მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ქართული, მხოლოდ ქართული გზა!

გელათის კონგრესი,ისტორიული შეიძლება გახდეს!თუ…
ჩვენ ვიყავით და ვრჩებით პოზიციაზე: ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
“ქართული” არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.
ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და მხსნელის ძებნა… ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!
დავიხსნათ თავი გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.
სწორედ ასეთია მეცნიერთა კონგრესის პოზიცია და ამ განწყობით მზადდება გელათის კონგრესი,, რომელიც 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს , გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში! შედგება და , რომელიც მართლაც ისტორიული შეიძლება გახდეს,თუ მიცნიერთა მიერ,საზოგადოების დიდ ნაწილთან დათათბირებით შემუშავებული ” ხალხის გადაწყვეტილება” მხარდაჭერილი იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ:
საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.
ყველა მოაზროვნე და სამშობლოსთვის მომართული ადამიანი ხედავს,რომ მოქმედების დროა,რომ დუმილი დღეს-ქვეყნის ღალატის,საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
მეცნიერთა კონგრესი თვლის,რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება,თუ ამ ერთხელ მაინც გავნთავისუფლდებით იმ ილუზიისგან,რომ გადარჩენა ქვეყნის გარეთაა, გარედან მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალაშია, სოროსულ-მასონური ტექნოლოგიებით შერჩეულ ბელადში,ან ამავე ტექნოლოგიით პოლიტიკაში შემოყვანილ მილიარდერშია! რაც მეტ ადამიანში გაცნობიერდება, რომ ქვეყნის მომავალი ქვეყნის შიგნითაა და მეცნიერთა პროგრამების ირგვლივ მოაზროვნე ადამიანთა
გაერთიანებაშია,მით უფრო მალე გამოვალთ კრიზისიდან!
ამ საქმეს ვჭირდებით თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად !
დავიწყოთ პროგრამის გაცნობით,მისი გაზიარებით, პროგრამის რეალიზებაში ჩვენი როლის გამოკვეთით, გელათის კონგრესის მზადებში ჩართვით!
ჩვენამ წელში უნდა გადავწყვიტოთ:
● ან ხალხი და ხელისუფლება ვიმარჯვებთ ერთად და ეს არის იდეალური ვარიანტი…
● ან ხალხი იმარჯვებს ხელისუფლებაზე…ეს არის იძულებითი გზა,თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს მეცნიერთა მიერ,მოსახლეობის დიდ ნაწილთან დათათბირებით შემუშავებულ “ხალხის გადაწყვეტილებას!”
● ან ხელისუფლება იმარჯვებს ხალხზე!
ეს არის ყველაზე უარესი,რადგან მსოფლიომ არ იცის,ოდესმე,სადმე ხალხზე გამარჯვებულ ხელისუფლებას, სასიკეთო მოეტანოს ხალხისა და ქვეყნისთვის…
ყველაფერი ჩვენ ხელშია! მოქმედებაა საჭირო! ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება!
შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე,ერთ პკლიტიკურ მუშტად შეკრული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად!
ეს ღირსების საკითხია და მისი განხორციელება ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ!
აქ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა სრულად და კონგრესის მიერ მიღებული პროგრამული გადაწყვეტილებები