პროექტები
მაია რუსაძე: 21 სექტემბრის საყოველთაო ყრილობას მხარი ჩვენი სამშობლოს და ემიგრაციის დაბრუნების აუცებლობისათვის უნდა დავუჭიროთ !
კვირას ფრიად მნიშვნელოვანი საქმის გამო სამსახურიდან გავიქეცი სამსახურის დაკარგვის ფასად რადგან უფრო მნიშვნელოვნად ის საქმე ჩავთვალე რომელიც ჩვენი ერთობის საწინდარი უნდა იყოს!
ის იყო რომ მე და ჩემი მეგობრები ნამდვილი და ღირსეული ქართველები ჩავერთეთ დიალოგში ჩვენს სამშობლოზე განაწყენებულ თანამემამულეებთან( ეს ცხადია და ამას ვერ უარყოფ;-” ჭირმა თავი მალა- მაგრამ ბოლო მაინც არ დამალაო” ამბობს ქართული ანდაზა )(!!) -ჩვენი გარეთ გასვლა მნიშვნელოვან ამბავს დაემთხვა ეს დამთხვევა სიმბოლური აღმოჩნდა როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ქართველებო!!?
-პაკისტანის დიასპორული ორგანიზაცია მსვლელობას აწყობდა პაკისტანის ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო ჰოი ,საოცრებავ (!!)
ამ ამბავს წინ უძღვოდა ჩვენი დიალოგი პაკისტანელებთან ერთ -ერთ ოფისში! ცხადია -ეს დიალოგი პაკისტანის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გამო წამოვიწყეთ !!
დიახ ერთ -ერთმა სერიოზულმა კაცმა მითხრა რომ ჩვენი დამოუკიდებლობა 15 წლის წინ დაემხოოო(!)მის შემდეგ ჩვენც განვითარებად მესამე კატეგორიის ქვეყნად ვართ აღიარებული საერთაშორისო სტატუსითო(!)
დავფიქრდი- გული მომიკვდა ჩემი ქვეყნის სტატუსიც ხომ იგივეა და ამ ფიქრებში გართულმა დიალოგი კვლავ გავაგრძელეთ ;-ამასობაში ის თავფურცელიც გადავიღეთ რამოდენიმე ცალი ხელში დავიჭირეთ და გავსწიეთ ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან- სამშობლოზე გაბრაზებულებთან და განაწყენებულებთან !!
დიდი შერკინების დღე იყო ყველაზე 🙂 უფრო რთული ხომ ქართველებისთვის აზრის გაზიარებაა (ცხადია ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება) მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი სტატუსის გაგონებაზე რეაქცია არ ჰქონდათ -მაშინ როცა პაკისტანელები სწორედ სახელმწიფოებრიობის გამო გაერთიანების მიზნით შეკრებილიყვნენ(!?)
ეხლა ვისაც გეუხერხულათ ეს ამბავი ცივი წყალი დალიეთ გული გაიგრილეთ და კითხვა განაგრძეთ!!
გზად მიმავალს ბევრი კარგი ქართველი შეგვხვდა ბევრი აზრზეა -თუ რას ემსახურება და რისთვის უნდა შედგეს 21 სექტემბრის სრულიად ემიგრანტთა ყრილობა !
დიახ ,ნაწილი კი გაურკვევლად ირონიით გისმენს !ცხადია ძნელია დაარწმუნო რომ არანაირი პარტიული მუშაკები არ ვართ და მხოლოდ სრულიად ემიგრანტთა ყრილობას ვუჭერთ მხარს!!
ამ ყრილობაზე მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ძირითადი კი ეროვნული დოქტრინაა პირადად ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი აქტი ფრიად საკმარისია ამ ყრილობის მხარდასაჭერად !!
ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს რომელსაც გააზრებული არ აქვს თუ რა საშიშიშროების წინაშე დგას ეთნიკური მოსახლეობა და ვერ აცნობიერებს რომ ცოტა ხანში ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში გადავალთ- ცხადია არანაირი სურვილი არ აქვს მოსმენის და არც რეალური ფაქტების ან ციფრების გაცნობის !!
დიდი ხნის წინ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება ეთნიკური მოსახლეობისაგან პიკს უახლოვდება!!- რომელსაც დღევანდელმა ხელისუფლებამაც უპირობოდ დაუჭირა მხარი თუ ვიზალიბერალიზაციის პროცესს კვალდაკვალ გავყვებით ნათლად ჩანს თუ სად ვიმყოფებით და რა მდგომარეობაში ვართ !!
გაეროს მონაცემები ხომ გამუდმებით გვახსენებს -წითელი ფერი უკვე დიდი ხნის წინ აგვინთეს ,მაგრამ ქართველთა გაკეთილშობილებას საკუთარი სამშობლოს მიმართ ვერანაირი საშიში მაჩვენებელი ვერ ახერხებს !!
ჩვენ დიდი ხნის წინ დაგვინგრიეს ეთნიკური ნიშნებით გამორჩეული სახელმწიფოებრივი ნიშა !! დიდების მემორიალი ქუთაისში) საყდრისი უნიკალური ძეგლი !!-
ჩვენი წარსულთან უახლოესი სიმბოლო
ძვირფასი ლაღიძის წყალი თბილისის ცენტრში! სიძველის და კოლორიტულობის გამოხატულება ტრამვაი !
ბორჯომ ბაკურიანის ხეობაში სიხარულის და მომავლის სინათლისაკენ მიმავალი პაწაწინა მატარებელი!!
გული მოგიკვდებათ როგორ საბრალოდ გამოიყურება ლიანდაგი( ორი წლის წინ თავად ვესტუმრე) პატარების საცოდაობით ცრემლი ყელში მომებჯინა და ემიგრანტობის მიზეზების გამართლებას სასტიკი რეალობა დავუპირისპირე (!!)
ყბადაღებული” ევროპული ოჯახის” წევრობა კიდევ ერთხელ თავდაყირა დადგა ჩემს ცნობიერებაში! ყოველივე ამ სურათის შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ არის ცხადი თუმცა იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ნაწილი ჯეროვან ყურადღებას ვერ იჩენს !!
ყოველივე ეს არის ჩვენი- ქართველთა მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის თვითლიკვიდაციის მცდელობა- გარეშე ძალების მიერ, რომელსაც ცხადია ჩვენმა ყოველმა ხელისუფლებამ დიდი და უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა დიახ ყოველ ხელისუფლებას თავისი “აღთქმა “აქვს რაც შეიძლება დამანგრეველი შედეგები და ზიანი მოუტანოს ქართველ ხალხს საქართველოს !!
ქვეყნიდან იძულებით გარეკილი.მოსახლეობა უდიდეს სიყალბეში პარტიული ინტერესების სიწმინდეში “და უკიდეგანო “პროვინციალიზმის ჭაობში ზის !! დროებით უცხო ქვეყნის სამყოფელ ადგილს მორგებულები ნაკლებად ინტერესდებიან რეალურად ქვეყნის ბედზე !!(სათქმელი ბევრია ჯერ ეს იყოს).
21 სექტემბრის საყოველთაო ყრილობას მხარი ჩვენი სამშობლოს და ემიგრაციის დაბრუნების აუცებლობისათვის უნდა დაუვჭიროთ !
სამშობლოზე განაწყენებულებო ‼️ შემოუერთდით ემიგრანტთა ყრილობას და დაესწარით თქვენ უმნიშვნელოვანესი ამბის თანამონაწილენი გახდებით !!-იმედია ჩვენი მთავრობა არ გაგვიწბილებს იმედს და ჩვენს სათქმელს მოისმენს !!
ღმერთი არს სრულიად საქართველოსთან‼️