"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ემიგრანტთა ღია  წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ემიგრანტთა ღია  წერილი 

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენ ვეკუთვნით ემიგრანტთა იმ შემადგენლობას, რომელთაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ცხოვრებაში დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ქართველთა და საქართველოს შვილთა ერთობას, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ვიყოთ, სასწაულის მოხდენა შეუძლია მომავლის საქართველოსთვის. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დღეს საქართველო ეწირება პოლიტიკურ დაპირისპირებას, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 30-წლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქუჩის პოლიტიკაში, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში – ვკარგავთ საქართველოს.

ვიცით, გული გატკინათ ამ შეფასებამ, მაგრამ ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის საქართველოს რეალობაა და ჩვენ ასეთი მწარე შეფასების უფლება მოვიპოვეთ უცხოეთში ჩვენი არაადამიანური შრომით. ემიგრანტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი დღეც არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე. ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა… ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები. საქართველოში დარჩენილებთან ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო, რომელიც დღეს უფრო მეტად არის გადასარჩენი, ვიდრე ოდესმე.

მთელ მსოფლიოში მიმობნეული ქართველები ვხედავთ, როგორ იზრდება ჩვენი რიგები უცხოეთში ყოველდღიურად და როგორ ივსება საქართველო უცხოელთა მიერ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ საქართველოში ემიგრანტთა პირველ ყრილობაზე… შევიკრიბოთ არა პოლიტიკური ნიშნით, არა ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს მხარადასაჭერად, არამედ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად დედასამშობლოს, ჩვენი ერთიანი ოჯახის – საქართველოს გადასარჩენად.

ჩვენი მიზანია, თანამემამულეებთან, მეცნიერებთან, ინტელიგენციის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, გავაკეთოთ დიდი შემოძახილი საქართველოსთვის, ხელისუფლებისა და პოლიტიკურ პარტიათა გასაგონად: ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.  ჩვენ ყველამ, დიდმაც და პატარამაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და მხოლოდ ის ხელისუფლებაა მისი ხელისუფლება, რომელიც ხალხს კი არ ეუფროსება, არამედ  თავს მის მსახურად მიიჩნევს.

დიდმა მამულიშვილებმა „მოქმედების მანიფესტში – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ დიდი ქართული ჩანაწერი გააკეთეს: „ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“ სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

ჩვენ ვთვლით, რომ წლევანდელმა შემოდგომამ უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორი ქვეყანა გვინდა – ფულისუფლებისა და პრიმიტიული აზროვნების, თუ ნიჭის ძალაუფლების და მეცნიერების. ჩვენ მეორეს ვირჩევთ. დარწმუნებული ვართ, თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ. ამის დასტური იქნება თქვენი მონაწილეობა ემიგრანტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ყრილობის მუშაობაში, რომელიც შედგება 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას. სასურველია, ის შედგეს თქვენი პატრონაჟით და  მეცნიერების მხარდაჭერით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ან სპორტის სასახლეში. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება გამოძებნის სახსრებს დარბაზის არენდისათვის, სხვას ჩვენ არაფერს ვითხოვთ.

. თუ თქვენი პასუხი პოზიტიური არ იქნება, ჩვენ ამ შეხვედრას ჩავატარებთ მცხეთაში, ღია არენაზე. თუ ამაზეც უარს მივიღებთ, სადმე მინდორში შევიკრიბებით, და ყველას გასაგონად ვიმსჯელებთ საქვეყნო პრობლემებზე. განვიხილავთ როგორც მეცნიერთა მიერ მომზადებულ ეროვნულ დოქტრინას, ქვეყანაში სისტემური ცვლილებების 21-პუნქტიან პროგრამას, ასევე ბანკების მარწუხებიდან ხალხის დახსნის რაციონალურ წინადადებებს , ქვეყანაში ემიგრანტთა დაბრუნების კონკრეტულ პროგრამას. შევქმნით „საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა დაცვის საერთაშორისო ლიგას“.

ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს. რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთ კი არა ქვეყნის შიგნითაა, ჩვენს ერთობაშია… იმის გაცნობიერებაშია, როგორც ბრძნულად გვითხრა დიდმა ილიამ: “ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს“.

ჩვენი ეს შეკრებაც სწორედ ამ მიზანს და ამ პრინციპებს ემსახურება. სწორედ ამიტომ, ვეყრდნობით ბიბლიურ მცნებას: „მთავარში ერთობა – სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. მთავარი – სამშობლოა, ყველა თავისუფალი ვართ ჩვენს პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში, მაგრამ სიძულვილით საუბრის ენა უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს!

გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო! ჩვენ მზად ვართ, ინიციატორთა გარკვეული ჯგუფი გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ დროს, რომ განვიხილოთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ყრილობას დიდი ერთობის საწყისად აქცევს.

საინიციატგივო ჯგუფის წევრები:

  1. ლუარა ნიჟარაძე-იტალია,პ/ნ 12001026355
  2. დარეჯან ღამბაშიძე-საბერძნეთი,პ/ნ 01011010116

3.ქეთევან ქებულაძე-იტალია,პ/ნ60001044846

5.სალომე გოგოლაძე-იტალია,პ/ნ 01003009647

6.მარინე ნოზაძე-იტალია,პ/ნ 010250221347

  1. ჯულიეტა ბობოხიძე-საბერძნეთი,პ/ნ 55001007009
  2. ნაირა შალამბერიძე-საბერძნეთი,პ/ნ 53001037572
  3. ნინო ჩეგიანი-აშშ,პ/ნ 62011001178
  4. მაია რუსაძე-საბერძნეთი,პ/ნ 6001018088
  5. ცისანა თვალაბეიშვილი-საბერძნეთი,პ/ნ 60001088083
  6. მანანა სოფრომაძე-იტალია,პ/ნ 60001087082
  7. ნათელა კიკვაძე-გვეტაძე -იტალია,პ/ნ 41001004854
  8. ნატალია ტრაპაიძე-იტალია,პ/ნ 60001090817

14.იკა სულამანიძე-საფრანგეთი,პ/ნ 21001002716

  1. .ნუნუ ჩადუნელი -ისრაელი,პ/ნ 57001030851
  2. მაყვალა თვალაბეიშვილი -გერმანია,პ/ნ17001018506
  3. მაია მესხორაძე- იტალია,პ/ნ 60001074660

18.ნანა ჯიმშელეიშვილი-იტალია,პ/ნ 60001043540

  1. რუსიკო შერვაშიძე-საბერძნეთი,პ/ნ 60001111637
  2. სალომე ნატრიაშვილი-საბერძნეთი,პ/ნ 090010227005
  3. ეთერი სულაქველიძე-იტალია,პ/ნ 01003001296

22.ნათელა გოლეთიანი-იტალია,პ/ნ 60001018078

  1. შორენა თეთრაული-აშშ,პ/ნ 010020169668
  2. დარეჯან კაკუშაძე-იტალია,პ/ნ 60002020056
  3. ლეილა ბივის-ინგლისი,პ/ნ 010260002184

26.ნინა ასპანიძე-საბერძნეთი,პ/ნ 22001000344

  1. ნინა სიბოშვილი-აშშ,პ/ნ 35001014554
  2. ლუიზა შეყილაძე-თურქეთი,პ/ნ 99763805434
  3. ლელა გულედანი-აშშ,პ/ნ 62001006468
  4. ნანა ქარქაშაძე-საბერძნეთი,პ/ნ 02001012395
  5. ლარისა დონდაძე -ისრაელი,პ/ნ 25001003473
  6. ლალი ბერიკელაშვილი- ,საბერძნეთი,პ/ნ 01001001297
  7. დოდო-თურქეთი გურული,პ/ნ18001031375
  8. მარიამი ფცქიალაძე -საბერძნეთი,პ/ნ01019063641
  9. დავით ტალახაძე – მოსკოვი,პ/ნ 60002013650
  10. ნანა რუსაძე – თურქეთი ,პ/ნ 60001030828
  11. არენა სახელაშვილი-თურქეთი,პ/ნ 60002000216
  12. ნანა ნიქაბაძე-იტალია,პ/ნ60001043762
  13. რუსუდან არძენაძე -იტალია,პ/ნ311001010940
  14. სამანიშვილი მარიკა-იტალია,პ/ნ01001033586

41.ნანა სამხარაძე -საბერძნეთი,პ/ნ60001131856

  1. მზაღო ძიგურიშვილი- საბერძნეთი,პ/ნ01002013562

43.ანა იმედაძე -საბერძნეთი,პ/ნ 01030046189

44.ელისო გეგეჭკორი,გერმანია პ.ნ.19001002049

  1. ნონა ვაშაძე-საბერძნეთი,პ.ნ01024064180
  2. ხათუნა ჯავახია-იტალია,პ.ნ42001021594

47.ლია პეტრიაშვილი-საბერძნეთიპასპორტის პირადი ნომერი:  01027026687

48.ხათუნა მიგინეიშვილი-იტალია.პ.ნ 2001011798

49.ალექსი ბერიაშვილი -მოსკოვი,პ.ნ40001003921

50.ნანა ობოლაძე-საბერძნეთი,პ.ნ  01013008130

  1. ნინო სვანიძე -საბერძნეთი,პ.ნ.60002011759
  2. როზა ხარბედია საბერძნეთი.პ.ნ 53001021214

53 გულნაზი .გუგავა -იტალია, პ.ნ 01001007804

  1. ლია შარვაშიძე -იტალია,პ.ნ 6000 107 06 73

55.მარინე გუჯეჯიანი -იტალია,პ.ნ62003008926

56.მადლენა ხელაძე-საბერძნეთი,პ/ნ 6000 102 08 28.

  1. ნანი მაღლაფერიძე -საბერძნეთი,60001018168

58.ნინო სულაქველიძე-იტალია,პ.ნ60001047676

  1. სოფიო ბასილაძე -საბერძნეთიპ/ნ.60001104815
  2. მზიური ლაშხია -საბერძნეთი,პ/ნ 01027022392

61  ქეთევან ძოძუაშვილი -საბერძნეთი,პ/ნ 53001009903

  1. თამილა ბერდიაშვილი-ბელგია,პ/ნ 64041154611
  2. ელენე ხუციშვილი – იტალია პ/ნ 01007013252
  3. ნანი ქოჩიაშვილი პ/ნ2100 100 9314, საბერძნეთი
  4. გიორგი კუბლაშვილი -,პ/ნ 41001008620 საბერძნეთი

 

საკონტაქტო პირები:

ლუარა ნიჟარაძე- იტალია, tel.:+393805860139;  tel.: e.mail:luaranijatadze@gmail.com

დარეჯან ღამბაშიძე- საბერძნეთი, tel.: +306996420101; e.mail:d.gambashidze@gmail.com

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *