მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
თემურ შაშიაშვილი “… სწორედ ამ განწყობით, მივედი პირველ შვილიშვილთან ერთად ახალ სასწავლო წელს, პირველ კლასში!

გილოცავთ, დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
გვეცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, მასწავლებელი გვეყოლება ხელის გულზე და მომავალი, ბავშვი იქნება მთავარი საზრუნავი. სადაც განათლება დაეყრდნობა მთავარ პრინციპს: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!“ , როგორც ეს დიდმა მოაზროვნემ, დავით გურამიშვილმა ასე მოქნეულად და ზუსტად გვითხრა.
სამწუხაროდ, დღეს პირიქითაა. დამოუკიდებელ საქართველოში სწავლამ ფასი დაკარგა… არის „ტკბილი“ გახდა და მოგვიტანა მწარე ცხოვრება!
თუ აშშ-ში კონსტიტუციურად დაკანონდა, რომ ამერიკა არის სამართლებრივი ქვეყანა და მოსამართლის ხელფასი 1 დოლარით მეტია პრეზიდენტის ხელფასზე… ჩვენ ვართ ინტელექტუალური ქვეყანა და სწორედ ამიტომ, განათლება კონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს უპირველეს პრიორიტეტად და მასწავლებლის, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენელთა ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს, ვიდრე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის…
ეს რეალურზე რეალურია. პოლიტიკური ნებაა საჭირო. დიახ, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო! განათლების პრიორიტეტულობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს არა პარტიულ პროგრამებზე, არამედ მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით.
სწორედ ამ კონცეფციით არის შექმნილი ქვეყანაში სისტემური ცვლილებების „მეცნიერთა კონგრესის“ 21-პუნქტიანი პროგრამა, რომელიც წარედგინება ემიგრანტთა ყრილობას 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებასთან, სამეცნიერო -შემოქმედებით და პედაგოგიურ წრეებთან კავშირში მომდევნო წლის 26 მაისამდე, შევძლოთ მისი სახალხო რეფერენდუმით მიღება, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს ამის შეცვლა, ანუ დაკანონდეს, რომ ქვეყნის მომავალი განათლებასთან, მეცნიერებასთან, ინტელექტულურ სფეროსთანაა დაკავშირებული და დღეს მთავარი პოლიტიკური ამოცანა ქუჩის კი არა, ინტელექტუალური რევოლუციაა საჭირო/
ღირს ამისთვის ბრძოლაც და ცხოვრებაც! მახარებს, რომ ეს განწყობაა „მეცნიერთა კონგრესში“. სწორედ ამ განწყობით მივედით მეც და მთელი ოჯახიც, პირველ შვილიშვილთან – ირაკლი ჩხენკელთან ერთად პირველ კლასში.
მწამს და მჯერა, და ეს გამოკვეთილად ჩამოვაყალიბე 2000 წელს, რომ ახალ ათასწლეულში, ახალ 21-ე საუკუნეში, სამყაროს ერთი მეფე ეყოლება და ეს განათლება იქნება! განათლებული კაცი მეფე იქნება და გაუნათლებელი კი – მონა. ჩვენ განათლებულთა ქვეყანა უნდა ვიყოთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. ღმერთო, ბედნიერი ყოფილიყოს ის მომავლის საქართველოსთვის. ბედნიერი იქნება, როცა შევძლებთ, რომ იყოს ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ეს პრინციპულია, რადგან დღეს ქვეყანას უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე დაპირისპირება. აგრესია, რომელიც პოლიტიკოსებიდან მოდის.
სიყვარული აგვამაღლებს!