ვიდეო

ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ

 
ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არასდროს, პარტიული თანამშრომლობა არ გვქონია არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არც “ქართულ ოცნებასთან” და არც მათგან გამონაყოფებთან. არასდროს მიგვიღია დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბიძინა ივანიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უცხოეთიდან, არასდროს ვყოფილვართ პარტიულ ერთობებში -«ყველა- ერთის წინააღმდეგ»… ვიზიარებთ პარტიული ცხოვრების კლასიკურ მოდელს, რომ პარტია პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ეწეოდეს პარტიული საწევრო ანარიცხებით, შემოწირულობებით და ფინანსები იყოს სრულიად გამჭვირვალე.
ჩვენ გვაერთიანებს ქართული ინტერესი, ქართული იდეა და ქართული მიზანი. გვაერთიანებს პრინციპი: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება. ჩვენთვის მთავარია – სამშობლო და განსხვავება პარტიულ ხედვებში ხელს არ გვიშლის, რომ ვიყოთ ერთნი მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.
 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *