"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიდისკუსია „ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია“მეცნიერთა კონგრესი

ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის დიდ პროექტი: გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

მეცნიერთა კონგრესი -ეროვნული თანხმობისთვის გთავაზობთ, 2020 ში კიდევ უფრო მასშტაბური  გავხადოთ

ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის დიდ პროექტი:

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

ანუ,ერთად დავამარცხოთ სიყალბე და პოლიტიკური მაფია,შევცვალოთ ამორალური პილიტიკა და ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მეგობრებო,ჩვენი დიდი სურვილია, მიზნის მისაღწევად ,ერთად შევქმნათ მორალური გუნდი და შემდეგ:

● დავიწყოთ დიდი დისკუსია სამშობლოს მომავლის თაობაზე ;

● ვიფიქროთ ისეთ კონსტიტუციაზე, რომელც განთავისუფლდება პარტიული პრინციპებისგან და იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი;

● კარგად გავიაზროთ დემოკრატიის არსი..უნდა დავამსხვრიოთ პოლიტიკოსთა მიერ შემოგდებული მითი,რომ დემოკრატია არის არჩევნები..დემოკრატია ეს არის არჩევანის თავისუფლება ყველგან და ყველაფერში…დემოკრატიულია ქვეყანა, რომელშიც მართვის სისტემაა დემოკრატიული – ქვეყანას მართავს არა ბიუროკრატიული,პილიციური და სამხედრო,არამედ ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა, სადაც დეცენტრალიზებულია საფინანსო სისტემა,ეკონომიკა,სადაც ძალაუფლება განაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის,სადაც სერიოზული უფლებები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას,სადაც დაცულია ადამიანის უფლებები – ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის,არამედ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის და ამისთვის აქვთ თანაბარი პირობები და შესაძლებლობები , სადაც არის ნიჭის ძალაუფლება და არა ფულის!

● ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ იმაში,თუ როგორი საგარეო პოლიტიკა გვინდა – მონური და მორჩილი,როგორც 200 წლის განმავლობაში და გრძელდება დღესაც,თუ ისეთი, როცა საქართველო არის არა გარე სახელმწიფოთა დაპირისპირების , არამედ თანამშრომლობის ქვეყანა და ამ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ქართული ინტერესი..

● ჩვენ უნდა რეალობად ვაქციოთ ჩვენი სულიერი მამის უწმიდესისა და უნეტარესის ქადაგება სახელმწიფო კაცების ქვეყნის მართვაში ჩართვის თაობაზე და შევქმნათ სახელმწიფო კაცების საკრებულო…ერთად ვიფიქროთ იმაზე ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო კაცების საკრებულოში;

● შევქმნათ სისტემა : “პიროვნებათა პარლამენტი” და დავიწყოთ მუშაობა,საქართველოს ისტორიაში პირველად გავხადოთ შესაძლებელი ,საარჩევნო საპარლამენტო სია შეადგინოს არა ოლიგარქმა,მილიარდელმა,გამოგონილმა ბელადმა,არამედ ხალხმა და ეს მოხდეს არა იმიჯმეიკერების მიერ, არამედ პიროვნების რეპუტაციის გათვალისწინენით;

● დავიწყოთ მუშაობა განვითარების პროგრამებზე;

● მოქმედებაში მოვიყვანოთ ახალგაზრდული პროგრამა-“თაობათა ერთიანობა.”

● მსოფლიოს 40 ზე მეტი ქვეყნის 85 ქალაქში გავმართოთ ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიები,რომელიც ორი წლის შემდეგ დავასრულოთ ეროვნული ყრილობით,მომავლის საქართვრლოს პროგრამის მიღებით,სახელმწიფო კაცების საკრებულოს არჩევით, საარჩევნო გუნდის დამტკიცებით

ამ პროცესში მონაწილეობისთვის აუცილებელია გავეცნოთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილ საქართველოს განვითარების კონცეფციას “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!” და მისი აღიარების შემთხვევაში გავხდეთ ამავე სახელწოდების ფეისბუკის გვერდის წევრი.

ვფიქრობ,სერიოზული კონცეფციაა…მას მეცნიერთა და ექსპერტთა დიდი ჯგუფი ქმნიდა..

ჩვენი აზრით,ეს არის ქუჩის აგრესიული პოლიტიკის დასრულებისა და პოლიტიკაში გონების დაბრუნების,ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უპირველესად საჭირო მოვლენის -პოლიტიკის ინტელექტუალური რადიკალიზაციის, -კონცეფცია , რომლის საფუძველია თანამშრომლობის ჰარმონიზაცია,დღევანდელი დამანგრეველი დაპირისპირების დასასრულებლად.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩვენ არნახულად ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთობა სჭირდება საქართველოს!

აქვე არის შესაძლებლობა ნახოთ ქვეყნის განვითარების კონცეფციის:
” გზა ცივილიზებული სახელნწიფოსკენ ” – სრული ვერსია და დისკუსიის წიბა საუბრები…

კარგი იქნება,თუ კონცეფციის ამ რედაქციას განათავსებთ თქვენს გვერდზე,სოციალურ ქსელში საერთოდ, 20 ივნისამდე სრულად გაეცნობით და თქვენი მოსაზრებას გამოაქვეყნებთ

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის გიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის დიდ სურვილს!

გზა ცივილიზებული ასხელმწიფოსკენ (PDF)

●აღარ მთავრდება ქვეყნის დანგრევის მსურველთა პარპაში!”_

 მეთოთხმეტე გადაცემა: საქართველოს გადარჩენა საქართველოშია! მორალური გუნდისა და მეცნიერების საუბარი 

 მეცამეტე გადაცემა: მორალური გუნდი: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია. შემოვკრათ განგაშის ზარი! – რას ამბობენ მეცნიერები.

 მეთორმეტე გადაცემა “გვეშველება? გვეშველება!” მორალური გუნდის შემეჯამებელი შეხვედრა

 მეთერთმეტე გადაცემა: მეცნიერთა კონგრესის -“ეროვნული თანხმობისთვის” მიმართვა.

●  მეათე გადაცემა: ეს იქნება ხალხის წერილი ხელისუფლებას!

დიდი ცვლილებების იძულების წერილი- ხალხისთვის დასაბრუნებლად წლების წინ აღიარებული ვალების დაბრუნებით დაწყებული,პრინციპის: “იყიდე, აწარმოე, წაახალისე მხოლოდ ნატურალური!”-დამკვიდრებით დამთავრებული..

●   მეცხრე გადაცემა ხალხთან კავშირის გაწყვეტა -კონფლიქტის გზაა ! ერთად ვწერთ ხელისუფლებაში გასაგზავნ წერილს!

●  მერვე გადაცემა: პასუხი ინაუგურაციასთან დაკავშირებულ გამოსვლის თაობაზე  გაჩენილ კითხვებზე  და გზავნილები ხელისუფლებას

● მეშვიდე გადაცემა: ინაუგურაციის დღე – ჩვენი ხედვა

● მეექვსე გადაცემა: პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი:
ნაწილი პირველი
     ნაწილი მეორე

●  მეხუთე გადაცემა: მომავლის გუნდი

● მეოთხე გადაცემა: ემიგრაცია

● მესამე გადაცემა: სახელმწიფო კაცების საკრებულო :

● მეორე გადაცემა: ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

 პირველი გადაცემა: შესავალი გამოსვლა:მორალური გუნდის ფორმირება 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *