022 წლის პირველი იანვრიდან _
პენსია; მინიმალური ხელფასი; ლტოლვილთა შემწეობა; უმუშევართა ­შემწეობა; სტიპენდია; სამხედრო ვეტერანის პენსია _ გაუტოლდეს საარსებო კალათის ღირებულებას და განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე.

მეექვსე: შეიქმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო!

ვიზიარებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის წინადადებას, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მაგალითზე შეიქმნას „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ (სახელწოდება პირობითია. ეს გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის), უფროსი თაობის იმ წარმომადგენელთაგან, ვისაც დაუგროვდა დიდი გამოცდილება, აქვს როგორც საქვეყნო, ასევე საერთაშორისო აღიარება, ცხოვრობდნენ ხალხის ცხოვრებითა და განწყობით. მისი ფუნქციები და მოვალეობები განმტკიცდეს კანონმდებლობით.
მეშვიდე: ხალხს სურს რეალური სამართლიანობა!

მეშვიდე: ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა!

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ არ არის სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. 30 წელია, პარტიებისთვის სამართლიანობა იქცა საარჩევნო ლოზუნგად და რეალურად არაფერი შეცვლილა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა ღალატობს სამართლიანობის პრინციპებს და მიღებული კანონებიც კი, არ არის სამართლიანი, თავდაყირა აყენებს სამართლიანობის განცდას. სამართლიანობის პრინციპებს უნდა ადგენდეს მეცნიერთა ფართო დიაპაზონის შემადგენლობა და ხელისუფლება ასრულებდეს. დამღუპველია, როცა სამართლიანობის პრინციპებს ადგენენ დაინტერესებული ჯგუფები და პიროვნებები. ჩვენ დღემდე ვერ შევძელით 1991-92 წლების სამხედრო დაპირისპირების და ამ დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლის ვერც რეალური მოტივების, რეალური მიზნების და რეალური შედეგების დადგენა, ვერც ხალხისთვის დამაჯერებელი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების გაკეთება. დაუსრულებელია 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის დარბევის, 2020 წლის 20 ივნისის მოვლენების შესწავლა. რომელთა სამართლებრივი შეფასების გარეშე გაგვიჭირდება ქვეყნის გაერთიანება, სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრა და მომავლის სწორი ორიენტირების განსაზღვრა.

მერვე: შეიქმნას ქვეყნის განვითარების პროგრამა!

მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ქვეყნის პოტენციალის ინვენტარიზაცია და გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუკერძოებელი, ზეპარტიული ანალიზი, შედგეს პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად მოქმედებაში მოიყვანს ქვეყნის პოტენციალს;

მეცხრე: სახალხო განხილვისთვის გამოtანილ იქნეს პიროვნებათა, პროფესიონალთა პარლამენტის კონცეფცია!

ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ წინადადებას, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პიროვნებათა პარლამენტის, პროფესიონალთა პარლამენტის, ანტიკორუფციული პარლამენტის შექმნის თაობაზე, ვიმსჯელოთ სახალხოდ, სატელევიზიო და საინფორმაციო სივრცეში, ხალხთან უშუალო შეხვედრებით და დავასრულოთ რეფერენდუმით;

მეათე: აიკრძალოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან!

აიკრძალოს პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (პარტიები უნდა ფუნქციონირებდნენ საწევრო გადასახადებებისა და შემოწირულობების ხარჯზე), უარი ითქვას დეპუტატის იმუნიტეტზე, ყოველგვარ პრივილეგიაზე, დაკანონდეს დეპუტატის გამოწვევის სისტემა, დეპუტატის ხელფასი განისაზღვროს საარსებო კალათის ღირებულების ორმაგი ოდენობით, ანუ პენსიონერის პენსიის ორმაგი ოდენობით.

მეთერთმეტე: შემცირდეს სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა!

სახელისუფლებო ვერტიკალში მუშაობს 10-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე სოციალისტური სახელმწიფოს პირობებში, როცა ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება იყო და ყველაფრის მართვა ხელისუფლების მიერ ხდებოდა. უხეში გათვლითაც კი, 100 ათასამდე ადამიანი ზედმეტ ტვირთად აწევს სახელმწიფო ბიუჯეტს. ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მაღალკვალიფიციურია და ამ სისტემით სრულ დეკვალიფიკაციას ღებულობს. გვჭირდება სპეციალური კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის ამ სიმძიმისაგან გასანთავისუფლებლად და გამონთავისუფლებულ ადამიანების დასასაქმებლად. ამ ღონისძიებით სახელმწიფო ბიუჯეტი, სულ მცირე, 500-700 მლნ. ლარის ეკონომიას მიიღებს.

მეთორმეტე: ქვეყნის განვითარებისთვის დამკვიდრდეს სამართლიანობა და შეიქმნას სამართლიანი საინფორმაციო სივრცე!

საინფორმაციო სივრცე პოლიმეთორმეტე: ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის Taobaze!ტიზებულია, აბსოლუტურად დაცილებულია დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს: მესაკუთრეს შეუძლია მხოლოდ მისი ფავორიტები ალაპარაკოს, მოწინააღმდეგეები ლანძღოს და მათ ელემენტარული პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მისცეს. ქვეყნის მომავალს სჭირდება დემოკრატიის მაღალი ხარისხის საინფორმაციო სივრცე, საერთაშორისო გამოცდილებით. დღეს არსებული სისტემით, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ქვეყნდება უმძიმესი ბრალდებები, რაზეც არც პროკურატურა იწყებს მოკვლევას და არც კრიტიკის ადრესატი არ მიმართავს სასამართლოს, ეს არც თავისუფლებაა და არც თავისუფალი მედია. ეს არის დაპირისპირებისა და ანარქიის გზა, რომელიც აძლიერებს კლანურ მმართველობასაც და კლანებს შორის დაპირისპირებას. თუ მინისტრებზე სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებზე მამხილებელი მასალები გამოქვეყნდა, ან სახელმწიფო მოხელე უნდა იყო პასუხისგებაში მიცემული ან ჟურნალისტი, ცრუ ინფორმაციისა და ცილისწამებისთვის. უნდა აღდგეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული კანონი ცილისწამებისა და პიროვნების ღირსების შელახვის ­შესახებ.

მეცამეტე: პლურალისტური დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად გადაიდგას სახელისუფლებლო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები!

პირველ ეტაპზე ვიდრე ფულის ­განმკარგავს ნიშნავს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, მის კონტროლს უნდა ახორციელებდნენ ოპოზიციის მიერ დანიშნული კადრები. ყოველ ქალაქსა და რაიონში, პოლიციის უფროსს, მოსამართლეს, განათლების საბჭოს, უნდა ირჩევდეს ხალხი, რათა ამ რგოლებზე ხელისუფლების გავლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ფაქტია, მართვის დღევანდელი სისტემა ეწევა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეთა, შემოქმედებითი სფეროს ადამიანთა პოლიტიზებას, მათი ავტორიტეტის შელახვას. ეს უნდა დასრულდეს და ამის გარანტია კანონი მეცენატობის შესახებ.

მეთოთხმეტე: შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები საბანკო და სხვა სისტემების მიერ დაზარალებულ პირთა პრობლემის მოსაგვარებლად !

ვაზუსტებთ შიდა ვალის იმ ნაწილს, რომელიც მოსახლეობისგან არის წამოღებული უსამართლოდ ბანკების (სახელმწიფო თუ კომერციული) უნიათო საქმიანობის, თუ გაკოტრების შედეგად. ამას უნდა დაემატოს ის ვალი, რომელიც სახელმწიფოს უკვე აღიარებული აქვს, მხედველობაში გვაქვს თანხები, რომელიც მოქალაქეებს საბჭოთა ბანკებში ჰქონდათ შეტანილი და დაკარგეს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. სამართლიანობა მოითხოვს მოსახლეობას დაუბრუნდეს ეს თანხები. პირველ ეტაპზე მათ, ვისაც ექნება პროგრამა ქვეყანაში მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა. ასეთ პიროვნებებს ფული უნდა ჩაერიცხოთ დანიშნულებისამებრ, სამეწარმეო საქმიანობისთვის ბანკში შეტანილი ფულის იმდროინდელი დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

მეთხუთმეტე: გატარდეს აუცილებელი და რადიკალური საბანკო რეფორმა!

ქვეყნის განვითარება შეუძლებელია საბანკო სისტემის რეორგანიზაციის გარეშე. დანგრეული ეკონომიკის და გაჩანაგებული სოფლის ქვეყანაში, ­გვყავს მილიონერი ბანკირები, გვაქვს ბანკები წარმოუდგენელი მოგებით. უნდა შევძლოთ საბანკო ტერორისგან მოსახლეობის განთავისუფლება. ჩვენი გათვლებით, რეალურია ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს წლიური საბანკო კრედიტით 3-5 პროცენტის ფარგლებში, სასურველია, 1-2 წელი ჰქონდეს თავისუფალი რეჟიმი. ამავე კანონმა უნდა შექმნას პირობები, როდესაც საბანკო პრობლემების მქონე პირებს ექნებათ ბიზნესის წარმოების საშუალება. აუცილებელია არამომგებიანი სახელმწიფო აგრარული ბანკების დაარსება, სოფლის მეურნეობის პროექტების იაფი სესხის დასაფინანსებლად. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დანაშაულია პრივატიზაციის ის მასშტაბები, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, რადგან ამ საბანკო რეჟიმის პირობებში, პრაქტიკულად, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საბანკო სისტემის რეფორმამდე შეჩერდეს სამმილიარდ ლარიანი პრივატიზაციის პროგრამა, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ, მეტიც, ჩვენ უნდა შევძლოთ ძლიერი ქართული ბიზნესპროგრამების დაკრედიტების სისტემის ცივლიზებული ქვეყნების საბანკო პროცენტებთან მიახლოება. პრინციპულია, რომ ბანკებს არც პირდაპირ და არც ირიბად არ ჰქონდეთ არაპროფილური საქმიანობის უფლება.
მეთექვსმეტე: შეიქმნას მიგრანტთა დაბრუნების ეფექტური პროგრამა!

უნდა ვაღიაროთ, რომ არა ემიგრანტები და მათი გზავნილები, ქვეყანა პრაქტიკულად არ იარსებებდა. ჩვენი გათვლებით, 5-7 პროცენტით მეტი იქნებოდა ქვეყანაში სიკვდილიანობა. ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერი მათ მიმართ და არ ვფიქრობდეთ ემიგრანტთა რიგების ზრდით ქვეყანაში გარკვეული ტიპის სოციალური თუ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ემიგრანტთა ღირსეული დაბრუნების მასშტაბური პროგრამა, რომელმაც პირველ ეტაპზე ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების ბიზნესის განვითარებას. ჩვენი გათვლებით, რეალურია ემიგრანტთა დაბრუნების 300-400 მილიონიანი ყოველწლიური ფონდის შექმნა, რაც შეცვლის ბიზნესს, ქვეყნის ბიუჯეტს და ქვეყანასაც გაცილებით უფრო სტაბილურს გახდის. ჩვენს თანამემამულეებს ჩამოუყალიბდათ განსაკუთრებული პროფესიული ცოდნა, უამრავს აქვს კარგი კონტაქტები საქართველოში ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებთან, ბევრს აქვს საშუალება, უცხოეთში აიღოს კრედიტები. თუ სახელმწიფო მათი დაბრუნების და ბიზნესში ჩართვის გამჭვირვალე გარანტიებს შექმნის, თუნდაც იმით, რომ როცა მოდის კონკრეტული ბიზნესპროგრამით და გარკვეული თანხით, სახელმწიფო ერთი იმდენით გვერდით უნდა დაუდგეს, ასეთი ბიზნესით შექმნილი სამუშაო ადგილების მინიმუმ ნახევარი, ემიგრანტებისთვის იქნება განსაზღვრული.

მეჩვიდმეტე: შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წინამძღვრები ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად!

ვადასტურებთ, რომ სამარცხვინო მდგომარეობაშია ამომრჩეველთა სიები. პარადოქსია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ლამის მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. თვით მოსახლეობა მოითხოვს სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის გამოცხადება. შეზღუდულია ქვეყნის გარეთ გასულთა პოლიტიკური უფლებები, იყოს არჩეული და აირჩიოს. სერიოზული ცვლილებებია საჭირო საარჩევნო სისტემაში გაყალბების გამორიცხვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის (უნდა გაუქმდეს პარტიების დაყოფა კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად), და საერთოდ, საარჩევნო სისტემის საერთაშორისო დემოკრატიულ პრინციპებთან მიახლოების თვალსაზრისით, მიუღებელია პარტიების უმრავლესობის მიერ გაფეტიშებული პროპორციული საარჩევნო სისტემა და ვთვლით, რომ ქართულ სინამდვილეს გაცილებით მეტად შეესაბამება მაჟორიტარული სისტემა, მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლების საქმიანობის განმსაზღვრელი ისეთი მკაცრი კრიტერიუმებია ჩამოყალიბებული, რომ არაპროფესიონალს და ფულიანს უკარგავს ხელისუფლებაში მისვლის სურვილს. მიგვაჩნია ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ ემიგრანტებსაც. სადაც აღრიცხვაზეა იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც საქართველოში ირჩევს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ ქვეყანაშიც ემიგრანტთა მიერ უნდა ხდებოდეს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა.

მეთვრამეტე: მოხდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!

სახელისუფლებო სისტემაში, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე, არ არის გამიჯნული ფუნქციები. ქვეყანა იმართება არა სისტემურად, არამედ იმპულსურად და ერთპიროვნულად. უნდა მოხდეს სახელმწიფო აპარატების დეპოლიტიზაცია, როგორც ეს არის დემოკრატიულ ქვეყნებში. საჭიროა სისტემა, რომ მაღალი თანამდებობის პირები როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ დონეზე გრძნობდნენ პასუხისმგებლობას არა მისი უფროსის, არამედ ხალხის წინაშე, რაც შეიძლება ნაკლები პირი ინიშნებოდს ცენტრიდან, გაცილებით მეტს ირჩევდეს ხალხი და ხალხის მიერ ქალაქებსა და რაიონებში არჩეული არჩევითი ორგანოები (საკრებულოები, მუნიციპალიტეტების გამგეობები). გუბერნატორიც კი, ან უნდა ირჩეოდეს საერთო სახალხო წესით, ან მხარის ყველა ქალაქის და რაიონის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით. დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისა და ხალხისადმი მთავრობის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, მით უფრო, როცა ვაღიარეთ, რომ საპარლამენტო ქვეყანა ვართ, სწორი იქნება პრეზიდენტის და მთავრობის თავმჯდომარის, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირველი პირების არჩევაში, გარკვეული ფორმით (ერთი მუნიციპალიტეტი _ ერთი ხმა, ან მხარეებს ხმების თანაბარი რაოდენობა), მონაწილეობდნენ საქართველოს მხარეები, მუნიციპალური ფორმირებები.
მიგვაჩნია, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი არჩევითი ორგანოების ­ფუნქციები. მოხდეს მართვის, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია.

მეცხრამეტე: ქვეყნის შემდგომი კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად, ჩატარდეს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი!

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთაა გასული, რომ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 87-ზე მეტ ქალაქში, თითოეულში 1000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მისაღებია გადაწყვეტილება „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე, პრინციპით, რომ მსოფლიოს იმ 87 ქალაქში და საქართველოს ყველა რეგიონში, ტარდება კონგრესის სესიები და ყველაფერი ეს მთავრდება მსოფლიო კონგრესით თბილისში (ჩვენს მიერ შემუშავებულია სისტემა, რომელიც გამორიცხავს ამ საქმეში სახელმწიფო ფულის ხარჯვას).

მეოცე: კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად მიღებულ იქნას “ლუსტრაციის კანონი“!

ბოლო სამათეულ წელიწადში მომრავლდა ქმედებანი, რომლებიც ზიანს აყენებენ ქვეყნის უშიშროებას, ძლიერებას, ერთიანობას. ამიტომ, საჭიროდ მიგვაჩნია: ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს 2007 წელს გაუქმებული ცნება _ სახელმწიფო ღალატის შესახებ, ხოლო კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სახელმწიფო ღალატს.

ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე აუცილებლად მიგვაჩნია: კანონის მიღება ლუსტრაციის შესახებ, თუნდაც იმ პიროვნებათა მიმართ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია ან მომავალში აპირებს სახელმწიფო სამსახურში ყოფნას. სახელმწიფოს უშიშროებისა და ძლიერების აუცილებლობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი და პატივდებული გახდეს სამხედრო მოსამსახურე, პედაგოგი, ექიმი და არა სახელმწიფო ჩინოვნიკი ან პარლამენტარი, როგორც ეს დღესაა.

ოცდამეერთე: შემუშავდეს ეროვნული დოქტრინა _ „ქართული მხოლოდ ქართული გზა“, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!

რეალობაა, რომ ვცხოვრობთ ველური საბაზრო პრინციპების ქვეყანაში. ქვეყნის და ხალხის სიმდიდრისადმი დამოკიდებულების გაუაზრებელმა სისტემებმა, დაწყებული ნულოვანი აუქციონებით და დამთავრებული ნედლეულის ბიზნესით; დაანგრია ეკონომიკა, გააჩანაგა სოფელი, ჯართად აქცია სამუშაო ადგილები. ნედლეულის გატანით და მზა პროდუქციის იმპორტით, სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყნის გარეთ, რამაც გაამდიდრა ერთეულები სახელისუფლებო წრეებიდან, გააღატაკა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, გააძლიერა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და უცხოელთა მიგრაცია, წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა სტუდენტ ახალგაზრდობას, ბრძოლა გამოუცხადა ზნეობრივ ავტორიტეტებს, დააზიანა ქართული სული და ქართული ცნობიერება. რეალურად, არც განათლება და არც ქართული საინფორმაციო სივრცე, ქართული აღარაა. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული კინოც დავიწყებას მიეცა, ქართული ეკრანი მდარე ხარისხის, ანტიქართული ცნობიერების ფილმებსა და ლიტერატურას უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია:

 სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა ქართული ფილმების ჩვენების, თეატრებსა და კინოთეატრებში მოსწავლე ახალგაზრდობის დასწრების, საბავშვო ბაღებსა და სკოლის პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული სიმღერის, ცეკვის, ხატვის, მუსიკის სწავლების დასაფინანსებლად.

 მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლისა და სტუდენტთა სწავლება უნდა იყოს უფასო. სწავლის გადასახადზე მიბმამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა სწავლების ხარისხსაც და ახალგაზრდობის ჯანმრთელობასაც. სტუდენტი უნდა იხდიდეს სწავლის ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტს, დანარჩენს კი, ეტაპობრივად მუშაობის დაწყების შემდგომ, თუ მისი ხელფასი საარსებო კალათის ღირებულებაზე მეტია, ანუ ისე, როგორც ეს არის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გააჩნია განათლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის წინაშე.

 კონსტიტუციურად უნდა დადასტურდეს, რომ განათლება არის ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი, სასწრაფოდ მისაღებია განათლების ახალი კანონი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს მსოფლიო გამოცდილებას.

 ერის ჯანმრთელობის შესახებ შემოღებული იქნას ყოველწლიური აუცილებელი დისპანსერიზაცია, მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებით, სრული დაფინანსებით; ჩვენ უნდა შევისწავლოთ აშშ-ის და ევროპის წარმატებული ქვეყნების თეორია ე.წ. „კვების ბანკების“ შექმნის შესახებ და დავნერგოთ საქართველოს პოტენციალის შესაბამისად.
პრინციპულად მიგვაჩნია მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების დამკვიდრება, რომ ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიურად წარსდგეს მოსახლეობის წინაშე სპეციფიკური ეროვნული მოხსენებით (ე.წ. „თეთრი წიგნი“). ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც ერთი მხრივ, ხაზგასმული იქნება ადამიანის, როგორც ქვეყნის ძირითადი რესურსის (ცოდნის, პროფესიული ჩვევების, გამოცდილების, შემოქმედებითი უნარის მატარებლის) და მეორე მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის ინტერსექტორალური პრობლემები (გარემო, კვების უსაფრთხოება, თამბაქოს, ალკოჰოლის, ფსიქოაქტივობის საშუალებების მოხმარება და ა.შ.), და აქვე უნდა მტკიცდებოდეს პროგრამა მოსახლეობისათვის იმუნიტეტის გაძლიერების თვალსაზრისით.

 ეროვნული ეკონომიკის დაცვა _ კონკურენტული გარემო იქნება იმის გარანტი, რომ მეწარმეს არ დასჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის „ყიდვა“. შემოღებული იქნება მეწარმეთა დაცვის ის სისტემა, რომელიც დღეს წარმატებულად მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სამამულო ბაზრის დაცვის მიზნით შეიცვლება საბაჟო-საგადასახადო სისტემა. ის, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს და ვინმეს გააქვს ქვეყნის გარეთ, გადასახადი ნულთან მიახლოებული იქნება, რაც არ გვაქვს და ვინმეს გააქვს _ გადასახადი იქნება მძიმე, რაც ჭარბად გვაქვს და მისი ანალოგი ვინმეს გარედან შემოაქვს _ გადასახადი იქნება გაზრდილი, ხოლო რაც არ გვაქვს და ვინმეს შემოაქვს _ გადასახადი ნულისკენ იქნება მიმართული. მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა იქნება დაუბეგრავი. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული არა ინვესტიციებზე, არამედ დაბალ საკრედიტო სისტემაზე ისე, როგორც ეს არის აშშ-­ში. გაუქმდება დღგ-ს გადასახადი და აშშ-ის მსგავსად შემღებული იქნება ვაჭრობის მოსაკრებელი. საერთოდ, სამეწარმეო სფერო აშშ-­ის გამოცდილების შესაბამისად იქნება წახალისებული.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უდიდეს შეცდომად ვთვლით, რომ დღემდე არ არის შემუშავებული ეროვნული დოქტრინა, სამხედრო დოქტრინა, სასურსათო უზრუნველყოფის დოქტრინა, ენერგეტიკული უსაფრთხოების დოქტრინა, მეწარმეობისა და მეწარმეთა დაცვის დოქტრინა, ქვეყნის ურბანიზაციის დოქტრინა, დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების საყოველთაო პროგრამა.

· მიგვაჩნია, რომ მეცნიერების მიერ ჩვენი წარსულისა და რეალობის, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა დავიწყოთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე მუშაობა. დავიწყოთ საერთო-სახალხო მოძრაობა „საქართველო ნასოფლარის გარეშე“, ეს იქნება დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამა. დრო არ უნდა დავკარგოთ, სასწრაფოდ უნდა გავიაზროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მსოფლიოში შექმნილ ახალ რეალობათა გათვალისწინებით. მეცნიერების მოსაზრებები უნდა მოისმინოს საქართველოს პარლამენტის დახურულმა სხდომამ. აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ობიექტურს გახდის როგორც ექსპერტულ საქმიანობას, ასევე შეფასებით სისტემას და გააძლიერებს მეცნიერების როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით: საქართველოს უნივერსიტეტების იმ სამეცნიერო დანაყოფებს, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხის მინიჭების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭოთ დამოუკიდებელი ექსპერტის ფუნქცია.

ამონარიდი 18 მაისის საქართველოს პრემიერისადმი
2021 წლის გაგზავნილი წერილიდან

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს მისი კონსტიტუციური მოვალეობა: ხალხს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი, საცხოვრისი, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და ქვეყანაში იყოს განათლების მიღების თანაბარი პირობები, დაცული იყოს სამართლიანობა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს, მოიხსნას ყოველგვარი პრივილეგიები დეპუტატებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და გაცნობიერდეს, რომ ხელისუფლება უფროსი კი არა, მსახურია, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უნდა ასრულებდეს მის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციას: ქმნიდეს კონკურენტულ გარემოს და ადამიანი იყოს დაცული.

შეიძლება თქვენ მიგაჩნდეთ, რომ ხელისუფლება ყველაფერ ამას ასრულებს. ღია დისკუსია ყველაფერს მოჰფენს ნათელს. თუნდაც იმას, რომ დღეს საარსებო მინიმუმი არა 200-250 ლარის ფარგლებშია, როგორც ამას გვარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ 1100-1300 ლარის, როგორც ამას ჩვენ და დამოუკიდებელი ექსპერტები ვამტკიცებთ, და თუ აშშ და ევროპის საარსებო კალათის ღირებულებიდან ამოვალთ, ეს ციფრი 2-3-ჯერ იზრდება.

დიახ, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, ადამიანებს არსებობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვცხოვრობდეთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მომავლის საქართველოსთვის. ამას ექნება ხალხის მხარდაჭერა. მაგრამ თუ ხელისუფლება კვლავ იგნორირების გზას დაადგება, კვლავ ჩაიკეტება მეცნიერული პროგრამებისთვის საინფორმაციო საშუალებები, ეს იქნება ყველასთვის ცუდი _ ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგწერეთ გულახდილი წერილი. გიგზავნით პროგრამას. ჩვენი სურვილია, პირადად გაეცნოთ და მიიღოთ წინადადება, მეცნიერთა კონგრესთან შეხვედრის თაობაზე.
წერილს მეცნიერთა კონგრესის სახელით ხელს აწერენ:

ამირან აფციაური, დავით სახვაძე, ვახში ჟვანია, თეიმურაზ შაშიაშვილი, ლუარა ნიჟარაძე, მურმან ქურიძე, პაატა კოღუაშვილი, რამაზ გახოკიძე, რამაზ ნამიჭეიშვილი, რეზო ბალანჩივაძე, შოთა ჩხეიძე, ციური გარუჩავა, ჯუმბერ ბოლღაშვილი, ჯუმბერ კოპალიანი, ჰამლეტ მელაძე.

აინფორმაციო მხარდაჭერა

ჩვენ საინფორმაციო მხარდაჭერა ვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას.
ამ ეტაპისთვის სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა დიდი მოღვაწეების, ბატონების: მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ინიციატივით, მამულიშვილების _ ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, რომან რურუას, ტარიელ ხარხელაურის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის მონაწილეობით დაფუძნებულმა ტელევიზიამ „ქართული თV“, რომელიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ:
•მაგთიზე _ 46

• სილქნეტზე _ 259

• www.myvideo.ge

ვებ გვერდზე: www.civilizebuli.ge

კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მეცნიერთა კონგრესის წევრებს:
მეცნიერებათა დოქტორი, ამირან აფციაური 514 01 01 71
მეცნიერებათა დოქტორი, ჯუმბერ ბოლღაშვილი 577 00 87 00; 599 53 35 41
მეცნიერებათა დოქტორი, ლუარა ნიჟარაძე 555 46 63 01
მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ნამიჭეიშვილი 579 70 65 56; 593 36 85 59
მეცნიერებათა დოქტორი, ვახში ჟვანია 577 40 71 82
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი 597 57 04 19
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ციური გარუჩავა 593 32 70 96
კომისიის მდივანი ირინა ჯიბლაძე 595 41 27 72

ვებ გვერდები:
გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ:

ფეისბუქის ჯგუფი: მორალური გუნდი:
ელექტრონულ ფოსტაზე: civilizebuli@gmail.com
mecnierta.congresi@gmail.com

მეცნიერთა კონგრესი მადლობას უხდის ყველას, ვინც 2021 წლის განმავლობაში დაეხმარა მეცნიერთა პროგრამების ბეჭდვას, დარიგებას და საინფორმაციო სივრცეში გავრცელებას: 

აბჟანდაძე ლია, ასათიანი შოთა, ბაბუნაშვილი ბელა, ბედოიძე მარინა, ბექაური გულო, ბობოხიძე ჯულიეტა, ბოლღაშვილი ჯუმბერი, ბურჯანაძე ნათელა, გარუჩავა ციური, გედენიძე იზაურა, გვანცელაძე ინგა, გოგლიჩიძე ენდი, გუგავა დავალა, გედეხაური გურამი, დარსაველიძე მანანა, დევიძე ლალი, კაკრიაშვილი იუზა, კვიკვინია სოსო, კირვალიძე ლალი, კლდიაშვილი ინგა, კობაიძე ალექსანდრე, კოპალიანი შორენა, კოპალიანი ჯუმბერ, კუხიანიძე ლელა, ლატარია თამაზი, მაღლაფერიძე ლური, იმედაძე მანანა, მეგრელაძე ლალი, მელანაშვილი ზაირა, მესხიშვილი იზო, მიქაძე მარინა, ნიკოლაძე ნანული, ნიჟარაძე ლუარა, ნოღაიდელი დავითი, ჟვანია ვახში, სატჯელაშვილი დავით, სიმსივე მარინე, ფილიპია ზურაბ, ფირცხალავა რუსუდანი, ფოლადიშვილი ჟუჟუნა, ქარქაშაძე ელდარი, ქებულაძე ქეთევანი, ყარაულაშვილი მირიანი, შალამბერიძე ანა, შანიძე შალვა, ჩხოიძე მზია, ციცაშვილი ლელი, ჭეიშვილი ინეზა, ჭელიძე ხათუნა, ჭინჭველაშვილი თინათინი, ხარბედია როზა, ხარძიანი ნანა, ხაჭაპურიძე ლამზირა, ხვარეშია-ჩარქსელიანი ირა, ხიდაშელი ელდარ, ხურციძე ლენა, ჯინიკაშვილი ციური, ჯინჭველაშვილი თინათინი.

კონგრესი განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავს მუსიკოსის, მწერლისა და მთარგმნელის ქალბატონ ციური გარუჩავას მიმართ, რომელმაც თარგმნა ვლადიმერ მეგრეს უაღრესად საჭირო წიგნი „ანასტასია“ და ბოლო პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების მიერ შეძენილი წიგნებით მიღებული ჰონორარი სრულად მოახმარა კონგრესის საქმიანობას.
გაგნიძე ნათია, ზოტიკიშვილი ირინე, თოლორდავა ხათუნა, ლინდა ლიანა, ოდიშარია ირინე, სალამაძე ალექსანდრა, ფირცხელიანი ნატო, შინდელაშვილი ჯულიეტა, ხელაძე ნაზი, ჯარიაშვილი გიული, ჯარიაშვილი მერი.

დაწყებულია დიდი ეროვნული საქმე. მას დიდი მხარდაჭერა სჭირდება. ღმერთმა გვიმრავლოს გულიანი, სიკეთით სავსე და საქართველოსთვის მომართული ადამიანები.

მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებები

 

1. დამტკიცდეს ქვეყანაში სისტემური ცვლილებების პროგრამის: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, „სხვა ყველაფერი,ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“, შესწორებული ვარიანტი.

2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს დამატებით 300 ათასი ეგზემპლარი პროგრამის დასტამბვა მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე და მისი დარიგება ხალხში; ხოლო 15 სექტემბრამდე შემოსული მოსაზრებების გათვალისწინებით შესწორებული ვარიანტის 100 ათასი ეგზემპლარის გამოშვება 18 სექტემბრის სახალხო შეკრებისთვის. შესაბამისად, ორგანიზაცია უნდა გაუკეთდეს მის დარიგებას საქართველოს ყველა მხარეში, ქალაქსა და რაიონში, სოფელში. ეს ურთულესი საქმეა და მოითხოვს არნახულ ერთობას. როგორც ფინანსების მობილიზების, შემდგომ მისი დარიგების ორგანიზების თვალსაზრისით. კონგრესი ამ საქმეში თანადგომისთვის მიმართავს ყველას.

3. განახლდეს მუშაობა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალოს კონგრესის შემდგომ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტის დამტკიცება. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს ევროპის კულტურის მოღვაწეთა ალიანსის პრეზიდენტს, ქალბატონ ირმა მანჯგალაძეს, რომელიც წლებია ცხოვრობს ჩეხეთში, არის საქართველოსა, ჩეხეთის მოქალაქე, აქვს დიდი კონტაქტები ევროპის სამეცნიერო და კულტურული მიმართულების წრეების ცნობილ წარმომადგენლებთან.

4. მიზაშეწონილად ჩაითვალოს ინდივიდუალური შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან სისტემური ცვლილებების პროგრამის: პროფესიონალთა პარლამენტის, სახელმწიფო კაცების საკრებულოს, პარტიათა ასამბლეის შექმნის დეტალებთან დაკავშირებით. კოორდინაცია ეთხოვოს მეცნიერებათა დოქტორებს: ამირან აფციაურს, გიორგი ქუთათელაძეს, ვახში ჟვანიას, ლევან ღვინჯილიას. ეს შეხვედრები უნდა დასრულდეს 15 სექტემბრისთვის.

5. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს ბატონ თორნიკე კივილაძეს.

6. ძალაში რჩება მეცნიერთა კონგრესის შეხვედრების აუცილებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების პირველ პირებთან, კოორდინაცია ეთხოვოს ქ-ნ ლუარა ნიჟარაძეს.

7. მიზანშეწონილად ჩაითვალოს პირველი სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღიური ფეისბუქ-კონფერენციები პროგრამის თითოეული პუნქტის განხილვის მიზნით, საზოგადოების ფართო წარმომადგენელთა ჩართულობით. სასურველია, თუ ამას შესაძლებლად ჩათვლის ტელევიზია „ქართული ტვ“-ს ხელმძღვანელობა, ანალოგიური მოხდეს ტელევიზიის მეშვეობით. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ქ-ნ ციური გარუჩავას.

8. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მეცნიერთა კონგრესის გაფართოებული სხდომის მოწვევა 7 სეტემბრამდე. კონგრესზე მოსმენილი უნდა იქნას ინფორმაციები დღეს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების თაობაზე და დამტკიცდეს დეტალური პროგრამა 18 სექტემბრის სახალხო შეკრებაზე. კოორდინაცია ეთხოვოს მეცნიერების დოქტორებს: ვახში ჟვანიას, ამირან აფციაურს, ჯუმბერ ბოლღაშვილს.

მეცნიერთა კონგრესის სამუშაო სხდომის თანათავჯდომარეები, მეცნიერების დოქტორები: ამირან აფციაური, დავით სახვაძე, თორნიკე კივილაძე, ლუარა ნიჟარაძე, ვახში ჟვანია.
11/08/ 2021 წ. თბილისი, კომპლექსი „მეფე დავითი“.

მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, ხალხის და ქვეყნის გასაგონად

მეგობრებო, თანამემამულენო, მეცნიერთა კონგრესი მოგმართავთ _ სამშობლო განსაცდელშია! ქვეყანას სჭირდება თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ამ მიმართებით სანიშანსვეტო ბიბლიური პრინციპი ავირჩიეთ: მთავარში _ ერთობა, სადავოში _ თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში _ სიყვარული!

ხალხში ყველაზე დიდი მხარდამჭერა ჰპოვა იმის ხაზგასმამ, რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა. მეცნიერში ვგულისხმობთ ყველას, თავისი საქმის პროფესიონალს. ვინც სხვას კი არ ებრძვის, არამედ საკუთარ თავზე იმარჯვებს.

ოდითგან საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული გონიერ ადამიანებზე იდგა. ყველა სოფელს ჰყავდა და ჰყავს გონიერი კაცები. მათ თანამდებობა არ სჭირდებოდათ და არც დღეს სჭირდებათ, რადგან ხალხის აღიარებაზე დიდი თანამდებობა არ არსებობს. ქვეყანა მაშინ იმარჯვებს, როცა ხელისუფლება ხალხის აღიარებულია და არა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეული, როგორც ეს ასეა უკვე 30 წელია.

18 სექტემბერს ყველაფერი ეს გამოტანილი იქნება ხალხის სამსჯავროზე.

18 სექტემბერი დიდი ერთობის დღეა! აქ უნდა დავდგეთ ყოველგვარი პარტიულობის გარეშე, 18 სექტემბერს ხელისუფლებამ უნდა თქვას, იღებს თუ არა მეცნიერთა პროგრამას და არის თუ არა მზად სისტემური ცვლილებებისთვის.

18 სექტემბრამდე ყველა პარტიამ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მეცნიერთა პრ­ოგრამისადმი.
ჩვენ ვიცით, რა უნდა ხელისუფლებას _ ხელისუფლების შენარუნება, ჩვენ ვიცით რა უნდა ოპოზიციას _ ხელისუფლებაში მოსვლა. ორივე სურვილი განპირობებულია რევანშიზმით! ეს დამღუპველია!
ხალხს არ უნდა რევანშიზმი, ხალხს უნდა ცხოვრობდეს არა ლანძღვა-გინებისა და დაპირის­პირების ეპოქაში, არამედ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს რეალურია! ამის გარანტიაა მეცნ-­იერთა 21 პუნატიანი პროგრამა.

18 სექტემბერს უნდა გავარკვიოთ, გვყავს თუ არა ხელისუფლება. ვართ თუ არა დამოუკიდებელი და საერთოდ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა.

18 სექტემბერმა უდა დაასრულოს ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ძლიერი საქართველოსთვის. ყველამ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მომავლის საქართველოსთვის. ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ქვეყანაში კრიზისის დაძლევა არც მილიარდერთან და არც ე.წ. ბელადებთან, მით უფრო, ქუჩის ბელადებთან არ არის დაკავშირებული, დაკავშირებულია განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან.

თანამემამულენო, ჩვენ აღარავის აღარ უნდა მივცეთ უფლება ხელისუფლებაში მოვიდეს ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით და გადაგვაგდოს ელიტარულ კორუფციაში, როგორც ეს 30 წელია წარმატებულად ხდება!

დღეს ქვეყანას სჭირდება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა!

ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ ამას. სწორედ ამას ექნება ხალხის მხარდაჭერა. მაგრამ თუ ხელისუფლება კვლავ იგნორირების გზას დაადგება, კვლავ ჩაიკეტება საინფორმაციო საშუალებები მეცნიერული პროგრამებისთვის, ეს იქნება ყველასთვის ცუდი _ ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის!
18 სექტემბერი მოაზროვნე, მორალურ ადამიანთა შეკრების დღეა მომავლის საქართველოს­თვის! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ ამიტომ, ქუდზე კაცი! სამშობლო ­განსაცდელშია!

უ ხალხი მიიღებს ამ პროგრამას, ხელისუფლებამ უნდა თქვას,შეუძლია თუ არა მისი შესრულება, თუ არ შეუძლია, ეყოს ძალა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ხალხს უნდა აღმოაჩნდეს პოლიტიკური ნება, გაუშვას ასეთი ხელისუფლება!

თანამემამულენო,  დიდი პროგრამით ვიწყებთ მოქმედებას!

ყველაფერი იწყება ღმერთით და მთავრდება ღმერთით. მისი მფარველობითა და მოღვაწეობით მოვედით დღემდე, ვარსებობთ ათასწლეულებია და ვიარსებებთ მრავალჟამიერ!

უფალს ვებარებოდეთ ჩვენო საყვარელო თანამემამულენო! ჩვენთან არს ღმერთი!

ერთად შევცვალოთ ქვეყანა, გავიმარჯვოთ სიკეთით, ვიცხოვროთ ბედნიერად და სიყვარულით!

Facebook Comments
1.5 (30%) 2 votes
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *