ვიდეომეცნიერთა კონგრესისლაიდერი
Trending

მწარე ქართული რეალობა: დაცული უკანონობა და დაუცველი კანონიერება!

შთაბეჭდილება რჩება და ანალიზიც ადასტურებს,რომ საქართველოში დღეს პოლიტიკოსთა,ხელისუფალთა და ოლიგარქთა მზაკვრული, უკანონო ინტერესები უფროა დაცული,ვიდრე ხალხის კანონიერი და ბუნებრივი უფლებები  ინტერესები!

ვიწყებთ დისკუსიას ამ უსამართლობის და არაკანონზომიერების მიზეზთა განხილვის და ამძირკვის მიზნით. დიდი ერთობით რეალურზე რეალურია,რომ დავასრულოთ უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე და ხალხის კანონიერი უფლებების აღდგენა…თუ ხალხი და მეცნიერების ერთობა შედგება,მყისვეე მოხდება დიდი გარღვევა,რომელიც 2024 წელში ხალხის ინტერესების გამარჯვებით დასრულდება!

ერთად ვიწყებთ ამ რთულ პროცესს!

ყოველ ოთხშაბათს ,19:00 საათზე , მეცნიერთა კონგრესის ოთხშაბათის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა ..
ძალაში ვტოვებთ დღემდე შემუშავებულ ყველა პროგრამულ დოკუმენტს:
მოქმედების მანიფესტი-ერთი სამშობლო ,ერთი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!
გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!
ახალი განზომილება -რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ !
ხალხის წერილი ხელისუფლებას!
იმედის 21 პუნქტიანი პროგრამა: მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი ,საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!

● პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დავიწყოთ მეცნიერების ერა !
ინტელექტუალური რევოლუციის პროგრამა ;
მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში !
ჩვენ ერთად ვქმნით ხალხის ტელევიზიას ;

● ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის!
ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი
სახელმწიფო კაცების საკრებულო ;
პიროვნებათა პარლამენტი ;
● პროგრამულ დოკუმენტებს გამოქვეყნებულს: ვებ.გვერდებზე www.civilizebuli.gewww.tetrebi org ფბ- ვერდებზე გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, ქართული TV, მოძრაობა თეთრები

და სასაუბროდ შემოგვაქვს საკითხები, რომელთა განხილვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…რომ არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ბევრ ბნელ ზრახვას მოჰფენს ნათელს.
ერთად ჩამოვაყალიბოთ ეს საკითხები, კითხვები და დავიწყოთ დისკუსია,რომ ჯნტელექტუალური რევოლუციის სექტემბერ-დეკემბრის პროგრამა წარმატებულად განვახორციელოთ!
გთავაზობთ საკითხთა და კითხვათა პირველ ჩამონათვალს:

● მიდის კი ქვეყანა სწორი გზით? როგორია მეცნიერთა კონგრესის ხედვა?
● პოლიტიკური სიმახინჯეები დამკვიდრებული მოქ.კავშირის, ნაცმოძრაობის მიერ, რომელთა შეცვლა არ მოინდომა “ოცნებამ”,მეტიც, ბევრი გააძლიერა კიდეც !
● ვის და რას ემსახურება გარედან ფინანსირებადი,რეალურად სამთავრობო, მოსახლეობისთვის კი არასათავრობოდ მიწოდებული ორგანიზაციების გაფეტიშება და აქვს თუ არა საზღვარი მათ თავხედობას?
● ძირითადი საკითხები,რომლებზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ყველა,სამთავრობო და არასამთავრობო  რგოლები და რეალურად კი, საერთოდ უყურადღებოდ გვაქვს დატოვებული…
● ვის ინტერესებში შედის რეფერენდუმის იდეის ასეთი უგულებელყოფა და რას ვთავაზობთ ჩვენ ხალხს?
● რატომ დუმს ინტელიგენცია,ვის ინტერესებშია მეცნიერებში და ინტელიგენციაში შიშის დანერგვა და ძალაში ვტოვებთ თუ არა მეცნიერთაკონგრესის შეფასებას: შეშინებული,პოლიტიზებული მეცნიერი და ინტელიგენციის წარმომადგენელი, ავანტიურისტ პოლიტიკოსზე უარესია?
● რას ნიშნავს მთავრობის მიერ უპასუხოდ დატოვებული პროგრამული წერილები..რატომ გაურბის ხელისუფლება მეცნიერებთან, მოაზროვნე ადამიანებთან საუბარსა და დისკუსიას და რატომ ურჩევნიათ დესტრუქციულთან ბრძოლა კონსტრუქციულთან დიალოგსა და თანამშრიმლობას?
● ვისთვის შენდება ამდენი ბინები,რას ნიშნავს არაბული,ირანული,თურქული, ინდური, ჩინური სოფლები,რუსეთიდან ჩამოსულთათვის განსაკუთრებული პირობების შექმნა,როცა ძირძველ მოსახლეობას იძულებულს ვხდით, დატოვოს ქვეყანა და წლების წინ წასულს არ ვუქმნით პირობებს დაბრუნებისთვის?
● რატომ არის ლტოლვა უცხოური ინვესტიციებისკენ,სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკების სესხებისკენ და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში საბანკო სისტემის მოწესრიგება, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა,ემიგრანტთა შესაძლებლობების გამოყენება,ჩართვა საინვესტიციო პროექტებში?
● რატომ არის მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამა იგნორირებული და რატომ იქცა პრობლემად “ქართული დოქტრინის” მიღება, ვის არ აწყობს კანონის მიღება ლუსტრაციასთან, სახელმწიფოს ღალატთან და ცილისწამებასთან, კორუფციისა და ნეპოტიზმის სახელმწიფოს ღალატთან გატოლებასთან დაკავშირებით?
● ვინ ეწინააღმდეგება იმუნური სისტემის გაძლიერების პროგრამის შემუშავებას,სასურსათო უსაფრთხოების დოქტრინის მიღებას და ვის ინტერესებშია მოსახლეობაში მედიკამენტების და სოფლად შხამ-ქიმiკატების როლის გაფეტიშება?
● რატომ უმალავენ ხალხს, საზოგადოებას მეცნიერთა პროგრამებს,კონკრეტულად უდიდეს ინიციატივას: კვების პროდუქტების დამამზადებელთა 20-30 პროცენტით მეტი,ვიდრე ამას დიდი სავაჭრი ცენტრები და შუალედური ფირმები უხდიან ,მოსახლეობას კი 40-50 პროცენტით იაფად,ვიდრე დღეს ყიდიან?
● რატომ არ გვინდა ვაღიაროთ,რომ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა და ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ,შეასრულონ მსახურის როლი,ეუფროსებიან და ხალხი აქციეს მსახურებად!
● ვინ ებრძვის საღ წინადადებას და ვისთვის არის მიუღებელი მეცნიერთა პოზიცია “პიროვნებათა, პროფესიონთა პარლამენტის” შექმნის თაობაზე?
● რა სჯობს საქართველოსთვის სრულად პროპორციული ,სრულად მაჟორიტარული,თუ შდრეული ტიპპის?
● ვის ინტერესებშია დაპირისპირების პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრება,როცა სასწაულის მოხდენა შეუძლია
თანამშრომლობას?

 

მეცნიერთა კონგრესის სამუშაო სხდომა 31 აგვისტო 2022 წელი

მეცნიერთა კონგრესის სამუშაო სხდომა. 24 აგვისტო, 2022 წელი

მეცნიერთა კონგრესის სამუშაო სხდომა 18 აგვისტო 2022 წელი

კონგრესის სპიკერის, ერეკლე შონიას გამოსვლა

კონგრესის წევრის თეიმურაზ შაშიაშვილის გამოსვლები

კონგრესის წევრის, გოჩა ცოფურაშვილის გამოსვლები

დავით ბოთერაშვილის გამოსვლა

კონგრესის წევრის, ვახში ჟვანიას გამოსვლები

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *