"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

18 მარტს, “ხალხის წერილის” წარდგენა გორში.

ორშაბათს, 18 მარტს, 13 საათზე, გორში ტელეკომპანია თრიალეთის საავტორო გადაცემაში „შესვენების საათი”, საუბარი იქნება „ხალხის წერილზე“, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს თემურ შაშიაშვილი, რომელიც წარადგენს როგორც “ხალხის წერილს”, ასვე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრისადმი და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გადაცემულ დოკუმენტებზე.

17.00 საათზე, საზოგადოებივ ცენტრში (იერუშალაიმის 18, ჭავჭავაძის პროსპექტი, ავერსის აფთიაქის უკან), გორის საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, შედგება მეცნიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ და 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის კონგრესზე მიღებული დოკუმენტის „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩოთ“ წარდგენა.

ამავე დღეს შედგება საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა, რომელიც მოამზადებს პროგრამულ შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შედება ქ.გორში, შიდა ქართლის ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *