მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის წერილი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

 პრეზიდენტს, აკადემიკოს  გიორგი კვესიტაძეს

ბატონო გიორგი,

გვაქვს პატივი, მადლიერებით მოგმართოთ  „მეცნიერთა კონგრესის“ სახელით  იმ თანამშრომლობისათვის, რომლის შედეგია „იმედის პროგრამა“: „მთავარია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“.  პროგრამის პირველი ვარიანტი 100 ათას ცალად დაიბეჭდა და დარიგდა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, მიიღო როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მთელი ვერტიკალის ყველა პირველმა პირმა, რაიონის და ქალაქის მერით დაწყებული, პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით და პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული.

პირდაპირ მოგახსენებთ, რომ მოსახლეობა არნახული იმედით შეხვდა და ასეთივე იმედით ელოდება ამ ეროვნული პროცესის გაგრძელებას. ჩვენთვის განსაკუთრებულ ნიშანსვეტად გამოიკვეთა ის, რომ როგორც შეხვედრების დროს, ასევე სოციალურ ქსელში, განსაკუთრებული მოწონება და მხარდაჭერა მიიღო პოზიციამ: «დასრულდეს პრიმიტიული აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა!»

დღეს ჩვენ დიდი პატივისცემით წარმოგიდგენთ  პროგამის ახალ ვარიანტს, რომელშიც გათვალისწინებულია მოსახლეობაში გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გაეცნობით ამ პროგრამას და საჭიროდ ჩათვლით მეცნიერებათა აკადემიაში მის განხილვას თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. ჩვენ პანდემიის წესების სრული დაცვით, გეწვევით 20-მდე მეცნიერების დოქტორი და საზოგადო მოღვაწე და აკადემიკოსების წინაშე გავაკეთებთ პროგრამის დღვანდელი ვარიანტის წარმოდგენას.

 

მეცნიერთა კონგრესის სახელით, მეცნიერებათა დოქტორები:

ამირან აფციაური            დავით სახვაძე                   ლუარა ნიჟარაძე                      ვახში ჟვანია

 

 

საკონტაქტო პირები: ლუარა ნიჟარაძე ტელ.: 555 46 63 01 ; ვახში ჟვანია ტელ.: 577 40 71 82

3 სექტემბერი, 2021 წელი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *