სლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

დარეჯან ღამბაშიძე: 21 სექტემბერს გელოდებით ემიგრანტების ყრილობაზე!

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ,ქვეყნის გარეთ მცხოვრებ, თანამემამულეებზე ზრუნვა, ერთერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. კულტურის, განათლების,ხელოვნებისა და ტრადიციების შენარჩუნება, ყველაფერი თვიმყოფადობაა, რომელსაც თვითოეული ემიგრანტი ეწევა უცხო ქვეყანაში, როგორც საკვირაო სკოლებისა და ორგანიზაციების დაარსებით, ასევე ინდივიდუალურად.ინვესტირების პროცესში კი ემიგრანტები აქტიურად ჩართულები ვართ.ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ იგრძნოს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორას ქვეყნის განვითარებისათვის,

დიდი ფიქრი არაა საჭირო , იმისათვის რომ ჩვენი ძალისხმევა საკუთარი ქვეყნის მიმართ სოციალურ პროცესებში გმირობის ტოლფასია.დიასპორის ხედვა, გამოცდილება და მონაწილეობა ქვეყნის მართვაში, წარმატებული მაგალითი უნდა იყოს ,სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწისა და თანამშრომლობის ღიაობისათვის. როგორც გონივრული სტატისტიკა გვიჩვენებს ქვეყნის გარეთ 1,5 მლ-ნი ადამიანია გასული . როგორც ინვესტირების, სოციალური, სახელოვნობო, საგანმანასთლებლო თუ კულტურული ინიციატივების პოპულარიზაციის და ამ კუთხით საქრთველოს წარმოჩინებისათვის ხელისუფლების თანაავტორები (როგორც ხელისუფლება გვახასიათებს, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები) ემიგრაციამ თავის სიტყვა უნდა თქვას და(ეკუთვნის კიდეც) ქვყნის მართვის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

ერთმანეთის ლანძღვამ და შორიდან ყვირილმა, როგორც ვხედავთ ვერაფერი მოგვიტანა. საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავეს მეცნიერებმა და დადეს 21 პუნქტიანი პროგრამა, სადაც ქვეყნის გადარჩენის და განვითარების ეროვნული დოქტრინაა შემუშავებული.ამდენად ემიგრაციამ იტალიელი ემიგრანტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ ლუარა ნიჟარაძის თაოსნობით ( ლუარა ნიჟარაძე) და საქართველოს მეცნიერთა კონგრესის თანადგომით გადაწყვიტა 21 სექტემბერს ჩატარდეს ემიგრანტთა ყრილობა .

გთხოვთ გაეცნოთ მასალებს https://civilizebuli.ge/
მასალების წაკითხვისას შეგიძლიათ იმსჯელოთ, მოგვწეროთ, არა აქვ მნიშვნელობა, როგორი აზრი გაგიჩნდებათ, ყველაფერზე მიიღებთ პასუხს. მთავარია გაითვალისწინოთ . მეცნიერთა კონგრესი და ემიგრაცია ერთად დიდი ძალაა და შეიძლება ხელისუფლებასთან მსჯელობა საქართველოს სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის. თუ ყრილობაზე 500 000კაცი მაინც ვიქნებით და მეტი,ზუსტად ვიცი იტელექტუალური დიალოგებით ყველაფერი შეიცვლება, თუ არადა ვრჩებით ჭაობში . წარმოიდგინეთ ხელისუფლებასაც სჭირდება გონიერად მოსაუბრე ადამიანები და არა წყევლა, კრულვა, გინება ან მუქარა, ასე საქმე ვერაფრით ვერ გაკეთდება.ან ახლა უნდა დავდგეთ ერთად რადგან,არც კონგერსისთვისაა ადვილი პროცესებში მონაწილეობა ,რადგან მეცნიერებსაც, თავისი საქმე აქვთ. ( ისინი მოგვეხმარნენ გამოკვლევების ჩატარებაში და აქედან გამომდინარე პროგრამების შედგენა შესწავლაში) გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, რჩევები და ინიციატივები, რომელიც მიგვიყვანს რეფერენდუმამდე. ეს კი თვითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული .

დღევანდელი ტრაგედიაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაჯერება ყოველგვარი გეოლოგიური ანალიზისა და კვლევის გარეშე. როგორც ითქვა ბოლოს და ბოლოს ბუნება „მბრძანებელია“ და არა რომელიმე ფულიანი ხელისუფალი. რამდენჯერ შეიძლება წაგვიღოს მეწყერმა! მოვიდა დრო 30 წლის შემდეგ შევიგნოთ, რა გვევალება თვითოეულ ჩვენგანს, როგორ ვიურთიერთოთ ბუნებასთან და საკუთარ ხალხთან! გახლეჩილი ქვეყანა ბოლოს და ბოლოს უნდა გამრთელდეს . უნდა შეწყდეს ქოც ნაცობის კონცეფცია. ჩვენ ყველა ქართველები ვართ. ერთად ვიმსჯელოთ, ვიკამათოდ ,თუნდაც მწვავე ფორმატში! აუცილებლად მივალთ მართვის შეცვლის სისტემამდე.ნუთუ ნაც ქოცობის მეტი აღარაფერი ვიცით, ნუთუ ყველა ინტელექტი გავაუქმეთ და მხოლოდ ან ქოცი ვართ ან ნაცი ? მივესალმები „ოცნების „ წარმომადგენლებს ათენში, რომლებიც მოვიდნენ „ქართულ სახლში“ და ჩვენთან ერთად გააკეთეს მიმართვა პრემიერისადმი, რომ მეცნიერები, ყველაზე ინტელექტუალური ძალაა ქვეყანაში და უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ. ბოლოს კი, ვისაც ეფიქრება, გული შესტკივა და იბრძოლებს საქართველოს კეთილდღეობისათვის 21 სექტემბერს გელოდებით ემიგრანტების ყრილობაზე .მოსაწვევები ყველას დაეგზავნება, ემიგრანტები მომავალი საქართველოს დიდი იმედია!

დარეჯან ღამბაშიძე

ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან (ათენი)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *