"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ლევილიდან

„ქართული ერთობის დარბაზი, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, საქართველოს მშვიდობის ფონდი“ , „მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის“ და საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, ლევილის ქართველთა მამულიდან ულოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

„ჩვენ ვულოცავთ, სრულიად საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებსა და მეგობრებს, დამოუკიდებლობის 101 წლისთავს.

დღეს, დღესვანდელ ვითარებაში გამოკვეთილად ვამბობთ. ჩვენ გვჭირდება საქართველოს ისტორიის მეცნიერული გაანალიზება. დავით აღმაშენებლის, საქართველოს დიდ მეფეთა და დედოფალთა, ჩვენი დიდ წინაპართა დიპლომატია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო – საქართველო. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართველში – ქართველი, ოსში – ოსი და აფხაზში – აფხაზი. ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

მუდამ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ: არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია და მშვიდი, მეცნიერული დიალოგი ქვეყნის მომავლისთვის არის ერთადერთი გზა ცივილიზებული და წარმატებული სახელმწიფოსკენ!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *