მეცნიერთა კონგრესიპროექტები
მეცნიერთა კონგრესის მიმართვა ხალხის ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით.

კონგრესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლის ხალხის მსახური ტელევიზიის შექმნას. ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. ამაზე ოცნებობდნენ დიდი მამულიშვილები: მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი. ჩვენ ეს რეალობად უნდა ვაქციოთ და გადაწყვეტილების შესაბამისი პროექტი შევთავაზოთ 18 სექტემბრის სახალხო შეკრებას.
დარწმუნებული ვართ, რომ მანამდე საქართველოსა და საქართველოს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, საქართ- ველოს მეგობრები, შემოგვთავაზებენ კონკრეტულ წინადადებებს დაფინანსების უზრუნვ-ელყოფასთან დაკავშირებით. პოლიტიზირებული ტელევიზიების და საინფორ- მაციო სი- ვრცის პირობებში, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მომავალს, ამიტომ სასიცოცხლოდ მნ- იშვნელოვნად ვთვლით მართალი ტელევიზიის შექმნის იდეის რეალიზებას.