მეცნიერთა კონგრესიპროექტები

ჩვენ ერთად ვქმნით “სახელმწიფო კაცების საკრებულოს”

ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობით, შევქმნათ მართლაც, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის დიდი ინსტიტუტი. .

„ქართული ერთობის დარბაზი “ და „მეცნიერთა კონგრესი“ დაარსების დღიდან ახორციელებენ პატრიარქის  ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ჩამოყლიბებული მოსაზრებების ქვეყნის განვითარების პროგრამებში გადატანას.

 ერთ-ერთი უმნუშვნელოვანესია 2011 წელს პატრიარქის  მოსაზრება, რომ აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ღვაწლმოსილ პიროვნებათა სათათბირო. მსგავსი რამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. საქართველოში, ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ მეექვსემ შექმნა „ჭკვიან კაცთა   კომისია“  ყველაფერი ამის გათვალისწინებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოების, მთავრობის, მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ ძალთა მხარდაჭერითა და მონაწილეობით (ილია ჭავჭავაძის ტერმინი რომ გამოვიყენოთ), უნდა შეიქმნას “სახელმწიფო კაცების საკრებულო“,  რომელიც, რეგულარულად განიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემებს და თავის მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას  და ხელისუფლებას.

საკრებული დაკომპლექტდება 70 – ს, ძირითადად,  75  წელს გადაცილებული, დიდი გამოცდილებისა და ავტორიტეტის პირებით, .  რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი კი  არა, ქვეყნის  უანგარო მსახურებით არიან გამორჩეულნი და იგივე ამოძრავებთ დღესაც.

“სახელმწიფო კაცების საკრებულოს” წევრთა შემადგენლობა უნდა შეირჩეს წარმოდგენილ კანდიდატთა საერთო-სახალხო განხილვის საფუძველზე, ანუ  მთავარია ხალხი და სასურველი,  მიზანშეწონილი იქნება, რომ ამ პროცესში ჩაერთოს , საპატრიარქო,  პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ,მთავრობის თავმჯდომარე,  მეცნიერებათა ეროვნულ აკადემია და ყველა დაინტერესებული სახელმწიფო, თუ არასამთავრობო მიმართულების ორგანიზაცია, გამოთქვას მოსაზრებები და ასეთი საერთო განწყობით, შევქმნათ მართლაც, ეროვნული განწყობის დიდი ინსტიტუტი. .

ეს პროცესი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. უფრო მეტიც, ჩვენი  მივესალმებით თუ საკრებულოს კანდიდატების დასახელების პროცესი მასობრივ ხასიათს მიიღებს.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით. დაიწყო მოსახლეობის გამოკითხვა და მარტის ბოლოს, ერთობის დარბაზის თავმჯდომარემ, ჯუმბერ კოპალიანმა ქართული ტვ -ს ეთერში გააჟღერა საკრებულოს პირველი წევრების ვინაობა. ერთი თვის მანძილზე 60-დე წევრის სია შედგება. საკრებულოს  ფორმირება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დასრულდება.

პირველი ათეული მართლაც შთამბეჭდავია. აი, მათი სახელები

  1. ნონა გაფრინდაშვილი, ჭადრაკის დედოფალი, მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში, მამულიშვილი, სასიქადულო ქართველი;
  2. მინდია უგრეხელიძე – გამოჩენილი იურისტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე
  3. რისმაგ გორდეზიანი –გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
  4. ტარიელ ხარხელაური – ყველა ქართველისთვის საყვარელი პოეტი,
  5. გურამ ქაშაკაშვილი -, მეტალურგიული ქარხნის ყოფილი ხელმძღვანელი
  6. ვახტანგ დავითაია – გამოჩენილი არქიტექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი
  7. გულიკო ჩაფიძე – გამოჩენილი კარდიოლოგი
  8. მზექალა შანიძე -ცნობილი ენათმეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

24 აპრილს, ქართული ერთობის დარბაზის” თავმჯდომარემ,, მეცნიერებათა დოქტორმა ჯუმბერ კოპალიანმა “სახელმწიფო კაცების საკრებულოს” წევრობის მორიგი კანდიდატები დაასახელა

რამაზ გახოკიძე – აკადემიკოსი, ცნობილი მეცნიერი, ქიმიკოსი
იმედა კახიანი – ცნობილი მსახიობი
ელიზბარ ჯაველიძე – აკადემიკოსი, თურქოლოგი
ავთანდილ სილაგაძე – ცნობილი ეკონომისტი
რომან რურუა – მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი
შოთა ჩხეიძე –   ცნობილი მეცნიერი სოფლის მეურნეობის ექსპერტი,
ანზორ თოთაძე – ცნობილი დემოგრაფი
ნუგზარ რუხაძე – ცნობილი ჟურნალისტი
ბაკურ გულუა – მეცნიერი, პოლიტიკოსი
მერაბ კოკოჩაშვილი – ცნობილი ქართველი რეჟისორი
მზია ხეთაგური – ცნობილი პოეტი
გიორგი შერვაშიძე – თადარიგის გენერალი
ვან ბაიბურთი – ცნობილი ჟურნალისტი
ვახში ჟვანია – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
24.04.2024

ყველას მოგიწოდებთ, ვიაქტიუროთ, ყველა სოფელში, ქალაქში, რეგიონში მოვიძიოთ 70 წელს გადაცილებული დარგში წარმატებული, ავტორიტეტული,მხცოვანი ადამიანები,  ვინც საზოგადოების სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ამ პიროვნებების შესახებ. 

“ქართული ერთობის დარბაზის” პრეზიდენტი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, მეცნიერების დოქტორი ჯუმბერ კოპალიანი მომდევნო კვირაში  სახელმწიფო კაცების საკრებულოს ახალ კანდიდატებს წარმოადგენს, თქვენთან – ხალხთან, საზოგადოებასთან დათათბირებისთვის.

„სახელმწიფო კაცების“ საკრებულო     (გზა ცივილიზებული სახელმწიფოეკენ) 

ქართული ერთობის დარბაზის” თავმჯდომარის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს: “აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ღვაწლმოსილ პიროვნებათა სათათბირო”

(ვიდეო) სახელმწიფო კაცების საკრებულო

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *