"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: “ჟამი მოსულა…უკან მობრუნების ჟამი ‼️

ერო და ბერო,ემიგრანტებო და არაემიგრანტებო,ემიგრანტთა ოჯახის წევრებო,ჭეშმარიტო ქართველებო,პატრიოტებო, დადგა დრო ოცდაათწლიანი ქარბორიების შემდეგ საქართველოში
ერთიანობის,ურთიერთსიყვარულის,ურთიერთპატივისცემის,კეთილგანწყობის,სიყვარულის და სიკეთის სიომ შემოარტყას რკალი სამშობლოს ზეცას‼️

✅️სამშობლოს ვკარგავთ,ამაზე დიდი უბედურება რა უნდა გვჭირდეს ქართველებს,ხელიდან გვეცლება წინაპართა სისხლის ფასად ნალოლიავები სამშობლო-საქართველო‼️

✅️მე მზარავს ამის გაფიქრებაც კი❗️
შეიძლება დაკარგო სახლი,ფული,ქონება,ახლობელი ადამიანი ,შეეგუო , გადაიტანო..,
მაგრამ დაგერქვას უსამშობლო, მე უმალ სიკვდილს ვამჯობინებ❗️

✅️მე არ მეგონა ემიგრაცია თუ უსასრულოდ გაგრძელდებოდა,არ მეგონა უკან დასაბრუნებელ გზას თუ დავკარგავდით ქართველები,არ მეგონა თუ მასიურად დავიწყებდით ქართველები გადინებას…არ მეგონა
არ მეგონა თუ ჩვენს ადგილს უცხო ტომი შეავსებდა,არ მეგონა თუ ეს გეგმაზომიერი “გენოციდი”იქნებოდა,ერის “გენოციდი”‼️

✅️არ მეგონა ქართული ოჯახი თუ დაიშლებოდა,თუ ქართველი დედა ოჯახს მოსწყდებოდა,თუ შვილები დედის გარეშე
გაიზრდებოდნენ,თუ ოჯახის ინსტიტუტს დააკნინებდნენ და დაგვშლიდნენ ისე რომ ერთმანეთის სატირალზე მისვლაც გაგვიძნელდებოდა,ბევრმა გადავიარეთ ეს სიმწარეც

🔺️…არ მეგონა,ბევრი რამე არ მეგონა….მაგრამ რეალობა სამწუხაროა,ძალიან სამწუხარო და სავალალო,არ შევეხები უამრავ მწარე-ცხარე თემას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ…❗️

….მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ვითმინეთ.იმედიაო სულის მასაზრდოებელი და იმედით მივყევით დროს…დრო გაგვექცა,დავბერდით ემიგრაციაში,სული დაბერდა,დაიჩაგრა,ბევრმა იმედი გადაიწურა უკან დაბრუნების,ბევრი ტყუილის ლაბირინთში გაეხვია და ნდობაც დაკარგა .აღარავისი აღარ სჯერა….
✅️გავიარეთ,ყველაფერი გავიარეთ,გამოვცადეთ ყველა სიმწარე…და ახლა???ახლა ვართ გზასაყარზე თუ საით⁉️
🔺️ჟამი მოსულა,ჟამი❗️ უკან მობრუნების ჟამი ‼️

მაგრამ როგორ⁉️თუ არ გექნა საარსებო მინიმუმი,გარანტირებული მოხუცებულობა,სამუშაო ადგილი,პენსია,ხელფასი,უფასო ჯანდაცვა,შრომის და სწავლის უფლება-როგორ,როგორ იცხოვრებ⁉️

აბა სახელმწიფო რას ჰქვია,აბა კონსტიტუცია რა არის⁉️სახელმწიფოში კონსტიტუციით არ გვაქვს ყველა ეს უფლება გარანტირებული???.სახელმწიფო ვინმეს კერძო სტრუქტურაა?????
ჰოდა გვეყო მოთმინება,გვეყო დუმილში და მუდმივ ფორიაქში ცხოვრება,გვეყო…‼️

✅️ახლა რთული დრო დგას და ომი არ გვინდაო⁉️განა ვინმე გვიშლის ქვეყნის შიგნით წესრიგს❗️სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება ეს ომს ნიშნავს???.
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს,ეს ვის არ ესმის,მაგრამ მშვიდობიანად დაცალო ქვეყანა ქართველებისგან ეს მშვიდობის საფასურია??..

✅️მოკლეთ ყველას გაქვთ ეს კითხვები,ყველა ფორიაქობთ,ყველას გაწუხებთ და დუმხართ,ამიტომ გამოვიდეთ დუმილის და მაყურებლის როლიდან‼️
არ არის არცერთი პარტიის ყრილობა,ეს არის მეცნიერთა კონგრესი ს მიერ მხარდაჭერილი,საზოგადოებრიობის მონაწილეობით, ემიგრანტთა ყრილობა‼️იმისთვის რომ გავიაროთ ხუთი საკითხი ერთად რომელიც ყრილობაზე გამოვა :

🔺️ეროვნული დოქტრინის განხილვა
🔺️მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული მართვის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიანი “იმედის პროგრამა”- განხილვა,კენჭისყრა
🔺️ბანკების სესხებისაგან მომხმარებლის განთავისუფლების რაციონალური წინადადებები
🔺️ემიგრანტთა ეტაპობრივი დაბრუნების პროგრამა[თუ ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამას ფინანსური ბერკეტი არ ექნა ,ისე ვინ დაბრუნდება??ამიტომაც აუცილებელია მხარდაჭერილი იქნას ხელისუფლებისგან]

🔺️უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების და საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა
✅️ამ საკითხებს ხალხის ერთობა და მხარდაჭერა სჭირდება ,ამიტომაც უნდა მოხვიდეთ 21 სექტემბერს ემიგრანტთა ყრილობაზე,რომლის ინიციატორებიც თავად ემიგრანტები არიან მეცნიერთა მხარდაჭერით.

✅️ამასთან დაკავშირებით გაეგზავნა ღია წერილი სამოცდაათი ემიგრანტის ხელმოწერით პრემიერ-მინისტრს,დაიგზავნა ინფორმაცია ყველა სახელისუფლო რგოლში,იქნება და გონს მოეგოს ხელისუფლებაც,პარტიებიც და შევკრათ საქვეყნო ერთობა‼️
ეს არის ყველას კეთილდღეობა,ამას გათავისება სჭირდება,ამიტომაც უნდა მოვიდეთ ყველა 21 სექტემბერს,დრო და ადგილი შეჯერდება უახლოეს დღეებში და გახდება საჯარო.ეს არ არის შეკრება შეკრებისთვის,ეს არის შეკრება შედეგისთვის‼️
21 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი დღე უნდა გახდეს მომავლის საქართველოსთვის‼️
მოდი‼️

პატივისცემით ლუარა ნიჟარაძე
2023 წ.24 აგვისტო
ყველა
ემიგრანტთა ყრილობა
✅️

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *