მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
პრესრელიზი

მეცნიერთა კონგრესი: ეს ქართული სახელმწიფოს ყოფნა–არყოფნის საკითხია!
19 ნოემბერს დასრულდა მეცნიერთა კონგრესის დელეგაციის შეხვედრები იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის ქართველ ემიგრანტებთან.
დაბრუნებისთანავე შეიკრიბა მეცნიერთა კონგრესის საბჭო, რომელმაც ასე შეაფასა ეს მრავალპლანიანი ღონისძიება:
„ეს,მართლაც,მძიმე,მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო შეხვედრები იყო. მეცნიერთა კონგრესის 20 კაციანმა დელეგაციამ,, ყოველგვარი გარე დაფინანსების გარეშე, საკუთარი სახსრებით, 20 დღის განმავლობაში, 10 000 ზე მეტი კილომეტრი გაიარა, დარბაზებში, ქუჩებში, მოედნებზე, პარკებში, ოჯახებში, საერთო ჯამში 15 000 მდე ქართველ ემიგრანტს შეხვდა…დელეგაციამ შეუძლებელი შეძლო…და ამ შედეგების უყურადღებოდ დატოვება დანაშაულია!“
კონგრესის საბჭოს შეხვედრაზე დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას., თანამემამულეებისთვის მიცემული სიტყვის შესრულებას.
გადაწყდა, წერილის გაგზავნა პრემიერ-მინისტრისთვის, დელეგაციის შემადგენლობასთან შეხვედრის წინადადებით… პარლამენტის თავმჯდომარისთვის – პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებისა და საზოგადოების ინფორმირების მოთხოვნით; მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიისთვის ანგარიშის ჩაბარების წინადადებით; საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის – ამ ღონისძიების სრულყოფილად გაშუქებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ «ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა» მსოფლიო კონგრესის ჩატარების იდეა პირველად გაცხადდა საქარტველოს კათოლიკოს პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს მისი ლოცვა-კურთხევით, მეცნიერთა კონგრესმა მიზანშეწონილად ჩათვალა პატრიარქისთვის განსაკუთრებული წერილის გაგზავნა, რომელიც ინფორმაციასთან ერთად ითვალისწინებს მასთან მთელი დელეგაციის, ან გარკვეული ჯგუფის შეხვედრას მისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებით და მოსაზრებებით ამ პროცესის სხვა ქვეყნებში გაგრძელების თაობაზე.
მეცნიერთა კონგრესმა დაადასტურა, რომ ქვეყანის მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას თვითკმაყოფილების და ოპოზიციას ჩასაფრების უფლებას.. დღეს პოლიტიკური დაპირისპირებაც დანაშაულია და ინტელიგენციის დუმილიც! ქვეყნის მომავალის განმსაზღვრელია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია პრინციპით: მთავარში -ერთობა, სადაოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში -სიყვარული! «მთავარი სამშობლოა, დიახ სამშობლო და არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის!» – მიაჩნიათ მეცნიერთა კონგრესში.
მიზანშეწონილად ჩაითვალა ხუთშაბათს 24 ნოემბერს,14 საათზე, მეცნიერთა კონგრესის ოფისში (ცოტნე დადიანის 26) კონგრესის სპიკერის ერეკლე შონიას, დელეგაციის ხელმძღვანელის თეიმურაზ შაშიაშვილის, ემიგრანტის, მენციერების დოქტორ ლუარა ნიჟარაძის, კონგრესისა და დელეგაციის წევრთა მონაწილეობით, პრესკონფერენციის გამართვა.
კონგრესის წევრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საზოგადოების, უპირველესად, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციისთვის ანგარიშის ჩაბარებას, ამ საქმიანობის შემდგომი გააქტიურების მიზნით. გადაწყდა, 30 ნოემბერს, 17 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მეცნიერთა კონგრესის წევრები ანგარიშით წარსდგებიან საზოგადოების წინაშე.
მეცნიერთა კონგრესის
პრეს-ცენტრი
22.11.2022
 
			