მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
გელათის კონგრესი. პრესრელიზი
8 თებერვალს14 საათზე , გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, მეცნიერთა კონგრესის, ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და ქართული ერთობის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგება ტრადიციული კონგრესი, რომელიც, ტარდება საქართველოს პარიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანეს თანადგომითა და ხელშეწყობით
წლევანდელი კონგრესი გამორჩეულია იმით, რომ ის ტარდება დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეზე.
კონგრესის მთავარი თემაა: მომავლის საქართველოს ეკონომიკა . ასევე იქნება ხელმოწერილი პეტიცია ხელისუფლებისადმი:
– დავით აღმაშენებლის ძეგლისპირვანდელ ადგილზე დაბრუნების თაობაზე;
– ბაგრატოვანთა გვარის,პირველ ეტაპზე,საქართველოს ,მეორე ეტაპზე კი ,მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის თაობაზე..
– დისკუსიის დაწყების თაობაზე, საქართველოში ქალაქ ბაგრატიონის დაარსების შესახებ.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია:
„ეს წელი საქართველოსთვის (და არა მარტო ) განსაკუთრებული, სანიშანსვეტოა: სრულდება მეფეთ-მეფის დავითის დაბადებიდან 950 წელი ხალხის მიერ აღმაშენებლად აღიარებული მეფე, რომელმაც: ხალხს და ქვეყანას დაუბრუნა ღირსება ; ეკლესია გაამეცნიერულა და მეცნიერება გაარელიგიურა ; გეოგრაფია აქცია პოლიტიკად ; “დიდგორის ომით” გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია; საუკუნეების წინ დანერგა მთავარი პრინციპი: ძლიერს უჭერდა მხარს, სუსტს იცავდა!” ,რაზეც დგას ცივილიზებული მსოფლიო და ცნობილია, როგორც „კონვერგენციის თეორია“ …
ჩვენი დიდი სურვილია,ამ დღეს ვიყოთ გელათში,პატივი მივაგოთ დავით აღმაშენებლის საფლავს,შევუერთდეთ მეცნიერთა კონგრესს,რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნისთვის ეროვნული დოქტრინის შექმნის აუცილებლობას, მიიღებს გადაწყვეტილებას ,2023 წლის დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადების თაობაზე, დაამტკიცებს ამ წლის სანიშანსვეტო ღონისძიებებს ,განიხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხს – მომავლის საქართველოს ეკონომიკას…
წლევანდელი წელი უნდა გახდეს ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის წელი და ამის საწყისად და დასტურად სწორედ 8 თებერვალი იქცეს“
გელათის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მსურველთა გამგზავრება მოხდება ორგანიზებულად, 8 თებერვალს,დილის 8 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან(სასტუმრო “ივერიას” წინ) , იმ ადგილიდან, სადაც მისი აღმართვა აკურთხა კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ,ილია მეორემ და გადაწყდა პრეზიდენტის ბრძანებულებით..
მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
7.02.2023