მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესმა 2022 წლის 6 ნოემბერს სტარტი აიღო იტალიის სახელმწიფოში ქ.ფლორენციაში, საქართველოდან ჩამოსულმა დელეგაციამ ავტობუსით იმგზავრა საქართველო-ბულგარეთი-უნგრეთი-სლოვენია-სერბეთის გავლით იტალიამდე ,ოთხდღიანი მოგზაურობის შემდეგ 6 ნოემბერს ფლორენციის სესიას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები,პოეტები ერეკლე საღლიანი და ჯუბა ღებელი,მწერალი ციცი გურიელი ,აკადმიკოსი თინა თოფურია,მეცნიერებათა დოქტორი მარლენ აბრამიშვილი,რუსთველოლოგი ეკატერინე გოგიაშვილი,
სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრ “ედუმედიატორ +” ის, საერთაშორისო ტესტირების ცენტრის ( TOERFL) “Edumediator+” ის ხელმძღვანელი, ფილოლოგი, საერთაშორისო ტესტერი
ნინო მემანიშვილი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტელეჟურნალისტი, საერთაშორისო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნინო ანდრონიკაშვილი,ფსიქოლოგი ნინო მრელაშვილი, რეჟისორი ნინო ყოლანდარია,ფოტოგრაფი მაია გალდავაძე,ოპერატორი ბესო ორმოცაძე,კონგრესში მონაწილეობის სურვილით დელეგაციას თან გამოჰყვნენ საქართველოდან გიული ახალკაცი,ელგუჯა ქოჩიაშვილი,ელგუჯა იმერლიშვილი,რობიზონ ეცადაშვილი,
დელეგაციის მთავარი ღერძი გახლდათ გელათის აკადემიის აკადემიკოსი ,მეცნიერთა კონგრესის სულისჩამდგმელი ,პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი,არ შეიძლება არ ავღნიშნოთ და ხმამაღლა არ ვთქვათ ფაქტი რომელმაც დელეგაცია დაამწუხრა და საგონებელში ჩააგდო,ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილს ბულგარეთის საზღვარზე მოულოდნელად პასპორტი არ აღმოაჩნდა,ჩავთვალოთ ეს ფაქტი უკუღმართ შემთხვევითობად,ბ-ნი თემური ღამის ორ საათზე სოფიის გზატკეცილზე იძულებით ჩამოშორდა დელეგაციას ,დელეგაცია მის გარეშე შემოვიდა იტალიაში.”უფლის ნების გარეშე ფოთოლიც არ ვარდება დედამიწაზეო”და სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც,მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებისა საათივით აეწყო ყველაფერი,ბ-ნი თემური ვარშავით გაბრუნდა საქართველოში ,ორ საათში გააკეთა ახალი პასპორტი და ქუთაისი-მილანის რეისით 5 ნოემბრის საღამოს, დელეგაციას შეუერთდა ფლორენციაში.
6 ნოემბრის ფლორენციის შეხვედრა იყო დიდი ფორუმი,მეცნიერთა კონგრესის წევრებმა და ემიგრანტებმა ერთმანეთს გულიანი სათქმელი უთხრეს,გამოსვლებში აღინიშნა ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა , საქართველისთვის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს კონგრესის წევრებმა,მნუშვნელივანი გამოსვლა იყო პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილის პროგრამული ნაწილი, ბ-ნი თემური კიდევ ერთხელ გამოიკვეთა როგორც შეუდარებელი ლიდერი -სამშობლოზე და ერზე უზომოდ შეყვარებული,ოვაციებით აიტაცა დარბაზმა მისი თითოეული ფრაზა,ეს იყო სამშობლოს მონატრებულ ემიგრანტთა ნდობის გამოცხადება პოლიტიკოსისადმი ,ემიგრანტებმა თითქოს დაავალეს კიდეც ეზრუნა ქვეყნის მომავალზე.
ლორენციის მეცნიერთა კონგრესის სესიაზე გამოკვეთილად ითქვა ემიგრანტების ეტაპობრივი დაბრუნების პროგრამის აუცილებლობის შესახებ,რომელიც უკვე დევს კონცეფციის სახით მეცნიერთა კონგრესის მიერ წიგნად გამოცემულ დოკუმენტში “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”,
სწორედ ამ პროგრამის ნაწილია მეცნიერთა კონგრესის გასვლა ემიგრაციაში რათა ქართველებმა ერთმანეთს ვუთხრათ სათქმელი,მოვისმინოთ ემიგრანტების გულისტკივილი,მივეფეროთ ათეული წლობით ქვეყნის გარეთ იძულებით გასულ ჩვენს თანამემამულეებს,და დავსახოთ სამშობლოში ემიგრანტების ეტაპობრივი დაბრუნების გზები .
ფლორენციის შეხვედრა ეროვნული სულისკვეთების დიდებული ქალბატონების წყალობით შედგა:ქართულ- იტალიური ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ფანჩულიძე,“ქართულიტას”ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბურდული,შეუდარებელი ნინო სიბოშვილი .ეს ის სამეულია რომლითაც უნდა ამაყობდეს საქართველო.და ასეთი დიდი ქართველები ბევრია ემიგრაციაში,მათი ინტელექტი და უნარი სამშობლოს დიდად წაადგებოდა,სამწუხაროდ იძულებით ემიგრაციაში უწევთ მოღვაწეობა.
9 ნოემბერს ქართული სათვისტომოს სახელით შეხვედრა გამართა რომში,სადაც ემიგრანტებმა საკუთარი სათქმელი უთხრეს მეცნიერთა კონგრესს.შეხვედრას იურისტი და ქართველი ემიგრანტების უფლებადამცველი ბ.ნი ბეგი თავართქილაძე ხელმძღვანელობდა.
10 ნოემბერს მეცნიერთა კონგრესის თბილი და მეგობრული შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბარის ქართველ ემიგრანტებთან,გამოკვეთილად ითქვა პეტიციის სახით ემიგრანტების მოთხოვნების შესახებ ხელისუფლებისადმი ,რომელსაც ისინი ერთობლივად ითხოვენ მეცნიერთა კონგრესის 21 პუნქტიან იმედის პროგრამასთან -“მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად” .მეცნიერთა კონგრესმა გამოკვეთილად გაშალა მთლიანი პროგრამული ნაწილი მომავლის საქართველოსთვის,რომელმაც ემიგრანტების სრული მხარდაჭერა მიიღო.
აქვე მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ბარის შეხვედრის მთავარი ორგანიზატორები მარიკა იამანიძე,სალომე გოგოლაძე,მარიკა სამანიშვილი,ეკა ვარაზაშვილი,.ნათელა გოლეთიანი,დავალა გუგავა,ნარგიზა ბელქანია და სხვები,რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ მეცნიერთა კონგრესის ბარის შეხვედრა ისტორიული ფურცლის ნაწილი გამხდარიყო.
დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფლორენცია,რომი,ვენეცია,ბარი.
11 ნოემბერს ბარიდან გემით დელეგაცია ათენისკენ გაემგზავრა.
13 ნოემბერს გაიმართა ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ათენის სესია,სადაც დეტალურად გაიშალა ემიგრანტთა მოთხოვნები ,რომელიც წარმოადგინა ემიგრანტმა, მწერალმა ნაირა დანელია შანდელმა,მეცნიერთა კონგრესის და ემიგრანტების საერთო პეტიციაში სწორედ ეს მოთხოვნები იქნება ასახული,პეტიცია იურიდიული ფორმულირების შემდგომ განთავსდება ელექტროულ სივრცეში ხელმოწერებისთვის ,25 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში განსახილველად წარედგინება საქარველოს მთავრობასა და პარლამენტს შემდგომი მსვლელობისთვის.
ათენში ემიგრანტების მიერ დასმულ უამრავ კითხვას გაეცა პასუხი,კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან -ქართული მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!
სწორედ ამ ქართულ ეროვნულ გზას უჭერს მხარს ემიგრაციის უმრავლესობა,მეცნიერთა კონგრესის შეხვედრებმა იმედი ჩაუსახა უიმედობის ნიჰილიზმში ჩავარდნილ ჩვენს თანამემამულეებს,განსაკუთრებული იყო პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილის ადამიანური და გულახდილი საუბრები ემიგეანტებთან,,რამაც კეთილი განწყობა დატოვა ემიგრანტებში და იმავდროულად ბევრ რამეზე დააფიქრა კიდეც,ამიტომაც იყო აუცილებელი პირისპირ შეხვედრები იძულებით ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან, ათენში დიდი გულისხმიერი და ინტელექტუალური ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე შემოუერთდა მეცნიერთა კონგრესს,ქალბატონი დარეჯანი გახლავთ ორგანიზაცია სათვისტომო “იბერიასთან” არსებული ქართული სახლის და ვახტანგ მეექვსის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი,რომლის ორგანიზატორობითაც შედგა შეხვედრა ათენის ემიგრაციასთან,12 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ათენის განათლებისა კულტურის ცენტრ “კავკასია”ში ,რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ პროფესორი ბ-ნი ავთანდილ მიქაბერი.ძეშეხვედრა საკმაოდ შინაარსიანი და ბევრის მთქმელი იყო,ჩვენ ვიხილეთ ემიგრაციაში ქართული საქმის ამაგდარი,რომელმაც ბევრი საინტერესო და სასიკეთო რამ აკეთა ათეული წლების განმავლობაში ემიგრაციაში ყოფნის დროს,ეს ერთი დიდი ქართული კულტურის ისტორიის უკვდავი ფურცელია.
მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ათენის შეხვედრის ორგანიზატორები ცირა მდივანი,მზაღო ძიგურიშვილი,ნაირა დანელია შანდელი,ჯულია ბობოხიძე,მაია რუსაძე,სწორედ მათი ძალისხმევით და ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძის ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი ათენში მეცნიერთა კონგრეს ჩატარება .
16 ნოემბერს სტამბოლში საკუთარ სახლში არაჩვეულებრივი მიღება მოუწყო ქართულ დელეგაციას სამედიცინო კომპანია პირამიდას პრეზიდენტმა მელანი თურქმენმა,შეხვედრას შემოუერთდა თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი,ეს იყო ქართული ზეიმი დევიზით:ერთად საქართველოსთვის !!!მოქმედების დროა!!
თავისუფლება სიმართლეშია! . ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილმა საღამოს მონაწილეებს გააცნო კონგრესის სესიის რეგლამენტი ! იქვე გაიმართა სახელდახელო პოეზიის საღამო,ჩამოყალიბდა არნახულად თბილი მეგობრული გარემო ,დიახ დიდებულად ამბობს ჩვენი პატრიარქი ილი მეორე: რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ , ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს!!-შეხვედრის ბოლოს გააჟღერა
melani turkmen მა,მადლობა მას და მის ოჯახს ამ თბილი მასპინძლობისთვის.
17 ნოემბერს სტამბოლში პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილის და პოეტ ერეკლე საღლიანის შეხვედრა შედგა ქართულ ცენტრში ,რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ შერიფი და მისი მოადგილე ეკა ნადირაშვილი,შემდგომ კი შეხვედრამ გადაინაცვლა პერას ხელოვნების სასწავლებლის დიდ დარბაზში, სადაც შედგა მეცნიერთა კონგრესის წევრების შეხვედრა ეთნიკურ ქართველებთან და ემიგრანტებთან , საქართველოდან ჩამოსული დელეგაცია გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ დასასრულისკენ შეუერთდა ამ ღონისძიებას, მისასალმებელია, რომ ღონისძიებას დაესწრო სტამბოლის თითქმის ყველა ქართული საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
საქართველო-თურქეთს შორის პოლიტიკურ,ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაზე ისაუბრეს თურქეთში არსებული ქართული ცენტრების ხელმძღვანელებმა:
შოთა რუსთაველის საზოგადოება- ხელმძღვანელი ქალბატონი სეზენ გონენჩი Sezen Gönenç ქართული ენის საზოგადოება – ხელმძღვანელი ბატონი ეშრეფ ილმაზი ( გოდერძი მახარაძე) Eşref Yılmaz ,
მოადგილე ქალბატონი ეკა ნადირაშვილი Eka Nadirashvili , ბეიკოზის ბათუმის კულტურის ცენტრი, ხელმძღვანელი – ბატონი ალი კემალ კილიჩ ტარიელაძე Ali Kemal Kiliç Tarialadze Alikemal Kılıç ,
ქართული კულტურის ცენტრი – ხელმძღვანელი ბატონი ფეჰმი უსტიაშვილი Fehmi Uzal Ustiaşvili , სტამბოლის ტელევიზია “იმიჯ მაგაზინ” წამყვანი ბატონი გუნდუზ შუტანრიკულუ,
მეცნიერთა კონგრესის წევრმა,გელათის აკადემიის აკადემიკოსმა და პოლიტიკოსმა თემურ შაშიაშვილმა ღრმა ანალიზი გააკეთა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და ხაზი გაუსვა
ეთნიკური ქართველების განსაკუთრებულ როლს თურქეთ-საქართველოს შორის ისტორიული და კულტურული მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში .
