მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების სესიები
19-20- 21 – 22 - 23 ივნისი

2022 წლის 6 ნოემბერს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაწყებული კონგრესი – რომის, ბარის, მილანის, ვენეციის, ათენის, სტამბულის, მოსკოვის სესიების შემდგომ – გრძელდება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში (დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, მინერალური წყლების რეგიონი, ჩრდილოეთ ოსეთი) და 2024 წლის 26 მაისამდე, ჩატარდება მსოფლიოს 40 ქვეყნის 87 ქალაქში. დასრულდება „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესით თბილისში, 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ეს დიდი ეროვნული პროცესია. მას ყველას თანადგომა სჭირდება, უპირველესად, ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია.
დელეგაციის წევრები, როგორც თანამემამულეებს, ისე კავკასიელ მეგობრებს დაეთათბირებიან „მეცნიერთა კონგრესის“ ინიციატივა – პოზიციასთან დაკავშირებით: კავკასია მარტო გეოგრაფია კი არა, ცივილიზაციის სათავეა – დიდი სულიერი მისიის მატარებელი კაცობრიობის წინაშე. კავკასიის ხალხების ერთობას, ერთიან კავკასიას მძლავრი პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
დელეგაციის წევრები თანამემამულეებსა და მეგობრებს წარუდგენენ «მეცნიერთა კონგრესის» მიერ შემუშავებულ პროგრამებს, ინიციატივას დიდი მოძრაობის თაობაზე, «მართალი ტელევიზიის» შექმნასთან დაკავშირებით.
საუბრები იქნება შოთა რუსთაველის 850 , დიდგორის ომის 900 და დავით აღმაშენებლის 950 წლისთავთან დაკავშირებით.
დელეგაციის წევრები მოინახულებენ დიდი პოეტის, რასულ გამზატოვის მუზეუმს, შეხვდებიან ოჯახის, დავით გურამიშვილისა და რასულ გამზატოვის საზოგადოების წევრებს, მის თავმჯდომარეს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეგობარს, ანვარ კადიევს. გადასცემენ დიდი პოეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცემულ მისი რჩეული ლექსების ქართული თარგმანების კრებულს
19-23 ივნისის პროგრამა
დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, მინერალური წყლების რეგიონი, ჩრდილოეთ ოსეთი
19 ივნისი:
• 08:00 – გამგზავრება თბილისიდან (ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, სასტუმრო „ივერია“ -ს წინ)
• 16:00 -დან პროგრამა მახაჩკალაში (დაღესტანი)
20 ივნისი:
• 09:00 – გამგზავრება მახაჩკალიდან გროზნოსა და ნაზრანში
• 14:00 – დან პროგრამა ჩეჩნეთსა და ინგუშეთში
21 ივნისი:
• 10:00 – გამგზავრება ნაზრანიდან ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთი)
• 13:00-დან პროგრამა ნალჩიკში
22 ივნისი:
• 10:00 – გამგზავრება ნალჩიკიდამ კისლოვოდსკში (სტავროპოლის მხარე)
• 12:00 – დან პროგრამა კისლოვოდსკში
23 ივნისი:
• 10:00 – გამგზავრება ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი)
• 13:00 – დან პროგრამა ვლადიკავკაზში (შეხვედრა ქართულ სკოლაში, ეკლესიაში, სადაც მოინათლა საქართველოს კათალიკოს -პატრიარქი ილია მეორე)
• 19:00 -ზე გამგზავრება თბილისში.
• პროგრამა დასრულდება სასტუმრო «ივერია» -ს წინ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იყო აღმართული.
პ.ს დღის განმავლობაში მოეწყობა პირდაპირი ჩართვები ფეისბუქის მეშვეობით. გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი : „მეცნიერთა კონგრესი ჩრდილოეთ კავკასიაში – ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“
 
			