მეცნიერთა კონგრესისახელმწიფო კაცების საკრებულო

ტარიელ ხარხელაურის გამოსვლა

ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივი იყო ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებთან ბატონებთან:  რომან რურუასთან, გიგა ბათიაშვილთან , გივი თოიძესთან , ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან, არნოლდ  გეგეჭკორთან, რეზო  ბალანჩივაძესთან, ჯუმბერ კოპალიანთან ,იზა ვეფხვაძესთან-, ვახში ჟვანიასთან, დავით შემოქმედელთან, კობა კობალაძესთან  ერთად,  გამომეგზავნა თქვენთვის მოწვევის ბარათი, რომელშიც გარკვეული პოზიცია ჩამოვაყალიბეთ.

დიდი მადლობა, რომ მობრძანდით.

მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოგმართავთ: ჩვენ,  2011-12 წლებში, როცა დიდი მამულიშვილის, მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში, ვქმნიდით ეროვნული განწყობის მოქმედების მანიფესტს“ – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, ოდნავაც არ ვეჭვობდით იმაზე, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. 2013 წელს, სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ, როცა ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ საერთო ძალისხმევით, მოკლე პერიოდში იყო შესაძლებელი რადიკალური ცვლილებების დაწყება.

კარგად გვითხრა პატრიარქმა, რომ მხოლოდ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობას შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაყვანა წარმატების გზაზე. გვითხრა ისიც, რომ ხალხს სჭირდება ინტელიგენციის დიდი თანადგომა,  ხელისუფლებას – ინტელიგენციის დიდი მხარდაჭერა,პოლიტიკური კრიზისის დროს კი, მედიატორის  როლის შესრულება.

ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი მომავლის ქვეყანა ვართ და ამას ვჭირდებით ყველა. სწორედ ამ განწყობით ვართ შეკრებილი დღეს კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, საზოგადოების ცნობილი  წარმომადგენლები.

დღევანდელი  შეკრების ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ღია შეხვედრა, რომელზე  მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, ვინც  იზიარებს მიმართვაში ჩამოყალიბებულ პოზიციას და შესაბამისად, მოგვმართავდა საორგანიზაციო ჯგუფს მაქსიმალური საჯაროობის მიღწევის მიზნით, ჩვენ თხოვნით მივმართეთ ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს, რათა შეხვედრის  ტრანსლირება ყოფილიყო პირდაპირი ეთერით.

დიდი მადლობა ჟურნალისტებს მობრძანებისთვის. განსაკუთრებული პატივი იმ ტელევიზიას, რომელიც სრულად გადასცემს ჩვენს შეხვედრას. ვიცი, რომ ფეისბუქზე „გზა ცივილიზებული სახელმსიფოსკენ“ მიდის პირდაპირი ტრანსლაცია.  ვიცი ისიც, რომ დიდი მამულიშვილების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივით დაფუძნებული ტელევიზია „ქართული ტვ“ სრულად იწერს და აპირებს მის სრულად ჩვენებას.

ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ სხდომის წაყვანა ვთხოვოთ მართლაც, უნიკალურ ქალბატონს, იზა ვეფხვაძეს, რომელმაც 25 წელზე მეტი ხნის წინ, ჩვენი ქვეყნის უსაყვარლეს რაიონში, ხარაგაულში, დააარსა დიდი ეროვნული კაცის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და დღემდე ჩვენი ქვეყნის 60-ზე მეტ უგამორჩეულეს ადამიანს (გალაქტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გურამ რჩეულიშვილი, უშანგი ჩხეიძე, რეზო თაბუკაშვილი, დავით სარაჯიშვილი, მერაბ კოსტავა, გოდერძი ჩოხელი, ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეები, მიხეილ თამარაშვილი, გრიგოლ ფერაძე, იოსებ ჟორდანია, მამა ილია კარტოზია, დიმიტრი ყიფიანი, ევგენი ხარაძე, რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, ოთარ მამფორია, გურამ დოჩანაშვილი, მიხეილ ქვლივიძე, შოთა ნიშნიანიძე, ჰამლეთ გონაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ესმა ონიანი, ზურაბ კუხიანიძე, გივი ბრეგაძე, ლილი ნუცუბიძე, თამაზ სანებლიძე, რომან რურუა, არნოლდ  გეგეჭკორი, ილია პატაშური) მიუძღვნა  ლიტერატურული სპექტაკლები და მათ წარუდგენს მაყურებელს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, უცხოეთშიც.

დღევანდელი ფაქტიც ნიშანდობლივია. დღეს მან 1 საათზე ლიტერქტურული სპექტაკლი „მერაბ კოსტავა“ წარუდგინა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენ, მსოფლიო ჩემპიონ ენდი გოგლიჩიძესთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში და დღეს ჩვენთანაა.  ღმერთო, უმრავლე ჩვენს ქვეყანას ასეთი ადამიანები.

ვიდრე ქალბატონი იზა შეუდგება მოვალეობის შესრულებას, მანამდე მინდა ვთხოვო ცნობილ მეცნიერს, ბატონ ჯუმბერ კოპალიანს, წარმოგვიდგინოს მიმართვის ტექსტი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საჭიროა სისტემური გარდაქნები. ვიწყებთ საჯარო საუბარს მომავლის საქართველოსთვის

ბატონი ჯუმბერი ეროვნული მოძრაობის სათავეებთან დაკავშირებული პიროვნებაა. მეგობრობდა მერაბ კოსტავასთან. არის დამფუძნებელი „ილია ჭეავჭავაძის საზოგადოების“ … ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, გამორჩეული პოზიცია ეჭირა. 30 წელზე მეტია, დმანისშია და ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ ექსპედიციას. ეს ის დმანისია, რომელმაც თავისი აღმოჩენებით მთელი მსოფლიო შეძრა. ყველაფერ ამაში, ჩვენი მეგობრის დიდი წვლილია. სწორედ ასეთ საამაყო კაცს ვაძლევ ახლა სიტყვას.

გმადლობთ ყურადღებისთვის. ვუსურვებ ჩვენს შეხვედრას წარმატებულ მუშაობას!

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *