მედიამეცნიერთა კონგრესისლაიდერი
“მეცნიერთა კონგრესმა” და უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა პრეზიდენტს წერილით მიმართა ქართულ ქარტიასთან დაკავშირებით
ნიუსი
“ქართული ერთობის დარბაზმა“ , მეცნიერთა კონგრესმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ უზენაეს საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფმა „ქართული ქარტიასთან “ დაკავშირებით პრეზიდენტს წერილით მიმართა. რომელსაც თან ერთვის დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის განხილული “ქართული ქარტია” და მნიშვნელოვანი მოსაზრებებია წარმოდგენილი, საერთო პოლიტიკასთან, საარჩევნო სისტემასთან და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნასთან დაკავშირებით,
პრეზიდენტისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ „იდეა ასეთი დოკუმენტის შექმნის თაობაზე მისაღებია, თუმცა უნდა გაგრძელდეს მუშაობა მის შინაარსთან დაკავშირებით და ეს პროცესი სასურველია იყოს საჯარო.“
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა პოლიტიკური გამჭვირვალობის კანონი, თუმცა შეცდომად თვლიან ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მათი აზრით: „ქვეყანას სჭირდება ისეთი კანონი და ზოგადად, კანონმდებლობა, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ძალის მისვლას“
ქარტიაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, მეცნიერები აცხადებენ, რომ თავად დოკუმენტი უფრო მეტად პოლარიზებულია და წინასაარჩენო ხასიათს ატარებს და იმის ხაზგასმა რომ „ვინც ამ დოკუმენტს მოაწერს ხელს, დასავლური ორიენტაციისაა და ვინც არა – რუსულის“. თვით ეს მიდგომაა რუსული და ბოლშევიკური.
წერილის ავტორთათვის ასევე სერიოზულ უხერხულობას ქმნის, რომ ერთის მხრივ , ვაქვეყნებთ ერთობის დოკუმენტს და, მეორეს მხრივ , ვქმნით გაერთიანებას „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ეს ერთი ბიძინა ივანიშვილია. რადგან, ასეთი დოკუმენტი კი არ უნდა გვაპირისპირებდეს არამედ „ყველას გვაერთიანებდეს სამშობლოსთვის“. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილის, როგორც მეცენატის დამსახურების გამო ქვეყნის წინაშე და იმის გათვალისწინებით, რომ შურისძიების განწყობა მიუღებლად ჩაითვალოს ქართული პოლიტიკისთვის, მიღებულ უნდა იქნას კანონი ბიძინა ივანიშვილის იმუნიტეტის დაცვისა და ხელშეუხებლობის შესახებ, ასევე საჭიროა მოსაზრებების გაცვლა და პოზიციის ჩამოყალიბება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით .
წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათთვის უმთავრესია საზოგადოების კონსოლიდაცია და პრეზიდენტს სთავაზობენ, მისი პატრონაჟით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხდება ამ დოკუმენტების საჯარო განხილვა . „დარწმუნებულნი ვართ , რომ ასეთი მუშაობა მიგვიყვანს საერთო დოკუმენტამდე“: მიაჩნიათ მათ
თუ ეს არ მოხდა , თავად გამოიტანენ დოკუმენტის საკუთარ ვერსიას „ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან“ და „ეროვნული თანხმობის კონცეფციასთან “ ერთად საერთო-სახალხო განხილვისთვის , ასევე საკუთარ ვერსიას წარადგენენ მეცნიერებათა აკადემიასა და სამეცნიერო ინსტიტუტებში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებში.
მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
1.06.2024