გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენსლაიდერი

21 სექტემბერს სრულიად ქართველ ემიგრანტთა ყრილობა გაიმართება, სადაც იდგება 4 საკითხი! – მაია რუსაძე

ძვირფასო საზოგადოებავ!
პატივცემულო.ემიგრანტებო! ემიგრანტის ოჯახის წევრებო- ქართველებო და არაქართველებო !-ვინც საქართველოს სამშობლოდ თვლის და ჭირისუფლობს !
დადგა დრო -ეტაპი საქართველოს ისტორიაში- როცა უკანდახევა პესიმისტური დამოკიდებულება- უპრინციპო და ურწმუნო შეძახილები არის ღალატის ტოლფასი !დიახ- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას და ხაზს ვუსვამ !
როგორმე ჩვენი ერთსულოვნებით მაღალი სამოქალაქო შეგნებით- პასუხისმგებლობით და სიყვარულით უნდა გავერთიანდეთ თუ რა იყო და რა არის იმის მიზეზები რომ საქართველოს ვერ ვუშველეთ ამაზე აქ არ შევჩერდები!
ემიგრაციაში -უცხო ქვეყნის მიწაზე ცხოვრება და არსებობა თანდათან უფრო გართულდება არა მარტო ევროპის ქვეყნებში -ყველგან ! მალე აღარ იქნება ის ფუფუნება, რომელიც გვაქვს (ვგულისხმობ ბევრ რამეს )შეიძლება მკითხოთ რატომ- გპასუხობთ ;
იმიტომ რომ გლობალური თავდაცვის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა და ეთნიკური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაზე ხალხზე -ეთნოსზე და არა ჩვენზე – ემიგრანტებზე !!
ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და დავბრუნდეთ საქართველოში!!
ეს პროცესი უნდა დაიწყოს ან ეხლა ან არასოდეს !!
საშიშროება დიდია !! ჩვენ ყველანი ვამბობთ ,რომ ჩვენი სამშობლო არის საქართველო და დავბრუნდებით !!მინდა გითხრათ ვეღარ დავბრუნდებით, რადგან ეს სურვილი ჩვენს კეთილ ნებას აღემატება!!
ჩვენ ძალიან მალე გვაქვს საშიშროება გადავიდეთ უმცირესობაში გაეროს მონაცემებით გაქრობის პირას მყოფი ერთ- ერთი ერი ვართ!!
თვითმფრინავის ტრაპიდან დაშვებულებს შესაძლებელია გვითხრან- ბოდიშით- თქვენ შემოხვედით სხვა ქვეყანაში ეს ქვეყანა თქვენ არ გეკუთვნით !!-ასე მარტივად და გასაგებად გვეტყვის მესაზღვრე და მორჩა !
ცხადია -ამ ყოველივეს არავინ ამბობს საჯაროდ! პრეზიდენტი ამას არ იტყვის ის ისედაც უცხო ქვეყნის აგენტურას ემსახურება !
ვიშველიებთ და მივმართავთ მთავრობას
21 სექტემბერს სრულიად საქართველოს ემიგრაცია მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები ვერთიანდებით და ვესწრებით- მეცნიერთა კონგრესის მხარდაჭერით ემიგრანტთა ყრილობას !!
ყრილობაზე გამოდის ოთხი საკითხი!!
1ეროვნული დოქტრინის განხილვა!
2მეცნიერთა კონგრესის მართვის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიანი პროგრამის განხილვა (კენჭისყრა)!
3  ემიგრანტთა ეტაპობრივი დაბრუნება- პროგრამის განხილვა!
4ბანკების საკითხი; -ბანკის ვალებიდან ხალხის დახსნის რაციონალური წინადადებები!!
5უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტთა- და საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების- საერთაშორისო უფლებების ლიგის დაფუძნება!
(ლიგის საბჭოს არჩევა-ყველა ქვეყნის წარმომადგენლებიდან)-ლიგის პრეზიდენტის არჩევა!
მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ვიდრე ჯერ კიდევ ჩვენს სამშობლოს აქვს გადარჩენის იმედი !
ღმერთი არს ჩვენთან
Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *