"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიტელევიზია "ქართული TV"

უაღრესად ფასეულია თითოეული ადამიანის თანადგომა ამ მძიმე, მაგრამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა

თანამემამულენო!

დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებას: 500 ათას ცალად დაიბეჭდოს პროგრამა, დარიგდეს ხალხში და დაიწყოს ხელმოწერა.

ეს არის გზა  პროგრამის ირგვლივ გაერთიანებისთვის და ხელისუფლების ან იძულების, რომ ის შეასრულოს, ან ჩვენი ერთად დგომის მის შესაცვლელად, თუ ამ 21- პუნქტიან პროგრამას არ მიიღებს.

სასიამოვნოა, რომ ბევრს გაუჩნდა სურვილი,  ფინანსურად დაუჭიროს მხარი მეცნიერთა ამ დიდ წამოწყებას. დაბეჭდვისთვის საჭიროა 30 ათასი ლარი და ამდენივეა საჭირო , რომ დარიგდეს და მოწესრიგდეს ხელმოწერის სისტემა. რეალურად ამ პროცესის მთავარი ნაწილი უნდა დამთავრდეს ძირითადად, მაისის თვეში. ხელისუფლებას კი აქვს დრო მის შესასრულებლად მიმდინარე წლის ოქტომბრამდე.

უაღრესად ფასეულია თითოეული ადამიანის თანადგომა ამ მძიმე, მაგრამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში.

საქმის ორგანიზაცია ფინანსურ ჭრილში კონგრესმა თხოვა ცნობილ მეცნიერს, ღვაწლმოსილ და წესიერებით გამორჩეულ კაცს, ვახში ჟვანიას.

ყველა მსურველს ფულის ჩარიცხვა შეუძლია ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშზე(ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000; USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001; EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002; ბანკის კოდი:LBRTGE22). ამავე ანგარიშზე ირიცხება თანხები ტელევიზია „ქართული TV” – ს მხარდაჭერის მიზნით. (შესაძლებელია, გადმორიცხვის დროს უნდა მიენიშნოს დაიშნულება: „მეცნიერთა კონგრესი“ ან ტელევიზია „ქართული TV”)

ვისაც უცხოეთიდან გადმორიცხვისას აქვს გარკვეული პრობლემები, შეუძლია გადმოგზავნოს თანხა მეცნიერთა პროგრამის რეალიზაციისთვის პირადად ბატონი ვახში ჟვანიას სახელზე:  ვახში ჟვანია (vakhshi Jvania) ხოლო ტელევიზიის მხარდაჭერის მიზნით, მისი დირექტორის, ქალბატონი მარინე (მანანა)იმედაძის (marine imedadze) სახელზე.

ინფორმაცია ფულის გადარიცხვის თაობაზე შეგიძლიათ განათავსოთ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფეისბუქის გვერდზე, ან პირადში.

მადლობა ყველას, დარწმუნებული ვართ, მოგვეხმარებით ამ ინფორმაციის გავრცელებაში. და რაც მეტი თანადგომა იქნება, მით საინტერესო ტელევიზია გვექნება  და შევძლებთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მეცნიერთა 21- პუნქტიანი პროგრამის მიწოდებას.

ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

 

მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის

პრეს-სამსახური

საკონტაქტო პირები : ვახში ჟვანია  577 407 182

მარინე (მანანა) იმედაძე: 558 143 332

უცხოეთში მცხოვრებთათვის.: ფონდ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ საბანკო ანგარიშები:

NCLE GZA TSIVILIZEBULI SAKHELMTSIPOSKEN MKHARDACHERIS PONDI

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001

EUR: Liberty Bank GE12LB0115181809573002

LBRTGE22

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *