მედია

(imedinews.ge)ლიეჟში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გააძევეს

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა. ის სააკაშვილის მხარდამჭერებმა დარბაზიდან გაიყვანეს. შაშიაშვილი მაშინ შევიდა დარბაზში როდესაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.

ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ამას დაპირისპირებაც მოჰყვა.

სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ.

ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *