მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მთავარი დასკვნები

 

  1. არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ორივე მხარის მიერ. გაძლიერებული ტექნოლოგიებით, რაც თავის დროზე დაიწყო მოქკავშირის ახალგაზრდულმა გუნდმა, გააძლიერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყველაფერი ძალაში დატოვა „ქართულმა ოცნებამ“. გაყალბების მთავარი მამოძრავებელი არის აღურიცხავი ფული, რომელიც ყველა პარტიას აქვს მოძრაობაში. ჩვენი ანალიზით, სასაცილოა პარტიების მიერ წარდგენილი თანხების ხარჯვის ანალიზი იმასთან შედარებით , ვიდრე რეალურად ხარჯავდნენ, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიები.
  2. თუ ქვეყანაზე ვფიქრობთ და არ გვაწუხებს პარტიული ამბიციები, ახალი არჩევნები აუცილებელია და არა მარტო იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნები, არამედ ჩვენი ანალიზით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მიცემულ ხმებში მხოლოდ 10 %-მდეა გულწრფელად და დამსახურებულად მიღებული ხმები. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ან სხვა პარტიების ჯინაზე, ან ძირითადად, ურთიერთშიშით, ანუ ხელისუფლებას მისცეს ხმა ნაციონალური მოძრაობის რევანშიზმის შიშის გამო, ხოლო ოპოზიციას ხმა მისცა ხელისუფლების მიუღებლობის გამო.
  3. ხელახალი არჩევნები აუცილებელია, თუნდაც, იმის გამო, რომ პრქტიკულად ხმების რაოდენობა გაიყო რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა დაპირისპირება. რომლის გაგრძელებაც ყველაზე საშიშია ქვეყნის მომავლისთვის.
  4. დაპირისპირების დატოვება, თუნდაც რომელიმე მხარემ შეძლოს მიზნის მიღწევა, ასევე კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის. ვაკონკრეტებთ: ხელისუფლება არც გარე და არც შიდა არგუმენტებს, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტს არ ითვალისწინებს დ ყველაფრის ისე გაკეთებას აპირებს, როგორც ჰქონდა დაგეგმილი. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ქვეყნისა და ხლხის წინაშე, რადგან ნიშნავს თუ სრულ არა, დიდი მასშტაბის იზოლაციას, როგორც ევროპული სტრუქტურებისგან, ასევე აშშ-დან. რის შედეგსაც ვიწვნევთ ყველანი: ქვეყანაში დარჩენილნიც და ქვეყნის გარეთ გასულნიც. აქვე ვამბობთ: ვთქვათ, დასახულ მიზანს მიაღწია ოპოზიციამ, რაც არარეალურად მიგვაჩნია, მაგრამ თეორიულად მისი დაშვება შეიძლება. ეს იქნება ასევე კატასტროფული ქვეყნისთვის, როგორც, პირველ, ასევე მეორე შემთხევაში, სამოქალაქო დაპირისპირება რეალური ხდება, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მით უფრო, რომ ევროკავშირში რეალური ხდება ქვეყნისთვის დაგეგმილი 120 მილიონი ევროს გადამისამართება ხელისუფლებიდან, არასამთავრობო სექტორსა და მასმედიაზე. ქმედება იწვევს უკუქმედებას და ხელისუფლება გაცილებით მსუყედ დააფინანსებს სახელისუფლებო ტელევიზიებსა და არასამთავრობო სექტორს, რაც გამოიწვევს გონებისათვის მიუწვდომელ დაპირისპირების მასშტაბებს, ყველაფერი გადავა ხალხზე, თუნდაც ევროკავშირის 120 მილიონი აკლდება ბიუჯეტს (ხალხის ფულს), ასევე ხელისუფლების მიერ მათი ერთგული მასმედიისა და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი თანხებიც ძირითადად ბიუჯეტიდან იქნება, რაც გამოიწვევს სოციალური მიზნებისთვის ხარჯების შემცირებას, ასევე ლარის სრულ გაპარტახებას.
  5. შექმნილ სიტუაციაში, ჩვენ რეალურ გამოსავლად მივიჩნევთ „მეცნიერთა კონგრესის“ კონცეფციას – „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ არჩევის თაობაზე. პირველ ეტაპზე, „მეცნიერთა კონგრესს“ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ტელევიზიებში უნდა მიეცეს ხალხისთვის ამ კონცეფციის წარდგენის შესაძლებლობა, შემდგომში მისი არჩევითი ორგანოს მთელს ვერტიკალში (პარლამენტი, საკრებულოები), პარტიებში, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულების ორგანიზაციებში განხილვის გაგრძელებით. სასურველია, მოხერხდეს ამ კონცეფციის განხილვა პირველ ეტაპზე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში  შემდგომში კი, ევროპულ სტრუქტურებში.
  6. ჩვენ დისკრიმინაციულად მივიჩნევთ ქართულ საარჩევნო კანონმდებლობას. ჯერ ერთი, რომ არ არის უზრუნველყოფილი ადამიანის მთავარი უფლების – აირჩიოს და არჩეულ იქნას, გარანტირებულად დაცვა და იგი ასევე დისკრიმინაციულია პრლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებისთვის. პრაქტიკულად, ეს კან ონმდებლობა სრულად რუსულია და სამწუხაროა, რომ ამის თაობაზე არც საერთშორისო ორგანიზაციები და არც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ საუბრობენ.ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება პარტიების აგიტპუნქტებად ქცეული ტელევიზიების ფონზე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *