მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
პროფ. რეზო ბალანჩივაძე: პოზიცია მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამასთან დაკავშირებით
მეგობრებო! დღევანდელი /11 აგვისტოს/ კონგრესის მონაწილეებო!
უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შემოთავაზებისათვის. რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, რომ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მაძლევდეს!
და რაკი ვერ მოვდივარ, მინდა ჩემი პოზიცია წერილობით გაგიზიაროთ იმ 21 პუნქტზე, რომელოზედაც კონგრესმა უნდა იმსჯელოს!
რასაკვირველია, 21 პუნქტი აქ პირობითია. პუნქტების რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს, მააგრამ მთავარი ის არის, ყველა ის საკითხი, რამაც ამ 21 პუნქტში მოიყარა თავი, სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი და არსებითია. ისინი ჩვენი ცნობილი მეცნიერების მიერ იქნა შემუშავებული / ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის საერთო ხელმძღვანელობით/. მეცნიერებისა, რომლებიც არავითარ ვიწროპარტიულ ინტერესებს არ გამოხატავენ და რომელთათვისაც არსებობს 2 უმაღლესი ღირებულება: სამშობლო და უკლებლივ ყველა ის ადამიანი, რომლებიც ამ ქვეყნის შვილები არიან.
ამ 21 პუნქტიდან პირველი ისაა, რომ მიწა საერთო სახალხო საკუთრებაა და არა რომელიმე პარტიის ან ცალკეული კლანის /თუ კლანების/ საკუთრება. მიწა დედაა ჩვენი /დედა-მიწა/და, როგორც დიდი ვაჟას-ფშაველა იტყოდა, მისი გაყიდვა ისევე არ შეიძლება, როგორც საკუთარი მშობელი დედისა.
ჩამოთვლილ პუნქტებში ბევრი პუნქტი იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას და ღრმა მეცნიერულ ანალიზს, ვთქვათ რეფერენდუმის საკითხი, პროფესიონალთა პარლამენტი,
აქვე ბევრი კურიოზი არის აღნიშნული და დაგმობილი. მათ შორისაა „სახელისუფლო“ და „ოპოზიციური“ მედია. დაგმობილია იმიტომ, რომ თავისუფალ, დემორატიულ ქვეყანაში მედია უნდა იყოს მართლის მთქმელი, ჭეშმარიტი ცოდნის, ინფორმაციის და არა – პარტიულის, ტენდენციურის გამავრცელებელი. მეცნიერები ამბობენ, რომ არ არსებობს „ჩემი ჭეშმარიტება“, „შენი ჭეშმარიტება“, არამედ არსებობს ყველასათვის ერთი ჭეშმარიტება /როგორც 2 + 2 = 4/. მეცნიერები სწორედ ამგვარ ჭეშმარიტებას ეძიებენ და ადგენენ.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად პირადად მე მიმაჩნია 21-ე პუქტი, ანუ ეროვნული დოქტრინის შემუშავება, ასეთი დოქტრინა, ანუ ქვეყნის მართვის, მისი წინსვლისა და განვითარების ერთიანი მეცნიერული კონცეფცია, უნდა შეიმუშაონ ჩვენმა მეცნიერებმა და იგი უნდა გაიზიაროს არჩევნების შემდეგ მოსულმა მთავრობამ. სხვანაირად ჩვენი წინსვლა და განვითარება გამორიცხულია.
რევაზ ბალანჩივაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი.
იხ. იმედის პროგრამა


