მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

(Georgia Today) ჩვენს წინაშეა წიგნი, რომელიც იქნება ჩვენი ერთგული სახელმძღვანელო

საქართველო მდიდარი ქვეყანაა- ეს ამაღელვებელი და იმედით აღსავსე სიტყვები, სიამაყით იქნა წარმოთქმული მთავარი მომხსენებლის მიერ 17 მაისს თბილისის სასტუმრო “Marriott”_ში.
ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სულის შემძვრელი ფრაზაა რომელიც ჩვენს მიწაზე ბოლო ათწლეულებში გაჟღერებულა. და მართლაც საკმარისია იმ დღეს წარდგენილი უნიკალური ნაშრომის გადაფურცვლა, რომელიც ქვეყნის მდიდარ ბუნებას და სხვა მრავალ რესურსს აღწერს, რომ
იოლად დავრწმუნდეთ საქართველო მართლაც უხვადაა დაჯილდოვებული სიმდიდრეებით. მთავარი გამოწვევა კი ამ სიმდიდრის გონივრული მართვაა.

კონფერენციაზე წარდგენილი წიგნი “საქართველოს ინტეგრალური რესურსები” ფიზიკოს და მათემატიკოს გივი თალაკვაძისა და ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. ორივე ავტორი საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრია და თავის სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თალაკვაძე ასევე ხელმძღვანელობს “საერთაშორისო ინოვაციების ალიანსს”, რომლის ეგიდითაც გამოიცა ეს ნაშრომი და დაიგეგმა აღნიშნული კონფერენცია. თავად ღონისძიების ორგანიზება და დეტალური დაგეგმვა კი თეიმურაზ შაშიაშვილმა უზრუნველყო, გელათის აკადემიის წევრმა და ქართული “მეცნიერთა კონგრესი”_ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. ღონისძიების მსვლელობა მაღალი პროფესიონალიზმით და გემოვნებით წარიმართა, სააქციო საზოგადოებია “ქართული“_ს დირექტორი მედეა აბაშიძის მიერ . კონფერენცია გახსნა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ (ლადო) პაპავამ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ სხვა აკადემიკოსები, ქვეყნის სამეცნიერო და სხვა ინსტიტუტების წამყვანი წარმომადგენლები, ყველა მათგანს აქტიურად შეაქვს წვლილს საქართველოს სამეცნიერო განვითარებაში როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.

წიგნი, რომელიც დიდი და შრომატევადი მეცნიერული მუშაობის შედეგია, აწვდის მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სიმდიდრის: მიწის, ტყეების, წყლის, მინერალების, ენერგო-რესურსების, ბიო-მრავალფეროვნების, რეკრეაციული შესაძლებლობების და სხვა რესურსების შესახებ და ასევე სთავაზობს მათ ეფექტურად გამოყენების შესაძლო სტრატეგიებს. ავტორები ხაზს უსვამენ უფლისაგან უხვად ბოძებულ და ქვეყნის სიმდიდრეებს და მის კეთილდღეობის შესაძლობას. კავშირი, რომელიც ადამიანის პასუხისმგებლობაზე და გონიერ მმართველობაზეა დამოკიდებული. ისინი ასევე ფაქიზად მიუთითებენ ერთ სენსიტიურ გარემოებაზე: ამ ბუნებრივი რესურსების ნაწილი უცხოელი პარტნიორების მფლობელობაშია არა მყისიერი გამოყენების, არამედ პასიური შენახვის მიზნით, მომავლის სტრატეგიული გეგმებისთვის. ეს მოსაზრება დასტურდება ქართული მეცნიერთა კონგრესის მიერ წარმოდგენილი მასალებით. რაოდენ სასარგებლო ან საზიანოა ქვეყნისთვის ეს საკითხი თავად ავტორებს ტაქტიანად დაუტოვებიათ განსჯის გარეშე, ასევე მოვიქცევით ჩვენც.

„საქართველოს ინტეგრალური რესურსები“ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზეა დაფუძნებული, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. თუმცა წიგნი სულაც არ წარმოადგენს მშრალ, უინტერესო ტექნიკურ ტექსტს, ეს არის მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ინფორმაციული სამაგიდო გამოცემა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა სწორედ აღნიშნა, რომ ასეთი წიგნი თითოეულ ქართულ ოჯახში უნდა მოიძებნოს და უნდა იქცეს სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოდ, რათა აღზარდოს ეროვნული თვითშეგნება და ცოდნა. თუმცა მისი ფასი, 100 ლარი, შესაძლოა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. წიგნის უნიკალური ღირებულების გათვალისწინებით, იოლი სავარაუდოა, რომ ის აუცილებლად ითარგმნება ინგლისურადა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია ქართული ბიზნესის დასაფასებელი მხარდაჭერა ეროვნული სამეცნიერო ძალისხმევების მიმართ. ძალისხმევებისა, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად რჩება მომავალი განვითარებისთვის. ამ მხარდამჭერებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა გოჩა ძასოხოვი, ცნობილი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე და მეცნიერების ხანგრძლივი მხარდამჭერი. სწორედ მისი პარტნიორობით და თეიმურაზ შაშიაშვილითან მჭიდრო თანამშრომლობით იქმნებოდა საფუძველი იმ ეროვნული სამეცნიერო იდეისა, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს.

მახსოვს, 1990-იანების დასაწყისში, საქართველოს დამოუკიდებლობის განახლებასთან ერთად, როგორ გვწამდა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანთა ჯგუფს, მათ შორის პროფესორ ირაკლი ბოკუჩავას და მეც, რომ ქვეყნის განვითარებას სჭირდება გულწრფელი თვითშეფასება, შიდა და გარე სიმდიდრის აწონვა. სწორედ ამ მიზნით მოიწვიეს საქართველოში ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ლოურენს დე ბივორტი, რათა შეხვედროდა მაშინდელ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და განეხილათ ქვეყნის განვითარების პერსპექტივები ჩვენს ბუნებრივ შესაძლებლობებზე დაფუძნებით. ამ ინიციატივას „საქართველოს ინიციატივა“ ეწოდა. შეხვედრა შედგა, გეგმები დაისახა, ყველაფერი მზად იყო დასაწყებად. მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიის ბორბალი სხვაგვარად დატრიალდა, პირველი პრეზიდენტი გადაყენებული და გაძევებული იქნა, ხოლო რაც ამას მოყვა შედეგები ყველასთვის კარგად ცნობილია.

და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თითქმის დაუჯერებელი და გულისამაჩუყებელია იყო ამ ოცნების რეალობად ქცევის მომსწრე, ოცნების, რომელიც ერთ დროს მოლოდინით სავსე პატრიოტებს გააჩნდათ. შესაძლოა, ერთი სრული თაობა დასჭირდა, მაგრამ ეს ოცნება მაინც ახდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ წიგნის შესავალში, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყნის და ერის კეთილდღეობა და მდგრადი განვითარება.

ახლა კი ჩვენს წინაშეა წიგნი, რომელიც იქნება ჩვენი ერთგული სახელმძღვანელო. წავიკითხოთ იგი ყურადღებით, შევისწალოთ სიღრმისეულად და ერთად შევუდგეთ დიდი მიზნების მიღწევას.

ნუგზარ რუხაძე

19 ივნისი, 2025 წელი

ინგლისურენოვანი გაზეთისთვის “ჯორჯია თუდეი”

იხ, წყარო “Georgia Today” 

Georgia’s Integral Resources

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *