მეცნიერთა კონგრესი
მეცნიერთა კონგრესის პოზიცია-წინადადებები განხილვისათვის ხელისუფლებაში, პოლიტიკურ პარტიებში, საზოგადოებაში

კრიზისის სწორდ გააზრების, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ამბიციების დაცხრობის, მოქმედების საფუძვლად არა პარტიული, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესის აღიარების, რაც მთავარია, ყველაფერი ამისთვის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რეალურია ეს კრიზისი გახდეს ქვეყნის პროგრესული განვითარების საწინდარი. მეტიც რეალურზე რეალურია,საქართველო მთელი მსოფლიოსთვის გახდეს კრიზისის დაძლევის პოლიტიკური ინოვაციების ქვეყანა და ამ უკანასკნელს გვიწინასწარმეტყველებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ექსპერტები და უცხოეთში მცხოვრები პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩვენი თანამემამულეები. !
- ყველაფერი იწყება კრიზისის აღიარებით!
დარწმუნებული ვართ, ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის , მიუხედავად იმისა, ის პოლიტიკაშია, თუ მის გარეთ, არ არის საკამათო, რომ ქვეყანაში სახეზეა უმწავესი პოლიტიკური (და არა მარტო) კრიზისი. აქვე ვამბობთ, რომ პარტია , პოლიტიკოსი, რომელიც ამას არ აღიარებს, ის ვერ ხედავს მოვლენების განვითარების უმძიმეს შედეგებს და ამაში შედის არა მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ მისი თავიდან აცილების შემთხვევაშიც კი, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების არნახულ ზრდაში, რომელიც მომაკვდინებელი იქნება ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.
- შემდგომია იმის გაანალიზება, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, არაერთხელ ყოფილა კრიზისში.
ფაქტია ისიც, რომ კრიზისების საფუძველი ყოველთვის შიდა დაპირისპირება იყო და კრიზისი მით უფრო ღრმა იყო, რაც მეტად მძიმე იყო დაპირისპირება. ისიც ხაზგასასმელია, რომ საქართველოთი დაინტერესებული გარე ძალები დასაყრდენს ამ დაპირისპირებასა და დაპირისპირებულ ძალებში ხედავდნენ. ისტორიამ ისიც დაადასტურა, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ საერთო გადაწყვეტილების მიღებას, ან თუ მათ ამის ნება არ აღმოაჩნდებოდათ, არენაზე ყოველთვის გამოდიოდნენ „სახელმწიფო კაცები“ (ი.ჭ), რომლებიც ინიციატივას ხელში იღებდნენ და ეს ხდებოდა საფუძველი იმის, რომ ქვეყანაც გადარჩენილიყო და დაპირისპირებულ მხარეებსაც სახე შეენარჩუნებინათ. ჩვენ ერთგული ვართ ამ ტრადიციის და თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას ვერ მოძებნიან, ჩვენ ხალხთან, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებთან , საქართველოში აკრედიტებულ დიპ.კორპუსის წარმომდგენლებთან კავშირში ვიმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით. ამის პროგრამა გვაქვს და ველოდებით შესაბამის დროს მისი გაჟღერებისთვის.
კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობთ, თუ ოდესმე საჭირო იყო ყოველივე ზემოაღნიშნული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დღესაა ამის განსაკუთრებული აუცილებლობა. თუნდაც იმიტომ, რომ 21 საუკუნე სხვა მასშტაბის საუკუნეა ბევრით. ერთი ვთქვათ: ინფორმაციული თვალსაზრისით. ტოტალური ტექნიციზმის ხანაში ვცხოვრობთ!
ქვეყანას სანიშანსვეტო პერიოდი უდგას და რით გამოვალთ აქედან, დაპირისპირების გაგრძელებით და ნგრევით, თუ თანამშრომლობითა და შენებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდებათ, როგორც დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას. სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რამეთუ ყველა ეტაპზე ქვეყნის პროგრესი, გასული საუკუნის 90-იან წლებში ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა, სწორედ კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა, ანუ ინტელექტუალებმა შეძლეს, ინტელექტუალები იყვნენ დისიდენტებიცდა რომელთა დამხობა პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებით, გახდა საფუძველი ქვეყანაში რევოლუციების, ქუჩის რადიკალიზაციის და ხელისუფლებაში ქუჩის პოლიტიკოსების მოსვლის. ეს ყველაფერი არათუ უნდა გავიაზროთ, არამედ უნდა დავასრულოთ ქვეყნის ჯიჯგნა დაპირისპირებით და მისი საფუძველი უნდა გახდეს ორი მთავარი რამ:
- ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში- სიყვარული;
- ილიასეული სიბრძნე: ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.
სწორედ ამიტომ ვუწოდებთ „მეცნიერთა კონგრესი“ ამ პერიოდს
სანიშანსვეტოს.
ჩვენი მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა:
პირველი – რაც დღეს არის და სასწრაფოდ გადასაწყვეტი და მეორე – რაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებასთან და ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის რეალიზებასთან არის დაკავშირებული.
ისევ მოკლე ანალიზი.
დღეს არაფერი ისე არ სჭირდება საქართველოს როგორც ერთობა. ქვეყნის გაერთიანების გზა ეროვნული თანხმობის გზაჯვარედინზე გადის. ყოველი დიდი პოლიტიკური მოვლენა პირველ რიგში ამ სასიცოცხლო ამოცანის განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს.
სინამდვილეში კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყველა ჩატარებული არჩევნები, წლევანდელი 26 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით, არათუ აერთიანებს, არამედ ანგრევს ეროვნული ერთობის იდეას. როგორი საერთაშორისო რეიტინგების უკანაც არ უნდა დაიმალოს მმართველი პარტია, ის ფაქტი რომ 12 წლიანი მმართველობის თავზე ქართველი ხალხი ორ თანაბარ ანტაგონისტურ ჯგუფად დაჰყო, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს! სრული დარწმუნებით უნდა ვთქვათ უმძიმესი რამ: არჩევნების ასეთი შედეგები არ უნდა აძლევდეს ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დარჩენის , ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლის მორალურ უფლებას, თუნდაც იმის გამო, რომ სიძულვილში, პოლიტიკური უკულტურობის ჭაობში ჩაფლული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის პოლიტიკური განადგურების ექსტაზში არიან. ორივე ძალა რომელიც დეკლარირებს გზას ცივილეზებული სამყაროსაკენ, მშვიდობისაკენ , ხალხს უფრო მეტი კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.
დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტის ამოცანაა ქვეყანას ახალი უბედურება ააცილოს. „მეცნიერთა კონგრესი“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას კეთილგონიერებისაკენ. მოუწოდებს საქართველოს ინტერესები დააყენოს პირად პოლიტიკურ ამბიციებზე ზემოთ . როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, არჩევნების შედეგების აღიარება თუ არ აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეს დაცინვაა და არა მხარდაჭერა . და როცა ამაში დავრწმუნდებით, შევეცადოთ არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის პოლიტიკური კრიზისებიდან გამოსვლის პოლიტიკური ინოვაციის გზა ავირჩიოთ.
ამ გზის გამკვლევი პირველ რიგში ქართული ოცნება უნდა გახდეს. პირველ რიგში უარი უნდა ითქვას ყოველგვარ შუამდგომლობაზე. ქართველებმა ერთმანეთთან თვითონ უნდა მოვილაპარაკოთ. ქუჩიდან პოლიტიკური ბრძოლის პარლამენტში გადატანა არ ნიშნავს არჩევნების შედეგების შესწავლის შეჩერებას, პირიქით ჩვენ ვთვლით, რომ ამ საკითხში საერთაშორისო აუდიტი უნდა ჩაერთოს, მეტიც, ჩვენ იმასაც კი ვთვლით პერსპექტივაში, რომ მომდევნო არჩევნები ტარდება გაეროს ჩართულობით. ,
პოლიტიკური პასუხისმგებლობა სჭირდება სწორედ ამ თეზისის გაზიარებას, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანაში მარტო ისინი არ არიან. და ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოება, ხალხი, ინტელიგენცია, ინტელექტუალური ელიტა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრები.
ვაყალიბებთ პირველი ეტაპის კონკრეტულ წინადადებებს და ეს სხალხოდ და საჯაროდ უნდა განაცხადოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა:
1.ვიწვევთ საერთაშორისო აუდიტს და მის შედეგებს ვაღიარებთ ორივე მხარე და ვმოქმედებთ მკაცრად საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში;
2.. მთავრობის ფორმირება მოხდება იმ პროცენტული შემადგენლობით, როგორიც არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიპოვეს. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული მთავრობის წევრები წყვეტენ შესაბამისი პარტიის წევრობას .
- კონსტიტუციურ ცვლილებამდე კანონმდებლობით განისაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით’
- დღევანდელი რეალობიდან და გაყალბების დიდი ტრადიციებიდან გამომდინარე, არჩევნების გაყალბება გაუტოლდეს კორუფციასა და ნეპოტიზმს, სამივე ჩაითვალოს სახელმწიფო ღალატად და შემოღებული იქნას უმკაცრესი სასჯელი.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი და ქვეყნის პროკურორი უნდა იყოს დანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის წარდგენით. უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა არჩევის წესი. მათ მოსახლეობა უნდა ირჩევდეს და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული ყვლა ცვლილება უნდა ხდებოდეს არა უბრალო უმრავლესობით და ხმების 2/3-თ არამედ დეპუტატთა საერთო რაოდენობის ¾-თ და თუ ეს ვერ მოხერხდა, რეფერენდუმით;.
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე მოხდეს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება სასურველია, მისი პროექტის მომზადება შეკვეთილი იქნას მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტისთვის. მათ მიერ მოწოდებული პროექტი გამოქვეყნდეს პრესაში, საზოგადოებრივი განსჯა-განხილვისთვის და მის შემდგომ მოხდეს მისი მიღება პარლამენტში. შესაძლებელია ეს პროექტი საერთო რეფერენდუმზე იქნას გამოტანილი.
- მთავრობის ფორმირებიდან 1 წლის თავზე სასურველია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები თუ ეს მოსაზრება ექნება ოპოზიციას და მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობა. ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიიღოს „მეცნიერთა კონგრესის“ წინადადებები „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინისა“ და „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ იდეის ფართო საზოგადებრივი განხილვის (როგორც ტელევიზიებში, ასევე მუნიციპალურ საკრებულოებში, საქართველოს პარლამენტში) ჩვენი წინადადებაა „მეცნიერთა კონგრესის“ ეს წინდადებები გატანილ იქნას საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდებიან და არ ჩათვლიან საჭიროდ 1 წლის თავზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მთავარი სიტყვა უნდა დაეთმოს ხალხს და მთავრობის ფორმირებიდან 2 წლის თავზე შედგეს ეროვნული ნდობის რეფერენდუმი, როგორც ვადამდელი არჩევნბის ჩატარების ერთადერთი საფუძველი.
8 მიღებულ იქნეს კანონი საქართველოს სახალხო პალატის („სახელმწიფო კაცების საკრებულოს“, როგორც ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემოგვთავაზა) შექმნის თაობაზე;
- მიღებულ იქნეს კანონი პოლიტიკური პარტიების , საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების , მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ფინანსირების შესახებ ყველა შიდა და გარე წყაროებიდან.
ზემოთჩამოთვლილი წინადადებების კოორდინაციის ფუნქცია უნდა მიენიჭოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, თუ რა თქმა უნდა, ის იქნება საყოველთაო ნდობით აღჭურვილი პიროვნება და არა პარტიული ფუნქციონერი, ან მარიონეტი.
* * *
ეს არის „მეცნიერთა კონგრესის“ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები განხილვისთვის, როგორც კონგრესის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ წინადადებების განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მოხდება ტელევიზია „:ქართული TV- ს პირდაპირ ეთერში. სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 15-დან 18 სთ ფრგლებში, ხოლო ხუთშაბათს 16-18:00 საათამდე.
მომდევნო კვირის დასაწყისში შედგება „მეცნიერთა კონგრესის“ გაფართოებული სხდომა, რომელიც საბოლოო სახეს მისცემს ამ დოკუმენტებს და „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინისა“ და ეროვნულ თანხმობის ხლისუფლების იდეასთან ერთად, წარუდგენს როგორც საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას, პარტიებს.
ჩვენი წინადადებაა: შედგეს დიდი შეხვედრა მენციერებათა აკადემიის პატრონჟით – ხელისუფლების, პარტიების, „მეცნიერთა კონგრესის“ წარმომადგენლობით.
ეს მოსაზრებები „მეცნიერთა კონგრესის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა წარუდგინა ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის დაანონსებულ ბრიფინგს 4 ნოემბერს 16:30 სთ-ზე . გადაიცემოდა „ქართული TV“ – ს პირდაპირ ეთერში.
„მეცნიერთა კონგრესის“ საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახური
4 ნოემბერი, 2024 წელი