სტამბოლში მეცნიერთა კონგრესის ორგანიზატორი გახლდათ ქართველი ემიგრანტი, მუსიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის” ვიცე პრეზიდენტი ნელი აფციაური,ეკა ნადირაშვილი.უღრმესი მადლობა ამ დიდებულ ქალბატონებს არაჩვეულებრივი გულისხმიერებისა და შესანიშნავი ღონისძიების მოწყობისათვის .
დელეგაცია 19 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა ახალი გეგმებით,ახლა უკვე უფრო შეჯერებული და მიზანდასახული მოქმედების სტრატეგიით.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ემიგრაციის ისტორიაში,როდესაც პირველად ათეული წლების შემდეგ ქართული ინტელიგენციის წარმოადგენლება საკუთარ მხრებზე აიღეს ეროვნული მისია და შეუერთდნენ მეცნიერთა კონგრესს,რათა ჩასულიყვნენ ევროპის ქვეყნებში იძულებით ემიგრაციაში წასულ ჩვენს თანამემამულეებთან და ქართული სულიერების ზეიმი ჩაეტანათ სამშობლოს მონატრებულ ,საკუთარ ოჯახებს წლობით მოწყვეტილ ქართველებთან,რომლებსაც ოჯახური სითბო და ქართული მადლიანი ზეცა ასე ძლიერად მოწყურებიათ.
რეჟისორმა ნინო ყოლანდარიამ არცერთი შეხვედრა და არცერთი პწკარი არ დატოვა გადაუღებლად,რომელმაც უანგაროდ გადაწყვიტა ფილმი შექმნას მეცნიერთა კონგრესის ემიგრანტებთან შეხვედრებზე,გაივლის დრო და თაობები ამ მოვლენას ღირსეულად შეაფასებენ,ამ მისიის თითოეულ მონაწილის გვარს ისტორია შემოინახავს,ეს მადლიანი ქართული საქმეც ისტორიის კუთვნილებად იქცევა,ჩვენ ქართველებს როცა გვიჭირს ერთობა შეგვიძლია და ეს ამ მოძრაობამ ნათლად გამოავლინა.
არ შეიძლება გულისწყვეტით არ აღინიშნოს საქართველოს დიასპორიის კომიტეტისა და საელჩოების სრული დუმილი ამ შეხვედრებზე,მიუხედავად მოწვევისა არცერთ ღონისძიებას არ დასწრებიან და მოწვევის ბარათზე არც პასუხის ღირსად გავუხდივართ ,რა გულდასაწყვეტია როცა ასე ვიყოფით ,მიუხედავად მეცნიერთა კონგრესის არაერთი წერილისა და არაერთი მოწვევისა,მეცნიერთა კონგრესი არავის ებრძვის,არამედ იბრძვის ეროვნული იდენტობის დასაცავად -ქართული მხოლიდ ქართული გზით შეიძლება უკეთესი ძლიერი საქართველოს შექმნა,სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ღირსებით ცხოვრების უფლება და არ დასჭირდებათ ქვეყნის გარეთ იძულებითი ემიგრაცია საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად,ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიბრუოთ ღირსებით ცხოვრების უფლება საკუთარ ქვეყანაში!
მეცნიერთა კონგრესი აერთიანებს ყველას მეცნიერული პროგრამების ირგვლივ ძლიერი საქართველოსთვის!
წარმატებები ვუსურვოთ მეცნიერთა კონგრესს მომავლის საქართველოსთვის!
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *