მეცნიერთა კონგრესი

2024 წლის ძირითადი ღონისძიებები

ქართული ერთობის დარბაზის“ , (შემდგომში ქედ -ი)  „მეცნიერთა კონგრესის“ (შემდგომში „კონგრესი“) „ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ხელშემწყობი ფონდის (შემდგომში ფონდი), „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევის საორგანიზაციო ჯგუფის, „ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ გაერთიანებული სხდომის მიერ მიღებული 2024 წლის სამუშაო პროგრამა წლის ძირითადი ღონისძიებების განსაზღვრით

 

  1. წლის ძირითადი ღონისძიებები

 

  • გელათის კონგრესი –  8 თებერვალი, დავითობა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში, ეროვნულ – სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება;
  • სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის ღია საზოგადოებრივი და სატელევიზიო პროექტი – იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი;
  • „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ პირველი სხდომა საპატრიარქოში – მაისი
  • „პიროვნებათა პარლამენტის“ საარჩევნო გუნდის ფორმირების ღია საზოგადოებრივი და სატელევიზიო პროექტი, „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ გელათში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით – იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი;
  • „პიროვნებათა პარლამენტის“ საარჩევნო გუნდის წარდგენა საზოგადოებრისთვის – 26 მაისი, 20024 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • „ალტერნატიული საზოგადოებრივი პარლამენტის“ შექმნის ღია საზოგადოებრივი და სატელევიზიო პროცესი – იანვარი, თებერვალი;
  • „ალტერნატიული საზოგადოებრივი პარლამენტის“ პირველი სხდომა – 1 მარტი;
  • საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნის ღია სატელევიზიო პროცესი – იანვარი, თებერვალი;
  • საქართველოში – ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში  – ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის პირველი სხდომა – მარტი;
  • საქართველოში ემიგრანტთა ოჯახებისა და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის წევრების შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში (გაერო, ევროპული სტრუქტურები) – მარტი, აპრილი, მაისი;
  • სატელევიზიო თოქშოუ პირობითი სახელწოდებით: „მომავლის საქართველო“ – საქვეყნო პრობლემების განხილვით, ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით – 1 თებერვლიდან;
  • „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის სესიები მსოფლიოს ყველა იმ ქალაქში, სადაც 1000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, სექტემბერი;
  • „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესი – 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა;
  • გაერთიანებული ძალებით ორგანიზებული კონგრესები უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვით და პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით წლის განმავლობაში, ყოველთვიურად;
  • „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შემუშავებული ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისა და ქვეყნის განვითარების პროგრამების საჯარო განხილვები მოსახლეობის მონაწილეობით და პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით;
  • 30 000 კაციანი ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა ქვეყნის განვითარების პროგრამის: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი -ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განხილვის მოთხოვნით – იანვარი, თებერვალი, მარტი;
  • 30000 კაციანი ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა კორუფციისა და ნეპოტიზმის სახელმწიფო ღალატად გამოცხადების, ლუსტრაციის კანონის მიღების მოთხოვნით – იანვარი, თებერვალი, მარტი;

                                                                    

  1. ღონისძიებები სამუშაო წესით:

 

  • „ქართული ერთობის დარბაზის“ დებულებისა და შემადგენლობის განახლება, პროგრამის ჩამოყალიბება; სხდომა პირდაპირ ეთერში პროგრამის განხილვის მიზნით – იანვარი;
  • „მეცნიერთა კონგრესის“ შემადგენლობის გაფართოება განახლებული დებულების მიღება, რეგისტრაცია საჯარო რეესტრის იურიდიულ პირად

არეალის გაფართოების პრინციპი: თითო წარმომადგენელი მეცნიერებათა ეროვნული, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და ყველა სხვა დარგობრივი  აკადემიდან , უმაღლესი სასწავლებლებიდან – იანვარი;

  • ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დებულების განახლება, შემადგენლობის რეორგანიზაცია, სამუშაო პროგრამების დამტკიცება – იანვარი;
  • „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ კონგრესის სამუშაო პროგრამის დაზუსტება და განხილვა პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, იურიდიულ პირად ჩამოყალიბებაიანვარი;
  • „ინოვაციური ცენტრის“ სამუშაო პროგრამის დაზუსტება და განხილვა პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით და იურიდიულ პირად ჩამოყალიბება – იანვარი;
  • ტელევიზია „ქართული TV“ -ს მეგობართა, დიდი საზოგადოებრივი გუნდის ფორმირება,. ყოველთვიური შეხვედრების ორგანიზება, ტელევიზია „ქართული TV“ -სადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

                                                                                                                          

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *