მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ლუარა ნიჟარაძე: გამოხმაურება!

✅️ბ-ნ როინ მეტრეველს,მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა ასე მიულოცეს ეროვნული აკადემიის და ქართული მეცნიერების ღირსეულმა წარმომადგენლებმა:
“დიდ ქართველ მეცნიერთა ღირსეულ მემკვიდრეს, თანამედროვე ქართული საისტორიო მეცნიერების მეტრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და ეროვნული კულტურის მოჭირნახულეს, აკად.როინ მეტრეველს ვულოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას!!!”
✅️როინ მეტრეველი — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991),[1] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა.[2] მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.
როინ მეტრეველი:-
✅️ევრაზიის უნივერსიტეტების გენერალური ასამბლეა, მთავარი კომიტეტის წევრი (1994-)
კალიფორნიის (აშშ) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემია, წევრი
რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემია, წევრი
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, პრეზიდენტი (1996-)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (1988-1991)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდენტი (2023-)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2013-2023)
საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1995-)
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, თავმჯდომარე (1996-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1999 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1998 – ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
1996 – აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
1988 – საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების დარგში
ქუთაისის საპატიო მოქალაქე
ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი
აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშანი
ღირსების ორდენი
ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
როცა ასეთი ღირებულებების მქონე მამულიშვილს ვიღაცა[ მართლაც “ვიღაცა “] ინტრიგას უწყობს და ცდილობს დააკნინოს მისი იმიჯი,გამოდის რომ ის “ვიღაცა”ქვეყანას ებრძვის.
როინ მეტრეველი- “თანამედროვე ქართული საისტორიო მეცნიერების მეტრი”!ასეთ ავტორიტეტებს როცა ბრძოლას უცხადებენ,ქართული საზოგადოება ერთფეხზე უნდა დადგეს და არ ეპატიოს არავის ,რომ ეპატიათ იმიტომაც ბედავენ და ეს ჩვენ ყველამ ერთად არ უნდა გავაბედინოთ‼️
როცა ებრძვი ქვეყნის ავტოროტეტებს, ეს არის ბრძოლა ჩვენი ეროვნული ღირსების წინააღმდეგ,ავტორიტეტები ქმნიან ქვეყნის ისტორიას,წარმოაჩენენ ქვეყნის ღირსებას და დიახ,დღეს ქვეყნის ღირსებას უცხადებენ ბრძოლას გაყიდული “მანქურთები”.
როინ მეტრეველის პასუხი გამოცურებულ ინტრიგასა და ბრალდებებზე:
“მაგრამ რადგან ამ ამბის დამლვა არ გამოვა, დასაფიქრებელია ეგ საკითხი, ემანდ დათვური სამსახური არ გავუწიოთ ბატონ ირაკლისო, ანუ სასაცილოები არ გავხდეთო და იქნებ შემახვედროთ მასაც და ადმინისტრაციის უფროსაც, პირადად დაველაპრაკებიო.”-ანუ არ დაეთანხმა ბ-ნი როინი ,სწორად გამგები გაიგებს რაცაა ნათქვამი,ვისაც უკუღმა აქვს აწყობილი აზროვნება ის სწორედაც რომ უკუღმა ინტერპრეტაციას უკეთებს,”სათავისო საქმეს “მორგებულს,რომ იქ “გარეთ და გნებავთ შიგნით “ვიღაცას ასიამოვნოს,დავალება ფრიადზე შევასრულეო,დავალება სამშობლოს გამყიდველის‼️
ამიტომ ვამბობთ მეცნიერთა კონგრესი: შემოღებული იქნას მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ‼️
მივმართავთ საქართველოს მთავრობას მიეცეს სასამართლოს გამოძიებისა და განჩინებისთვის , ყალბი ინფორმაციისა და გაყალბებული ზარის განხორციელებისთვის ,პირი რომელმაც დააზიანა ღვაწლმოსილი აკადემიკოსის იმიჯი და იმავდროულად საქართველოს პრემიერის იმიჯიც,პირს რომელმაც ეს იკადრა უნდა დაეკისროს მორალური ზარალის ანაზღაურება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ‼️
✅️მეცნიერთა კონგრესი უდასტურებს პატივისცემას ბ-ნ როინ მეტრეველს, და გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყანაში დანერგილი უცხოური აგენტურის მიერ ავტორიტეტების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების,ტელევიზიების და ჟურნალისტების მიმართ,რაც აზიანებს არამარტო ღირსეულ მამულიშვილთა ავტორიტეტს ,არამედ აზიანებს და ზურგში ურტყამს ქვეყნის იმიჯს.
პატივისცემით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე
13.06.2023 წ