"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: მხარი დავუჭიროთ ისეთ გამოცდილ, მაღალი პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსს როგორიც თეიმურაზ შაშიაშვილია

თუ გვინდა გადარჩენა ნუ მივედ-მოვედებით და ნუ ვეძებთ სადღაც რაღაცას.რამდენჯერ უნდა დავუშვათ შეცდომა ან როდემდე უნდა ვუსმინოთ არაფრისმქმნელ ვაიპოლიტიკოსებს და პარტიებს?!

მხარი დავუჭიროთ ისეთ გამოცდილ ინტელექტის მქონე მაღალი პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსს როგორიც ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილია.თუ დამიჯერებთ ქართველი ერი გადარჩება და გამოვა ამ კრიზისიდან რომელიც იმ ოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდმა მოგვიტანა როცა გაფეტიშებული ლიდერები იყვნენ და არიან სათავეში.

ბ.ნი თემური ქვეყნის სათავეში არასდროს ყოფილა და იქ სადაც იყო ღირსეული მმართველი ახსოვს ხალხს.ამიტომ ნუ ჩამოვყრით ყურებს და ნუ მივუშვებთ სადავეებს ისევ დინების მიმართულებით.შევცვალოთ უნდა ქვეყანა ხალხმა და ისეთმა პოლიტიკოსმა რომელსაც შეუძლია ქართული გზით იაროს, გააერთიანოს და გადაარჩინოს ქვეყანა მშვიდობიანად.გავყვეთ ამ გზას და გადავრჩებით.გავძლიერდებით.გვეშველება და ვიცხოვრებთ სამართლიან სახელმწიფოში.თუ არ დამიჯერებთ და ამაზე უარესი მდგომარეობა გვექნება ვიდრე დღეს გვაქვს.ზოგიერთ ეროვნულ ძალებს კი მოვუწოდებ გაერთიანდეს ბ.ნ თემურთან ,ცალცალკე გაწევგამოწევას არანაირი შედეგი არ მოყვება. ეს ისე უბრალოდ გითხარით, დაფიქრებისთვის ასე უბრალოდ ……ისე ბ.ნ ბიძინა ივანიშვილს საქართველო ცოტათი მაინც რომ უყვარდეს მმართველობის სადავეებს თემურ შაშიაშვილს და სახალხო ხელისუფლებას ჩააბარებდა,არასდროს შევმცდარვარ უტყუარ პროგნოზში.

იხ. თემურ შაშიაშვილი: მე მესმის თქვენი, მაგრამ მინდა გაიგოთ ჩემიც.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *