მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ქართული ცეკვის მეფე – ომარ მხეიძე მარადისობაში-ზეციურ სამშობლოში გადასახლდა !

 

წავიდა ძმობით და მეგობრობით სავსე კაცი,განუმეორებელი ხიბლისა და ღიმილის კაცი !
სამშობლოთი ცხოვრობდა,სამშობლო გულით დაჰქონდა..იყო „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრის,“ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი…,

მომავლის საქართველოს ძეგლად შეიქმნა მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში და რეზო ჩხეიძის სახლში მოეწერა ხელი დიდ მამულიშვილთა მიერ ისტორიულ დოკუმენტს: “მოქმედების მანიფესტი- ერთი სამშობლო,ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო ! “

მასზე ხელმომწერ მამულიშვილთა (მერაბ ბერძენიშვილი,რეზო ჩხეიძე , ომარ მხეიძე,ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი,გივი თოიძე, გიგა ბათიაშვილი,ტარიელ ხარხელაური,რომან რურუა, თემურ გუგუშვილი. )საოცნებო ქვეყანა იყო და არის ბედნიერებით სავსე საქართველო !
მეცნიერთა კონგრესს მიაჩნდა და მიაჩნია,რომ ეს პროგრამული დოკუმენტი და მასზე ხელმომწერნიც აერთიანებენ ზეციურ და მიწიერ საქართველოს…და ომარ მხეიძის ზეცად ამაღლებით კიდევ მეტად გაძლიერდა ზეციური საქართველო!

ომარ მხეიძე გამარჯვებული კაცი იყო აქაც და გამარჯვებული იქნება ზეცაშიც!
ჩვენი ომარი ნატიფი ხელოვნების და ძლიერი ქართული სულის სიძლიერის სიმბოლო იქნება მიწიერ საქართველოშიც და ზეციურშიც !

 

„ქართული ერთობის დარბაზის“ და მეცნიერთა კონგრესის დავალებით,
თეიმურაზ შაშიაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *