"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლალი ბურდული-მე და ჩემმა ოჯახმა საქართველოში მეცნიერთა კონგრესს ნდობა გამოვუცხადეთ,

ნაწილი I

პირველად იტალიის მიწაზე 1994 წლის 17 ივლისს დავადგი ფეხი, ხოლო სამუდამოდ საცხოვრებლად 2000 წლის ნოემბში ჩამოვედი.
ასე რომ ჩემი ემგრანტობის 23 წელი სრულდება.

იტალიამ მომცა ის, რასაც მაშნდელ საქართველოში ვერ მოვიპოვებდი: სახელმწოფოს მიერ მოქალაქის დაცულობას. იტალიის სახელმწიფომ ითავა ის, რაც საქართველოში უნდა ყოფილიყო ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი.
როგორც იცით, ჩემს უმცროს შვილს დაბადებიდან ცერებრალური დამბლით ოთხივე კიდური აქვს დაზიანებული და ორი წლის ასაკიდან დიაბეტით დაავადდა.

მაგრამ ამვდროულად ზუსტად საქართველოში გვქონდა ბედნიერება, რომ კოტესთვის გაგვეკეთებინა ყველაფერი ის, რაც იმ დროისთვის მისთვის აუცილებელი აღმოჩნდა: ბავშვთა ფონდის დახმარებით კოტეს შესაძლებლობა მიეცა გაევლო მოსკოველი ნევროპათოლოგის პროფესორ ქსენია სემიონოვას მიერ გამოგონილი ე.წ. კოსმოსური სკაფანდრებით მკურნალობის სარეაბილიტაციო 12 კურსი. ახლა ამ მეთოდს “ადელი” ქვია და თავის დროზე საქმოსანმა და მოხერხებულმა სხვა ექიმ-ბიზნესმენებმა საკუთარი სახელით დააპატენტეს.

როგორც არ უნდა იყოს, ამ საოცარმა მეთოდმა საოცარი და სწრაფი შედეგები დაგვანახა. აი, ამის, ნამდვილად მადლიერი ვარ როგორც საქართველოსი, ასევე მოსკოვის.

იტალიაში ეს მეთოდი არ დამკვიდრდა, რადგან ძალიან ძვირია და ყველას, ვინც ამ მეთოდის არსებობა გაიგო, სლოვაკეთის საკურორტო ქალაქ პიეშტიანში მოქმედ ცენტრში დაყავთ დამბლიანი ბავშვები და ზრდასრული პაციენტები.
იტალიამ და საქართველომ, ჩემი აზრით, ბევრი დაკარგა, რადგან ამ მეთოდის გამოყენების საშუალება არ მიეცა ავადმყოფებსა და მათ ოჯახებს.

რაც შეეხება დიაბეტოლოგიას, კოტე ამ მხრივაც იღბლიანი აღმოჩნა, რადგან კობა ამირხანაშვილის მიერ დაფუძვნებულმა დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ ინსულინითა და დამხმარი კონტროლის მოწყობილობებით უზრუნველყო ყველანი. ხოლო ჩვენი მკურნალი ექიმი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ბრწყინვალე ადამიანი ქალბატონი მარინა გორდელაძე ახლაც გვერდით უდგას კოტეს და დღესაც თავის მოვლის მისეული მეთოდით ვხელვმძღვანელობთ და გართულებებს ასე ვიგერიებთ.

ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ისე მოხდა, რომ ჩემი ქართველი და იტალიელი კარდიოლოგებმაც, გარდა იმისა, რომ ერთ დღეს არიან დაბადებულები, ერთი და იგივე დიაგნოზი დამისვეს და ერთი და იგივე მკურნალობა დამინიშნეს.
ასე, რომ ამ მხრივ, ჩემს ოჯახს საქართველოდან მოყვება კარგი ადამიანების მადლი, ინტელექტი და მაღალი პროფესიონალობა.

საქართველომ ჩვენი აქ ყოფნით არაფერი არ დაკარგა, რადგან მე ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს შვილებს, რომ შეძენილი ცოდნა და კვალიფიკაცია, როგორც იტალიას, ასევე საქართველოს უნდა მიახმარონ: ასე, რომ, თუ საქართველოს ჩემი შვილების ცოდნა დაჭირდება – იცის, სად მოძებნოს. დედამიწა მრგვალია და წვდომის ხანამ მანძილები და დრო საოსრად შეამცირა. ბევრი შეუძლებელი წინად დღეს იოლი და ხელმისაწვდომი გახდა.

თავად იტალიამ ჩვენი სახით რა შეიძინა, არ ვიცი – აქ შრომითი რესურსები გამოუყენებელი რჩება და მსოფლიო პრობლემების გადალახვითაა დაკავებული. უფროსმა ვაჟმა კერძო ფირმა გახსნა, ხოლო კოტე მთლიანად სახლმწიფო კმაყოფაზეა.

რაც შეეხება ლადოს და კოტეს იტლაიელ მეგობრებს, მათ კი ნამდვილად ორი უღალატო და ვაჯკაცი ადამიანი შეიძინეს. ჩემი ბიჭემი შეერწყნენ აქაურ საზოგადოებას, მაგრამ ძალიან კარგი ქართველები რჩებიან.

თქვენ შემეკითხეთ, თუ რაში დამაკლდა საქართველო.

ჩემი საქართველო მე გულით დამაქვს. ამიტომ ვერავინ და ვერაფერი დამაკლებს ჩემს საქართველოს. იმის შემდეგ, რაც ვიდეო კავშირიც დამკვიდრდა, ნოსტალგიაც განელდა და განშორების იარაც მოშუშდა.

თბილისში დუჩოსთან ერთად და მისი ძალისხმევით პირველად 18 წლის შემდეგ ჩასულმა, ის კი აღმოვაჩინე, რომ “სხვა” თბილისში ვიმყოფები – არც მეწყინა, არც გამიხარდა.

დრო თავისას ითხოვს და ქალაქი და ქვეყანა მათია, ვინც იქ ცხოვრობს.

ხოლო ჩემი და დუჩოს მიერ შექმნილ მეორე მუსიკალურ ქართულ ალბომში, რომლის ხანრგძლივობა 3 საათია, არის შესული გრიგოლ აბაშიძის ლექსზე მალვინა ღვინერიას მუსიკაზე დაწერილი სიმღერა “თბილისი”, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს, და იქ ლაიტმოტივად გადის აზრი “მე დაჭრილი ვარ როგორც ხოხობი, და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი”.

საქართველოში ჩასვლამ დუჩო კიდევ უფრო შთააგონა ქართულ ალმობზე მუშაობაზე, რომელიც კარანტინის დროს ორჯერ უფრო დიდი გახდა და მასში 22 სიმღერა შევიდა იტლალიური თარგმანის თანხლებით.

თავისთავად გამოვიდა ის, რომ ჩემმა დუჩოსთან შეუღლებას და დუეტ “ლალიმბერტი”-ს შექმნას თვითოეულის კულტურის გაცვლა-გამოცვლა, შერწყმა და პოპულარიზაცია მოყვა.

დუჩომ საქართველოს შესახებ პირველად 1978 წლის “Napoli”-სა და “დინამო” თბილისის ტელევიზიით გადმოცემული მატჩის დროს გაიგო… უფრო სწორედ იმას მიუხვდა, რომ გვარები “მაჩაიძე”, “ყიფიანი”, “ჩივაძე”, “ქორიძე” და სხვა რუსულ გვარებისგან განსხვავებით უცნაურად ხვდებოდა ყურს. მანამდე, 9 წლის ასაკიდან მხოლოდ რუსეთისა და რუსული კულტურის შესახებ თუ საუბრობდნენ იტალიაში. და ეს მდიდარი კულტურა, კლასიკური და საესტრადო მუსიკის სახით, ზედმიწევნით შეისწავლა და შეიყვარა.

მხოლოდ 1993 წელს, როდესაც ტოსკანის ქალაქ პოჯიბონსის პოლიკლინიკის მის ოფისში გაიცნო დედაჩემი, რომელთანაც დამეგობრდა, რუსული ენის გაკვეთილებიც აიღო და საქართველოს შესახებ დაწვრილებით გამოკითხა. ზუსტად მაშინ გააკვირვა დუჩომ დედაჩემი, როდესაც მისი წარდგენისას russa della Georgia, სასტიკად გააფრთხილა ირგვლივ მყოფნი, რომ რუსი და ქართველის მცნება ერთმანეთში არ აერიათ.

ერთი წლის შემდეგ დუჩომ მე და ჩემი ბიჭებიც გაიცნო. მერე კო ლუარა
ნიჟარაძე ლუარა

ტეს სადიაგნოზო აპარატი და გლიკემიის დონის გამოსაცნობი ჩხირები უშოვა და საქართველოში გამოგვიგზავნა. ჩვენ იგლისურად ვსაუბრობდით, მაშინ მე იტალიური არ ვიცოდი. ზუსტად პირველი შეხვედრის დროს წაიმღერა მან ორი რუსული სიმღერის მელოდია, რამაც ძალიან გამაკვირვა.

როდესაც 2016 წელს მას ვთხოვე აკომპანიმენტი გაეწია ჩემთვის, ვინაიდან თავის სარჩენ გზებს ვეძებდი, დუჩომ შემომთავაზა ჯერ იმ სიმღერის ჩაწერა, რომელიც მე 22 წლის წინ მიმღერა თავის ოფისში გაცნობისას.

როდესაც 3 საათნახევარში ჩემი ხმა დუჩომ ურთულესი საორკესტრო არანჟირებით შემოსა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ზუსტად მაშინ შემომთავაზა დუჩომ რუსული ალბომის ჩაწერა. მაგრამ, როდესაც 2 კვირაში მან თავად ჩაწერა იგივე სიმღერა ბრწყინვალე რუსულით ნამღერით – ჩემი ჯერი დადგა, რათა შემეთავაზებინა მისთვის მის მიერ არაჟირებული და შესრულებული ალბომის შექმნა.

ჩვენ ზოდიაქოთ ტყუპები ვართ. ალბომზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, თუ მართლაც, როგორ ტყუპებივით გვიგავს ხასიათი, და მივხვდით, რომ ჩვენ განშორება გვიჭირდა.

შვილებმა გაგებით შეხვდნენ ამ საკითხს – მათ არ გამოეპარათ დედის სახის ბედნიერი გამომეტყველება.
დუჩოს ჩვენს სახლში შემოსვლით კედლებმაც კი დაიწყეს სიმღერა – მუსიკამ აავსო და შეავსო ჩვენი ყოველდღიურობა.
რამ გამაოცა დუჩოში?

ის, რომ იგი ნამდვილი ქართველივით აზროვნებდა და იქცეოდა, მისი სიტყვა საქმეს არ შორდებოდა, მზრუნველი, გულთბილი, ალესიანი, გულკეთილი და გულუხვი იყო. სხვისი ტკივილსის გათავისების უიშვიათესი უნარი გააჩნიდა.
და იმ ფაქტმაც, რომ მის გვერდით ვერვაინ გრძნობს, რომ უნარშეზღუდულ ადამიანთან გვაქვს საქმე – პირიქით! მის გვერდით მე ვხვდები, თუ რამდენად უმნიშვნელოდ ვიყენებთ ჩვენ, “უნარიანი” ადამიანები, უფლისგან ბოძებულ თვისებებს და ნიჭს! და რამდენად ჩამოვუვარდებით დუჩოს უნართვისებებში!

დუჩოს ჩემს ცხოვრებაში შემოსვლამდე, ემიგრაციაში ცხოვრებამ, დარდმა და ფიქრმა, უფლის, ჭეშმარიტებისა და ცხოვრების არსის ძიებამ მე მომათავსა ”სალოსის” მაგვარ მდგომარეობაში. როდესაც ვისწავლე ყვეალაფრის მადლიერებით მიღება, ზუსტად მაშინ შეცვლა ჩემმა ცხოვრებამ.

ხოლო დუჩოს გვერდით ყოფნამ ცხოვრების კიდევ ერთი წახნაგი დამანახა: ვუყუროთ სამყაროს, ადამიანებსა და მოვლენებს თვალების გარეშე, ვიგრძნოთ, შევაფასოთ, დავტკბეთ ყოველივეთი ხილვის გარეშე – პირობითად გამოვრიცხოთ თვალით დანახულის შეფასება.

დამიჯერეთ, საოცარი მეტამორფოზი დაისადგურებს ჩვენში – ბევრის, უამრავის, თითქმის ყველაფრის გადაფასების ხანაში შევაბიჯებთ, და, თუ მოთმინებით ავივსებით და გულის თვალით და გულის ყურით დავიწყებთ სამყაროს და გარშემო ადამინებისა და მოვლენების შეფასებას, ჩვენთვის შეიცვლება ბევრი რამ, თუ არა ყველაფერი.

ნაწილი II
განათლებით გეოგრაფი ვარ, მაგრამ ვინაიდან ჩემი ვიწრო სპეციალობა გახლავთ საზღვარგარეთ ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია და საერთაშორისო ურთიერთობათა იმ დროინდელი კურსიც მაქვს მოსმენილი, პლუს ჩემს კოტესთან ერთად სიენის უნივესიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლის წლები დამემატა, ისე მოხდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ კისინჯერისეული realpolitics -ს აზროვნება ჩამომიყალიბდა (ჰენრი კისინჯერის შრომების უმრავლესობა წაკითხული მაქვს იტალიურ და ინგლისურ ენებზე)…
მე და კოტე შეგუებულები ვიყავით იმ უიმედო კვდომის რეჟიმს, რომელშიც 30 წელია საქართველო იმყოფება.
ასეთი სამედიცინო თერმინი არსებობს: შეჩვეული აბორტი…

საქართველო “ქათული სახელმწიფო ეროვნული იდეის” გარეშე უკვე 30 წელია მკვდარ ნაყოფს შობს…
აქედან გამომდინარე, როდესაც ფაისბუკის საშუალებით ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ მეცნიერთა კონგრესი, მოძრაობა “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” – ადამიანები, კეთილი “დონ კიხოტები”, ცოდნით, სტრატეგიული აკადემიური აზროვნებით დაჯილდოვებულნი, ზნეკეთილი, პირუთვნელი თვითმყოფადობის იდეით შემკობილი კეთილგანწყობილი “შერეკილები” – ჩემმა იტალიურ-ქართულმა ოჯახმა, დუეტმა “ლალიმბერტი”-მ და ასოციაცია “ქართულიტა”-მ მათ ნდობა გამოუცხადეთ და მათ გვერდში დავდექით.

აქედან გამომდინარე ჩვენ ისევ იმედი ჩაგვესახა და ვიფიქრეთ, რომ შეიძლება და აუცილებელია ძალები შევკრიბოთ, რათა საქართველოს და ქართული ეთნოსის ფიზიკური გადარჩენა მოხდეს.

ის არაჯანსაღი მოვლენა, რასაც საქართველოდან, საკუთარი ოჯახებიდან ქალთა “გაძევება” და ემიგრაციაში უვადო “ტყვეობაში” და “მძევლობაში” ყოფნა ქვია, უნდა შ ე წ ყ დ ე ს!

ეს ტენდენცია უნდა შ ე ი ც ვ ა ლ ო ს – უნდა დ ა ვ ა ბ რ უ ნ ო თ დედები თავიანთ ოჯახებში !
ამის “საღაღადებლად” მე და ჩემი ოჯახი ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ შ ი საქართველოში ჩავდივართ…

სექტემბერში ბათუმში, ქუთაისში და თბილისში მე და დუჩო 3 კონცერტს ჩავატარებთ, ხოლო 21 სექტემბერს ასოციაცია “ქართულიტა”-ს წევრები მივიღებთ მონაწილეობას უცხოეთში ემიგრანტთა და საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის საერთაშორისო ლიგას დაფუძვნებაში.

შემდგომ წელს კი იგივე და უფრო ფართო შემადგენლობით ყოველთაქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მსვლელობაშიც.

ასე რომ, საქართველოში შეხვედრამდე.

2023 წლის 23 მაისი, ქ.პოჯიბონსი, იტალია

“მე დარჭრილი ვარ როგორც ხოხობი და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი”-ამ სათაურით გაიმართება ლალი ბურდულისა და დუჩო ლიმბერტის კონცერტები 21 სექტემბრისთვის თბილისში,ქუთაისსა და ბათუმში.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *