მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის წერილი მედიასაშუალებებს

 

საქართველოს მეცნიერთა კონგრესმა შეიმუშავა სისტემური ცვლილებების პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით იარაღია ამ მიზნის მისაღწევად“. ეს არის ქვეყნის სწრაფი განვითარების მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამა. მეცნიერები ვთვლით რომ ამ პროგრამის რეალიზება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილური მმართველობითი სისტემის დანერგვას რომელიც ნაკლებ მგრძნობიარე იქნება პოლიტიკური პარტიების მადესტაბილიზირებელი, იმპულსური ქმედებების მიმართ.

დოკუმენტები დაურიგდათ მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მათ ხელმძღვანელებს. სამთავრობო სტრუქტურებს. იმედია მათი მხრიდან რეაგირება იქნება.

პარალელურად დავარიგეთ იგი საქართველოს რეგიონებში. დაგეგმილი გვაქვს მისი საერთო სახალხო განხილვა 18 სექტემბერს თბილისში, რათა გავიგოთ ხალხის აზრი პროგრამასთან დაკავშირებით.

ბატონო რედაქტორო, მეცნიერები ვთვლით, რომ წარმოდგენილი პროგრამა უნდა გაშუქდეს ქართულ მასმედიაში. საზოგადოების ინფორმირება, მისი ჩართულობა  მეცნიერების მიერ დამუშავებული ქვეყნის კონსტიტუციური და მმართველობითი სისტემების დანერგვაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს წინსვლისა, როგორც სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე დემოკრატიის ხარისხის ამაღლების გზაზე.

ჩვენი  თხოვნაა პირადად გაეცნოთ 21 პუნქტიან პროგრამას, გააცნოთ თქვენს კოლექტივს და გააშუქოთ იგი. თუ საჭიროდ ჩათვლით, ჩვენ, მეცნიერები მზად ვართ შეგხვდეთ პროგრამის შესახებ სამსჯელოდ.

პატივისცემით

მეცნიერთა კონგრესის სახელით მეცნიერებათა დოქტორები:

ამირან აფციაური                                                       ლუარა ნიჟარაძე

დავით სახვაძე                                                             ვახში ჟვანია

 

თბილისი,  31.08.2021წ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *