მეცნიერთა კონგრესიტელევიზია "ქართული TV"
ეს სხვა ტელევიზიაა – მართალი და ქართული
მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები ყველას დავანახვებთ, რა შეუძლია ერთობით და სწორ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ტელევიზიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტელევიზიის დღევანდელ მესვეურთა წინადადებას, რომ:
- ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, თავისი მოსაზრება გამოთქვას ამ ტელევიზიით
- ტელევიზიაში დაინერგოს პირველ პირების მიერ (მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარე, მინისტრები, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, თბილისის მერი და გუბერნატორები) მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა კვარტალში ერთხელ .
- ყოველთვიურად, თვის განმავლობაში, გარკვეული დრო (60 წთ) ჰქონდეთ:
– პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს;
– ქალაქს, რაიონს, მხარეს, დიდ სოფლებს;
– უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს, შემოქმედებით კავშირებს;
– პროფკავშირებს;
– ადვოკატთა საზოგადოებას;
– ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
– ქართული ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებს, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქციის მწარმოებლებს;
– საბანკო სექტორს;
– დიასპორას.
ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ტელევიზია “ქართული TV“- ის შემოქმედებითი გუნდის პოზიციას, საქმიანობის მთავარ საფუძვლად აქციონ დიდი ქართული პროგრამული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ . მეცნიერთა მონაწილეობით, გააკეთონ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზი, შექმნან დოკუმენტური ფილმი – „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“; დოკუმენტურად ისაუბრონ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“; საქართველოს და მთელ მსოფლიოს გააცნონ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ; მთელ მსოფლიოს აჩვენონ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში. “ქართული TV” ერთადერთი ტელევიზიაა, სადაც მიდის გურამ ქართველიშვილის მართლაც, უნიკალური სერიალი “გააგრძელე საქართველოს ისტორია”.
ეს გადაცემები შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ „ქართულTV“ – ზე
| გადაცემის ავტორი | გადაცემის სახელი | ეთერში გასვლის დრო 
 
 | ||
| მანანა იმედაძე – კომპოზიტორი, ჟურნალისტი | ხელოვანის პორტრეტი | ყოველ ორშაბათს 20:00 სთ განმეორებით ყოველ სამშაბათს: 14:00 სთ 
 | ||
| ზაურ ნაჭყებია – მწერალი, პუბლიცისტი | პოლიტიკური თერმომეტრი | კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს 21:00 სთ განმეორებით სამშაბათს და პარასკევს 15:00 სთ 
 | ||
| ზაურ ნაჭყებია – მწერალი, პუბლიცისტი | დიალოგი მწერალთან | ყოველ შაბათს 21:00 სთ | ||
| თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკოსი | ფიქრი ამოძრავებული მომავალია .მომავლის პროგრამები | ყოველ სამშაბათს 21:00 სთ, განმეორებით, ყოველ ოთხშაბათს 15:00 
 | ||
| თემურ მონიავა – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი | კანონი და სამართალი | ყოველ ხუთშაბათს 21:00 სთ, განმეორებით, ყოველ ხუთშაბათს, 15:00 სთ 
 | ||
| ზაალ ნემსაძე- მწერალი, დრამატურგი | ხამს მოყვარე მოყვრისათვის | ყოველ კვირას 18:00 სთ განმეორებით, ყოველ ორშაბათს 12 :00სთ | ||
| მამა თეიმურაზ ქორიძე -საგარეო ურთიერთობათა მაგისტრი | შეხვედრა მოძღვართან | ყოველ კვირას 22:30 სთ, განმეორებით, ყოველ ორშაბათს 16:30 სთ 
 | ||
| თინა თოფურია – მედიცინის დოქტორი,აკადემიკოსი | მეოთხე განზომილება თინა თოფურიასთან ერთად | ყოველ ხუთშაბათს 22:00სთ, განმეორებით, ყოველ პარასკევს 16:00სთ, | ||
| ციცი გურიელი – მწერალი, ჟურნალისტი | სათნოების საათი | ყოველ პარასკევს 19:00სთ,, განმეორებით, ყოველ შაბათს 13:00 სთ 
 | ||
| დავით შემოქმედელი – პოეტი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე | ლიტერატურა და ხელოვნება | ყოველ პარასკევს 20:00 სთ, განმეორებით ყოველ შაბათს 14:00 სთ, | ||
| ვახში ჟვანია – მეცნიერებათა დოქტორი , პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის თავმჯდომარე | მართვის მეცნიერული საფუძვლები | ყოველ პარასკევს 21:00 სთ, განმეორებით, ყოველ შაბათს 15:00 სთ, 
 | ||
| გიორგი შალვაშვილი -მუსიკოსი, პროდიუსერი მსახიობი | გაფანტული მარგალიტები გიორგი შალვაშვილთან ერთად | ყოველ პარასკევს 22:00 სთ განმეორებით: შაბათს 16:00სთ | ||
| გია ნადარეიშვილი მედიცინის დოქტორი, ჰომეოპათი, აკადემიკოსი და მწერალი ზაალ ნემსაძე | მომავლის ტექნოლოგიები | ყოველ შაბათს 20:00 სთ, განმეორებით ყოველ კვირას 14:00 სთ, | ||
| როინ მეტრეველი – აკადემიკოსი | საქართველოს ისტორიოგრაფია | ყოველ შაბათს 20:30 სთ, განმეორებით, კვირას 14:30 სთ 
 | ||
| ერეკლე შონია – მეცნიერთა კონგრესის სპიკერი | მეცნიერთა კონგრესის სხდომები | ყოველ შაბათს 22:00 სთ განმეორებით ყოველ კვირას 16:00 სთ 
 | ||
| ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე – ფილოლოგი | მზერა | ყოველ კვირას 18:00 სთ განმეორებით ორშაბათს 12:00 
 | ||
| რევაზ ძოძუაშვილი – ცნობილი ფეხბურთელი | ჩვენი ფეხბურთი | ყოველ კვირას 19:00 სთ განმეორებით ყოველ ორშაბათს 13:00 სთ 
 
 | ||
| მურმან კვარაცხელია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი | ჩემო აფხაზეთო | ყოველ კვირას 21:00 სთ, განმეორებით – ორშაბათს 15 სთ 
 | ||
| გოჩა ცოფურაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი | აგროპოლიტიკა | ყოველ სამშაბათს, 19:00 სთ, განმეორებით, ოთხშაბათს -13:00 სთ | ||
| 
 მაკა ბრეგაძე- ჟურნალისტი | 
 სტუმრად მაკა ბრეგაძესთან | 
 ყოველ კვირას, 20:00 სთ, განმეორებით, ორშაბათს, 14 :00 სთ | ||
| 
 ნინო მრელაშვილი – ფსიქოლოგი | 
 პიროვნული ზრდის საფუძვლები | 
 ყოველ ხუთშაბათს 19:00სთ, განმეორებით – პარასკევს 13:00 სთ 
 | ||
| ირაკლი ბრეგვაძე – სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე | წუთისოფელი 
 | ყოველ სამშაბათს, 22:00 სთ განმეორებით, ოთხშაბათს 16:00 სთ | ||
| ნანა ვაშაკიძე – ფილოლოგი 
 
 | წიგნიერი თაობა 
 
 | ყოველ ოთხშაბათს, 19:00სთ განმეორებით, ხუთშაბათს 13:00 სთ 
 | ||
| ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი | ფორუმი | ყოველი სამშაბათს 23:00 სთ განმეორებით, ოთხშაბათს, 17:00 სთ | ||
| ელენე აბაშიძე – უხუცესი აკადემიკოსი | ყველაფერი ჩემ შესახებ 
 | ყოველ ხუთშაბათს, 20:30 სთ განმეორებით, პარასკევს 14:30 სთ | ||
| გელოდი ფოცხიშვილი – ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე | „ქართული გენი როკვით განფენილი“ (გრ.რობაქიძე) 
 | ყოველ ორშაბათს, 22:00 სთ განმეორებით, სამშაბათს 16:00 სთ | ||
| ირმა მანჯგალაძე – ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი | მე ვსვამ კითხვებს 
 | ყოველ შაბათს, 18:40 სთ განმეორებით, კვირას 12:40 სთ | ||
უახლოესი მომავლის პროექტები
პროფესორები: . კობა კობალაძე, ნოე ხოზრევანიძე, მურმან ქურიძე – საავტორო გადაცემით სოფლის და მთის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით
მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოდან – „ქართული სული – საქართველო დაჭრილი მზეა“
რომან რურუას ეზო-გარემოდან ეკონომიკური, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მიმართულების გადაცემები
პოეტ ტარიელ ხარხელაურის ეზო – გარემოდან ლიტერატურული გადაცემები
ცნობილი მწერალი რეზო მიშველაძე საავტორო ლიტერატურული გადაცემით
სპეციალური გადაცემები აფხაზურ და ოსურ ენებზე
ჩვენ, წერილზე ხელმომწერნი მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, უპირველესად, აქციონერებს, შემომწირველებს, სპონსორებს, რეკლამის განმთავსებელთ:
სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევებს, მოსაზრებებს, წინადადებებს ტელევიზიის საქმიანობის სრულყოფა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
დიახ, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ტელევიზია!
 
			