საქართველოს ხალხთა ასამბლეა

საქართველოს ხალხთა ასამბლეის კონგრესი

ეს იყო გაბედული ნაბიჯი 2008 წლის სისხლიანი ქრონიკების შემდგომ. ნიშანდობლივია, რომ ეს ისტორიული შეხვედრა შედგა ქ. სოჭში „იმერეთის დაბლობზე“. ქართველებმა აფხაზეთში და ოსებმა საქართველოში მცხოვრები 20-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელთან ერთად აღადგინეს ხელოვნურად დაპირისპირებულთა დიალოგი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს დიდ ერთობას!

სწორედ ეს განწყობაა ჩამოყალიბებული კონგრესზე მიღებულ მანიფესტშიც.

საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ღვთითბოძებული უპირატესობა (მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა, ევროპისა და აზიის მთავარი სავაჭრო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მეზობლობა რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან, უდიდესი წიაღისეული სიმდიდრე, ამოუწურავი რესურსი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად, ასევე რეკრეაციულ-კლიმატური რესურსი), რისი რეალური გამოყენებაც საქართველოს მთელ მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ალხის კეთილდღეობის ამაღლებაზე და არა ჩვენს პირად, კლანურ, თუ პარტიულ ავტორიტეტზე

14 მაისი, 2009 წ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *