მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

დამაფიქრებელი რეალობა

 

ისტორიულად ხელისუფლების სათავეს ყოველთვის უნარით დაწინაურებული უმცირესობა იკავებდა, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა და ყოველთვის კრიჭაში ედგა საზოგადოებრივი ელიტა-არისტოკრატიის, პლუტოკრატიის, თეოკრატიის, ინტელიგენციის სახით (მცირე გამონაკლისებს გვერდს ვუვლი), როგორც ქვეყნის, მოსახლეობის უმრავლესობის პატრონი, იმედი და პასუხისმგებლობის მომკითხავი პენიტენციარი.

კაი ხანია, რაც მსოფლიო ფულის პატრონმა-არაფორმალურმა გლობალურმა ელიტარულმა უმცირესობამ ქვეყნის სახელისუფლო კრეატურა მოსახლეობის უმრავლესობის საშუალო აზროვნებიდან გამოირჩია იმ სისუსტეების და თვისებების მიხედვით, რომელიც ცოცხალ ფიგურას უნდა ჰქონდეს პროტექტორის ინტერესების გასატარებლად. ასე უბრალოდ სხვის სამსახურში დაწინაურებამ საშუალო ნიჭს ზიზღი გაუჩინა თავისივე კლასისადმი, რომელსაც ეჩვენება, რომ მასში პიროვნული გამორჩეულობა შეუმჩნევიათ და ხელისუფლებაშიც იმიტომ „მოუწვევიათ“. ახლა ელიტარული საზოგადოებისაკენ გზა ხსნილი აქვს. ამის მოჩვენებით და მისი კარიერული მდგომარეობის გამო, იგი გააუცხოვდა თავის ხალხს, შეიზარა და ისე ეპყრობა, როგორც ჰიტლერის არმიის გაფაშისტებული საბჭოთა ოფიცრები ექცეოდნენ ტყვეებს საბჭოთა კავშირიდან, გერმანელებისთვის რომ ერთგულება დაემტკიცებინათ.

ელიტა ან მემკვიდრეობითია და არისტოკრატიული, ან ინტელიგენტურად, ზნეობრივად აღზრდილი და პატრიოტულად განსწავლული, რომელსაც მისი თავის უმაღლეს დანიშნულებად ქვეყნისა და ხალხის სამსახური მიაჩნია. ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე ლეგენდები, ფეხით მოსიარულე ძეგლები ხდებიან. იმათ დაძახებაზე ხალხი ფეხზე დგება, და დაუფიქრებლად გაყვება ყველგან, საითაც არ უნდა წავიდეს იგი. აი, თურმე რატომ ებრძვიან საზოგადოებრივი ელიტის წარმოქმას მსოფლიოს ახალი მონარქიული სახელმწიფოს კონსტრუქტორები. აქ კიდევ ჩვენთან, დამოუკიდებელი ცხოვრების არიფები ტელევიზიებში ათენებენ და აღამებენ ხალხის თვალასახვევად, იმდენი არ იციამ, რომ სატანისტებს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ანუ თამაშის წესები მოქმედებაშია, მოთამაშეები ერთმანეთს ხოცავენ, როცა გამარჯვება უკვე წინასწარ ცნობილია.

ამდენად გვაქვს საბოლოოდ დაშლილი სახელმწიფოს მართვის ტრადიციული სტრუქტურა. იყო: ხალხი, საზოგადობრივი ელიტა, ხელისუფლების სტრუქტურა, რომლის ნაცვლად გაჩნდა: ხალხი, ხელისუფლება და გარედან კონსტრუირებული არაფორმალური კოსმოპოლიტი ელიტა, როგორც არაეროვნული სახელისუფლო სტრუქტურის მაფორმირებელი კლასტერი, სადაც გარეშე, მსოფლიო ელიტა თვითონ ირჩევს ხელისუფლებას მისივე ხალხის მეშვეობით. ახლა საქართველოში ხელისუფლებას გარეგანი უცხო ელიტა აკონტროლებს, ხოლო ხალხი ეროვნული ელიტის გარეშეა დარჩენილი, და მარქსი რომ წერდა, იმაზე უფრო ღატაკი, დაუცველი, პროლეტარია და ლუმპენი. ამდენად არის ახლა საქართველო ტოტალური მონობის იშვიათი პრეცედენტი. ხელისუფლება ნახევრად მონურ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, მონაა იმდენად, რამდენადაც კრეატურაა. მეორე მხრივ, მონობაზე ნახევრად მაღალია, რაკი თავისუფალია პროტექტორისაგან განსაზღვრული წესების ფარგლებში, დასაქმებულია და ამორალური ცხოვრების სივრცეში-თავაშვებულია. მოსახლეობის დანარჩენი მასა მსოფლიო პროლეტარიატის ნაწილია ან ლუმპენიზებულია. ახლა ხომ გასაგებია, რატომ აქვს ამის დამნახავს თვალები გაფართოებული.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

რამაზ ნამიჭეიშვილი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *