მეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ქართველ ემიგრანტთა პრობლემები ზოგადად სერიოზულ გააზრებას და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საჭიროებს!

 

დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში,საქართველოდან ემიგრაციის და საქართველოში უცხოელთა  მოზღვავების მიზეზები, ქართველ ემიგრანტთა პრობლემები ზოგადად  სერიოზულ გააზრებას და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საჭიროებს!

შაბათს,19 ნოემბერს დასრულდა მეცნიერთა კონგრესის დელეგაციის შეხვედრები იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის ქართველ ემიგრანტებთან !

ეს,მართლაც,მძიმე,მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას,რომქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო მოგზაურობა იყო. მეცნიერთა კონგრესის 20 კაციანმა დელეგაციამ,, ყოველგვარი გარე დაფინანსების გარეშე (თითოეულმა გაიღო 1000 ევრო),20 დღე პრაქტიკულად ავტობუსში იცხოვრა,10 000 ზე მეტი კილომეტრი გაიარა, დარბაზებში,ქუჩებში, მოედნებზე,პარკებში,ოჯახებში,საერთო ჯამში 15 000 მდე ქართველ ემიგრანტს შეხვდა…

გუშინ,კვირას,20 ნოემბერს, კონგრესის სპიკერ ერეკლე შონიას ხელმძღვანელობით შედგა მეცნიერთაკონგრესის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა! შეფასება ლაკონურია: დელეგაციამ შეუძლებელი შეძლო…და ამ შედეგების უყურადღებოდ დატოვება დანაშაულია!

პირდაპირ ითქვა, რომ დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში,საქართველოდან ემიგრაციის და საქართველოში უცხოელთა მოზღვავების მიზეზები, ქართველ ემიგრანტთა პრობლემები ზოგადად სერიოზულ გააზრებას და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საჭიროებს!…რომ დღეს ნიშნის მოგებით საუბარი ამ თემის პოლიტიზება,დამნაშავის ძებნა კიდევ მეტად გაამწვავებს სიტუაციას,მეტად დაგვაპირისპირებს…რომ დღეს მთავარია შევძლოთ გაერთიანება ამ  პრობლემის დასაძლევად,რამე თუ ეს ქართული სახელმწიფოს,არც მეტი და არც ნაკლები, ყოფნა- არყოფნის საკითხია..

ჩამოყალიბდა პირველი ეტაპის 10 დღიანი პროგრამა,რომლის მიზანია  ხალხისა და ხელისუფლებისთვის ჩვენი მოსაზრებების გაზიარება, რომელიც უნდა შეჯამდეს და ახალი პროგრამის სახით წარედგინოს ინტელიგენციის შეხვედრას, 30 ნოემბერს,მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში !

ამ შეხვედრამდე გათვალისწინებულია ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული ღონისძიებები, კერძოდ:

  • დღეს,21 ნოემბერს,23საათზე დელეგაციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ შაშიაშვილის ფეისბუკ- კონფერენცია,რომელიც პირდაპირ ეთერში იქნება მისივე ფბ.გვერდიდან.
  • ხვალ,22 ნოემბერს,21 საათზე /ქართულზე“, გადაცემა :”ფიქრი ამოძრავებული მომავალია” დაეთმობა მოგზაურობის შედეგების გაანალიზებას..

ისაუბრებენ დელეგაციის წევრები: ემიგრანტი,მეცნიერების დოქტორი, ლუარა ნიჟარაძე,..პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯუბა ღებელი, თეიმურაზ თეიმურაზ შაშიაშვილი ..

  • ოთხშაბათს,23 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება მეცნიერთა კონგრესის სხდომა,რომელიც შეაჯამებს მოგზაურობის შედეგებს,გააკეთებს მოქმედების მონახაზს..

ეს სხდომა ტელევიზია ქართულის ფბ გვერდიდან პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული,მისი სრული ჩანაწერი კი,შაბათს,26 ნოემბერს, 22 საათზე გავა ტელევიზია ქართულზე..  სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს დელეგაციის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა.. სხდომა შედგებამეცნიერთა კონგრესის ოფისში (ცოტნე დადიანის 26)

  • ხუთშაბათს24 ნოემბერს,14 საათზე,მეცნიერთა კონგრესის ოფისში (ცოტნე დადიანის 26) მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ერეკლე შონია და დელეგაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ შაშიაშვილი, კონგრესისა და დელეგაციის წევრთა მონაწილეობით გამართავენ პრესკონფერენციას..
  • პარასკევს,25 ნოემბერს,19.00 საათზე,მეცნიერთა კონგრესის ოფისში იქნება ფბ-კონფერენცია(პირდაპირი გადაცემა),რომლის მუშაობაში მონაწილეობა და მოსაზრების გამოთქმა შეუძლია დელეგაციის წევრებს..პასუხი იქნება გაცამული კვირის განმავლობაში დასმულ ნებისმიერ კითხვაზე..
  • შაბათს, 26 ნოემბერს, შედგება მეცნიერთა კონგრესის და დელეგაციის წევრთა შეხვედრა თავისუფალ რეჟიმში..გავცვალოთ მოსაზრებებს ინტელიგენციასთან შეხვედრისა და საერთოდ მომავლის დაგეგმვასთან დაკავშირებით..ამავე დღეს,22 საათზე,”ქართულზე” იქნება მეცნიერთა კონგრესის ოთხშაბათის შეხვედრის სრული ჩანაწერი..
  • კვირას,27 ნოემბერს,დღის განმავლობაში იმუშავებს მეცნიერთა კონგრესის სამუშაო ჯგუფი, ჩამოყალიბდება მოსაზრებები ინტელიგენციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით..
  • ორშაბათს,28 ნოემბერს, 23 საათზე ფბ.კონფერენციაზე და სამშაბათს,29 ნოემბერს,საავტორო გადაცემაში (ტ/კ ქართული) 21 საათზე ეს იქნება მთავარი თემა..
  • მომდევნო ოთხშაბათს,30 ნოემბერს,სავარაუდოდ, 17 საათზე ,მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში შედგება შეხვედრა ინტელიგენციასთან..

ეს იქნება მეცნიერთა კონგრესის ანგარიში ქვეყნის წინაშე და იმის დადასტურება,რომ ჩვენ

პასუხისმგებლობით ვეკიდებით შეხვედრების დროსემიგრანტების, თანამემამულეების,ჩვენი მეგობრებისთვის მიცემულ სიტყვას !

  • ზეგ,ოთხშაბათს,23 ნოემბერს გაიგზავნება წერილიპრემიერმინისტრთან, დელეგაციასთან შეხვედრის წინადადებით.. წერილი გაეგზავნება პარლამენტს, დელეგაციისთვის სიტყვის მიცემის წინადადებით.. წერილი გაეგზავნება საზვი ტელევიზიის ხელმძღვანლობას

მეცნიერთა კონგრესი ადასტურებს მისსავე პოზიციას, რომ ქვეყანის და ხალხის მდგომარეობა არ აძლევს  ხელისუფლებას თვითკმაყოფილების და ოპოზიციას ჩასაფრების უფლებას.. ადასტურებს იმას,რომ პოლიტიკური დაპირისპირებაც დანაშაულია და

ინტელიგენციის დუმილიც !

ადასტურებს იმას,რომ ქვეყნის მომავალის განმსაზღვრელია  ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია პრინციპით: მთავარში -ერთობა ,

სადაოში – თავისუფლება , მაგრამ  ყველაფერში -სიყვარული ! მთავარი სამშობლოა,დიახ სამშობლო დ ა არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის !

მეცნიერთა კონგრესი ერთგულია მერაბ ბერძენიშვილის სახლში შექმნილი და რეზო ჩხეიძის სახლში მათთან ერთად,მამულიშვილების: ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის,არნოლდ გეგეჭკორის, გივი თოიძის,ომარ მხეიძის,რომან რურუას,ტარიელ ხარხელაურის, თემურ  გუგუშვილის,ჯუმბერ კოპალიანის, რეზო ბალანჩივაძის, რამაზ ყურაშვილის მიერ ხელმოწერილი მოქმედების მანიფესტის ერთი სამშობლო,ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო! მთავარი დებულების: შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე,დღეს ერთ პოლიტიკურ მუშტად შეკრული ბოროტების, სიყვარულით დასამარცხებლად !

სიყვარული აგვამაღლებს და სიკეთით გაგვამარჯვებინებს,რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში !

 

მეცნიერთა კონგრესის საბჭო

21 ნოემბერი,2022 წელი

მთავარანგელოზობა

 

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *